შპს „ნიუ სითი დეველოფმენთ“ არქიტექტურულ ბაზარზე 2007 წლიდან გამოჩნდა აქტიურად. აქედან მოყოლებული კომპანიის გამოცდილი, მუდმივ განვითარებაზე მზრუნველი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ნერგავს არქიტექტურის სფეროში მაღალ სტანდარტებს და იყენებს ინოვაციურ და თანამედროვე მიდგომებს. ჩვენი საქმიანობის სფერო მოიცავს არქიტექტურული დიზაინის ფართო სპექტრს, დაწყებული მაკრო დონიდან, დასრულებული მიკრო დონით: ჩვენი მიზანი — მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, კომფორტული და სწრაფი გზებით არქიტექტურული მომსახურების მიწოდება. მაღალი ხარისხი ჩვენი მომსახურების იმიჯია, როგორც მომხმარებლის, ასევე ჩვენი პარტნიორების თვალში. ჩვენი უნიკალურობა — გამოწვევების ადეკვატურად განვსაზღვრავთ ჩვენს შესაძლებლობებს და ისე ვგეგმავთ მომსახურების მიწოდების სტრატეგიას. ეს საფუძველს უქმნის ასევე ჩვენს სამომავლო ზრდას, რაც უპირველესად საქმიანობის არეალის გაფართოებაში გამოიხატება. მუდმივად ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირება არის წარმატების დროში გამოცდილი მოდელი. ჩვენი უპირატესობა — ეფუძნება კომპეტენტურობას. ასევე შეძენილი პრაქტიკის ანალიზზსა და დახვეწას, ასევე ბაზრის ახალ სტრუქტურებთან და საჭიროებებთან ადაპტირების უნარს. გამოცდილი არქიტექტორებისა და დიზაინერების მიერ კარგად გათვლილი კონცეპტუალური გადაწყვეტილებები და ახლებური ხედვა, კომპანიას მომგებიან პოზიციაში აყენებს ქართულ ბაზარზე.
კომპანიის შესახებ კომპანია ბაუმერი 2013 წელს ახალგაზრდა და ენერგიული გუნდის მიერ შეიქმნა. გუნდი დაკომპლექტებულია ექსპერტული ცოდნის მქონე ქართველი და უცხოელი პროფესიონალებისგან; მთავარ საქმიანობას კი ბაზარზე MEP სისტემების მიმართულებით, სრული სერვისის მიწოდება წარმოადგენს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. კომპანია ბაუმერს, 10 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს სხვადასხვა სირთულის 250-ზე მეტი პროექტი და 150-ზე მეტი კმაყოფილი, ერთგული მომხმარებელი ჰყავს. მომსახურებები/გადაწყვეტები • გათბობა/გაგრილების სისტემები • ვენტილაციის სისტემები • ელექტროობა • სუსტი დენები • წყალმომარაგება • სახანძრო სისტემები • ავტომატიზაცია და IT სისტემები სერვისები ბაუმერი გთავაზობთ პროექტის სრულ ციკლს: • კონსულტაცია • პროექტირება • მონტაჟი • ექსპლუატაციის შემდგომი სერვისი ფოტო
ინო, სიმშვიდე თქვენ ფინანსურ სამყაროში. პინო სთავაზობს თავის მომხმარებელს სწრაფ და მარტივ მოკლევადიან სესხს. ვიყენებთ რა ჩვენს გამოცდილებას და რესურსებს, მზად ვართ აგარიდოთ დროებითი ფინანსური სირთულეები და სწორედ ამიტომ გთავაზობთ სწრაფ სესხს 50-დან 1000 ლარამდე. რატომ პინო? სწრაფი, მარტივი, ხელმისაწვდომი. ჩვენი მომსახურება ამ სამი კონცეპტის გარშემო ავაგეთ. პინო სწრაფია ფინანსური პრობლემებისას სისწრაფე გადამწყვეტია. ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია სწრაფად მოაგვაროთ ისინი, ამიტომ სესხის განაცხადის განხილვა მხოლოდ რამდენიმე წუთში ხდება, ხოლო თანხა თქვენ ანგარიშზე 15 წუთში გადმოირიცხება. პინო მარტივია სესხის მისაღებად ავსებთ განაცხადს სადაც უთითებთ სესხის ოდენობას და ვადას დანარჩენს ჩვენ ვაკეთებთ. არაა საჭირო ათობით საბუთის შოვნა და მოტანა, შემოსავალის ცნობა, ცნობა სამსახურიდან, დაბადების მოწმობა და მსგავსი ბიუროკრატიული ბარიერები ზედმეტია, რაც ძვირფას დროს გაკარგვინებთ. პინო გასცემს სესხს 15 წუთში და თქვენი ფინანსური პრობლემები მომენტალურად მოგვარებულია. პინო ხელმისაწვდომია პინო გთავაზობთ ყველაზე დაბალ საკომისიოს. ასევე გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ ახერხებთ სესხის დროულად დაფარვას, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გადაავადოთ სესხის ვადა - 30, 45 ან 60 დღით! ტარიფები იხილეთ პროფილში http://pino.ge/login
