კომპანიის დასახელება - krevetebi.ge, ჩვენი ამბავი მართლაც რომ ცინცხალია. დიახ, დიახ, ჩვენი ისტორიის შექმნა დავიწყეთ 2019 წლიდან. სტარტაპის სახელიც და თემატიკაც პროდუქციის უნიკალობამ და გამორჩეულობამ განაპირობა. თავად კრევეტი სწორედაც, რომ ჩვენს სავიზიტო ბარათად იქცა. დღესდღეობით განვითარების პირველ ნაბიჯებს ვდგამთ და წარმოგიდგენთ სწრაფ კვებაზე მორგებულ უგემრიელეს აზიურ სამზარეულოს, საინტერესო შემადგენლობის მენიუთი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენთან ასევე, შეგიძლიათ დააგემოვნოთ საფირმო ბურგერი საქონლის ხორცით. ჩვენი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენთან შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ჯანსაღი პროდუქციისგან დამზადებული უგემრიელესი კერძები, რომლის მომზადებაც ხდება თქვენს თვალწინ, უმოკლეს დროში. krevetebi.ge , ლოკაცია - გაგარინის № 27 ნომრის მიმდებარედ. ობიექტი, რომელიც გათვლილია დასაქმებულ სეგმენტზე, რომელსაც დროის სიმცირის გამო არ აქვს საშუალება გემრიელად, და იმავდროულად ჯანსაღად წაიხემსოს. ჩვენი სამზარეულო მათთვისაა, ვისაც უყვარს აზიური სამზარეულო, ზღვის პროდუქტები და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უნდა, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიიღოს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ახლად დაწურული, ვიტამინებით გაჯერებული, ნატურალური, ცოცხალი (ფრეშ) წვენი, ყველანაირი ქიმიური დანამატების გარეშე. და ბოლოს, krevetebi.ge არის თავისუფალი, კრეატიული, თანამედროვე, მოტივირებული და ყველაზე მეგობრული გუნდი, რომელიც ორიენტირებულია წინსვლასა და ახალი ისეების დანერგვისაკენ, ისწრაფვის და მუდმივად ახორციელებს სამომხმარებლო საჭიროებების მონიტორინგს, რათა პირველებმა მოგაწოდოთ ის რაც თქვენ გსურთ.
ნუგბარი არის შპს ნუგბარი, საიდენტიფიკაციო კოდი:404905073 ჩვენ ვართ ახალი კომპანია ქართული ტრადიციული ტკბილეულის ბაზარზე. „ნუგბარი“ აერთიანებს საოჯახო მეურნეობის ტიპის საწარმოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში და მაღაზია-შოურუმს თბილისში, ბერძენიშვილის #4-ში (ვაკე). ჩვენი ძირითადი პროდუქტებია 20 სახეობის ჩურჩხელა და ქართული ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრებები, რომლებიც მზადდება ჯანსაღი ინგრედიენტებითა და ტრადიციული მეთოდებით. მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია სხვა ქართველი მწარმოებლების ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქცია. ჩვენი მთავარი ფასეულობებია მაღალი ხარისხი, პასუხისმგებლობა და პატიოსნება, ამიტომაც ჩვენთვის ეროვნული ტკბილეულის წარმოება გაცილებით მეტია, ვიდრე კომერციული საქმიანობა. ჩვენ გვჯერა, რომ ნატურალური და გემრიელი ჩურჩხელის, ჩირის, ტყლაპის, გოზინაყისა და სხვა ქართული ტკბილეულის ორგანიზებული სახით წარმოებას კარგი პერსპექტივები აქვს და ამასთანავე საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯის თვალსაზრისით. ქართული ტკბილეული, ისევე როგორც ზოგადად ქართული სამზარეულო და კონკრეტულად კი მისი შედევრი - ჩურჩხელა, ნამდვილად არის ის ერთ-ერთი ეროვნული „საგანძური“, რითაც მსოფლიომ უნდა გაიცნოს საქართველო. საქართველოში ვაზი უხსოვარი დროიდან ხარობს, ხოლო ყურძნის ბადაგისგან ტკბილეულის დამზადება კი ეროვნული მასშტაბებით არცერთ ქვეყანაში არ ხდება საქართველოს გარდა. სწორედ ამ და კიდევ იმ მიზეზით, რომ ნატურალური ჩურჩხელა არის საოცრად სასარგებლო და გემრიელი ტკბილეული, ჩურჩხელა აუცილებლად უნდა გავხადოთ ისეთი საერთაშორისო დელიკატესი, როგორებიცაა იტალიური ტირამისუ, ავსტრიული შტრუდელი, ბელგიური ვაფლი, თურქული ბაქლავა, ინგლისური პუდინგი, ამერიკული „სნიკერსი“, ფრანგული კრეპი და სხვა. We are new company in Georgian traditional confection market. Nugbari comprises small factory in Tsnori (Signagi municipality of Kakheti region) and shop fitting showroom in Tbilisi, 4 N. Berdzenishvili str. (Vake district). Our main products are 20 varieties of Churchkhela and collections of