მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

სტუდია მონიტორი მიუკერძოებელი და მაღალი ხარისხის ჟურნალისტური გამოძიებების მწარმოებელი სტუდიაა. მისი მიზანია, გამოავლინოს ხელისუფლების მანკიერებები და ინფორმაცია მიწოდოს მოსახლეობას; ბიძგი მისცეს საჯარო დისკუსიას, რომელიც სასარგებლო ცვლილებებს გამოიწვევს საზოგადოებაში; ხელი შეუწყოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებას. სტუდია მონიტორი 2005 წლის 14 დეკემბერს დაფუძნდა და ამ ხნის მანძილზე ჩვენმა გუნდმა მოამზადა 200-მდე ჟურნალისტური გამოძიება და სიღრმისეული რეპორტაჟი. დაფუძნებიდან დღემდე სტუდია მონიტორს აფინანსებენ საერთაშორისო დონორები. ესენი არიან: ბრიტანეთის საელჩო, ამერიკის საელჩო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ჰოლანდიის საელჩო, ევროპის ფონდი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, Black Sea Trust, NED. სტუდია მონიტორის ჟურნალისტურ გამოძიებებს მოპოვებული აქვს შემდეგი პრიზები: ჯიპა-ფრიდმანის პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის ჩვენ მოვიპოვეთ 5 ჯერ; ევროკავშირის პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის ჩვენ მოვიპოვეთ 5-ჯერ; ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის ჩვენ მოვიპოვეთ 4-ჯერ, ჩვენი სტუდიის ყველა წევრი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრია.

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

ტ. შევჩენკოს ქუჩა N5

ტელეფონი

322999342

ელ-ფოსტა

monitori.ge@gmail.com

ვებსაიტი

monitori.ge/

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა