ჩაფიძის გულის ცენტრი არის, შპს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი, საიდენტიფიკაციო კოდი:202051876 ჩვენი ვებ გვერდია: www.chapidzecenter.ge ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრი პირველი ქართულ-გერმანული ერთობლივი კლინიკაა, რომელიც ამ სახელით 2011 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა 1994 წელს დაარსდა და მდიდარი და სახელოვანი ისტორია აქვს. ცენტრის მთავარ სპეციალიზაციას წარმოადგენს კარდიოლოგია (ინტერვენციული კარდიოლოგიითა და კარდიოქირურგიით), ანგიოლოგია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მეორადი პრევენცია. ცენტრში უახლესი თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ხორციელდება გულის და სისხლძარღვების შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და როგორც თერაპიული, ასევე - საჭიროების შემთხვევაში - ინვაზიური და ქირურგიული მკურნალობა: მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, გულის რითმის მოშლა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის მანკები, მიოკარდიტი, პერიკარდიტი, კარდიომიოპათიები, აორტის და სხვა სისხლძარღვების ანევრიზმები, ენდარტერიტი. ასევე სრულყოფილად ხდება იმ დაავადებების გამოკვლევა და მართვა, რომლებიც ხშირად ასოცირდებიან გულ-სისხლძარღვთა პრობლემებთან - შაქრიანი დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავდება, პნევმონიები, რევმატული დაავადებები და სხვ. ახალი სერვისების დანერგვა, ანგიოლოგიის, ნივთიერებათა ცვლის და ზოგიერთი სხვა სახის პაციენტთა ჰოსპიტალური თუ ამბულატორიული სპექტრის გაზრდა, გაფართოებული ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური შესაძლებლობები და აქცენტი პაციენტთა უსაფრთხოებაზე, კლინიკურ კვლევებზე, დაავადებათა მეორად პრევენციასა და სამედიცინო კადრების უწყვეტ დახელოვნებაზე - აი, ჩაფიძის გულის ცენტრის განვითარების ახალი პერსპექტივები.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი არის, ააიპ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი, საიდენტიფიკაციო კოდი:205054153 „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" CCIIR წარმოადგენს არასამთავრობო (NGO) ანალიტიკურ/კვლევით ორგანიზაციას, რომელიც 2005 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა პროექტს განათლების მიმართულებით, შეისწავლის განათლების სისტემაში/სფეროში არსებულ პრობლემებსა და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განათლების პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. ორგანიზაცია მუშაობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონების არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის განვითარებისა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშესაწყობად,მუშაობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების შექმნასა და განვითარებაზე. ორგანიზაცია ასევე უზრუნველყოფს ტრენინგ-სემინარებსა და ვორკშოპებს ბენეფიციარებისთვის და გამოსცემს პუბლიკაციებს, მათ შორის პოლიტიკის დოკუმენტებს/კვლევის ანგარიშებს, ბილინგვურ საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიურ რესურსებს, ენის სახელმძღვანელოებს, ლექსიკონებს, ჟურნალებს, ელექტრონულ პროდუქტებს და სხვა. ორგანიზაციის მისია და ხედვა: ადამიანთა უფლებების დაცვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი საკითსებია. ამასთან, დემოკრატიული საზოგადოების უმთავრესი პრინციპი მოქალაქეების სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის/ჩართულობის ხარისხით განისაზღვრება. მოქალაქეთა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა (სახელმწიფოს მართვა, ეკონომიკური დოვლათის და კულტურული ღერებულებების შექმნა) და ისეთი მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელიც კარგად არის ინფორმირებული სახელმწიფოში არსებულ სიტუაციის შესახებ ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მისიაა. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები: • სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა; • სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ხელშესაწყობად შესაბამისი პროექტების, პროგრამების მომზადება და განხორციელება; • უმცირესობათა უფლებების დაცვა; • ინფორმაციის გავრცელება უმცირესობების უფლებების შესახებ; • ეთნიკური უმცირესობების ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბება საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ; • საზოგადოებაში პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალებება ეთნიკური უმცირესობების მიმართ; • ეთნიკურ უმცირესობათა ადამიანური რესურსების მობილიზება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართვა; • განათლების რეფორმის მხარდაჭერა და უმცირესობების უფლებების განსაზღვრა მათი მიმდინარეობისას; • საგანმანათლებლო პროექტებისა და პროგრამების მომზადება და განხორციელება; • ლინგვისტური ველის ფორმირების ხელშეწყობა; • სახელმწიფო ენის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ხელშეწყობა; • სახელმწიფო ენის სტატუსის უზრუნველმყოფი სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; • ბილინგვური სწავლებისა და არაქართულენოვანი სკოლების რეფორმირების ხელშეწყობა; • ეროვნებათშორისო დიალოგის ხელშეწყობა; • დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის, ინტეგრაციისა და დამკვიდრების ხელშეწყობა; • კონფლიქტების პრევენციის და გადაწყვეტის ხელშეწყობა; • უმცირესობათა ენების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის ხელშეწყობა; • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ლტოლვილთა, დევნილთა და სხვა შეჭირვებული მოსახლეობის შესახებ ონფორმაციის გავრცელების, მათი უფლებების დაცვის, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. სამიზნე ჯგუფები და ბენეფიციარები: სომხებისა და აზერბაიჯანელების ორი ძირითადი ეთნიკური ჯგუფი დასახლებული სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში; ეთნიკური უმცირესობის სკოლები საქართველოში, სადაც სწავლების ენას წარმოადგენს არა ქართული, არამედ აზერბაიჯანული და სომხური; საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები/ფონდები, დონორები, მედია. CCIIR - ის პროგრამები და პრიორიტეტები: 1. პროექტები მულტილინგვური/მულტიკულტურული განათლების მიმართულებით 2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება 3. ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება 4. ზრდასრულთა განათლება 5. წიგნიერება და ორენოვანი წიგნიერება 6. განათლების პოლიტიკის შესწავლა და ანალიზი
IRC Tour მომხმარებელს სთავაზობს All inclusive მომსახურებას. თქვენ შეგიძლიათ მინიმალური დროში დაჯავშნოთ სასტუმრო, შეიძინოთ ავიაბილეთი, მიიღოთ დაზღვევა, ასევე ჩვენი ტურ ოპერატორები გაგიწევენ კვალიფიციურ სავიზო მომსახურებას. IRC Tour უზრუნველვყოფს თქვენ უსაფრთხო ტრასფერს. თქვენ ზრუნავთ მხოლოდ ბარგის ჩალაგებაზე, სხვა მგზავრობასთან დაკავშირებულ საკითხებს კი ანდობთ IRC Tour-ს. ჩვენი ტურ-მენეჯერები ყოველთვის მზად არიან გაგიწიონ კვალიფიციური კონსულტაცია. და ბოლოს, დროა აღმოაჩინო სამყარო IRC Tour-თან ერთად