Georgian national sweets, all of which are prepared from wholesome ingredients by traditional methods. Our shop also offers ecologically clean and high-quality delicatessens of other Georgian producers. Our main values are dedication, responsibility and honesty. We believe that production of natural and delicious Churchkhela, dried fruit, Tklapi, Gozinaki and other Georgian desserts has bright future and at the same time is very important for Georgia in terms of reputation. Georgian sweets, as well as Georgian cuisine in general and its masterpiece - Churchkhela - in particular, really is one of the national "treasures" by which world should distinguish and recognize Georgia. Georgia has great traditions of viticulture, while no other country produces sweets from grape juice on a national scale. Furthermore, natural Churchkhela is tremendously wholesome and delicious sweetie. Because of all this, we think that Churchkhela must stand next to Italian tiramisu, Austrian strudel, Belgian waffles, Turkish baklava, English pudding, American Snickers and French crepe in the list of notable national confections.
AP დაარსდა 1969 წელს. ჩვენი მიზანია, თქვენთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ მოდური სამოსი. ეს იყო 1969 წლის ზაფხულში: ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე. დაახლოებით 450 000 ადამიანი შეიკრიბა ნიუ-იორკში, რომ ენახათ ვუდსტოკის გმირული კონცერტი. ენდ დორისმა და დონ ფიშერმა გახსნეს პირველი Gap მაღაზია სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში, იმ მიზნით, რომ შეექმნათ და გამოეყენებინათ ის, რაც მარტივი იქნებოდა მომხმარებლისთვის და შესთავაზებდა მოდელებისა და სტილის ფართო არჩევანს. 1969 წლიდან მოყოლებული, მომხმარებლები სტუმრობენ Gap-ს სიახლეების სანახავად, ყოველდღიური სამოსისა და აქსესუარების შესაძენად, რაც მათ ეხმარებათ გამოხატონ საკუთარი გემოვნება და სტილი. დღეს Gap კვლავაც საუკეთესო ადგილია გარდერობის შესავსებად ისეთი ტანსაცმლით, როგორიცაა მაისურები, კაპიშონები, შესანიშნავი შარვლები და ჯინსები. დაიწყო ერთი ბრენდით და ახლა იგი წარმოდგენილია, როგორც Gap, GapKids და babyGap.
FUFALA.GE - არის ყველაზე დიდი და მულტი ბრენდული ინტერნეტ-მაღაზია კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ დაგეხმაროთ შენი საყვარელი ბრენდის კოსმეტიკის შეძენაში, არამედ გავხდეთ შენი მეგზური სილამაზის სამყაროში. ონლაინ მაღაზია ორიენტირებულია ახალგაზრდა, პროგრესულად მოაზროვნე და გემოვნებიან აუდიტორიაზე, რომლებიც აქტიურად მიყვებიან თანამედროვე ტენდენციებს და ყურადღებით ადევნებენ თვალს სიახლეებს, სილამაზის სამყაროში. აქ შენ ნახავ როგორც ყველაზე ცნობილ და გიგანტ ბრენდებს, ასევე ახალბედა, მაგრამ საინტერესო კომპანიებს. FUFALA.GE - ზრუნავს რომ ყოველი დღე იყოს საუკეთესო, ლამაზი და არომატული. მისაღები ფასები და პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მაღალი ხარისხი და თანამედროვე კლიენტ სერვისი ჩვენი #1 პრიორიტეტია. ფასდაკლებები და სიახლეები სპეციალურად თავისი მომხმარებლებისთვის ფუფალა ყოველდღე აკეთებს ფასდაკლებებს 50-ზე მეტი სხვადასხვა ბრენდის და სახეობის პროდუქტზე. ჩვენ ასევე აქტიურად ვაკვირდებით კოსმეტიკურ ბაზარს, რომ გავაფართოვოთ ასორტიმენტი ახალი ბრენდებით და პროდუქტებით. ყოველდღე ჩვენ ონლაინ მაღაზიაში შეგიძლია იხილო 100-ზე მეტი ახლად დამატებული პროდუქტი. მხოლოდ ორიგინალი ბრენდები საწყის ეტაპზე მოგების 75% ვდებთ უკან, პროექტის განვითარებაში. აქედან გამომდინარე ნამდვილად არ გვაწყობს, რომ საიტზე "პატენტი" პროდუქტები გავყიდოთ. ჩვენ ვაფასებთ ჩვენ მომხმარებელს და ვთავაზობთ მათ მხოლოდ ორიგინალ პროდუქტებს. ყველა ბრენდი რომელიც საიტზეა წარმოდგენილი, არის ჩვენი ოფიციალური პარტნიორი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენთან ურთიერთობა მოგეწონება. სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ.