• მოარგე • შექმნილია სიახლეების მოყვარული ადამიანებისთვის. მათთვის, ვისაც არ აკმაყოფილებთ სტანდარტული სახის პროდუქცია და ეძებენ ახალსა და განსხვავებულს. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ისეთი ხარისხიანი და ორიგინალური პროდუქტი, როგორიც ჯერ არსად, არასდროს შეგხვედრიათ. თითოეული ქეისი გაჯერებულია კონკრეტული შინაარსით, რაც ხაზს უსვამს თქვენი შინაგანი სამყაროს გამოძახილს. • მოარგე • გაძლევთ შესაძლებლობას შეიგრძნოთ სიახლე და მოარგოთ ტელეფონს ახალი, ჯადოსნური იერი! • Make it suitable for people who enjoy innovations. For those who do not meet standard products and are looking for new and different ones. Our goal is to provide you with such quality and original products as never before. Each case is filled with specific content that highlights your inner world. • Optimize • Give you the opportunity to feel new and magic for the phone! • Сделать его подходящим для людей, которые любят инновации. Для тех, кто не соответствует стандартным продуктам и ищет новые и разные. Наша цель - предоставить вам такие качественные и оригинальные продукты, как никогда раньше. Каждый случай наполнен конкретным контентом, который подчеркивает ваш внутренний мир. • Оптимизация • Дайте вам возможность почувствовать себя новым и волшебным для телефона!
Civil_Education_Lecturers_Association- სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია დაფუძნდა 2014 წლის 16 აპრილს, თუმცა მისი, როგორც ქსელის ჩამოყალიბება გაცილებით ადრე დაიწყო. კერძოდ, 2011 წელს IFES-ის ინიციატივით USAID –ის პროგრამა (ITEP) -ის ფარგლებში საქართველოს 6 უმაღლეს სასწავლებელში დაიწყო კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სწავლება. მოგვიანებით მას 16 უნივერსიტეტი შეუერთდა. კურსის შექმნის საჭიროება განაპირობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სამოქალაქო განათლების მიმართულების კურსის არ არსებობამ და სწავლების ოთხი წლის მანძილზე გამოიკვეთა, რომ კურსმა შეძლო სტუდენტებში სამოქალაქო გააქტიურების ხელშეწყობა და ამავე დროს მიღებული შედეგები საზოგადოებაზეც აისახა. გამოცდილებამ ასევე ცხადყო, რომ საჭიროა კურსის სწავლების მხარდაჭერა უნივერსიტეტებში, ასევე სამოქალაქო განათლების ლექტორთა არსებული კავშირის შენარჩუნება და მისი ინსტიტუციონალიზაცია, რათა არამხოლოდ უმაღლეს განათლებაზე მოახდინოს აქცენტირება არამედ მოახდინოს არსებული ცოდნის და გამოცდილების არტიკულაცია და საზოგადოებასაც შესთავაზოს სერვისები სამოქალაქო განათლების გაძლიერებისათვის. შესაბამისად საუნივერსიტეტო კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ლექტორთა გაერთიანების საფუძველზე ჩამოყალიბდა „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია“ (CELA). აღნიშნულ ასოციაციაში გაერთიანებულნი არიან საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები, რაც ასოციაციას განვითარებისა დიდ პოტენციალს სძენს.
ITEQ - თქვენი სანდო უსაფრთხოების ექსპერტი, რომელიც 2016 წლიდან მომხმარებელს აწვდის თანამედროვე გადაწყვეტილებებს და სრულყოფილ მომსახურებებს. ჩვენ ვსაქმიანობთ საქართველოს მასშტაბით და აქტიურად ვზრდით ჩვენს საერთაშორისო გავლენას. როგორც Griffon, Barska, Tokoz, Rostex და Master Lock-ის მსგავსი გლობალური ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენლები, ჩვენ გთავაზობთ ფართო არჩევანს — სეიფებს, ჭკვიან და ტრადიციულ საკეტებს, კარის ფურნიტურას და სხვა უსაფრთხოების პროდუქტებს. ჩვენი გუნდი მომხმარებლის მხარდაჭერას უზრუნველყოფს თითოეულ ეტაპზე — კონსულტაციიდან და პროექტირებიდან დაწყებული, მონტაჟით, გარანტიისშემდგომი მომსახურებითა და რეგულარული ტექნიკური მხარდაჭერით დასრულებული. ინოვაციების, მაღალი სტანდარტებისა და პროფესიონალიზმის ერთიანობით, ITEQ უზრუნველყოფს საიმედო დაცვას სახლებისთვის, ბიზნესისთვის და ინსტიტუციებისთვის. ფოტო
ცუმბო პოპსი - ეს არის პირველი ქართული, ხელით დამზადებული პოპსების ბრენდი. ახალი, ჯანსაღი ხილის შერჩევა ხდება უშუალოდ ჩვენს მიერ ადგილობრივი ფერმერებიდან, შემდეგ ვამუშავებთ და შაქრის, ასევე ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე ვიღებთ ნატურალურ პოპსებს. ამჟამად შეგიძლიათ, გვიპოვოთ Tbilisi Flea Market-ზე და სხვადასხვა ფესტივალებზე. უახლოეს მომავალში გვსურს, გავხსნათ მაღაზია, როგორც თბილისში ასევე მის ფარგლებს გარეთ, სადაც მუდმივად შეგვეძლება გამასპინძლება. ცუმბო პოპსი იქმნება ჩვენი ფერადი და გრილი დღეებისთვის.
Smartbot.ge არის სოციალური ქსელების facebook, YouTube, instagram და twitter მონიტორინგის ინოვაციური პროგრამა, რომელიც შექმნილია მარკეტერებისთვის, მედია მენეჯერებისთვის, ბიზნესკომპანიებისთვის, ორგანიზაციებისთვის, საკუთარი ან კონკურენტების წარმატების გასაზომად. Smartbot.ge is an innovative program for social networks such as facebook, YouTube, instagram and twitter monitoring, designed for marketers, media managers, business companies, organizations, and the success of their own or competitors. Smartbot.ge - это инновационная программа для социальных сетей, таких как Facebook, YouTube, Instagram и Twitter, предназначенная для маркетологов, медиа-менеджеров, бизнес-компаний, организаций и для успеха своих или конкурентов.
Who are we ? We are Techub ! we are an R&D company and software development company, which first train it's juniors, in our state-of-the-art IT Education center, and then employs the graduate of the training program in our software and R&D center. The R&D center will give its services to companies abroad, and will focus on European clients, first. Among our founders, are members from the Israeli Hi-Tech sector, which are a great believer in the Georgian software sector employees, and business professionals from the Georgian market, as well as BTU- Business and Technology University, which lead the higher education in Georgia.
PIECE-OF-BBN არის ინტერნეტ მაღაზია, რომელიც დაარსდა 2018 წლის აპრილში. PIECE-OF-BBN გთავაზობთ ქალის თეთრეულს ხელმისაწვდომ ფასად. PIECE-OF-BBN is an online store that was founded in April 2018. PIECE-OF-BBN offers a lingerie for affordable price. PIECE-OF-BBN - это интернет-магазин, основанный в апреле 2018 года. PIECE-OF-BBN предлагает женское белье по доступной цене.