რაუნდ გარდენ არის, შპს რაუნდ გარდენი, საიდენტიფიკაციო კოდი: 402026339 საცხოვრებელი სახლი ათ სართულიანია. -1 და -2 სართულზე მდებარეობს მიწისქვეშა ავტოსადგომი, პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები, მეორედან მეცხრე სართულის ჩათვლით ტიპიური საცხოვრებელი ბინებია, მეათე სართულზე განთავსებულია პენტჰაუსი. შენობის ფასადი, ჰოლი და კიბეები მოპირკეთებულია მაღალი ხარისხის მარმარილოს და გრანიტის ფილებით; აივნები და ტერასები მოპირკეთებულია ევროპული ყინვაგამძლე ფილებით; შენობაში დამონტაჟებულია ოტისის ფირმის ორი ლიფტი, შუკოს ფირმის კარ-ფანჯარა, გერმანული წარმოების გათბობის სისტემები, ევროპული ხარისხის წყლის და კანალიზაციის სისტემები; ეზოში განთავსებულია სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, რომელიც აღჭურვილია ატრაქციონე
პრინტერი ბეჭდავს ნებისმიერ მყარ მასალაზე, ნებისმიერი ფერის გამოსახულებას. ბეჭდვის დროს გამოიყენება ნანო საღებავები, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მაჩქოლორსი იტალიური კომპანიაა,რომელიც 1973 წელს გამოჩნდა ბეჭდვით ბაზარზე.ამ დროიდან მოყოლებული ექსპორტირებას უწევს თავის პროდუქტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში (გემანია,ესპანეთი,ბრაზილია,იაპონია და ა.შ) მათ შორის საქართველოში. 2014 წლიდან საქართველოში გამოიყენება Practika 64. პრინტერი ბეჭდავს ნებისმიერ მყარ მასალაზე, ნებისმიერი ფერის გამოსახულებას. ბეჭდვის დროს გამოიყენება ნანო საღებავები,რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იხილეთ არსებული სერთიფიკატები, რომლებიც ადასტურებს საღებავის მდგრადობას და უმაღლეს ხარისხს. https://goo.gl/Ur18Sb
ჰოსტელი "მ42" მდებარეობს მთაწმინდაზე, 10 წუთის სავალზე რუსთაველის გამზირამდე. ჰოსტელი გთავაზობთ უფასო Wi-Fi ინტერნეტს. ჰოსტელს გააჩნია საერთო აბაზანა-ტუალეტი, სადაც დაგხვდებათ თმის საშრობიც, ასევე მომსახურებაში შედის სარეცხი მანქანა და საუთაო საშუალებებიც. აქ ასევე საერთო სამზარეულოა, სადაც სტუმრებს შეუძლიათ თავად მოაზადონ კერძები.
ახალი გზა არის, შპს ახალი გზა, საიდენტიფიკაციო კოდი:442733151 სასწავლო ცენტრი «ახალი გზა» (NEW WAY) წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (შპს), რომელიც აქტიურად ებმება საგანმანათლებლო პროცესში, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერი საგანი ახალი ინოვაციური მეთოდებით შეისწავლოს. სწავლა მოზარდებისთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ჩვენ ვეხმარებით მოსწავლეებს მეტი თავდაჯერებულობის განვითარებაში , რომელიც მათ მოტივაციას უფრო მეტად გაზრდის. სწავლების ძირითადი მიზანი განათლებული და უნარიანი ახალგაზრდების აღზრდაა. სწორედ ეს განაპირობებს სწავლების იმ მრავალფეროვან მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, რომლებსაც მიზნის მისაღწევად იყენებს სასწავლო ცენტრი. თითოეული ადამიანი, ამ სამყაროს ევლინება იმისთვის რომ მუდმივად განვითარდეს, პიროვნული ზრდა წარმოადგენს ერთ-ერთ აზრს ცხოვრებისას. მისი საშუალებით შეიძლება შეცვალო საკუთარი თავი, აღმოაჩინო და განავითარო შენთვის მისაღები თვისებები, მოიცილო კომპლექსები და უარყოითი აზრები, ისწავლო და მართო საკუთარი ემოციები. გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენს ხელშია რაც თქვენს პიროვნულ ზრდას შეეხება. თქვენ გაქვთ უდიდესი შესაძლებლობები, ირწმუნეთ და თამამად გადადგით ნაბიჯი თქვენი მიზნების ასახდენად, რაშიც დაგეხმარებათ ჩვენი გამოცდილი გუნდი!
