Hippo.ge ჰიპპო არის უპრეცედენტო სერვისი, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს.ის გთავაზობთ საყოფაცხოვრებო, ციფრული და სპეციალური ტექნიკის, ავეჯის,მუსიკალური ინსტრუმენტების, სპორტული ინვენტარისა და სხვა მრავალი დასახელების პროდუქტის ერთიანი წესით ყიდვას,ჰიპპო განვადებასა და საბანკო განვადებას.ნივთების ყიდვა ან იჯარით სარგებლობა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად,ონლაინ მაღაზიაში Hippo.ge
ვებ სტუდია Snejex არის, შპს ვებ სტუდია Snejex, საიდენთიფიკაციო კოდი: 01122345
თავს არ მოგაწყენთ ბევრი ინფორმაციის წაკითხვით და და მოკლედ გეტყვით ვინ ვართ რას ვაკეთებთ და რა გვინდა სამომავლოდ,
ჩვენ ვართ მეგობრები რომლებმაც საერთო მიზანით დავაარსეთ სტუდია snejex-ი და შემოვიკრიბეთ სხვადასხვა მარკეტინგულ სააგენტოში და სარეკლამო კომპანიებში მომუშავე პროფესიონალი კადრები და
ვაკეთებთ მხოლოდ იმ საქმეს რომელიც გვიყვარს, გამოცდილება გვაქვს და ვფიქრობთ რომ კარგად გამოგვდის. თუმცა გვირჩევნია ჩვენივე ნამუშევრები ამბობდეს ჩვენსავე სათქმელს
ჩვენი საქმიანობის სფერო გულისხმობს სხვადსხვა კომპანიის დახმარებას ჩვენვე სერვისით ესენია: ვებგვერდის დამზადება, სოციალური მედია მენეჯმენტი, ბრენდინგი, ფოტო – ვიდეო გადაღება, მონტაჟი, GOOGLE ADS, პოლიგრაფია... რის გარეშეც დღეს უკვე ძნელი წარმოსადგენია თითოეული ბიზნესი თუ ინდუსტრია, და ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი წვრილი შეგვეტანა მცირე და საშუალო ბიზენსი განვითარებაში
ბუკომა არის, შპს ბუკომა, საიდენტიფიკაციო კოდი:205266111
ჩვენი ვებ გვერდია: bukoma.ge
შ.პ.ს ბუკომა + გთავაზობთ: ტანსაცმლის ქიმიურ წმენდას, თეთრეულისა და ტანსაცმლის რეცხვას, ზამშის და ტყავის ქურთუკების წმენდას, თეთრეულის გაუთოებას სპეციალური პრესით, ტანსაცმლის გაუთოებას ცხელი ორთქლით და კარადა მანეკენით.
ჩვენ ვიზრუნებთ რომ თქვენი მოგზაურობა იყოს შთამბეჭდავი!
we will take care for your travel to be amazing!
мы позаботимся о том, чтобы ваше путешествие было удивительным!
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში, უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და სააღრიცხვო კანონმდებლობის შემუშავებას და დაცვას; ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას.
სამინისტროს ძირითადი კომპეტენციები და უფლებამოსილებებია:
საქართველოს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადება, ასევე მომდევნო 4 წლისათვის მთავრობის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების ჩამოყალიბება;
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი, შესრულების ანგარიშის მომზადება და წარდგენა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის;
მთავრობის ფულადი სახსრების მართვა;
ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფა;
სახელმწიფო ვალის მართვა;
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან თანამშრომლობა ქვეყნის სუვერენულ რეიტინგთან დაკავშირებით;
სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
Tiflistex საწარმო შეიქმნა 2017 წელს. 2018 წელს თებერვალში კი გამოუშვა პირველი პროდუქცია. ჩვენ არასრული ერთი წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ აგვეშენებინა საწარმო, შეგვერჩია და დაგვემონტაჟებინა მაღალი ხარიხის იტალიური დანადგარები, შეგვეკრიბა მოტივირებული გუნდი , მოგვემზადებინა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები. დღეს Tiflistex აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ევროპული სტანდარტის პროდუქციას. წარმოებაში იყენებს უმაღლესი ხარისხის ნედლეულს. მოწვეული გვყავს მაღალი კვალიფიკაციის ევროპელი სპეციალისტები,ჩვენი მიზანია, რომ შევქმნათ კომფორტული, მოდური და ხარისხიანი პროდუქცია. გვჯერა, რომ ძალიან მალე პროდუქტი MADE IN GEORGIA by Tiflistex მთელ მსოფლიოში იქნება ასოცირებული ხარისხთან და სტილთან.
