
ევროპის ფონდი
თბილისი
ევროპის ფონდი არის, ააიპ ევროპის ფონდი, საიდენტიფიკაციო კოდი:205198864
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა - „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“ (შემდგომში - სააგენტო), ინგლისურ ენაზე - Non-entrepreneur (Non-commercial) Legal Person – Tbilisi Kindergarten Management Agency. სააგენტო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს. სააგენტოს დამფუძნებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა). სააგენტოს უფლება აქვს კანონით და წინამდებარე წესდებით დადგენილი წესით დააფუძნოს ფილიალები, წარმომადგენლობები. არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიული პირები, სამეცნიერო კვლევითი ფონდები, რომლებიც იმოქმედებენ სააგენტოს მიერ დამტკიცებული აქტის საფუძველზე, აგრეთვე განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა, რომლიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება სააგენტოს მიზნებს. სააგენტოს შეუძლია ჰქონდეს პირდაპირი საერთაშორისო კონტაქტები სხვა ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დადოს მათთან შესაბამისი შეთანხმებები, ხელშეკრულებები, კონტრაქტები, მონაწილეობა მიიღოს იმ ღონისძიებების განხორციელებაში, რომლებიც შეესაბამება სააგენტოს მიზნებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს. სააგენტოს საკუთრებაში აქვს განკერძოებული ქონება, რომელსაც განაგებს და მოიხმარს დანიშნულებისამებრ, თავისი მიზნების მისაღწევად. სააგენტოს უფლება აქვს იყოს მხარე გარიგებაში, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში. სააგენტოს ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მართვის პოლიტიკის განხორციელება; ბ) უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მომსახურების ხარისხის მდგრადობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის ყველა მიმართულების მონიტორინგი; დ) ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პროცესს; ე) ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ინკლუზიური განათლების პროცესს; ვ) ხელი შეუწყოს ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეთანხმებულ მუშაობას; ზ) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესის ოპტიმალურად წარმართვის, ფიზიკური გარემოს ძირითადი მახასიათებლების და უსაფრთხოების პრინციპებთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განვითარება და გაუმჯობესება, მათ შორის ახალი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მშენებლობის ორგანიზება; თ) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის და საკადრო რესურსის მართვის ხელშეწყობა. სააგენტო საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის უფლებამოსილია: ა) განახორციელოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ინდივიდუალური შეფასება, სკოლამდელი განათლების მართვის პოლიტიკასთან მიმართებაში; ბ) განსაზღვროს შეფასების შედეგად პრიორიტეტები, დაგეგმოს ეტაპობრივი განხორციელების სპეციფიური, რეალისტური, დროში განსაზღვრული მიზნები; გ)ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ბიუჯეტის პრიორიტეტულ დაგეგმარებას; დ)ითანამშრომლოს აქტიურად სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების პერსონალთან; ე) დააკავშიროს ბავშვზე ზრუნვის სხვადასხვა უწყებები სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებთან; ვ)უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა; ზ)სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების მიზნით მოიძიოს დაფინანსება ქართული თუ უცხოური ფონდებიდან; თ) შეიმუშაოს შიდა და გარე მონიტორინგის სისტემა ხარისხის მდგრადი უზრუნველყოფის მიზნით; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს დაფინანსება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან და განახორციელოს აღნიშნული სახსრების ხარჯვა, მათ შორის, გადაანაწილოს მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე; კ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს პროდუქციისა ან/და სხვა მომსახურების რეალიზაციის წესი; ლ) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით გამოვიდეს მესამე პირებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სასამართლოში; მ) წესდებით და კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის და სხვა მიმართულების განვითარების პროექტები, მათ შორის: ახალი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მშენებლობის ორგანიზება; სურსათის პროდუქტების შესყიდვის მიზნით სატენდერო პროცედურების უზრუნველყოფა, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სარგებლობაში არსებული ფართების კაპიტალური და მიმდინარე რემონტი; აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობისთვის, არსებული სტანდარტების შესაბამისად სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ეზოების მოწყობა (ატრაქციონები,სათამაშო მოედნები და სხვა) და სხვა ღონისძიებები; ნ) წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, განახორციელოს, საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვა, კანონით დადგენილი წესით; ო) დასახული
მისამართი
ა. მიცკევიჩის ქ. 29-29a
ტელეფონი
ელ-ფოსტა
ვებსაიტი
შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად
შესვლა
თბილისი
ევროპის ფონდი არის, ააიპ ევროპის ფონდი, საიდენტიფიკაციო კოდი:205198864

თბილისი
აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტო არის, სსიპ აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტო, საიდენტიფიკაციო კოდი:249272870

