შპს "ფაირ პრო" დაარსდა 2018 წელს. მისი უმთავრესი მიზანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ ვახორციელებთ ცეცხლმაქრებისა და სახანძრო ინვენტარის იმპორტს.
"ფაირ პრო" – როდესაც ცეცხლი უძლურია.
ჩვენი მომსახურება:
• ცეცხლმაქრების შეკეთება-დატენვა,
• საევაკუაციო გეგმის შედგენა,
• სახანძრო სიგნალიზაციის მონტაჟი,
• ცეცხლგამძლე და ლპობის საწინააღმდეგო ნივთიერებით დაფარვა.
Fine Art Products & Services
Paintings and drawings for the Office interior / ოფისის ინტერიერისთვის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები
Paintings and drawings for the Hotel & Restaurant interior / სასტუმროსა და რესტორნის ინტერიერისთვის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები
Paintings and drawings for the home interior / სახლის ინტერიერისთვის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები
Interior & exterior decor/design consulting / ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის კონსალტინგი
Fashion Design services
Fashion design for women & men / ქალისა და მამაკაცის სამოსის დიზაინი
Wedding & events costume design / საქორწინო და ღონისძიებების სამოსის დიზაინი
Uniform design / უნიფორმების დიზაინი
Theater/film/dance costume design / თეატრის/კინოს/საცეკვაო კოსტუმების დიზაინი
iWork.ge წარმოადგენს დასაქმების ვებ-გვერდს, სადაც განათავსებთ განცხადებას ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების,გრანტებისა და ტენდერების შესახებ. ჩვენი გთავაზობთ მარტივ და მოქნილ გზას მოიძიოთ პროფესიონალი კადრი, თქვენთვის სასურველ პოზიციაზე.
შპს „ევროსტილი“ უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში.იგი დაარსდა 2016 წელს და სულ მალე ქვეყნის სამშენებლო სექტორში ლიდერის პოზიცია დაიკავა, რომელსაც ამჟამადაც ღირსეულად ინარჩუნებს. კოპანია თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით , ექსპერტების გუნდი მუდმივად ზრუნავს , რომ შეარჩიოს უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები.
მუშაობის დიდი გამოცდილება იძლევა ჩვენი კომპაანის საიმედობაში და სტაბილურობაში დარწმუნების შესაძლებლობას . კომპანიაში დაინერგა და ეფექტურად ფუნქციონიერებს ხარისხის მართვის, თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემა.
„ევროსტილის“ ძირითად საქმიანობას სამშენებლო მასალების იმპორტი და საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს.
კომპანიის ზრდა განპირობებულულია მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით, კვალიფიციური თანამშრომლებით, კომპანიის მიზანია მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება , მაღალი ხარისხითა და დაბალი ფასებით , რომელიც დაფუძნებულია სტაბილურ თანამშრომლობაზე, სანდოობასა და ხარისხზე.
ევროსტილი გთავაზობთ:
მეტალი: არმატურა; გლინულა; ბადე; პროფილური მილი; გამომწვარი მავთული; ლითონის ფურცელი; რიფლიონი; შველერი; ორტესებრი კოჭი; მრგვალი მილი; მასიური კვადრატი; მრგვალი რკინა; კუთოვანა; მეტალის ზოლი; რიფლიონი; ხის მასალა: საბეტონე ფანერები, OSB ფანერები, სამშენებლო კოჭები, ევროვაგონკა, იატაკის ფიცარი.
ფოტო
ABRAGEBI is the unique product handcrafted in Georgia with special softness and lightness. The highest level of leather treatment, which allows it to breathe. It is handcrafted with traditional methods where all the details are carefully thought out, as a result of which we get the perfect product.
ჩვენი პროდუქცია გამორჩეულია განსაკუთრებული სირბილით და სიმსუბუქით. უმაღლეს დონეზე დამუშავებული ტყავით, რომელიც იძლევა სუნთქვის საშუალებას. ფეხსაცმელი მზადდება ტრადიციული ხელნაკეთი გზით, სადაც ყველა დეტალი სიღრმისეულადაა გათვლილი, რის შედეგადაც ვიღებთ სრულყოფილ პროდუქტს.
ჩვენ ვქმნით სიმყუდროვეს თქვენთვის
ფარდა სახლის დიზაინის მნიშვნელოვანი შტრიხია. სიმყუდროვეს თქვენს ოთახებში მეტწილად სწორედ ფარდა ქმნის.