სასტუმრო „შაინი“ 2013 წლის 31 მარტს გაიხსნა. „შაინი“ არის 3 ვარსკვლავიანი თანამედროვე ტიპის სასტუმრო, რომელიც თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით რადიკალურად განსხვავდება ქალაქის ცენტრში არსებული სხვა სასტუმროებისაგან.
სასტუმრო გთავაზობთ 17 თანამედროვე ტიპის კომფორტულ ნომერს სრული აღჭურვილობით. აქვე, შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენს ბარ-რესტორანს, სადაც უგემრიელეს ქართულ, ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ.
სასტუმრო „შაინი“ რამდენიმე მეტრით არის დაშორებული თბილისის მთავარი ქუჩიდან - რუსთაველის გამზირიდან. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო თბილისის ყველაზე აქტიურ ნაწილში მდებარეობს, აქ დაგხვდებათ განსაკუთრებულად მყუდრო და მშვიდი გარემო და პროფესიონალი პერსონალი, რომელიც ყოველთვის მზად არის გიმასპინძლოთ.
აიისა პრეზერვატივების კონცეპტუალური ბრენდი და სადებიუტო 2017 წლის ტოპ სტარტაპია. საერთაშორისო ონლაინ გაყიდვების გარდა პროდუქტის მომხმარებისთვის მიწოდების მთავარი ფორმა საკუთარი სავაჭრო აპარატებია, წარმოდგენილი 2 ფორმით:
‘Aiisa - Random Revolver’ განთავსებული მცირე ზომის ობიექტებში (ამ წუთისათვის 14 აპარატი 11 ლოკაციაზე თბილისში და ბათუმში მდებარე ბარებში)
‘Aiisa – Xhzibit’ ეტაპობრივად განთავსებადი სავაჭრო ცენტრებში, კლუბებში და ტურისტულ ლოკაციებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
თითოეული აიისა უნიკალური დიზაინისაა, გაერთიანებული თემატურ კოლექციებში, დამატებითი გამოყენებითი დანიშნულებით (შეფუთვაზე დატანილი სტიკერის სხვა ზედაპირზე დაკვრით, შეგროვებით etc.) შეფუთვის უკანა მხარეს დატანილია სპეციალური QR კოდი რომლის სკანირების შემდეგ ბმული გადადის ფლეილისთზე - ‘თესლი მუსიკა’ ფონური მუსიკისთვის.
თითოეული აიისასთვის დამახასიათებელია შოკოლადის არომატი და გამოდის 2 განსხვავებულ ანატომიურ ზომაში. აიისას ლატექსის სისქე მინიმალურია.
აიისების ინტერნეტით გამოწერის უპირატესობა მიმდინარე კოლექციებს + ბესტსელერი დიზაინებიდან ამორჩევის საშუალებაა. ამას გარდა, სპეციალურად ონლაინ სერვისისთვის შექმნილი ‘სასაჩუქრე პაკეტ ბანტის’ ფარგლებში ყველასთვის ხელმისაწვდომია შექმნას საკუთარი დიზაინი და დაიტანოს ლიმიტირებული რაოდენობის ვარდისფერ და ბუსუსებიან ლატქესის კონდომზე.
აიისას საქმიანობის დიდი ნაწილი დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამების, რისკ–ჯგუფებში ვენერიული დაავადებების პრევენციის და მიმდინარე თემებზე ბრენდის პოზიციის დაფიქსირების ფორმით სოციალურია. ბრენდის უახლოესი გეგმები საექსპორტო სტრატეგიის განვითარება და საქართველოს ბაზარზე მჭიდრო ქსელის შექმნასთან ერთად ქვებრენდის დაარსებაა.