თბილისი
ძიძების სააგენტო "NANNY" გთავაზობთ მხოლოდ გამოცდილ, კვალიფიციურ და სანდო ძიძებს, მომვლელს, ოჯახის დამხმარეს, დამლაგებელს, მზარეულს, აღმზრდელს, პედაგოგს, ოფისში მომსახურე პერსონალს. სააგენტო „Nanny” ჩამოყალიბდა გერმანული კომპანიის ბაზაზე და მის მთავარ ღირებულებას წამოადგენს კვალიფიციური კადრის დასაქმება, ოჯახში ჰარმონიული და მყუდრო გარემოს შექმნა. კომპანიის მიზანია: დანერგოს ჯანსაღი მიდგომა ოჯახში მომსახურე პერსონალის მიმართ , რათა გაიზარდოს მისი სტიმული და შრომისუნარიანობა.ჩვენ გვსურს ძიძის საქმიანობა გახდეს პროფესიული. ჩვენი პატრები გაიზარდონ უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში. სააგენტო “NANNY “ არის ორგანიზაცია, სადაც ქალბატონებს ეძლევათ საშუალება გაესაუბრონ კვალიფიციურ კადრს და მიიღონ რჩევა-დარიგება თემებზე: როგორ მივიღოთ ოჯახში მომსახურე პერსონა, რომ ოჯახური ჰარმონია არ დაირღვეს. რა უნდა იცოდეს ძიძამ, რომ იგი ოჯახში სასურველი პერსონა გახდეს და ა.შ. ევროპელი კოლეგების ფინანსურმა და ინტელექტუალურმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სააგენტოს განვითარებაში.ერთ თვიანი ვიზიტით , მოგვეცა საშუალება გერმანიის ფარგლებში გავცნობოდით ძიძების სააგენტოებს .უშუალოდ გვენახა ძიძა სამუშაო პროცესში. მოგეხსენებათ, გერმანია ძიძების დასაქმების სფეროში მსოფლიოს ლიდერი ქვეყანაა. აქ ხალისით მიემგზავრებიან მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან , რათა დაეუფლონ ძიძის პროფესიას. ბევრ მათგანს არ აქვს გამოცდილება, ამას ენობრივი ბარიერიც ერთვის. რამდენიმე თვეში კი მათთვის ძიძის პროფესია საყვარელი და სასურველი ხდება. ძიძები შემოქმედებითად უდგებიან დაკისრებულ ვალდებულებას , რაც მუშაობის პროცესს საინტერესოს და სახალისოს ხდის. ცდილობენ მოერგონ ბავშვის ფსიქოლოგიას. ძიძა ერთგვარად წარმოადგენს კონტაქტურ ჯაჭვს ბავშვსა და ოჯახის წევრებს შორის. მისი ფუნქცია მხოლოდ ბავშვზე ფიზიკური ზრუნვით არ უნდა შემოიფარგლოს. ძიძა ვალდებულია დროულად მოახდინოს ინფორმაციის გაცვლა ბავშვსა და გარესამყაროს შორის. მათ ზედმიწევნით იციან თავიანთი ფუნქციები და უფლებამოსილება. გერმანიაში ერთის მხრივ გავეცანით ძიძებს, მათ აღსაზრდელებს, მშობლებს - მეორეს მხრივ კი გავაცანით საქართველოში არსებული მდგომარეობა ძიძების საქმიანობის სფეროში . უნდა აღინიშნოს, რომ დიდია ჩვენი ევროპელი კოლეგების დაინტერესება და თანადგომის სურვილი. ვისაუბრეთ ქართველი ძიძების და ზოგადად ოჯახში მომსახურე პერსონალის პრობლემებზე. საქართველოში ამ ტიპის საქმიანობაზე მოთხოვნა დიდია, თუმცა შესაბამისი კადრის ნაკლებობა - აშკარაა. რამ გამოიწვია ეს დისბალანსი? რა არის ის მნიშვნელოვანი ნიუანსები, რაც ოჯახში მომსახურე პერსონამ ზედმიწევნით უნდა იცოდეს? ამ და სხვა საკითხებზე დისკუსიამ, დაგვანახა ბევრი პრობლემის გამომწვევი მიზეზი. მომსახურების სააგენტო “NANNY “ მზად არის გაგაცნოთ მიღებული გამოცდილება, გაეცნოს თქვენს მოთხოვნებს, უპასუხოს შეკითხვებს, დაგეხმაროთ პერსონის სწორად შერჩევაში. გერმანიაში დანერგილი და მრავალგზის გამოყენებული სტანდარტები დაგვეხმარა გაგვეგო , თუ რა სამუშაო მეთოდებსა და ფსიქოლოგიურ ტრეინინგებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი შერჩევა.

თბილისი
ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებს: 1. „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტი (შედის „აწარმოე საქართველოში“ - აგრო ნაწილი) 2. „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტი 3. პროექტი „დანერგე მომავალი“ 4. პროექტი „აგროდაზღვევა“ 5. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტი - „ქართული ჩაი“ 6. „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“ 7. სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“ სეზონური პროექტები: 8. „სამრეწველო მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ 9. „ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ დასრულებული პროექტები: 10. „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“