სალონი "არტ ფარდა" გთავაზობთ საუკეთესო საფარდე ქსოვილებს, აქსესუარებსა და კერვის სერვისს თბილისის ცენტრალურ ადგილას.
ჩვენ გთავაზობთ უპრეცენდენტო მომსახურებას, რომელიც საშუალებას მოგცემთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით გააგზავნოთ საფოსტო წერილები მთელი საქართველოს მასშტაბით. ამისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებ-გვერდზე, რის შემდეგაც გექნებათ წვდომა საფოსტო ინტერფეისთან, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ თქვენი წერილების მართვას. www.smartfix.ge
Proxima Solutions -ი არის ERP სისტემების დეველოპერი კომპანია,რომელიც ნერგავს Microsoft- ის პროდუქტს Microsoft Dynamics AX -ს,
Microsoft Dynamics AX არის კომპლექსური ERP გადაწყვეტილება, რომელიც შექმნილია საშუალო და მსხვილი კომპანიებისათვის.
სისტემა კომპანიებს აძლევს საკუთარი შესაძლებლობების გაზრდისა და ახალი კონკურენტული უპირატესობების შეძენის საშუალებას.
Microsoft Dynamics Ax განკუთვნილია განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიებისათვის,
რომლებიც ეძებენ სრულად ინტეგრირებულ და საუკეთესო გამოცდილებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას.
ჩვენ ვმუშაობთ მომხმარებლებთან, რომ გავაუმჯობესოთ პროდუქტიულობა, გავაძლიეროთ პერსონალი, მოვახდინოთ ბიზნეს პროცესების ოპტიმიზირება და ავტომატიზაცია, ვუზრუნველვყოთ ყოვლისმომცველი გადაწვეტილებები ნებისმიერი ტიპის და ზომის საწარმოებისათვის.
Proxima Solution is ERP Systems’ developer company, that implanting Microsoft’s product Microsoft Dynamics AX.
Microsoft Dynamics AX is ERP complex solution designed for medium and large companies.
The system gives companies the opportunity to increase their capabilities and to gain new competitive advantages.
Microsoft Dynamics AX is designed for development oriented companies, which are looking for a fully integrated and best experience-based decision.
We work with our customers to improve productivity, empower staff, streamline and automate business processes, delivering comprehensive solutions for businesses of all sizes, in all industries..
საპოვნელა 100%-ით ნატურალური, ხელნაკეთი კოსმეტიკა და სხეულის მოვლის საშუალებები.
„ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს ჩაგივლია, შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორველად, პაწაწინა მარჯნისფერი ყვავილია, იმერეთში ეძახიან საპოვნელას“
„აქ რამ მოგიყვანა ....? „
ალბათ რასაც ეძებ, 100%-ით ნატურალური სხეულის მოვლის საშუალებებია და თუ იმასაც აღმოაჩენ, რომ მათი უმრავლესობა თხის რძითაა გამდიდრებული, მით უკეთესი. თხის რძესაც ხომ გააჩნია! ჩვენ „გვესოს ფერმის“ ხალასჯიშიანი მოშენების გზით გამოყვანილი უძველესი ქართული ჯიშის ბედნიერი თხების რძეს ვიყენებთ, რომელიც განსაკუთრებულად სასარგებლოა. ლეჩხუმში, ზღვის დონიდან 560 მეტრზე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარე სოფელ გვესოში არსებული „გვესოს ფერმის“ თხები მთელი დღე ბედნიერად ნავარდობენ, ულამაზესი ხედებით ტკბებიან და მათი ენდორფინების დონე რძეს მარგებელი თვისებებით ამდიდრებს.
ჩვენი „საწარმო“
სიტყვა „საწარმო“, გულწრფელად რომ გითხრათ, სულაც არ შეეფერება სივრცეს, რომელიც შუა ქართლში, გია მერებაშვილის „ღვინის გზას“ მიუყვება და 2000-მდე კვადრატულ მეტრზე გაშენებულ, ხეივნით, ხეხილის ბაღით, ბუნებრივად ამოსულ თუ „მათუსალას“ ხელით აფერადებულ ულამაზეს ყვავილებით სავსე ეზოში აშენებულ, უზარმაზარ სახლს მოიცავს, რომელსაც ყოველი მხრიდან დიდი კარი აქვს და თითოეული ნივთი, ავეჯი, დეკორაცია და ჭურჭელი საინტერესო ისტორიას ატარებს. ახლა უკვე აქ „საპოვნელას“ სხეულის მოვლის საშუალებებიც მზადდება.