AiisaCondoms is a conceptual brand based in Tbilisi, Georgia and a TOP Startup of a debut year 2017. Besides international online sales the main source of customer supply is its own vending machines represented in 2 forms:
‘Aiisa - Random Revolver’ placed in small locations (14 vending machines in 11 locations at this moment in the bars of Tbilisi and Batumi)
‘Aiisa – Xhzibit’ placed in shopping malls, night clubs and touristic locations around the country.
Each Aiisa condom has an unique design within a thematic collection. Each Aiisa can be used with an additional purpose (the sticker on a foil is reusable and also can be collected if wanted) On the back of the foil there is a QR code linked to a playlist ‘TSL Music’ specially for sex soundtracks.
Each Aiisa is chocolate flavored and is manufactured in 2 anatomic sizes. The thickness of Aiisa latex in minimal.
Ordering AiisaCondoms online has an advantage of choosing between current collections + bestseller designs besides of a special product for the internet, custom made condoms named #BOWdown which gives opportunity for everybody to design a condom themselves on a Pink, Dotted condom of limited edition.
Huge percentage of the brand’s activity is social, including scheduled educational programs, prevention of STD/VD in risk groups and directly expressing its opinion about current events. The brand’s plan in the nearest future is to follow the export strategy and found a sub-brand in Georgia.
ბავშვთა ფსიქოკორექციის ანიმალოთერაპიის ცენტრი ნალი დაფუძნდა 2015 წელს და მას შემდეგ აქტიურ მუშაობას სპეციალური საჭიროების ბავშვების დახმარების მიმართულებით. ჩვენი ძირითადი სამუშაო მიმართულებაა იპოთერაპია.
Children's psycho-curriculum animation center was founded in 2015 and has since been actively working for children with special needs. Our main job is the hypotherapeutics.
Детский психо-учебный анимационный центр был основан в 2015 году и с тех пор активно работает для детей с особыми потребностями. Наша основная работа - это гипотерапия.
თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა მოამზადოს გლობალური დასაქმების ბაზრის, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და სამოქალაქოსაზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი განათლების, უნარ–ჩვევების, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების, ეროვნული ცნობიერებისა და ლიბერალური ღირებულებების მქონე მოქალაქე.
უნივერსიტეტი, სტუდენტების ინტელექტუალური, კულტურული და პიროვნული ზრდისათვის, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის უმაღლეს და პროფესიულ განათლებას და სწავლის გაგრძელების საშუალებებს. ხელს უწყობს სტუდენტთა არჩევანის თავისუფლებას და აძლევს მათ შესაძლებლობას იქცნენ სწავლა-სწავლების პროცესის მთავარ სუბიექტად.
ღია კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპებზე დაყრდნობით უნივერსიტეტი მოწოდებულია განუვითაროს თითოეულ სტუდენტს სოციალური წარმატებისა და თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. ბოლონიის წევრი ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება–განახლების გზით, ხელი შეუწყოს სტუდენტთა საერთაშორისო მობილობას.
თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი წარმატებით აგრძელებს ქართული სახელმწიფოს საამაყო ისტორიულ ტრადიციას, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს ღია, ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების მშენებლობას.
საბაღე ცენტრი
"საბა გარდენ"-ი წარმოგიდგენთ ევროპული სანერგე მეუნეობების მიერ გამოყვანილ, უმაღლესი ხარისხის ინტერიერისა და ექსტერიერის მცენარეების ფართო არჩევანს!
ასევე გთავაზობთ, სხვადასხვა სერვისებს:
● ლანდშაფტის დიზაინი
● მცენარეების შერჩევა, დარგვა და გრძელვადიანი მოვლა.
●სახურავებისა და აივნების გამწვანება
● ავტომატური საირიგაციო სისტემა
●ნიადაგის მწვანე საფარის შექმნა
● ზამთრის ბაღები
● ხელოვნური წყალსაცავები და ალპინარიუმები
●გამოცდილი დიზაინერებისა და მებაღეების მომსახურება.
მაღაზია "საბა გარდენ" გაიხსნა სავაჭრო ცენტრი "საბა"-ს ტერიტორიაზე, თ. ერისთავის 5 ნომერში.
ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდია
www.sabagarden.ge
ელ-ფოსტა: info@sabagarden.ge
საკონტაქტო ნომრები: +995 597 14 22 11
+995 790 12 59 57
ჩვენი სტარტაპი, რომელიც ორ ახალგაზრდა მაგრამ გამოცდილ ადამიანს ეკუთვნის, მათ თავიანთ მოტივირებულ მეგობრებთან ერთად 2018 წლის 26 მარტს , ამ სფეროში 2 წლიანი მუშაობის შედეგად დაარსდა. დღეს ჩვენ ვცდილობთ ავაშენოთ კომპანია ჩვენს მეგობრებთან ერთად რომლებიც საქართველოში მთელი მსოფლიოდან მოდიან.
ჩვენი მიზანი პროფესიონალი გიდების და ტურ აგენტების მიერ მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაა ჩვენი სტუმრებისთვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, კომფორტი და მზრუნველობა.
მომავალში, გვსურს გავიზარდოთ, შევაგროვოთ გამოცდილება, განვაგრძოთ ახალი, უნიკალური პროდუქტის შექმნა და გავხდეთ ლიდერი ტურისტული კომპანია საქართველოში.
ხოდა, რატომ არ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?
Our startup company owned by two young but already experienced and motivated friends started its history at 26th of March of 2018 after 2 years of work in this field. Today we try to build company together with our guests who are coming to Georgia from all over the world.
Our mission is to provide high quality service provided by professional guides and tour agents based on the wishes and needs of our guests.
Our values are quality, comfort and care.
In the future, we would like to grow, gain experience based on practice, continue creating new, unique products and become leading tour operator in Georgia and Caucasus region. So, why not try us?!
„ნეოგაზი“ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც დაკავებულია შეკუმშული ბუნებრივი აირის რეალიზაციით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. „ნეოგაზი“ ფლობს 21 ავტო გაზგასამართ სადგურს და 13 მოძრავ სადგურს შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ გვერდი: neogas.ge .. “ნეოგაზის” მისიაა განავითაროს საქართველოში შეკუმშული ბუნებრივი აირის ინდუსტრია და მომხმარებელს შეუქმნას სწორი წარმოდგენა სუფთა, ეფექტური და ეკონომიური საწვავის შესახებ.
ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი არის, შპს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი, საიდენტიფიკაციო კოდი:204472720
ჩვენი ვებ გვერდია: inn.org.ge
სამედიცინო სამსახური:
ინტერდისციპლინური დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი:
ეპილეფსიისა და სხვა ქრონიკული ნევროლოგიური მდგომარეობების,
განვითარების დარღვევების,
ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევების;
ეპილეფსიით დაავადებული ქალებისთვის - დამატებითი მეურვეობა:
უსაფრთხო ორსულობის,
რეპროდუქციული ჯანმრთელობის,
ოჯახის დაგეგმვისა და კონტრაცეფციის,
ახალშობილების ჯანმრთელობის.
ლაბორატორიული სამსახური:
ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ);
ვიდეო-ეეგ მონიტორინგი;
ძილ-ღვიძილის ციკლის ვიდეო ეეგ-მონიტორინგი;
თავის ტვინის გამოწვეული პოტენციალების კვლევა;
სხვა ლაბორატორიული გამოკვლევები
ნეიროფსიქოლოგიური სამსახური:
დიაგნოსტიკა
ბავშვებისა და მოზრდილების, ვისაც აღენიშნება განვითარების პრობლემები:
მეტყველებაში,
მოტორულ სფეროში,
წერაში,
კითხვაში,
თვლაში,
ყურადღების კონცენტრაციაში, ქცევაში, ემოციურ სფეროში.
ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია - ბავშვებისა და მოზრდილების შემდეგი პრობლემების დროს:
დისლექსია;
მეტყველების განვითარების შეფერხება;
მოტორული კოორდინაციის განვითარების შეფერხება;
სენსორული ინტეგრაციის დარღვევა;
სწავლის პრობლემები;
ქცევისა და ემოციური სფეროს დარღვევები;
ჰიპერაქტივობა და უყურადღებობა;
მეხსიერების პრობლემები (ამნეზია);
მეტყველების მოშლა (აფაზია).
