შპს ტუმბო ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2010 წლიდან. კომპანიის ამჟამინდელი სახელი „ტუმბო“ 2018 წლის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა. შპს ტუმბო-ს საქმანობის ძირითადი მიმართულებაა, სხვადასხვა სახეობისა და დანიშნულების, წყლის და ჰაერის სისტემებით და ამ სისტემების ოპერირებასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი აქსესუარებითა და ელექტრო მოწყობილობებით, როგორც საცალო, ასევე საბითუმო ვაჭრობა. შპს ტუმბო უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს როგორც სამონტაჟო ასევე მონტაჟის შემდგომ მომსახურების მიმართულებით. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თვითგანვითარებაზე და ვცდილობთ გავითვალისწინოთ მომხმარებელთა მოთხოვნები რათა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად დავაკმაყოფილოთ ისინი. კომპანიას ყავს საიმედო და ცნობადი უცხოელი პარტნიორი კომპანიები, რომელებიც მუდმივად ზრუნავენ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაც ჩვენი კომპანიის თითოეული მომხმარებლის ინტერესების დაცვის წინაპირობაა. კომპანიის მიზანია მომხმარებელთა უზრუნველყოფა მაღალი ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქციითა და სერვისით. ჩვენი პროდუქცია (როგორც წყლის ასევე ჰაერის სისტემები) წარმოდგენილია ევროპისა და აზიის ბაზრებზე და სარგებლობენ დიდი პოპულარობით. შპს ტუმბო ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტზე. გარდა ზემოთაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ ჩვენს ძირითად მომწოდებლებთან, გვაქვს ექსკლუზიური შეთანხმება საქონლის იმპორტზე, რაც საქონლის ფალსიფიცირებისგან დაცვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. შპს ტუმბო მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ პროდუქციას, არამედ მის მონტაჟსა და მონტაჟის შემდგომ სერვისს, რაც ნიშნავს, რომ კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას მისი პროდუქციის ექსპლუატაციის ხანგრძლივობასა და ხარისხზე. კომპანიის პარტნიორები:
„ჯეოსილქროუდ“-ი წარმოადგენს უნივერსალურ ბიზნეს საკონსულტაციო, საინვესტიციო ჰოლდინგს, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბიზნეს კონსულტაცია და საინვესტიციო პროექტების მრავალფეროვანი სპექტრის შეთავაზება, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა და ინვესტიციების მოზიდვა. „ჯეოსილქროუდ“-ის მაღალკვალიფიციური გუნდი ჰოლდინგში შემავალი კომპანიებით მომსახურებას გაგიწევთ შემდეგ სფეროებში: საინვესტიციო პარტნიორობა / ბიზნეს გეგმის შედგენა; იურიდიული მომსახურება; სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; მთარგმნელობითი მომსახურება; აუდიტორული/საფინანსო/ბუღალტრული მომსახურება;უძრავი ქონების შეფასება;არქიტექტურული/საპროექტო მომსახურება და ექსტერიერის/ინტერიერის დიზაინი; მშენებლობა, რემონტი, რეკონსტრუქცია; მარკეტინგული და სრული სარეკლამო მომსახურება; MICE ტურიზმი, სტუდენტური გაცვლითი პროგრამები; "ჯეოსილქროუდის" განმასხვავებელი ნიშანი: დარგობრივი ექსპერტების ჯგუფი და ტექნოლოგიური მიმართულების სპეციალისტები, ნებისმიერი სფერო, რომელშიც კომპანია „ჯეოსილქროუდი“ გაგიწევთ კონსულტაციასა და მომსახურებას დამყარებული იქნება მაღალ კვალიფიციური კადრების ცოდნასა და გამოცდილებაზე. ტექნოლოგია არის ის სფერო, რომელშიც ხდება სხვა მეცნიერებების კვლევის შედეგების გამოყენება საზოგადოების მოთხოვნილებების შესაბამისად, ამიტომაც, ჩვენ საქართველოში პირველად ბიზნესის გარშემო გავაერთიანეთ დარგობრივი ექსპერტები და ტექნოლოგები: სოფლის მეურნეობა, ტელეკომუნიკაცია, ელექტრო ტექნიკა, კომპიუტერული ტექნოლოგია, მანქანათმშენებლობა, ტექნოლოგიური აღჭურვა/მონტაჟი/იმპლემენტაცია /დატრენინგება ამ და სხვა მიმართულებებში. საექსპერტო და ტექნოლოგიურ ნაწილში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპულ კომპანიებთან, ვიზიარებთ მათ გამოცდილებასა და ცოდნას.} კომპანია "ჯეოსილქროუდის" კონსულტაცია და მომსახურება ეყრდნობა დარგობრივი სპეციალისტებისა და ტექნოლოგების პროფესიონალიზმს. „ჯეოსილქროუდ“-ის ჰოლდინგისა და მასში შემავალი შვილობილი კომპანიების / ჯგუფების სერვისები: 1. ინვესტორთა მოძიება თქვენი პროექტისათვის/ბიზნესისათვის; 2. ბიზნეს გეგმის შედგენა / პროექტების მართვა; 3. სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; 4. იურიდიული მომსახურების გაწევა; • საინვესტიციო სამართალი • საბანკო სამართალი • საგადასახადო და საბაჟო სამართალი • საკორპორაციო სამართალი და ბიზნეს კონსულტაციები • ლიცენზიების და ნებართვების მოპოვება • ბინადრობის ნებართვები და მოწმობები • უძრავი ქონება და პრივატიზაცია • სახელშეკრულებო სამართალი • ადმინისტრაციული სამართალი • ინტელექტუალური საკუთრების სამართალი • შრომის სამართალი • სააღსრულებო სამართალი • ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის სამართალი • სატელეკომუნიკაციო სამართალი 1. საიტის თარგმნა; 2. დოკუმენტების თარგმნა/დამოწმება; 3. იურიდიული თარგმნა; 4. სინქრონული თარგმნა; 5. თანმიმდევრული თარგმნა; 6. ტექნიკური თარგმნა; 7. სამეცნიერო თარგმნა; 8. სამედიცინო თარგმნა; 9. ლიტერატურული თარგმნა; 10. სურდო თარგმანი / ჟესტური თარგმანი; 11. კორექტირება/რედაქტირება და ტექსტის აკრეფა; 12. დაკაბადონება; 13. სკანირება და გაციფრულება; 14. ქოფირაითინგი, ბლოგები და საპრეზენტაციო ტექსტების მომზადება; 15. Cv-ებისა და PowerPoint პრეზენტაციების აწყობა; 1. საცხოვრებელი და საწარმოო ფართების მშენებლობა; 2. შიდა/გარე რემონტი და რეკონსტრუქცია; 3. არქიტექტურული პროექტირება; 4. პროექტების მომზადება/შეთანხმება/კორექტირება; 5. ტექნოლოგიური პროექტირება; 6. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პროექტირება/რეკონსტრუქცია; 7. ექსტერიერის/ინტერიერის დიზაინი; 8. სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა; 9. ქალაქგეგმარება (ურბანული დაგეგმარება); 10. ტოპოგრაფია; 11. საინჟინრო გეოლოგიური კვლევა; 12. საექსპერტო შეფასება/ კონსულტაცია N41 დადგენილებით; 13. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები (პროექტირება, ინსტალაცია და შემდგომი მომსახურების სერვისი); 1. აუდიტორული მომსახურება; 2. საფინანსო მომსახურება (ინვესტიციების რისკების შეფასება); 3. ბუღალტრული მომსახურების წარმოება; 4. უძრავი ქონების შეფასება; 1. ბრენდინგი (ბრენდის კონცეფციის შექმნა/დამზადება); 2. PR და მარკეტინგული სტრატეგიის შედგენა; 3. ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება (კონფერენციები, ფორუმები, გასართობი ივენთები); 4. სოციალური ქსელების მართვა; 5. გრაფიკული სარეკლამო კონტენტის მომზადება; 6. ფოტო/ვიდეო/დრონით გადაღება 4K და მონტაჟი; 7. ფოტო გადაღება/ფოტოგრაფია (პროგრამულად დამუშავება, ფოტოკოლაჟი); 8. Motion დიზაინი; 9. სცენარების დაწერა; 10. მაკეტების და დიორამების დამზადება (არქიტექტურული და ლანდშაფტური მასშტაბების მიხედვით); 11. სივრცეების და სტუდიების მოწყობა; 12. აბრების დამზადება; 13. თანამედროვე ტექნოლოგიები (ჭკვიანი მოწყობილობების პროგრამირება და ინსტალაცია); 14. ვებ გვერდების შინაარსობრივი და სტრუქტურული გამართვა; 1. MICE ტურიზმი (ბიზნეს ტურიზმი); 2. სტუდენტური გაცვლითი პროგრამები; 3. სამედიცინო ტურიზმი; 4. მრავალენოვანი გიდები; ფოტო
კომპანია „Green Park Georgia“ დაარსდა 2010 წელს ქ. თბილისში. ჩვენი საქმიანობის სფერო საკმაოდ ფართოა და მოიცავს შემდეგ მომსახურებებს: • ბრძოლა დაავადების გამომწვევ და გადამტან მღრღნელებთან, მწერებთან, ბაქტერიებთან, ვირუსებთან, აგრეთვე ჭუპრებთან და კვერცხებთან; • ხელნაწერების, ძველი წიგნებისა და სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშების მავნებლებისაგან დაცვა და რესტავრაცია; • ხის ნაკეთობების დაცვა-რესტავრაცია ტერმიტებისაგან და სხვა მავნებლებისაგან; • სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შეფასება, მართვა და მონიტორინგი; • სასტუმროებისა და რესტორნების დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია; • მწვანე ნარგავების დაცვა; • ავტო ტრანსპორტის რეცხვა-დეზინფექცია; • სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწყობებისა და სამაცივრე მეურნეობების რეცხვა-დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია. კომპანიის კადრები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალი კადრებით, რომელთაც გააჩნიათ მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. რაც შეეხება პრეპარატებსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ისინი შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტების მოთხოვნებს, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატებით. ფოტო
რესტორანი " Grand Grill " სტუმრებს სთავაზობს ულამაზეს ხედებს არგადანის ტბის, შავი ზღვისა და მთების. ამის გარდა, თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ეგზოტიკური კერძები უგემრიელეს ახალ ხილთან ერთად და დატკბეთ ზღვაში მზის ჩასვლის პეიზაჟით. კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ბიზნეს ლანჩით, კორპორატიული სადილით, საუზმითა და ბანკეტით. რესტორანი "გრანდ გრილი" გთავაზობთ აჭარულ კერძებზე დაფუძნებულ საუკეთესო ხორცის მრავალსახეობას. ასევე ქართულ, თურქულ და საერთაშორისო სამზარეულოს. მენიუ შეიცავს პურის, მწვადის, ხაჭაპურისა და სალათების ფართო სპექტრს და ეს ყოველივე სულ მცირე ჩამონათვალია. არაჩვეულებრივი მუსიკა ქმნის სიმყუდროვეს და ასევე VIP ნომრები, რომლებიც განკუთვნილია წარმატებული ბიზნეს ურთიერთობებისთვის. "გრანდ გრილი" დასაჩუქრდა დიპლომით თევზის ფესტივალზე ბათუმში, რაც გულისხმობდა მაღალ სტანდარტებსა და ყველაზე მოთხოვნადი გურმანების დაკმაყოფილებას შავი ზღვის თევზის ფართო ასორტიმენტის, პოელისა და რიზოტოს შეთავაზებით.
Vendoo არის საქართველოში პირველი ონლაინ შოპინგ სივრცე, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და უზრუნველყოფს პროდუქციის ყიდვა-გაყიდვას საუკეთესო პირობებითა და მაქსიმალური კომფორტით. Vendoo is the first online shopping area in Georgia that connects consumers and suppliers across Georgia and provides products for sale and sale of best conditions and maximum comfort. Vendoo - это первая торговая зона в Грузии, которая соединяет потребителей и поставщиков по всей Грузии и предоставляет товары для продажи и продажи с наилучшими условиями и максимальным комфортом.
• ავტომატური გასაწევი კარები, • მბრუნავი კარები, • ესპანური ჭიშკრის ძრავები, • ავტომატური ჟალუზი, • ბარიერი, • გარაჟის კარები, • ცეცხლგამძლე კარები. ვიდეო სექციური კარი: Sectional Door ალაყაფის კარი: Automatic Gates ავტომატური გასაწევი კარი: Automatic sliding door გასაგორებელი კარის მექანიზმი: Sliding gates ბარიერი: Barrier ფოტო
ქლინ ნეტი არის, შპს ქლინ ნეტი, საიდენტიფიკაციო კოდი: 400209261 ჩვენი ვებ გვერდია: cleannet.ge კომპანია "შპს ქლინ ნეტი" ოფიციალურად 2017 წელს დაარსდა, კომპანია ახალ ტექნოლოგიებზე დამყარებულ მაღალი ხარისხის სერვისების წარმოებას ახორციელებს მომხმარებლებისთვის. ჩვენს საქმიანობის სფეროს Shared SSD ჰოსტინგი, VPS SSD ჰოსტინგი, Reseller SSD ჰოსტინგი, და დომენების რეგისტრაცია წარმოადგენს ჯერ-ჯერობით. მომსახურებას როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს უწევთ, ჩვენი ბაზარზე გამოჩენის მიზეზი მხოლოდ ერთია, უკმაყოფილო მომხმარებლები თავის პროვაიდერის, რომლებიც ვერ იღებენ სათანადო მომსახურებას. ჩვენი მიზნები ყოველთვის ემყარება ხარისხის სტაბილურობას, მაღალ პროფესიონალიზმს, ერთგულებას, მომხმარებლების კონფიდენციალურობას, და საქმისადმი სიყვარულს. "შპს ქლინ ნეტი" მომხმარებლების ინტერესების მიერ აშენებული კომპანიაა რომელიც არასდროს ღალატობს მომხმარებლის ინტერესებს. ჩვენი მიზანია ყოველთვის შეუქმნათ მომხმარებლებს ის გარემო და ხარისხი, რითაც თამამად იამაყებენ ქართული ვებ-ჰოსტინგის კომპანიით. კომპანია ახორციელებს 24/7/365 რეალურ ტექნიკურ დახმარებას, რათა შექმნილი ან მოსალოდნელი პრობლემა მოგვარდეს მინიმუმამდე დაყვანილ დროის მონაკვეთში.