სასტუმრო “არმაზი პალასი” ჩვენი ვებ გვერდია: armazipalace.ge გეპატიჟებათ ახალი სასტუმრო “არმაზი პალასი” თბილისის უძველეს და ულამაზეს უბანში, ავლაბარში, მეტროდან 50 მეტრში. სასტუმროს აივნებიდან თქვენ დაინახავთ თბილისის ძველი უბნების საოცარ ხედებს, ქართული არქიტექტურის თანამედროვე და ძველ საოცრებებს: სამების საკათედრო ტაძარს, პრეზიდენტის რეზიდენციას, ნარიყალას და მთაწმინდის ულამაზეს ადგილებს. სტუმარს შეუძლია ტრანსპორტისა და დამატებითი ხარჯების გარეშე, ფეხით მოიაროს თბილისის ძველი, ისტორიული ადგილები, აბანოთუბანი, შარდენი, რიყის პარკი, რუსთაველი, ცნობილი მუზეუმები, თეატრები, რესტორნები და გასართობი ადგილები , რომლებიც ჩვენი სასტუმროდან 400- 600 მეტრის რადიუსში მდებარეობს. სასტუმროდან ქალაქის ცენტრამდე მიხვალთ 3 წუთში, ხოლო აეროპორტამდე - 15 წუთში. სასტუმრო ოთხსართულიანია. მოიცავს საკონფერენციო დარბაზსა (25-30 კაცზე) და 10 კომფორტულ ნომერს. ყველა მათგანს აქვს ღია აივანი საუკეთესო ხედით. ნომრები აღჭურვილია: -აბაზანით; -კონდიციონერით; -მინი ბარით; -გათბობის სისტემით; -უფასო ინტერნეტით Wi-Fi ; -სატელიტური ტელევიზიით; -ტელეფონით. ჩვენ სასტუმროში თქვენთვის გარანტირებულია მშვიდი და მყუდრო გარემო დასვენებისა და საქმიანი ვიზიტისათვის
თბილისის ზღვის ჰოსპიტალი არის, შპს კლინიკა თბილისის ზღვაზე,საიდენტიფიკაციო კოდი:400115362 ჩვენი ვებ გვერდია: tsh.ge გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (EMERGENCY) მოიცავს: მოზრდილთა ობსერვაციას (4 საწოლზე), ბავშვთა ობსერვაციას (6 საწოლზე) და შოკის დარბაზს (2 საწოლზე). განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე რესპირატორული ტექნიკითა და მონიტორული სისტემებით. ქირურგიული მკურნალობა ქირურგიის მიმართულებები: ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, თორაკალური ქირურგია, ანგიოქირურგია, ენდოვიდეო ქირურგია, გინეკოლოგია, უროლოგია, პროქტოლოგია, ყბა-სახის ქირურგია. დეპარტამენტს ემსახურება საოპერაციო ბლოკი 4 საოპერაციო დარბაზით. საოპერაციოები აღჭურვილია თანამედროვე საანესთეზიო ტექნიკით(DATEX OHMEDA, GE), დიგიტალური ეოპით(SHIMADZU), ნეიროქირურგიული მიკროსკოპით(LEICA), ლაპარასკოპული ტექნიკით(EVIS EXERA, OLIMPUS) და სასიცოცხლო ფუნქციების საკონტროლო მონიტორული სისტემებით პედიატრია პედიატრიის დეპარტამენტი დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პედიატრიული პათოლოგიის მკურნალობას გულის თანდაყოლილი მანკების გარდა. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია ულტრათანამედროვე გერმანული აპარატურით. დროის მცირე მონაკვეთში შესაძლებელია მაღალი სიზუსტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ყველა მიმართულებით.
ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: • ავიაბილეთები მსოფლიოს ყველა მიმართულებით • ავიაბილეთების დაჯავშნა • მატარებლის და გემის ბილეთების დაჯავშნა • სავიზო მომსახურება • კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ბილეთების დაჯავშნა • სასტუმროების დაჯავშნა • ტურები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ • ინდივიდუალური ტურები მხოლოდ თქვენთვის • სამოგზაურო დაზღვევა • ტრანსფერი • სატრანსპორტო, გიდის მომსახურება P.S. - ჩვენი მომხმარებლებისთვის, ოფისთან პარკინგის საშუალება პრაქტიკულად ყოველთვისაა.
საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიზანია მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, რომელიც დაფუძნებული იქნება სტაბილურ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე და კერძო მეწარმეობის განვითარებაზე. ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს თანმიმდევრულ სტრუქტურულ და ინსტიტუციურ რეფორმებს, რომელთა მიზანია მეწარმეებისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნა.
