მთავარ კონტენტზე გადასვლა

ტრადიციული მოდის სახლი

მიმოხილვის დაწერა

აღწერა

ტრადიციული მოდის სახლი არის, შპს ტრადიციული მოდის სახლი, საიდენტიფიკაციო კოდი: 400123718 სასწავლო შემოქმედებითი სახელოსნო “ ტრადიციული მოდის სახლი” სოციალური საწარმო - სასწავლო შემოქმედებითი სახელოსნო „ტრადიციული მოდის სახლი“ შეიქმნა 2014 წელს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, კონკურსში, „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“ გამარჯვების შედეგად. კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“ წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას სტუდენტებისათვის არამარტო გაიღრმავონ ცოდნა, ახალ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს დაეუფლონ, საკუთარი თავი წარმოაჩინონ და საკუთარი უნივერსიტეტის ღირსება დაიცვან თანატოლებთან პაექრობაში, არამედ არსებულ სოციალურ საწარმოებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრაში დაეხმარონ და ნოვატორული ბიზნეს-პროექტები შეიმუშავონ იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რომლებსაც სურთ ახალი სოციალური საწარმოს შექმნა. კონკურსს ახორციელებენ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. სრულ ინფორმაციას კონკურსის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე: http://www.gosocialenterprise.ge/ „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“ კონკურსის ფარგლებში, ქართული უნივერსიტეტის გუნდის Soc creative-ის და სათემო ორგანიზაცია - „თემქა-ზღვისუბნის“ თანამშრომლობით შემუშავდა ბიზნეს-პროექტი და ჩამოყალიბდა სოციალური საწარმო - სასწავლო შემოქმედებითი სახელოსნო „ტრადიციული მოდის სახლი“ . სასწავლო შემოქმედებითი სახელოსნოს „ტრადიციული მოდის სახლი“ მისია: ყველა ასაკის ქალებს, რომლებსაც სხვადასხვა სახის რთული პირობების გამო შეზღუდული აქვთ თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, დავეხმაროთ პიროვნული განვითარების ხელშეწყობით, პროფესიული დახელოვნების ამაღლებით, მოქალაქეობრივი აქტიური პოზიციის ჩამოყალიბებით უკეთ შეიცნონ პირადი შესაძლებლობები და წარმატებებს მიაღწიონ დასაქმებაში და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვახორციელებთ ზრდასრულთა განათლების სხვადასხვა აპრობირებულ და ნოვატორულ პროგრამებს. ორგანიზაციის მიზანი ამავდროულად არის ტრადიციული ქართული რეწვის (ტექსტილის) დარგების პოპულარიზაცია და თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირება. მარტივად რომ ვთქვათ, სახელოსნოში დასაქმებულ ბენეფიციარებს ოჯახური პირობების, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (ყავთ მცირეწლოვანი შვილები, ან ოჯახის წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, არიან 60 წელს მიღწეული ასაკის, ან აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები) არ შეუძლიათ სრული განაკვეთით მუშაობა, რაც შრომის ბაზარზე ფაქტიურად გადაულახავ ბარიერს წარმოადგენს მათი დასაქმებისთვის. სახელოსნოში მზადდება/იკერება ხალხურ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე ტანსაცმელი, სხვადასხვა აქსესუარი და სუვენირი. გამოყენებულია ჩანაჭრულას/ქვილთის, ქარგვის, ქსოვის, აპლიკაციის, მოთელვის სხვადასხვა ტექნიკები. ტანსაცმელი არ მზადდება მასიური რაოდენობით, უმეტესად ექსკლუზიურ მოდელებს ვქმნით. აქსესუარების დამზადებაში გვეხმარებიან პარტნიორები და ხალხური რეწვის ოსტატები მაღალმთიანი რეგიონებიდან: თუშეთიდან და ფშავიდან. დეტალურ ინფორმაციას სახელოსნოს ფუნქციონირების და პროდუქციის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ Facebook-გვერდზე: „ტრადიციული მოდის სახლი“. კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“ ტარდება სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციას და სოციალური საწარმოს, როგორც მდგრადი ბიზნესმოდელის დანერგვას ქართულ საზოგადოებაში. სოციალური საწარმო გახლავთ ბიზნეს პრინციპებით მოქმედი საწარმო, რომელსაც სოციალური მისია გააჩნია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ბიზნესის ნოვატორულ მიდგომებს საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვეულებრივი ბიზნესისაგან განსხვავებით, სოციალური საწარმოს მამოძრავებელი არ არის მოგების ზრდა მეწილეებისა და მფლობელებისათვის. სოციალური საწარმო მოგების რეინვესტირებას ახდენს თემში, ან ბიზნესში სოციალური მიზნების მისაღწევად. პროგრამა ხორციელდება 2009 წლიდან, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ვებ გვერდზე: http://www.epfound.ge/ .

დეტალური ინფორმაცია

საიდენტიფიკაციო კოდი

400123718

მისამართი

ურეკის ქ. 4ბ

ტელეფონი

577796373

ელ-ფოსტა

tamardarchia@yahoo.com

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა