მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

თბილი სქაი - პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრში, ვაკეში, ყველაზე პრესტიჟულ უბანში. პროექტი ემყარება თანამედროვე დასავლური სტანდარტის ხუთ უმთავრეს პირობას: სიმყარე - კომფორტი - უსაფრთხოება - ეკოლოგია - ესთეტიკა. ჩვენი მიზანია, ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ხარისხი, უსაფრთხოება, ეკოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები ჰარმონიაშია მომხმარებლის საჭიროებებთან. პროექტი მდებარეობს შატბერაშვილის ქუჩის #52/54/56-ში, ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარედ. საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართობი 3030 კვ.მ-ს შეადგენს 14 სართულიანი კომპლექსი მოიცავს 110 ინდივიდუალურ საცხოვრებელ ფართს, კომერციულს ფართებს, კომფორტულ 4 დონიან 120 ავტომობილზე გათვლილ პარკინგს, რეკრეაციულ ზონას, ბავშვთა სათამაშო მოედანს და უმაღლესი ხარისხის ლობის. მდებარეობა, მშენებლობის უმაღლესი ხარისხი, ეკოლოგია , ესთეტიკა და უსაფრთხოება, აუცილებელი წინაპირობაა თქვენი კომფორტული ცხოვრებისთვის. კომპლექსის ირგვლივ მდებარეობს რეკრეაციული ზონები, კაფე-ბარები, დიზაინერული ბუტიკები და სალონები, სავაჭრო ცენტრები და ყველა ის მნიშვნელოვანი ობიექტი, რაც თქვენი ცხოვრების სტილს განსაზღვრავს. კომპლექსი წარმოდგენილია თანამედროვე არქიტექტურული იერსახითა და მოსაპირკეთებელი მასალებით, როგორებიცაა: ბუნებრივი ქვა, ბუნებრივი ხე, კომპოზიტური პანელები, დეკორატიული თუნუქი, მინის ვიტრაჟული სისტემები, საფასადე დეკორატიული განათება და მრავალი სხვა. ვიზუალურად სრულად ერწყმის ირგვლივ არსებულ ლანდშაფტსა და ურბანულ სივრცეს, ხოლო შენობის გემოვნებით მოწყობილი და გაფორმებული ინტერიერი და ექსტერიერი დამატებით ესთეტიურ სივრცეს ქმნის მაცხოვრებლებისთვის. უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები. პროექტი შემუშავებულია სეისმიკის ნორმების სრული დაცვით. თბო და ჰიდრო საიზოლაციო ღონისძიებების ფართო სპექტრი. მე-6 კატეგორიის კლდოვან გრუნტზე დაფუძნებული მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული ნაგებობა. ერთი მეტრი სისქის ფუნდამენტის ფილა და გრუნტის დამჭერი 15 მეტრი სიმაღლის ხიმინჯოვანი ფარდა. შიდა გზების სქემა სამი მიმართულებით მოძრაობს და მოიცავს: შატბერაშვილის ქუჩას, შატბერაშვილის ჩიხსა და ჟვანიას ქუჩას. საფეხმავლო კიბე-ქუჩა, რომელიც პროექტის ფარგლებში აშენდა და აკავშირებს საცხოვრებელ კომპლექსსა და აღნიშნულ ქუჩებს. თანამედროვე დიზაინის ლობი. საცხოვრებელ კომპლექსს ემსახურება პროფესიონალი კონსიერჟი. საცხოვრებელ კომპლექსში დასაქმებულნი არიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. შენობა აღჭურვილია ვიდეო მეთვალყურეობისა და უსაფრთოხების ნორმების შესაბამისი სახანძრო სისტემებით. საცხოვრებელ კომპლექსს ადგილზე ემსახურებიან დაცვის თანამშრომლები. სუფთა ჰაერზე, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით მოწყობილი დასასვენებელი და გასართობი სივრცე. 1000 კვ. მ. ღია სივრცე სათამაშო მოედნით და გამწვანებული მოსასვენებელი კუთხეებით. 200 კვ.მ-ის მოცულობის გადახურული სივრცე განტვირთვისთვის ნებისმიერ ამინდში.

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

52 Shatberashvili Street, Tbilisi, Georgia

ტელეფონი

591018080

ელ-ფოსტა

info@tbilisky.ge

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

ფუნდამენტი ჰაბი

სამშენებლო კომპანიები

თბილისი · დიდუბე-ჩუღურეთი

Fundamenti Hubi აერთიანებს ტრადიციულ საიმედოობასა და მომავლის ტექნოლოგიებს. ჩვენი საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: 1. ინოვაციური ავტონომია (Off-grid Solutions): ვაშენებ სრულიად დამოუკიდებელ, ჭკვიან ეკო-სახლებს, რომლებიც არ საჭიროებენ ცენტრალურ კომუნიკაციებს (წყალი, დენი, კანალიზაცია). ეს საშუალებას აძლევს მფლობელებს, იცხოვრონ სრული ენერგო-დამოუკიდებლობითა და ნულოვანი კომუნალური ხარჯებით ნებისმიერ წერტილში. 2. სამშენებლო სერვისები დეველოპერებისთვის: პარალელურად, ვთავაზობ დეველოპერულ კომპანიებს სრულ სამშენებლო მომსახურებას — სტანდარტული მშენებლობიდან რთული ინფრასტრუქტურული პროექტების მართვამდე. ჩემი გუნდი უზრუნველყოფს: • სრულ სამშენებლო ციკლს: პროექტირება, კარკასი, მოპირკეთება. • ჭკვიანი სისტემების ინტეგრაციას: ნებისმიერი მასშტაბის პროექტის აღჭურვა Smart Home ტექნოლოგიებით. • სტრატეგიულ კონსულტაციას: როგორ ვაქციოთ რთული რელიეფის მქონე, უკომუნიკაციო მიწის ნაკვეთები მომგებიან საინვესტიციო პროექტებად. ჩემი მიზანია, დეველოპერებს შევუმცირო ტექნიკური ბარიერები, ხოლო მომხმარებელს შევუქმნა მაღალი ხარისხის, თანამედროვე საცხოვრებელი გარემო.“

სოლიდბაუ

სამშენებლო კომპანიები

თბილისი

მშენებლობა რემონტი ეზოს მოწყობა მოპირკეთება

სითიმარკეტი

სამშენებლო კომპანიები

თბილისი · ვაკე

განცხადებების პლათფორმა.მოიძიეთ ან განათავსეთ სასურველი განცხადება ჩვენთან

სარემონტო კომპანია "მწვანე ფერი"

სამშენებლო კომპანიები

თბილისი · ვაკე

სარემონტო კომპანია „მწვანე ფერი • Green Color“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტის სამშენებლო-სარემონტო მომსახურებას. ჩვენს გუნდს წარმატებით აქვს განხორციელებული 200-ზე მეტი ინდივიდუალური სახლისა და ბინის პროექტი. ჩვენი პრიორიტეტია საინჟინრო სიზუსტე, მკაცრი ნორმების დაცვა და დროში გამოცდილი ხარისხი.