მთავარ კონტენტზე გადასვლა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიმოხილვის დაწერა

აღწერა

ისტორიული წყაროების მიხედვით სტატისტიკური ცნობების მოპოვება საქართველოში XIII საუკუნიდან იწყება. 1254-1258 წლებში მონღოლმა ნოინმა არღუნმა აღწერა საქართველოს მოსახლეობა და მათი ქონება. 1689 წლიდან, ერეკლე I-ის მეფობის ხანაში, საქართველოს სადროშოების სარდლები შვიდ წელიწადში ერთხელ ატარებდნენ თავიანთ სადროშოებში ხალხის აღწერას. ჩვენს დრომდეა მოღწეული XVII-XVIII სს. დავთრები, რომლებშიც ჰქონდათ აღწერის შედეგად მოპოვებული ცნობები. 1918 წ. 15 ნოემბერს მიწათმოქმედების სამინისტროსთან შეიქმნა სტატისტიკის დროებითი ბიურო, რომლის ფუნქციებში შედიოდა სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალების შემუშავება, მიწის ფონდის აღრიცხვა და მისი განაწილების ნორმების განსაზღვრა. 1919 წ. 25 ივლისს, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, შეიქმნა რესპუბლიკის ცენტრალური სასტატისტიკო კომიტეტი იმავე სამინისტროს შემადგენლობაში. კომიტეტს დაევალა ყოველგვარი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტატისტიკური სამუშაოების წარმართვა . საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, 1921 წლის 3 აპრილს თბილისში გამოქვეყნდა რევოლუციური კომიტეტის დეკრეტი “საქართველოს სსრ ცენტრალური სტატისტიკის სამმართველოს დაარსების შესახებ”, ხოლო 1921 წლის 4 ივლისს – პირველი დებულება საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოების შესახებ. ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების პერიოდიდან გასული საუკუნის 90–იან წლებამდე საქართველოში განხორციელებული სტატისტიკური საქმიანობა საბჭოთა კავშირის მასშტაბური სტატისტიკის ნაწილი გახდა და ეყრდნობოდა საბჭოთა სტანდარტებსა და მეთოდოლოგიებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კერძოდ კი 1990-იან წლებში საჭირო გახდა დაკვირვების მთელი ინსტრუმენტარიუმის ძირეული ცვლილება, ინფორმაციის მოპოვების განსხვავებული, ალტერნატიული წყაროების ფორმირება. მნიშვნელოვანი გახდა საბაზრო ეკონომიკის მახასიათებელი ინდიკატორების შემუშავება და დანერგვა. განსაკუთრებული ყურადღების საგნად იქცა ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში მიმდინარე ინსტიტუციონალური ცვლილებების და რეფორმების დახასიათება. 1991 წლის 27 თებერვლის საქართველოს უზენაესი საბჭოს ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის შესაბამისად 1991–1995 წლებში ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკურ საქმიანობას აწარმოებდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან არსებული სოციალურ–ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტი. ხოლო სტატისტიკურ სამუშაოთა სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის კანონი სტატისტიკის შესახებ. 1995 წელს საქართველოს რესპუბლიკის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო სტატისტიკის პრიორიტეტული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი მატერიალურ ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და განვითარების მიზნით, მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 აპრილის N181 დადგენილების შესაბამისად ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა სტატისტიკის განვითარების სახელმწიფო ფონდი, რომლის პრეზიდენტის ფუნქციებსაც ასრულებდა სოციალურ–ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარე. 1995 წლის 8 დეკემბრის ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 1995–1997წლებში სტატისტიკურ საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტი. 1996 წლის აპრილიდან 1997 წლის ოქტომბრამდე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად სახელმწიფო სტატისტიკის სრულყოფის მიზნით სტატისტიკის სახელმწიფო დროებითი კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის, ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო კანცელარიის პასუხისმგებელი პირები. 1997-2004 წლებში სტატისტიკურ საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეუერთდა. შესაბამისად, სტატისტიკურ საქმიანობას აღნიშნული თარიღიდან 2009 წლის 11 დეკემბრამდე ახორციელებდა როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება– სტატისტიკის დეპარტამენტი. 1998 წლიდან 2009 წლის დეკემბრამდე მოქმედებდა 1997 წელს მიღებული კანონი “სტატისტიკის შესახებ”. დღეს საქართველოში სტატისტიკურ საქმიანობას დამოუკიდებელი სტრუქტურა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) საერთაშორისო მეთოდოლოგიისა და სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს. მისი ფუნქციონირების სამართლებრივ ბაზას 2009 წლის 11 დეკემბრიდან წარმოადგენს საქართველოს კანონი “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ”.