ვინტილატორი არის ბოჰემიური სტილის მიმდევრების საოცნებო ტანსაცმლის მაღაზია. ვინტაჟური კოლექციები მოიცავს 60-იანებისა და 90იანების კაებს, ჟაკეტებს, ჯინსებს და სხვა შესანიშნავ ნივთებს. Vintylator is bohemian shoppers dream wardrobe. Vintage Collections cover dresses from from 60's to 90's, jackets, jeans and other awesome items. Vintylator - это мечта богемных покупателей. Винтажные коллекции охватывают платья от 60-х до 90-х, куртки, джинсы и другие классные вещи.
ტურბო არის კომპანია, რომელიც საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს ახალი, ან მეორადი ავტომობილის შეძენისათვის საჭირო თანხის მოპოვების ყველაზე სწრაფ, ალტერნატიულ გზას, გამარტივებულ პროცედურებსა და მაღალი დონის მომსსახურებას. ჩვენი ავტოლიზინგი და ავტოლომბარდი ნებისმიერი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი. ზემოაღნიშნული ორივე სერვისი გამოირჩევა უნიკალური პირობებით, კომფორტული გარემოთი და პროფესიონალური თანამშრომლობით. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სალიზინგო მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის: ▪ ფინანსურ ▪ დაბრუნებით ▪ საოპერაციო ლიზინგს. ტურბო „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ქვებრენდია, რომელმაც 2001 წელს დანერგა დაფინანსების ალტერნატიული წყაროს მოპოვების ეს გზა და არის ლიდერი კომპანია სალიზინგო მომსახურების სფეროში. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია მსუბუქი ავტომობილების იმპორტის პირველი და ერთადერთი დამფინანსებელია. ტურბო მუდმივად ზრუნავს არსებული პროდუქტების სტანდარტის გაუმჯობესებასა და სრულყოფილი მომსახურების დანერგვაზე. ჩვენი სახით თქვენ იძენთ სანდო პარტნიორს და იღებთ მაღალი დონის პროფესიონალურ თანამშრომლობას. ავტოლომბარდი: ტურბო გთავაზობთ სასურველი თანხის მიღების ყველაზე მარტივ და ყველასათვის ხელმისაწვდომ სერვისს! ▪ სწრაფად ▪ საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე ავტოლიზინგი: თუ თქვენ მეორადი, ან ახალი ავტომობილის ყიდვა გადაწყვიტეთ, მაგრამ ამისთვის საკმარისი თანხა ჯერ კიდევ არ გაქვთ, ისარგებლეთ ტურბოს მომსახურებით და შეიძინეთ სასურველი ავტომობილი ყველაზე სწრაფად და მარტივად! ▪ მარტივი და სწრაფი პროცედურებით ▪ დაბალი პროცენტით ▪ საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარეშე
ვენუს ჯორჯია არის, შპს ვენუს ჯორჯია, საიდენტიფიკაციო კოდი:202289184 ჩვენი ვებ გვერდია: venusgeorgia.ge “ვენუს ჯორჯია”-ს ფასეულობებია: - მომხმარებელზე ორიენტაცია - გუნდური მუშაობა - ინოვაცია - ცვალებად ყოველდღიურობაში, ცვლილებების შესაბამისი კონცეფციების შემუშავება ისტორია სამეანო - გინეკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი „ვენუს ჯორჯია“ დაარსდა 2005 წლის 25 დეკემბერს. 2008 წლის 16 ივნისს კლინიკის ბაზაზე დაფუძნდა “ქალთა რეაბილიტაციის ასოციაცია”. ტანდემი „ვენუს ჯორჯია“ და ქალთა რეაბილიტაციის ასოციაცია ერთობლივად ახორციელებს, როგორც კლინიკურ, ასევე სამეცნიერო მუშაობას. „ვენუს ჯორჯია“ საქართველოში ერთადერთი სამედიცინო ცენტრია, რომელიც როგორც ტრადიციული ასევე არატრადიციული მეთოდებით ახორციელებს გინეკოლოგიური დაავადებების, მძიმე და პათოლოგიური მშობიარობების, ასევე სამეანო - გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომი პერიოდის, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო რეაბილიტაციას. ქალი დაბადებიდან მოხუცებულობამდე გაივლის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს. ცხოვრების