მთავარ კონტენტზე გადასვლა

აღწერა

ზალა რესტორანი არის, შპს ლეთა, საიდენტიფიკაციო კოდი:405159126 ზალა რესტორანი" ქართული სამზარეულოს მოტივებზეა შექმნილი და ის თამარ ჭოველიძის ქ #24-ში მდებარეობს. მის ინტერიერზე დიზაინერმა მაიკო სუმბაძემ იზრუნა. „ჩვენი რესტორანი პატარა ოჯახური სივრცეა, რომელიც სამი თვის წინ დაფუძნდა. თავდაპირველად მის სახელწოდებაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდით და საბოლოოდ „ზალა" შევარჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ სახელოწოდება ბარბარიზმია, მისი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ოთახის კულტურა და დანიშნულება ბავშვობიდან ყველამ კარგად ვიცით." - განაცხადა მირიან ჯეჯელავამ. როგორ ჯეჯელავა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რესტორნის შექმნის თავდაპირველი ეტაპი მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებული არ ყოფილა და მისი დანიშნულება იქ მიმსვლელი სტუმრებისთვის ოჯახური სიტუაციის შექმნა იყო. „რესტორანი როდესაც გაკეთდა, თავიდანვე მიზანი მხოლოდ ის არ ყოფილა, რომ ბიზნესი გაგვეკეთებინა და ამის საშუალებით გამოგვემუშავებინა თანხა. ლევან გუგუშვილს ძალიან უყვარს სამზარეულო და მისი სურვილი იყო ის, რომ ოჯახური ტიპის რესტორანი ჰქონოდა, სადაც ნებისმიერ სტუმარს ოჯახურ გარემოს შეუქმნიდა. ამან გაამართლა, რადგან გახსნის დღიდან რესტორანში ასეთი განწყობაა. ჩვენ გავინაწილეთ ფუნქციები, ლევანი საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობს, ხოლო მე ამ ყველაფერს პიარკამპანიას ვუწევ." - აღნიშნა მირიან ჯეჯელავამ. მენეჯერმა რესტორნის სამზარეულოსა და მის ძირითად სპეციფიკაზე ისაუბრა. მირიან ჯეჯელავამ ყურადღება საფასო პოლიტიკაზეც გაამახვილა. „რაც შეეხება სამზარეულოს და მენიუს, ის ლუკა ნაჭყებიასა და ერეკლე ღონღაძის მიერაა აწყობილი. მათ ძალიან ბევრი საინტერესო კერძი მოიფიქრეს. ჩვენი მთავარი სურვილი და მოთხოვნა იყო ის, რომ ქართული გემოსთვის გვერდი არ აგვევლო. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ჩვენთან შემოსვლა ნებისმიერი სეგმენტის წარმოამდგენლებს შეუძლიათ." - განაცხადა ჯეჯელავამ.

დეტალური ინფორმაცია

საიდენტიფიკაციო კოდი

405159126

მისამართი

თამარ ჭოველიძის ქ. 24

ტელეფონი

599710808

ელ-ფოსტა

zalatbilisi@gmail.com

მიმოხილვის დაწერა

შედი ანგარიშში მიმოხილვის დასაწერად

შესვლა

მსგავსი ბიზნესები

ყველა

დელიკატო

ქართული სამზარეულო

თბილისი · ვაკე

ფურშეტი, ყავის შესვენება, ბანკეტი, საოფისე კვება, ივენთების სრულად ორგანიზება, ორგანიზაციაში ახალი სასადილოს მოწყობა ან არსებულის მართვა

ვაინ ნოთ? ბარ ენდ ქიჩენ

ქართული სამზარეულო

თბილისი

ჩვენთან დაგხვდებათ მცირე, საოჯახო მარნების საუკეთესო ღვინოები, ავთენტური ქართული კერძები და მყუდრო გარემო ცოცხალი მუსიკის ფონზე.

აზარფეშა

ქართული სამზარეულო

თბილისი

აზარფეშა არის, შპს აზარფეშ, საიდენტიფიკაციო კოდი:404484777 ჩვენ ვამაყობთ, იმით რომ მომხმარებლებს ვემსახურებით დაახლოებით 150 ნატურალური , არაფაბრიკული ღვინოებით საქართველოდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ლიბანიიდან და ესპანეთიდან. ჩვენი სამზარეულო შთაგონებულია უძველესი ქართული რეცეპტებით, მოიცავს ადგილობრივ და სეზონურ სამზარეულოსდა იგრძნობა საბერძნეთისა და სპარსეთის კულტურის ზეგავლენა. აზარფეშაში გელით მყუდრო გარემო და სასიამოვნო განწყობა, თქვენ ჩვენთვის მუდამ სასურველი სტუმარი ხართ! ----------------------------------------------------- We are proud to be serving over 150 natural wines from artisanal producers from Georgia, Italy, France, Lebanon and Spain paired with a creative local and seasonal cuisine inspired by ancient Georgian recipes, with a bit of fusion influences from neighboring between Greece to Persia.