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

დ. აღმაშენებლის გამზ. 89/24

ტელეფონი

322367210

ელ-ფოსტა

info@geostat.ge

ვებსაიტი

geostat.ge/?lang=geo

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტროები

თბილისი

სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; გარემოს დაცვის დაგეგმვის სისტემის ორგანიზება; გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, მიზნობრივი პროგრამების, გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, მოქმედებათა ეროვნული პროგრამის და სამენეჯმენტო გეგმების შემუშავება და განხორციელება, ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების, ქვეყნისათვის დამახასიათებელი იშვიათი, საფრთხის წინაშე მყოფი ფლორისა და ფაუნის სახეობების, თვითმყოფადი ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნება, ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების სფეროში სახელმწიფო მართვის (რეგულირება, ლიცენზირება, აღრიცხვა, ზედამხედველობა და კონტროლი) ფუნქციის განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება. სამინისტრო საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათ მონაწილეობას და გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას; 2012 წლის მდგომარეობით, საქართველოს მიერ გარემოს დაცვის სფეროში რატიფიცირებული კონვენციებიდან, სამინისტრო კოორდინაციას უწევს 15 საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციის, მათი 3 ოქმის და 3 შეთანხმების განხორციელებას. სამინისტრო ასევე ახორციელებს გარკვეულ ქმედებებს და მონაწილეობს 7 საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციისა და ოქმის ეგიდით მიმდინარე ღონისძიებებში, რომელთა მხარეც საქართველო ჯერ არ არის. გარემოს დაცვის სამინისტრო 3 წელიწადში ერთხელ წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს - ეროვნული მოხსენებას, რომელშიც ასახულია ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, წარმოდგენილია ინფორმაცია გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის, მიმდინარე გარემოსდაცვითი პროექტებისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის შედეგების თაობაზე.

დევნილთა სამინისტრო

სამინისტროები

თბილისი

საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბება და ამ სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა კომპეტენციის ფარგლებში; ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, რეპატრიანტთა, საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადის რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა; (ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან) მიგრანტთა კატეგორიების დადგენა; დევნილთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, ასევე დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზება და ხელშეწყობა, სათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა; მიგრაციული ნაკადის აღრიცხვა, მართვა და კონტროლი; დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; საერთაშორისო (სამთავრობო და არასამთავრობო) ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის პროგრამის შემუშავება, დამტკიცება და განხორციელების ორგანიზება; (ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან) დევნილთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა აღრიცხვა- რეგისტრაციის უზრუნველყოფა; დევნილთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი პროგრამის შემუშავება, დამტკიცება და განხორციელება; თავის ძირითად ამოცანათა ფარგლებში საქმიანობის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, საქართველოს მთავრობისათვის წინადადებებისა და პროექტების წარდგენა, მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების უზრუნველყოფა; მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ ორგანოებთან ერთად სამართლებრივი ბაზის მომზადება; აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად მიგრანტთა მიღება-განსახლების, გადაუდებელი დახმარების, დასაქმების ხელშეწყობისა და ადაპტაცია-ინტეგრაციის ორგანიზება; მიგრანტთათვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულების კონტროლი; დევნილთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, ასევე დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზება და ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ ორგანოებთან ერთად ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დასაცავად საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადებაში მონაწილეობა; საქართველოს სახელით საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობა და სათანადო ინფორმაციის გავრცელება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სამინისტროები

თბილისი

საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიზანია მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, რომელიც დაფუძნებული იქნება სტაბილურ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე და კერძო მეწარმეობის განვითარებაზე. ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს თანმიმდევრულ სტრუქტურულ და ინსტიტუციურ რეფორმებს, რომელთა მიზანია მეწარმეებისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნა.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტროები

თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრიორიტეტები: • ქართული კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნება, საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; • საქართველოს რეგიონებში კულტურული კერების შექმნისა თუ აღდგენის ხელშეწყობა; კულტურის, როგორც ქვეყნის რეგიონული განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალის, გამოყენება; საქართველოს რეგიონების საერთაშორისო კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა; • თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვა ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს ხელოვანთა საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში ჩართვის მიზნით; • სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა დედაქალაქსა და რეგიონებში; • კულტურული პროექტების ამოქმედება კონფლიქტურ რეგიონებში ნდობის აღდგენის პროცესში; • ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობისთვის, კულტურის დარგების მხარდასაჭერად დამატებითი წყაროს უზრუნველსაყოფად; • შემოქმედებითი ინდუსტრიების (კულტურული ტურიზმი, კინო, დიზაინი, მოდა, ხალხური რეწვა...) განვითარების ხელშეწყობა; • საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის გზით; • სოციალურად დაუცველი ფენებისთვის კულტურის სხვადასხვა დარგებზე წვდომის უზრუნველყოფა; • საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სათვისტომოების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.