შპს „ბი-ეს-სი“ დაარსდა 2003 წელს და არის ჰოლანდიური ჰოლდინგის Exact Software ( www.exact.com ) პროგრამული პროდუქტების ავტორიზებული დისტრიბუტორი საქართველოში. დღეისათვის შპს „ბი-ეს-სი“ საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერს სხვადასხვა ინფორმაციული სისტემების დანერგვაში. 2004 წლიდან შპს „ბი-ეს-სი“-მ განახორციელა 100-ზე მეტი პროექტი ERP სისტემის დანერგვის ჩათვლით. კომპანიის წარმატება განპირობებულია გამოცდილი და მცოდნე კადრებისა და მენეჯერების მიერ. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ჩვენი პროგრამული პროდუქტების მომხმარებლებს დასახული ამოცანების გადაჭრაში და ვთავაზობთ თანამედროვე მიდგომებზე, ტექნოლოგიებზე, პროდუქტებსა და სერვისებზე დაფუძნებულ კომპლექსურ მომსახურებას. ეს ყველაფერი ძირითადად ხორციელდება „ეგზაქტის“ ბიზნეს პროგრამული გადაწყვეტილებების და საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების გზით. ჩვენ გთავაზობთ: • ERP სისტემის კონფიგურაციის შერჩევა; • ERP სისტემის მომხმარებელთა ტრეინინგი; • ERP სისტემის დანერგვა; • ERP სისტემის ორმხრივი ინტეგრაცია სხვა პროგრამებთან; • ERP სისტემასთან ინტეგრირებული დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფა. ჩვენ მოვიცავთ: • ბუღალტრული, საგადასახადო და ხარჯების აღრიცხვა; • ბიუჯეტირება და ფულის მოძრაობა; • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა; • შესყიდვებისა და საწყობის მართვა; • წარმოება და მოპოვება/გადამუშავების აღრიცხვა; • გაყიდვა და დისტრიბუციის აღრიცხვა; • პროექტებისა და სერვისების აღრიცხვა; • CRM და HR მართვა. ჩვენი საქმიანობის სფერო: • წარმოება და მშენებლობა; • საცალო გაყიდვები და დისტრიბუცია; • პროფესიული სერვისები.
Hello!Georgia - ჟურნალი ჰელოუ ჯორჯია განსაკუთრებული მომენტებით, გრძნობებით, ისტორიებით, სიახლეებითა და სტილით სავსე ჟურნალი უკვე საქართველოშია! HELLO! - ვარსკვლავური ცხოვრების, მოდის, სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გამოცემაა. ჟურნალი 90 ქვეყანაში გამოიცემა და მათ რიცხვს, ცოტა ხნის წინ, საქართველოც შეემატა. საქართველო ამიერკავკასიის პირველი ქვეყანაა, სადაც HELLO! ჟურნალით, ტაბლეტ ვერსიით, სმარტფონ აპლიკაციითა და სოციალური მედიის სხვადასხვა არხით გამოჩნდა და მედიასივრცეში მაღალ ღირებულებებს დაამკვიდრებს. პატივისცემა, სანდოობა, უტყუარი ფაქტები და დახვეწილი გემოვნება იქნება ის, რაც HELLO! -ს სხვა ჟურნალებისგან გამოარჩევს. გარდა ამისა, HELLO! იდეალური გზამკვლევია მოგზაურობის მსურველთათვის. ჟურნალში საინტერესოდაა გადმოცემული ესა თუ ის ისტორია და ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო კურორტებისა და ღირშესანიშნაობების შესახებაც. ასევე, გამოცემა სრულყოფილად აკმაყოფილებს მკითხველების ინტერესს კულინარიაში, მოდასა და დეკორში. სწორედ ამიტომ, მთავარ გამოცემასთან ერთად, HELLO! მედიასივრცეში სპეციალური დამატებებითაც გამოჩნდება. HELLO! - მომენტები სავსე გრძნობებით, სტილითა და ისტორიებით.