"იოგას სახლი" საერთაშორისო იოგას ფედერაციის წარმომადგენლის, საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის პირველი იოგას ცენტრია საქართველოში. იოგას სახლს გააჩნია აკრედიტაცია საერთაშორისო იოგას ფედერაციის მიერ. მაღალი პროფესიონალიზმი და დიდი გამოცდილება თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზის სამსახურშია. გთავაზობთ იოგას კლასებს, რომლებსაც საერთაშორისო კლასისი იოგას ინსტრუქტორები ჩაატარებენ.
ფინკა ბანკი საქართველოს საფინანსო ქსელი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს, კერძოდ, 40 ფილიალი საქართველოს მასშტაბით 55 000-ზე მეტ კლიენტს უწევს საფინანსო მომსახურებას. ფინკა ბანკის მომხმარებელთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. ფინკას, როგორც საფინანსო ინსტიტუტს, საქართველოში საქმიანობის 18 წლიანი ისტორია აქვს. იგი წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ფინკა ბანკი სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს100 000-ზე მეტ მომხმარებელს. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლია დარეკოთ ცხელ ხაზზე * 49 49 (24/7)
ჩვენი კომპანიის მიზანია შევქმნათ ინოვაციური და პროფესიონალური დონის ვირტულური რეალობის ონლაინ ტურები სხვადასხვა ინდუსტრიისთვის , რაც ხელს შეუწყობს ვიზუალიზაციის გაადვილებას და პოტენციური მომხმარებლისთვის დროისა და ენერგიის დაზოგვას . The goal of our company is to create innovative and professional level virtual reality online tours for different industries that will facilitate visualization and save time and energy for potential users. Целью нашей компании является создание интерактивных туров виртуальной реальности на инновационном и профессиональном уровне для различных отраслей, которые облегчат визуализацию и сэкономят время и энергию для потенциальных пользователей.
ფლამინგოტური არ არის მხოლოდ ტურისტული კომპანია. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვართ ერთნაირად მოაზროვნე ხალხისგან შექმნილი გუნდი, რომლებიც პატივს ვცემთ ჩვენს ბიზნეს პარნიორებსა და კლიენტებს. ჩვენ ვემსახურებით და თბილად ვხვდებით ხალხს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რადგან თითოეული კლიენტიც კი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი პოლიტიკის განმსაზღვრელია ძველი ქართული გამოთქმა - „სტუმარი ღვთის არისო“. შესაბამისაც, ვცდილობთ ყველა ჩამოსულმა სტუმარტმა თავისი დასვენება კომფორტულად გაატაროს. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ მის საუკეთესო მხარეებს: საუკუნეების ტრადიციებს, ინტელექტუალურ ღირებულებებსა და კულტურულ არტეფაქტებს და, რასაკვრიველია, ცნობილ ქართულ სტუმართმოყვარეობას. ჩვენთვის ყველაზე მეტად სასურველი ჯილდო არის უკან დაბრუნებული ტურისტების მხრიდან ჩვენი სერვისი რეკომენდაცია მათი ოჯახისა და მეგობრებისთვის. ჩვენი სპეციალისტები ყურადღებით მოგისმენენ და, შესაბამისად, შემოგთავაზებენ ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ტურებს, რომლებშიც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული თქვენი სურვილები. კულუტურული, MICE (შეხვედრები; წახალისება; კონფერენციები; გამოფენები), ღვინის, ჯომარდობისა და სამედიცინო ტურები. ასევე, ჩვენ გთავაზობთ ტრანსფერებს, სასტუმროს დაჯავშნასა და ავია ბილეთებს. ჩვენი კომპანია მუშაობს არა მხოლოდ შემოსვლით ტურებზე, არამედ გასვლითებზეც. ჩვენი სამოგზაურო აგენტები მოგაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის სასურველ ტურებზე, რათა თქვენი მოგზაურობა იყოს კომფორტული, სახალისო და უსაფრთხო. ჩვენ თქვენს სურვილებს ავადენთ! იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად!!