მშობლებისა და ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური
- ბავშვის შემდეგი პრობლემების დროს:
ქცევა;
სწავლა;
ემოციური სფერო;
მეტყველება;
ტიკები;
ენაბორძიკობა;
ძილის დარღვევები.
მშობლების ინდივიდური ტრენინგი
- შემდეგ საკითხებზე:
ბავშვის თვითმომსახურების ჩვევების ათვისების;
ბავშვის პრობლემური ქცევის მართვის;
ესთეტიკური ცენტრი Slim & Silk მომხმარებელს სთავაზობს ესთეტიკური სერვისების ფართო სპექტრს როგორიცაა, გასახდომი და ატიცელულიტური აპარატურული პროცედურები, დიოდური ეპილაცია, კოსმეტოლოგია, მასაჟი, მანიკური, პედიკური, სალონური მომსახურება, ვიზაჟი, მიკრობლეიდინგი–წარბების პერმამნენტული მაკიაჟი და სოლარიუმი.
დიოდური ეპილაცია
Slim & Silk გთავაზობთ დიოდურ ეპილაციას მსოფლიოში აღიარებული ამერიკული ბრენდის Lumenis-ის 2015 წლის აპარატით LightSheer DESIRE.
Lumenis LightSheer DESIRE საუკეთესო არჩევანია ჭარბთმიანობის სამკურნალოდ. არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, უსაფრთხო და რაც მთავარია აქვს 100% გარანტირებული და სწრაფი შედეგი.
კოსმეტოლოგია
Slim & Silk თანამედროვე ტექნოლოგიების და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებით დაგეხმარებათ მუდამ შეინარჩუნოთ სილამაზე და ახალგაზრდობა
Slim & Silk–ის ექიმი კოსმეტოლოგი ყველა მომხმარებელს გაუწევს უფასო კონსულტაციას.
მასაჟი
Slim & Silk–ის გამაჯანსაღებელი, სარელაქსაციო, სამკურნალო და სხეულის კორექციის მასაჟები დაგეხმარებათ სწრაფად აღიდგინოთ ენერგია, მოიხსნათ დაღლილობა, სტრესი, გაიუმჯობესოთ ნივთიერებათა ცვლის პროცესი, დაამარცხოდ წონა და ცელულიტი.
სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებლეია მინიმუმ 4–6 პროცედურის ჩატარება (დასაშვებია კვირაში მხოლოდ ერთი პროცედურის ჩატარება).
X WAVE- ანტიცელულიტური აპარატი
მხოლოდ Slim & Silk-ში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ანტიცელულიტური პროცედურები მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო და ესთეტიკური აპარატურის მწარმოებელი კომპანია BTL-ის რევოლუციური აპარატით X –WAVE .
სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებლეია მინიმუმ 4–6 პროცედურის ჩატარება
ლიმფოდრენაჟი
Slim & Silk გთავაზობთ ლიმფოდრენაჟის პროცედურებს რომელიც დაგეხმარებათ სხეულის კორექციასა და ცელულიტისგან განკურნებაში.
მანიკური და პედიკური
Slim & Silk ზრუნავს იმაზე რომ თქვენი ფრჩხილები იყოს მუდამ ჯანსაღი და მიმზიდველი და გთავაზობთ ფრჩხილების მოვლის სრულ სპექტრს. შილაქის მოხსნა Slim & Silk-ის მუდმივი კლიენტებისთვის უფასოა!
ასევე,
თმის მოვლა
ვიზაჟი და პერმანენტული მაკიაჟი
მიკრობლეიდინგი – წარბების პერმანენტული მაკიაჟის უახლესი მანუალურ ტექნიკასს!