Geofashionlab.com არის ონლაინ პლატფორმა როგორც ცნობილი, ასევე ნიჭიერი დამწყები ქართველი დიზაინერებისთვის. მისი მიზანია, ქართული მოდა გაიტანოს საერთაშორისო ასპარეზზე, საშუალება მისცეს ქართველ შემოქმედებს, გააცნონ თავიანთი შემოქმედება მსოფლიოს და ინტეგრირდნენ გლობალურ ბაზარზე. ვებ-გვერდის მიზანია ზოგადად საქართველოსა და ქართველი დიზაინერების, მოდელების, ფოტოგრაფების, ვიზაჟისტებისა თუ მხატვრების პოპულარიზაცია, ქუჩის მოდის განვითარება, მოდის სტილისტების ჩართვა პროცესში, ასევე იმ ადამიანების წარმოჩენა, რომლებიც თავიანთი ჩაცმულობითა თუ სტილით ზეგავლენას ახდენენ ქართულ მოდაზე. ეს კრეატიული პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს მოდა და მასთან დაკავშირებული ესა თუ ის სფერო, ასევე მათთვისაც, ვინც უბრალოდ ცდილობს, ფეხი აუწყოს მოდის თანამედროვე ტენდენციებს. საქართველოს მასშტაბით უფასო ტრანსპორტირებაა! ჩვენი შოურუმი მდებარეობს ფალიაშვილის 80 ნიომერში #აჩუქექართული #გაატრენდექართული #იყიდექართული #ატარექართული #ქართულიადაკარგია Geofashionlab.com is an online platform for both already established and upcoming Georgian Designers. The aim of the project is to help Georgian talented people to show and sell their products on global market. The first goal of the project is to spot and help Georgian designers, models, photographers, artists, makeup artists to grow and be spotted. Developing street style, involving fashion stylists, influencers in the process is our aim also. The main key why you should buy and wear Georgian products is that Georgian designers mostly create clothes in a very small quantity. If you are the one who likes to be special, than you just need to be our customer! This creative project will be indeed interesting for fashionistas, also for people who just love fashion and are interested in every sphere of it. You can visit our showroom at Paliashvili str 80 Hope to see you soon at Geofashionlab.com!
წერილობითი თარგმნა წერილობითი თარგმნა გულისხმობს დოკუმენტების, გამოცემების, წიგნების, ანგარიშების, საინჟინრო პროექტების, ვებ-გვერდების შინაარსის და ა.შ. ზედმიწევნით ზუსტ თარგმანს ერთი ენიდან მეორე ენაზე. ზეპირი თარგმნა ზეპირი თარგმნა გულისხმობს როგორც თანმიმდევრულ, ასევე სინქრონულ ზედმიწევნით ზუსტ თარგმანს ერთი ენიდან მეორე ენაზე ზეპირი მეტყველების გზით. სინქრონული თარგმნა სინქრონული თარგმნა ზეპირი თარგმნის ერთ-ერთი სახეა, რომელიც გულისხმობს თარგმნას დაუყონებლივ, პარალელურ რეჟიმში.რეფერირება და ადაპტაციაპრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა წინასწარ არ ვიცით რამდენად სარგებლიანი შესაძლოა აღმოჩნდეს ეს თუ ის ტექსტი სრული მოცულობით თარგმნა, ამისათვის შეგიძლიათ წინასწარ არ თარგმნოთ სრული ტექსტი და ისარგებლოთ რეფერირების სერვისით. რედაქტირება ლოკალიზაცია რედაქტირება გულისხმობს უკვე არსებული თარგმანის ჩასწორებას: სტილის, ორთოგრაფიის, დარგობრივი ტერმინებისა და დედანთან შესაბამისობის მიმართულებით. თარგმანის მიწოდება დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი თარგმნილ და ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტაციას მოგაწვდით სასურველ მისამართზე. თარგმნა და ნოტარიული დამოწმება თარგმანის ნოტარიული დამოწმება გულისხმობს თარგმნილ დოკუმენტზე, მის სისწორესა და შინაარსობრივ შესაბამისობაზე სრული სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღებას. ვებ - გვერდების თარგმნა დელტას მთარგმნელობით ჯგუფში ვებგვერდებისა და პროგრამების თარგმნა ხორციელდება სპცეიალიზებული პროგრამის SDL Passolo-ს გამოყენებით. ტექნიკური თარგმნა მთარგმნელობითი კომპანია „Delta Translation Group“-ი გთავაზობთ საინჟინრო პროექტების ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულად თარგმანს. სამედიცინო თარგმნა დელტას მთარგმნელობით ჯგუფში ხორციელდება სამედიცინო ტექსტების და სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმანი. ვიდეო და აუდიო ფაილების თარგმნა ვიდეო და აუდიო ფაილების თარგმნა გულისხმობს ხმოვანი სახით არსებული ინფორმაციის ჩაწერას ტექსტს სახით აუდიო ტრანსკრიფცია და მის დატანას ვიდეო ფაილში ე.