ჩვენ ვაშენებთ სამრეწველო ინსპირირებული სახლის დეკორი და ავეჯი კომერციული და საცხოვრებელი კლიენტებისათვის! We build Industrial inspired Home decor and Furniture for commercial & residential clients! Мы создаем Индустриальный Дом и Мебель для коммерческих и жилых клиентов!
“ფო” არის ქალის თეთრეულის ონლაინ მაღაზია. გთავაზობთ თქვენზე მორგებულ მომსახურებას. ჩვენი მიზანია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი პროდუქცია. ყველაფერი არის თბილისში და არ ხდება შეკვეთით გამოწერა. "pho" is a lingerie online shop. We offer you tailored service. Our goal is to make our products available to everyone. Everything is in Tbilisi and it is not ordered to order.
საუკეთესო სამშენებლო-სარემონტო მაღაზია,რომელიც მორგებულია ყველა კლასის მომხმარებელზე პრემიუმ ხარისხის მომსახურებით. მობრძანდით რეჰაუსში, გახდით ჩვენი მომხმარებელი და მიიღეთ VIP ან საბითუმო მომხმარებლის სტატუსი. რეჰაუსი იძლევა შესაძლებლობას: 1. დაგეგმოთ რემონტი ერთ სივრცეში; 2. დაუკვეთოთ სერვისი სახლიდან გაუსვლელად; 3. სერვისის მოთხოვნა არ საჭიროებს რეგისტრაციას და მომაბეზრებელ პროცედურებს; 4. გარკვეული თანხის მიღწევისას, სხვადასხვა ტერიტორიებზე თბილისის მასშტაბით უფასო ტრანსპორტირება; 5. მცირე შენაძენზე დიფერენცირებული ფასებით სატრანსპორტო მომსახურების სერვისი; 6. პარტნიორ ორგანიზაციებთან სერვისის უზრუნველყოფა; რეჰაუსთან თანამშრომლობა ყოველთვის მომგებიანია!
ააიპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ (Centre For Civil Activities) დაარსდა 2011 წლის 14 თებერვალს. არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს კახეთის, მცხეთა – მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში. სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მიზნებია: ადამიანის უფლებების დაცვა და პოპულარიზაცია; სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა; მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირება; გენდერული თანასწორობის და ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ აქტიურად მუშაობს ეთნიკურ უმცირესობებთან და ახალგაზრდებთან.
გერმანული კომპანია „სი ემ იქს სოლუშენს“-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე. ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანსა და თბილისში. 2015 - სკოპიე 2016 - თბილისი 2018 - ერევანი თბილისში ამჟამად 120-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მრავალენოვანი ქოლ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ და გამავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.
ქართული ტრადიციული მეღვინეობის რჩეული ღვინოების გამოფენა - წარმოდგენილია უძველესი ქართული მეთოდოლოგიით დაყენებული საუკეთესო ღვინოები საქართველოს ყველა რეგიონიდან. ქართული ღვინოების გამოფენა, დეგუსტაცია, პრეზენტაცია, გაყიდვა. ქართული ტრადიციული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა - ჩირეული, ჩურჩხელები, თაფლი, საკმაზები და სხვ. სუვენირების და ხელოვნების სხვადასხვა ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა ღვინის ტურები. ქართული ღვინის გალერეა & ღვინის ბარი