მთავარ კონტენტზე გადასვლა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა

სკოლებითბილისი
მიმოხილვის დაწერა

აღწერა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა, რომელიც თავის მხრივ ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის საშუალებით განვითარდა. სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. სკოლის მისია - საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ემსახურება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავებას ტრენინგებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების გზით. სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამები ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებს, რაც აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ამზადებს. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმებს ოთხი ძირითადი მიმართულებით: კარგი მმართველობის მხარდაჭერა - სკოლის აქტივობები მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მაღალი თანამდებობის პირების პროფესიონალიზმის ამაღლებას, რათა ხელი შეუწყოს ფართო უსაფრთხოების სექტორში მართვის ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნული კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კეთილსინდისიერების ამაღლებას, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, კორუფციული რისკების შემცირების ხელშეწყობას. თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა - სკოლა უზრუნველყოფს ფორუმს დისკუსიებისთვის და ინფორმაციის გაცვლისთვის, რათა ჩამოყალიბდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალს, სხვა სამთავრობო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. უწყებათაშორისი თანამშრომლობა - სკოლა ხელს უწყობს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის სხვადასხვა სამთავრობო უწყებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ინფორმაციის გაზიარების, კავშირების გამყარების და თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი ფორმატების მეშვეობით. ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობა - სახელმწიფო უსაფრთხოება ერთობლივი ეროვნული პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, სკოლა უზრუნველყოფს პლატფორმას დისკუსიებისთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, სადაც უსაფრთხოების ორგანოებთან ერთად მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები (აკადემიური წრეები, ექსპერტები, მასწავლებლები, მედიის წარმომადგენლები). თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია ნატო-ს აკრედიტაციის მიღება. აკრედიტაციის პროცესის ეფექტურად წარმართვის და ასევე ნატო-სთან თავსებადი სასწავლო ციკლის შემუმაშვების მიზნით, სკოლა განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას ნატო-ს სხვადასხვა პროგრამებთან, ნატო-ს სკოლებთან და მსგავს სასწავლო დაწესებულებებთან.

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

დ. ჭონქაძის ქ. 20

ელ-ფოსტა

dibs@mod.gov.ge

ვებსაიტი

dibs.mod.gov.ge/

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

დიზაინის საერთაშორისო სკოლა

სკოლები

თბილისი

სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლა ინგლისურენოვანი სწავლება საბაკალავრო პროგრამა ინტერიერისა და ავეჯის დიზაინი პროდუქტის დიზაინის ტრანსპორტის დიზაინი ვიზუალური კომუნიკაცა სამაგისტრო პროგრამა დიზაინი გაცვლითი პროგრამები გერმანიაში

თბილისის პროტოკოლის სკოლა

სკოლები

თბილისი

თბილისის პროტოკოლის სკოლა პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას მიიღოს სერთიფიცირებული განათლება საერთაშორისო ბიზნეს ეტიკეტისა და პროტოკოლის სფეროში. ვინ არის ჩვენი ლექტორი? სკოლის ხელმძღვანელი და მთავარი ტრენერია ნინო ახალაია. მას გავლილი აქვს ევროპის პროტოკოლის სკოლის (Europrotocol – The European School of Protocol) ტრენერთა მომზადების სასწავლო კურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიენიჭა სერთიფიცირებული კონსულტანტის სტატუსი ბიზნეს ეტიკეტისა და საერთაშორისო პროტოკოლის საკითხებში. ევროპის პროტოკოლის სკოლა აკრედიტირებულია”ბრიტანული აკრედიტაციის საბჭოს” მიერ (BAC – British Accreditation Council for Independent and Further & Higher Education), რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQUA) სრულუფლებიან წევრს.

კაი ყმა

სკოლები

თბილისი

ჩვენი სკოლა 1999 წელს ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა იზა ჩანტლაძემ დააარსა. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ დაწყებითი საფეხური იყო, მოგვიანებით კი სასწავლო პროცესი სამივე საფეხურზე გაგრძელდა. ამჟამად ”კაი ყმა” სასწავლო პროცესის, საგნობრივი მრავალფეროვნების, უცხო ენების გაძლიერებული სწავლებით, მცირეკონტიგენტიანი კლასების, პედაგოგთა მაღალი კვალიფიკაციისა და ბავშვებისთვის სასწავლო-შემოქმედებითი და გასართობი აქტივობების დანერგვის კუთხით სასკოლო სისტემაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოსწავლეების შიდასასკოლო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას. მთელი წლის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში, კონფერენცებში, პრეზენტაციებში, კონკურსებსა და კონცერტებში. სკოლაში ფუნქციონირებს წრეები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარების სტიმულირებასა და გამოვლენას. მოქმედებს გახანგძლივებული რეჟიმი და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი. მოსწავლეებს ემსახურება სასადილო ორჯერადი კვებით და ტრანსპორტი. ჩვენ ვიმყოფებით, საკუთარ, ორსართულიან, უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილ შენობაში, სადაც მოსწავლეებს ყველა პირობა ექნებათ თანამედროვე ტიპის, სრულყოფილი განათლების მისაღებად. სკოლას აქვს საკუთარი ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დარეჯან კვანჭიანი, ხოლო მუსიკის ავტორი კომპოზიტორი კახა ცაბაძეა.