მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი 2018 წლის თებერვალს ქართველი და უცხოელი პროფესიონალი ტრეიდერების მიერ შეიქმნა. დღეს დღეობით კომპანია ველსი ერთადერთი სრულფასოვანი და მრავალფუნქციური საბროკეროა საქართველოს ბაზარზე. მისი დაარსება, სახელმწიფოს მხრიდან, კერძოდ ეროვნული ბანკის მიერ ამ დარგის ლიცენზირებისა და რეგულაციების მიღების მტკიცე ნაბიჯებმა განაპირობა. კომპანია ველსი სპეციალიზდება, როგორც ტრადიციული საბროკერო მომსახურებების შეთავაზებაში, რომელიც მომხმარებლებს პირდაპირ წვდომის შესაძლებლობას აძლევს ისეთ მსხვილ საფონდო ბაზრებთან როგორიცაა AMEX, NASDAX, NYSE და სხვა, ასევე პირველად საქართველოში პროპ-ტრეიდინგული (Proprietary trading) და ალგორითმული (რობოტიზირებული) ვაჭრობის სერვისებში. ამისათვის კომპანია საქართველოს საზოგადოებას სთავაზობს მაღალი დონის სრულფასოვან საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობის ამაღლებაზე და დამატებითი ფინანსური შემოსავლების მიღებაზეა ორიენტირებული. მიუხედავად კომპანიის ხანმოკლე ისტორიისა, სს ველსი საკმაოდ დამაჯერებლად ზრდის და აფართოებს თავის კომერციულ საქმიანობას რეგიონში, რაც სწორედ არჩეულ სტრატეგიაზე და ბრენდის ნათელ პოზიციონირებაზე მეტყველებს. ცხადია ყოველივეს ხელს უწყობს მომსახურებების მაღალი დონე და პარტნიორების შეუბღალავი რეპუტაცია. ყველა დაინტერესებულ პირს და ორგანიზაციას საშუალება ეძლევა დაესწროს სს ველსის ღია კარის დღეებს, დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, გაეცნონ საფონდო ბირჟებზე მოღვაწეობის შესაძლებლობებს, მის უპირატესობებს და თავად გამოცადონ საკუთარი ძალები კომპანიის სავაჭრო დარბაზში პროფესიონალი ტრეიდერების გუნდთან ერთად. ტრეიდერთა პროფესიის ასამაღლებელი სკოლა, სადაც სტუდენტები სამი თვის განმავლობაში დაეუფლებიან ტრეიდერობის ხელოვნებას, საშუალება ეძლევათ მუშაობა გააგრძელონ კომპნიაში პროპ-ტრეიდინგულ გუნდთან ერთად.

დეტალური ინფორმაცია

მისამართი

19 დავით აღმაშენებლის ხეივანი, Tbilisi, Georgia

ტელეფონი

322040040

ელ-ფოსტა

business@wt.ge

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

შპს საბუღალტრო საკონსულტაციო კომპანია კრეატივ ბალანსი

ბუღალტერია

თბილისი · დიდუბე

გთავაზობთ პროფესიულ საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც მორგებულია თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე და უზრუნველყოფს ფინანსური საქმიანობის გამართულ წარმართვას. ჩვენი მომსახურება მოიცავს: საბუღალტრო მომსახურება: ∙ პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება ∙ საგადასახადო დეკლარაციების შედგენა და წარდგენა ∙ ხელფასების დარიცხვა ∙ ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით (IFRS/GAAP) ∙ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგება ∙ RS.ge-ზე დეკლარირება და ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების მართვა საკონსულტაციო მომსახურება: ∙ საგადასახადო დაგეგმარება და ოპტიმიზაცია ∙ ბიზნეს რეგისტრაცია და სამართლებრივი ფორმის შერჩევა ∙ ფინანსური ანალიზი და ბიუჯეტირება ∙ საგადასახადო შემოწმებებისთვის მომზადება ∙ ინვესტიციების და განვითარების სტრატეგიული კონსულტაცია. რატომ ჩვენ? ✔ გამოცდილება — წლების განმავლობაში წარმატებულად ვემსახურებით სხვადასხვა სფეროს კომპანიებს ✔ კონფიდენციალობა — თქვენი ფინანსური ინფორმაცია სრული დაცვის ქვეშ იმყოფება ✔ დროულობა — ყველა ვადას ვასრულებთ მკაცრად და ზუსტად ✔ ხელმისაწვდომობა — ყოველთვის ვართ კავშირზე და მზად ვართ პასუხი გავცეთ თქვენს კითხვებს ✔ ინდივიდუალური მიდგომა — ყოველ კლიენტს ვემსახურებით პერსონალური გეგმის მიხედვით. ფასები მომსახურების ღირებულება განისაზღვრება კომპანიის მოცულობისა და საჭიროებების შესაბამისად. უფასო კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით და ერთად შევარჩევთ საუკეთესო გამოსავალს.

აკურაი

ბუღალტერია

თბილისი · საბურთალო

საბუღალტრო, საგადასახადო, ფინანსური მომსახურება