მთავარ კონტენტზე გადასვლა

ბიზნესის შემოწმება

აკრიფე საიდენტიფიკაციო კოდი ან კომპანიის სახელი. კატალოგში 17989 აქტიური ბიზნესია, აქედან 9978-ს საიდენტიფიკაციო კოდიც აქვს მითითებული.

მნიშვნელოვანი დათქმა: ძებნა მიმდინარეობს biznesebi.ge-ს კატალოგში და არა სახელმწიფო რეესტრში. ოფიციალური ამონაწერისთვის, სამართლებრივი სტატუსისა და დირექტორის მონაცემებისთვის მიმართე საჯარო რეესტრს.

ბაზრის სიმჭიდროვე

აირჩიე კატეგორია და ნახე, რამდენი ბიზნესია რეგისტრირებული ქალაქების მიხედვით. სასარგებლოა, სანამ ახალ ადგილას გახსნას გადაწყვეტ.

ხშირად დასმული კითხვები - ბიზნესის შემოწმება

საიდან არის ეს მონაცემები?

biznesebi.ge-ს საკუთარი კატალოგიდან, სადაც ბიზნესები თავად რეგისტრირდებიან ან იმპორტირებულია ღია წყაროებიდან. ეს არ არის სახელმწიფო რეესტრის ასლი.

რატომ არ აჩვენებთ პირდაპირ რეესტრის მონაცემებს?

საჯარო რეესტრის საიტი ავტომატურ წვდომას არ იძლევა და მისი მონაცემების გადმოწერას ვერ გავაკეთებთ სამართლებრივად სუფთად. ამიტომ ვაჩვენებთ იმას, რაც ჩვენ გვაქვს, და ოფიციალურ ამონაწერზე პირდაპირ ვგზავნით.

როგორ შევამოწმო, თავისუფალია თუ არა სახელი?

„სახელით“ რეჟიმში აკრიფე სასურველი დასახელება. თუ ჩვენს კატალოგში დამთხვევა არ არის, ეს კარგი ნიშანია, მაგრამ საბოლოო პასუხს მხოლოდ საჯარო რეესტრი იძლევა - რეგისტრაციამდე იქაც შეამოწმე.

რამდენნიშნაა საიდენტიფიკაციო კოდი?

იურიდიულ პირს 9-ნიშნა კოდი აქვს, ინდივიდუალურ მეწარმესა და ფიზიკურ პირს კი 11-ნიშნა პირადი ნომერი. ველი ორივეს იღებს.