ყოველი ახალი საფეხური ჰორმონების ცვლილებების გამო, ორგანიზმში იწვევს ორგანოთა მთელი რიგი სისტემების ფუნქციების შეცვლას. ამიტომ ზოგჯერ ფიზიოლოგიურად მიმდინარე პროცესების დროსაც ქალი საჭიროებს სრულფასოვანი რეაბილიტაციური ღონისძიებების ჩატარებას, რაც წარმატებით ხორციელდება „ვენუს ჯორჯია”-ში. მისია ახალი ინოვაციური სამედიცინო მეთვალყურეობის პრინციპების მიწოდება მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ქალის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით ექიმთა საზოგადოებასა და მოსახლეობაში სამეანო-გინეკოლოგიური რეაბილიტაციური ღონისძიებების დანერგვა. საზოგადოებრივი სერვისების უზრუნველყოფა: ტრეინინგები რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის ტრეინინგები ექიმებისთვის საქართველოში დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესება, რისკენაც ‘’ვენუს ჯორჯია’’–ს და “ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის”ტანდემის მოღვაწეობას მივყავართ. რატომ ‘’ვენუს ჯორჯია’’ ?! მედიცინის ერთადერთი სექტორია აღდგენითი თერაპიის კუთხით მეან -გინეკოლოგიაში ეფექტური მკურნალობის გარდა აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ გადატანილი დაავადებების ან ქირურგიული ოპერაციის შემდეგ უმოკლეს დროში აღიდგინოთ ძალები და ცხოვრების რითმში ენერგიულად ჩაერთოთ კომფორტული გარემო ქმნის კარგ განწყობას, რასაც პერსონალის გულისხმიერება, პროფესიონალიზმი, კეთილგანწყობა და ინდივიდუალური მიდგომა უწყობს ხელს. სამედიცინო ცენტრში მომართვის დღიდან ჩვენი ოჯახის წევრი ხდებით, რომელზეც ზრუნავენ, უყვართ და ყოველთვის მხარში უდგანან პერსონალის თითოეული წევრი გამსჭვალულია პაციენტის და მისი ოჯახის ნდობით და ლოიალობით, ვინაიდან ისინი საჭირო დროს და ყურადღებას უთმობენ მას ყოველ ვიზიტზე. გუნდის თითოეული წევრის მიზანია პაციენტის ყოველი ვიზიტი აღემატებოდეს მის მოლოდინს. ჩვენი მართვის პრინციპია დედასა და ნაყოფს შორის უნიკალური ბიოლოგიური კავშირის შესწავლა პერინატალურ ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით კლინიკური და მულტიდისციპლინარული კვლევები მიმართულია დროული ფიზიოლოგიური ორსულობების და ჯანმრთელი შთამომავლობის უზრუნველსაყოფად. სამედიცინო ცენტრში დანერგილია სამედიცინო ტექნოლოგიები, რომლებიც მოიცავენ ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკურ და სამკურნალო პროცედურებს. დანერგილია სტანდარტიზაციის პრინციპი, პროფილაქტიკური და რეაბილიტაციური მიმართულებებით. ვინაიდან ორივე ეს მიმართულება წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობის ფორმირების საფუძველს. ვზრუნავთ არა მარტო ქალის ჯანმრთელობაზე, არამედ მის ფსიქო–ემოციონალურ მდგომარეობასა და ესთეტიურ სილამაზეზე.
wehost ორიენტირებულია მაღალი სტანდარტების მასპინძლობის სერვისის შექმნაზე და ამავდროულად, მორგებულია ბინის იმ მეპატრონეების ინტერესებზე, რომლებსაც სურთ ტურისტებზე ბინის გაქირავებით მიიღონ მაქსიმალურილი შემოსავალი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. Wehost нацелен на создание хостинга высокого стандарта и одновременную настройку интересов владельцев квартир, которые хотят получить максимальный доход от аренды жилья в турах без каких-либо усилий. Wehost is focused on creating a high standard hosting service and simultaneously customizing the interests of the flat owners who want to get the maximum amount of income earned by the housing rental on tours without any effort.