მთავარ კონტენტზე გადასვლა

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი

კლინიკებითბილისი
მიმოხილვის დაწერა

აღწერა

ქ. თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი დაფუძნდა 2005 წელს ონკოპრევენციული პროგრამების განხორციელების მიზნით. დღეისათვის ცენტრში ხორციელდება როგორც პაციენტთა დიაგნოსტიკა, ასევე ყველა ტიპის ოპერაციული და მედიკამენტოზური მკურნალობა, მათ შორის ქიმიოთერაპიული საშუალებებით. ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები: მამოლოგია გინეკოლოგია კანი და რბილი ქსოვილები თავ- კისერი ქიმიოთერაპია უროლოგია პროქტოლოგია მუცლის ღრუს ქირურგია ლაპარასკოპია ენდოკრინოლოგია ორთოპედია- ტრავმატოლოგია ნევროპათოლოგია დაწესებულებაში ფუნქციონირებს ამბულატორიული და სტაციონარული დეპარტამენტები. ამბულატორიული დეპარტამენტი უზრუნველყოფს პაციენტთა კონსულტირებას ექიმთა პირველადი და განმეორებითი ვიზიტების გზით, დიაგნოზის დაზუსტებისათვის აუცილებელ ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტულ გამოკვლევებს (ექოსკოპია, მამოგრაფია, კოლპოსკოპია და სხვა), საბოლოო დიაგნოსტირებასა და მკურნალობის სქემის შედგენას. სტაციონარული განყოფილება უზრუნველყოფს პაციენტთა ოპერაციული მკურნალობას, პრე და პოსტოპერაციულ მოვლას, მათ შორის პოსტოპერაციული ინტენსიური მოვლისა და რეანიმაციული საწოლების გამოყენებით. დაწესებულებაში არსებობს ორი საოპერაციო და სტაციონარი 26 საწოლზე. ცენტრში მომუშავე ლიცენზირებული, გამოცდილი სპეციალისტები უზრუნველყოფენ პროფესიონალურ მომსახურებას დღეისათვის არსებულ კონკურენტუნარიან და ხელმისაწვდომ ფასებში. კლინიკაში შესაძლებელია ტელემედიცინის გამოყენების საშუალებით განხორციელდეს ნებისმიერი სახის კონსულტაციის ჩატარება ან კონსილიუმების განხორციელება ევროპისა და აზიის წამყვან სამედიცინო ცენტრებში მომუშავე სპეციალისტებთან . ჩვენი დაწესებულება არის წამყვანი სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა და შესაბამისად, უფასოდ და თანადაფინანსებით ემსახურება დაზღვეულებსა თუ სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის მოსარგებლეებს. უფასო გამოკვლევები და მანიპულაციები ტარდება ონკოპრევენციის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ეროვნული სკრინინგ - ცენტრის თაოსნობით და ფინანსდება ქ. თბილისის მერიისა და UNFPA-ის მიერ . პროგრამა ვრცელდება ქ. თბილისში რეგისტრირებულ მაცხოვრებელ და დევნილ მოსახლეობაზე . თბილისის ონკოლოგიური ცენტრი არის, შპს თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი, საიდენტიფიკაციო კოდი:205005527 ჩვენი ვებგვერდია: www.cancer.ge კლინიკას გააჩნია საკმარისი ტექნიკური და ადამიანური რესურსები, რათა უზრუნველყოს არარეზიდენტი მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. ქ . თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს : 1. “თ. ორაგველიძის კარდიოლოგიური კლინიკა” სადაც ტარდება: • კარდიოლოგის კონსულტაცია • ელექტროკარდიოგრა ფია • ექოკარდიოგრაფია • ფიზიკური დატვირთვის ტესტი ტრედმილით • 24 საათიანი ე. კ. გ. მონიტორირება ჰოლტერის მეთოდით 2. ოფთალმოლოგიური კლინიკა “შპს 21 საუკუნე”, რომელიც ახორციელებს შესაბამისი პაციენტების მკურნალობას: • სრული ოფთალმოლოგიური კვლევა • სათვალეების შერჩევა კომპიუტერით • კატარაქტის უნაკერო ოპერაცია • გლაუკომის ოპერაცია 3. ISO სტანდარტის ლაბორატორია: სადაც პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერი კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევა.

დეტალური ინფორმაცია

საიდენტიფიკაციო კოდი

205005527

მისამართი

ლუბლიანას ქ. 5

ტელეფონი

322364485

ელ-ფოსტა

info@cancer.ge

ვებსაიტი

www.cancer.ge

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

გვანცა ანიაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა

კლინიკები

თბილისი · საბურთალო

🦷 გვანცა ანიაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა — ადგილი, სადაც თქვენი ღიმილი პროფესიონალურ ზრუნვას ხვდება ✨ ჩვენს კლინიკაში ტარდება ყველა სახის სტომატოლოგიური მანიპულაცია თანამედროვე მიდგომებითა და მაღალი ხარისხის მასალებით. ✅ თერაპიული სტომატოლოგია ✅ პროფესიული წმენდა ✅ იმპლანტაცია ✅ ორთოდონტიული მკურნალობა ✅ ორთოპედიული სტომატოლოგია ✅ ქირურგიული მანიპულაციები ✅ ესთეტიკური სტომატოლოგია ✅ ბავშვთა სტომატოლოგია 💛 კომფორტული გარემო 💛 ინდივიდუალური მიდგომა 💛 პროფესიონალური გუნდი 📍 დიდი დიღომი, მირიან მეფის 33 📞 551 95 11 55 | 0322 00 05 08 📍 საბურთალო, იოსებიძის 64 📞 596 95 11 55 Gvantsa Aniashvili Dental Clinic