წ. სუბტიტრების სახით. იურიდიული თარგმანი დელტას მთარგმნელობით ჯგუფში ხორციელდება იურიდიული დოკუმენტაციის, კანონმდებლობისა და იურიდიული ლიტერატურის თარგმანი. მისამართი თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 23 Tel: +995 558 902 872, +995 577 114 372, 032 2 83 03 63 E-mail: info@delta-group.ge www.delta.org.ge ფოტო
თბილი სქაი - პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრში, ვაკეში, ყველაზე პრესტიჟულ უბანში. პროექტი ემყარება თანამედროვე დასავლური სტანდარტის ხუთ უმთავრეს პირობას: სიმყარე - კომფორტი - უსაფრთხოება - ეკოლოგია - ესთეტიკა. ჩვენი მიზანია, ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ხარისხი, უსაფრთხოება, ეკოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები ჰარმონიაშია მომხმარებლის საჭიროებებთან. პროექტი მდებარეობს შატბერაშვილის ქუჩის #52/54/56-ში, ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარედ. საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართობი 3030 კვ.მ-ს შეადგენს 14 სართულიანი კომპლექსი მოიცავს 110 ინდივიდუალურ საცხოვრებელ ფართს, კომერციულს ფართებს, კომფორტულ 4 დონიან 120 ავტომობილზე გათვლილ პარკინგს, რეკრეაციულ ზონას, ბავშვთა სათამაშო მოედანს და უმაღლესი ხარისხის ლობის. მდებარეობა, მშენებლობის უმაღლესი ხარისხი, ეკოლოგია , ესთეტიკა და უსაფრთხოება, აუცილებელი წინაპირობაა თქვენი კომფორტული ცხოვრებისთვის. კომპლექსის ირგვლივ მდებარეობს რეკრეაციული ზონები, კაფე-ბარები, დიზაინერული ბუტიკები და სალონები, სავაჭრო ცენტრები და ყველა ის მნიშვნელოვანი ობიექტი, რაც თქვენი ცხოვრების სტილს განსაზღვრავს. კომპლექსი წარმოდგენილია თანამედროვე არქიტექტურული იერსახითა და მოსაპირკეთებელი მასალებით, როგორებიცაა: ბუნებრივი ქვა, ბუნებრივი ხე, კომპოზიტური პანელები, დეკორატიული თუნუქი, მინის ვიტრაჟული სისტემები, საფასადე დეკორატიული განათება და მრავალი სხვა. ვიზუალურად სრულად ერწყმის ირგვლივ არსებულ ლანდშაფტსა და ურბანულ სივრცეს, ხოლო შენობის გემოვნებით მოწყობილი და გაფორმებული ინტერიერი და ექსტერიერი დამატებით ესთეტიურ სივრცეს ქმნის მაცხოვრებლებისთვის. უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები. პროექტი შემუშავებულია სეისმიკის ნორმების სრული დაცვით. თბო და ჰიდრო საიზოლაციო ღონისძიებების ფართო სპექტრი. მე-6 კატეგორიის კლდოვან გრუნტზე დაფუძნებული მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული ნაგებობა. ერთი მეტრი სისქის ფუნდამენტის ფილა და გრუნტის დამჭერი 15 მეტრი სიმაღლის ხიმინჯოვანი ფარდა. შიდა გზების სქემა სამი მიმართულებით მოძრაობს და მოიცავს: შატბერაშვილის ქუჩას, შატბერაშვილის ჩიხსა და ჟვანიას ქუჩას. საფეხმავლო კიბე-ქუჩა, რომელიც პროექტის ფარგლებში აშენდა და აკავშირებს საცხოვრებელ კომპლექსსა და აღნიშნულ ქუჩებს. თანამედროვე დიზაინის ლობი. საცხოვრებელ კომპლექსს ემსახურება პროფესიონალი კონსიერჟი. საცხოვრებელ კომპლექსში დასაქმებულნი არიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. შენობა აღჭურვილია ვიდეო მეთვალყურეობისა და უსაფრთოხების ნორმების შესაბამისი სახანძრო სისტემებით. საცხოვრებელ კომპლექსს ადგილზე ემსახურებიან დაცვის თანამშრომლები. სუფთა ჰაერზე, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით მოწყობილი დასასვენებელი და გასართობი სივრცე. 1000 კვ. მ. ღია სივრცე სათამაშო მოედნით და გამწვანებული მოსასვენებელი კუთხეებით. 200 კვ.მ-ის მოცულობის გადახურული სივრცე განტვირთვისთვის ნებისმიერ ამინდში.