Slim Mix - პილატესის, აერობიკის, ზუმბას ვარჯიშების კომპლექსი
იურიდიული კომპანია სამართლის გზა არის, შპს სამართლის გზა, საიდენტიფიკაციო კოდი: 405103686
ჩვენი ვებ გვერდია: legalway.ge
იურიდიული კომანია „სამართლის გზა“ ქართულ სამართლებრივ სივრცეში 2015 წლიდან მოღვაწეობს. კომპანია დაფუძნდა მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე მულტიპროფილიან იურისტთა ჯგუფის მიერ და მიზნად ისახავს მოქალაქეებისათვის, კომპანიებისათვის და შესაბამისი საჭიროების მქონე სხვა სუბიექტებისათვის, კვალიფიფიციური, კომფორტული და შედეგზე ორიენტირებული სამართლებრივი ბუნების მომსახურების გაწევას. პროფესიული თანამშრომლობის სფერო მოიცავს ეკონომიკური (კომერციული) და სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილი პროცესების სრულ იურიდიულ მხარდაჭერას, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის სამართლებრივ მენეჯმენტს, მათთვის წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევას ყველა ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ან/და მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში, რაც გამოიხატება კერძო სამართლის დარგებიდან გამომდინარე იურიდიული პროცესების სრულ სამართლებრივ უზრუნველყოფაში.
„სამართლის გზა“ თანამშრომლობის სპეციალურ სისტემას სთავაზობს კომპანიებს, რომლებსაც სურთ ნაკლები დანახარჯით დააზღვიონ თავიანთი საქმიანობის იურიდიული რისკები. აღნიშნული სისტემა გულისხმობს კომპანიებისათვის აუთსორს (შტატგარეშე) იურიდიული მომსახურების გაწევას და მოიცავს ისეთი ტიპის სამართლებრივ მხარდაჭერას, რაც განკუთვნილია როგორც ყოველდღიური სამუშაო პროცესების უზრუნველყოფაში (ზეპირი საკონსულტაციო-სარეკომენდაციო ან/და შესაბამისი ტიპის დოკუმენტური მხარდაჭერა), ასევე არასტანდარტული სამართლებრივი საკითხების წარმოშობის შემთხვევაში დამკვეთისათვის საუკეთესო იურიდიული გამოსავლის მოძიებასა და მის რეალიზებას. „სამართლის გზა“ ორიენტირებულია სერვისის მომხმარებელთა რეალურ საჭიროებებზე და მიმართულია მათთვის ზუსტი, კონკრეტულად მათზე მორგებული სერვისის შექმნისკენ, რაც ურთიერთობას ხდის ღიას და კომფორტულს.
იურიდიული კომპანია „სამართლის გზა“ სამართლებრივი სიღრმეებიდან წარმოშობილი განსაკუთრებული სირთულის იურიდიული პრობლემების განმკლავების პარალელურად, ასევე ითვალისწინებს იურიდიული მომსახურების ეკონომიურ პაკეტებს, რომელიც მორგებულია კონკრეტული სპეციფიკის კომპანიებისათვის, კერძოდ სადისტრიბუციო, სამშენებლო, სასტუმრო, საწარმოო, მიკრო-საფინანსო, სამედიცინო, ტურიზმის, გადაზიდვის, ვაჭრობის (რითეილი), კვების, უძრავი ქონების, კერძო დაცვითი, სარეკლამო და სხვა სპეციფიკის კომპანიებისათვის, რომელთა ყოველდღიური სამუშაო პროცესები არ საჭიროებენ მრავალმხრივ, მოცულობით ან/და განსაკუთრებული სირთულის იურიდიულ მხარდაჭერას. აღნიშნული ტიპის კომპანიებისათვის საუკეთესო გამოსავალია „სამართლის გზის“ აუთსორს იურიდიული მომსახურებით სარგებლობა, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს მათ ფინანსებს, ხოლო საქმიანობას გახდის დაცულს სამართლებრივი რისკისგან.
აუთსორს იურიდიული მომსახურება მრავალი წელია მეტად აპრობირებული მეთოდია ამერიკული და ევროპული კომპანიების ყოველდღიურ სამუშაო პროცესში, რადგანაც მისი სპეციფიკა ხასიათდება მთელი რიგი უპირატესობებით მის ტრადიციულ ანალოგთან მიმართებაში.
საგნის სიღრმისეული ცოდნის, მრავალმხრივი გამოცდილებისა და სხვა პროფესიული ღირებულებების გარდა, „სამართლის გზის“ ნიშას წარმოადგენს კლიენტთა მომსახურების მაღალი სტანდარტი, კვალიფიციური სამართლებრივი სერვისი და კლიენტთა ინტერესებზე ორიენტირებული საქმისწარმოება, რაც ჩვენთან ურთიერთობას ხდის მეტად კომფორტულსა და უშუალოს, არ ტოვებს სივრცეს ურთიერთობაში დაფარული და ბუნდოვანი ადგილებისათვის და მიმართულია კლიენტთათვის შესაძლო საუკეთესო სამართლებრივი პერსპექტივის მიღწევისაკენ.