მარკეტინგული სერვისების კომპანია „ბროწეული “ ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში 2017 წლის ივნისიდან გამოჩნდა და როგორც მისი თანადამფუძნებელი, ლინდა კიკოლაშვილი მარკეტერთან ინტერვიუში აღნიშნავს, ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს მიუხედავად, 5 თვიანი ფუნქციონირების მანძილზე, კომპანიამ მოლოდინს გადააჭარბა: „ალბათ, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ბიზნესი თავიდანვე გკარნახობს, რომ სწორ სვლებს აკეთებ. ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ შევქმნათ ევროპული პროდუქტი ქართული ხასიათით“.
რენდერ სტუდია I3D არის პროფესიონალთა გუნდი. ჩვენ ვქმნით ორიგინალურ ვიზუალურ კონტენტს ციფრული მარკეტინგისთვის, რითაც თქვენი კომუნიკაცია სამიზნე აუდიტორიასთან კიდევ უფრო თანამედროვე და მრავალფეროვანი ხდება! სოციალურ ქსელებში დღის განმავლობაში ათასობით სარეკლამო პოსტი ქვეყნდება, რასაც თვალს ადევნებს თქვენი პონტენციური და უკვე არსებული მომხმარებელი. დღესდღეობით ციფრულ მარკეტინგში ვიდეო კონტენტი სულ უფრო მეტად პრიორიტეტული და მოთხოვნადი ხდება. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ ჩვენ გთავაზობთ ფოტო და ვიდეო რენდერს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება თქვენი კომპანიის/ ბრენდის/პროდუქტის უნიკალური მახასიათებლები. ჩვენ ვიზრუნებთ იყოთ გამორჩეული მრავალთა შორის! შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტორეალისტური რენდერი, არქიტექტურული პრეზენტაციების გაფორმება, დიზაინის ელემენტის რენდერი, ლანდშაფტის დიზაინის რენდერი, ფოტოს 3D ანიმაცია, 3D ვიდეო რგოლების დამზადება, ბანერები ვებ-საიტებისთვის და სხვ. რასაც სიტყვებით ვერ აღწერ, მარტივად აჩვენებ I3D-ს საშუალებით!
თბილისში არაერთი ესთეტიკური ცენტრია, სადაც ვიზიტორებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობენ. თუმცა, სილამაზის სახლის “დალალები” გახსნა მომხმარებლისთვის განსხვავებული გარემოს შექმნას უკავშირდება. “დალალების” დამფუძნებელს, მარიამ ქიტესაშვილს, სურდა შეექმნა ქართული სტილის სალონი, რომელიც გარდა ნაციონალური ინტერიერისა, დამატებითი სერვისებითაც გააკვირვებდა სტუმრებს. იდეა საზღვარგარეთ ხანგრძლივი ცხოვრების შედეგად დაებადა. მისივე დაკვირვებით, სილამაზის სალონების სიმრავლის მიუხედავად, ქართულ ბაზარს ეროვნული თემატიკის ესთეტიკური ცენტრები აკლდა. ამასთან, შეეცადა მომსახურებაში მეტი კომფორტი შეეტანა, “დალალებში” მისულ ყველა სტუმარს ღვინითა და ქართული ნუგბარით უმასპინძლდებიან. დეტალებზე მარიამს მივმართეთ.
ვინერია ქართული ღვინის ახალი, კონცეპტუალური სივრცეა, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ პროფესიონალურად შერჩეული ღვინოები, შეახამონ კერძებთან და ამავდროულად, ინტერაქტიურ ფორმატში მიიღონ ინფორმაცია ქართული მეღვინეობის ისტორიისა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ. Located in old Tbilisi urban area, Vineria Space embodies the energy of fusion of modern and traditional architecture styles. Vineria’s professional team invites you to taste specially selected wines, eat, share, enjoy and meanwhile approach the history of Georgian winegrowing and modern trends through interactive experiences. Это новое концептуальное пространство для грузинских вин, где гости могут попробовать профессионально отобранные вина, чтобы ознакомиться с едой и информацией об истории грузинского виноделия и современных тенденциях в интерактивном формате.
ვისიას უნიკალური სტიკერების მეშვეობით, თქვენს შვილს ყოველთვის ეცოდინება, რომელი ნივთი მისია, ხოლო რომელი - სხვისია! With Whisaya's unique stickers, your child will always know which thing is his mission, and who else is! С помощью уникальных наклеек Whisaya ваш ребенок всегда будет знать, что является его миссией, а кто еще!