მიუხედავად მოღვაწეობის მოკლე პერიოდისა „სამართლის გზამ“ უკვე შეძლო ადგილობრივი მსხვილი საბაზრო ეკომონიკის სუბიექტების ნდობის მოპოვება და ეტაპობრივად კუთვნილ ადგილს იმკვიდრებს ქართულ სამართლებრივ სივრცეში. კომპანიაში არსებული სხვადასხვა პროფილის სამართალმცოდნეები, დამკვეთისათვის ქმიან იურიდიული მომსახურების მიღების საშუალებას სწორედ იმ იურისტებისაგან, რომელთაც აქვთ ყველაზე შესაფერისი ცოდნა და გამოცდილება კონკრეტული მიმართულებით.
გქონდეთ იმედი, რომ ნებისმიერი იურიდიული სირთულის არსებობის მიუხედავად, თქვენი სამართლებრივი რეალობის გუმჯობესებისათვის ჩვენ მოვიძიებთ თქვენზე მორგებულ გზას. იურიდიული კომპანია „სამართლის გზა“ - ღირებული სამართლებრივი მხარდამჭერი.
სკოლა თავისი 50 წლიანი არსებობს მანძილზე ორიენტირებულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინის გაღრმავებულ სწავლებაზე. კომაროვში მიღება მე-7 კლასიდან გამოცდების საშუალებით ხდება. აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა უმრავლესობა ,,კომაროველია”, რაც მათ ენთუზიაზმს აძლიერებს. მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი მუდმივად ცდილობს არსებული სწავლა-სწავლების პროცესის დახვეწვას და გაუმჯობესებას, ასევე სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.
კომაროვი არის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა, რომელიც უფასოდ იმავე დონის და უფრო მეტად ხარისხიან განათლების შანსს აძლევს ახალგაზრდებს, როგორც მოწინავე კომერციული სკოლები.
კომაროვი - ეს არის ადგილი, სადაც კონცენტრირებულია ძალიან დიდი რაოდენობით ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი და სწორი ხედვა.
კომაროვი - ეს არის ყველაზე წარმატებული სკოლა იმიტომ, რომ არც ერთ სკოლას არ გაუზრდია იმდენი წარმატებული ადამიანი, რამდენიც კომაროვმა გაზარდა.
კომაროველი პირველ რიგში გამოირჩევა თავისი თავისუფალი აზროვნების სტილით, ერთად ყოფნის უნარით, ერთგულებით, საზრიანობით და მიზანსწრაფულობით.
კომაროველმა იცის შრომის ფასი და ესმის, რომ ნებისმიერი დიდი მიზნის მიღწევა შესაძლებელია ბევრი შრომის და პატიოსნების ფასად.
კომაროველს შეუძლია დასვას შეკითხვა - რატომ?
კომაროველობა ნიშნავს - გყავდეს ყველაზე დიდი, ყველაზე კარგი, ყველაზე ჭკვიანი სამეგობრო, რომელიც გეხმარება მიაღწიო საუკეთესო შედეგებს.
კომაროველს შეუძლია ცხოვრების ნებისმიერი სირთულე მიიღოს როგორც ამოცანა და ეს ამოცანა ამოხსნას.
ის ვინც შეძლებს კომაროვში მოხვედრას და მის დამთავრებას, დიდი ნაბიჯი ექნება გადადგმული პირადი და კარიერული კუთხით.
კომაროვი - ეს არის ადგილი, სადაც ადამიანი იწრთობა ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც ეს მას ყველაზე მეტად სჭირდება.
კომაროვი ადგილია, სადაც თავმოყრილია ბევრი მოტივაცია, სწავლის სიყვარული და განათლების პოზიტიური აურა.
კომაროვის დამთავრება ნიშნავს საგზურს მომავალში, სადაც ნებისმიერი დაბრკოლება გადალახვადია.
კომაროვი - ეს არის ტრამპლინი ბედნიერ და წარმატებულ მომავალში!