„დიდი“ დიასახლისი
ბიბლიური წინასწარმეტყველის (გადმოცემით, ყველაზე დღეგრძელი ადამიანის) სახელი „მათუსალა“ ამ დიდი სახლის დიასახლისის ზედმეტსახელია და არ დაავიწყდება გირჩიოთ - როგორ დაიწყოთ დილა თაფლიანი წყლით, როგორი სასარგებლოა ჭეო, როგორ აძლიერებს იმუნიტეტს ერთი კოვზი თაფლისა და ალოეს რამდენიმე წვეთის სინთეზი და რა სარგებლობა მოაქვს ამა თუ იმ ბალახს და ყვავილს, განსაკუთრებით იმას, რომელსაც ფუტკარი ეტანება. დიახ, სწორედ ის გახლავთ ამ „საწარმოს“ „დიდი“ დიასახლისი.
“იპოვე ის რასაც ეძებ”
„საპოვნელას“ სხეულის მოვლის საშუალებები ხელნაკეთია და მის მომზადებას კულინარიული გემრიელობების შექმნის მსგავსად ოსტატობის გარდა პოზიტიური განწყობა და ემოცია ჭირდება. ჰოდა შევარჩიეთ საუკეთესო ხარისხის, ნატურალური ინგრედიენტები, შევკაზმეთ სამკურნალო მცენარეებით, დავუმატეთ ბედნიერი თხის რძე და ბუნებრივი მოვლის საშუალებებიც შევქმენით.
“გააგრძელე საპოვნელას ისტორია, იპოვე ის რასაც ეძებ და იყავი ბუნებასთან ისე ახლოს როგორც არასდროს...”
ევაკუატორის მომსახურება 24/7 თბილისში და საქართველოს მასშტაბით. ავტომობილის გადაყვანა, ავარიული ტრანსპორტირება, გზაზე დახმარება, სწრაფი სერვისი დაბალ ფასებში.
ქილერი არის მავნებლების კონტროლის სერვისის მიმწოდებელი კომპანია, რომელიც ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს; თანამშრომლობს წამყვან ორგანიზაციებთან საქართველოში და უგვარებს მავნებლებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
2023 წლიდან გახდა ბრიტანული პესტ კონტროლის ასოციაციის წევრი (BPCA), რაც მაღალი ევროპული სტანდარტების მიხედვით მუშაობას გულისხმობს.
კომპანია ემსახურება როგორც ფიზიკურ, ასევე - იურიდიულ პირებს.
საქმიანობა
• დეზინსექცია (ბუზი, კოღო, ქინქლა, ტარაკანი, ბაღლინჯო და სხვა მავნებლების კონტროლი)
• დეზინფექცია (ბაქტერიები, ვირუსები და სხვა მიკროორგანიზმების კონტროლი)
• დერატიზაცია (ვირთხა, სახლის თაგვი, მინდვრის თაგვი და სხვა მღრღნელების კონტროლი)
ახალი სპორტული დარბაზი ლა ბელ სპორტი გთავაზობთ ტრენინგებს სპორტის შემდეგ სახეობებში: პილატესი, იოგა, აერობიკა ცეკვის თანხლებით, საბრძოლო და თავდაცვის ხელოვნება, ქიქ-ბოქსინგი. სპორტული დარბაზი აღჭურვილია კონდიციონირების სისტემით, ვარჯიშისათვის საჭირო ტრენაჟორებითა და დანადგარებით, საშკაპე კაბინით. შეიგრძენით ჯანსაღი ატმოსფერო.
მშენებლობა აღარ მოითხოვს კოლოსალურ ხარჯებსა და დიდ დროს . ჩვენ შეგვიძლია უმოკლედ დროში და მცირე დანახარჯებით აგიშენოთ კოტეჯი თქვენთვის სასურველ ადგილას !
Construction does not require colonial expenses and a lot of time. We can build a cottage in the shortest time and with a small expenditure!
Строительство не требует колониальных затрат и много времени. Мы можем построить коттедж в кратчайшие сроки и с небольшими затратами!
Spice Garden Indian Restaurant (Batumi) is situated at 16, Sheriff Khimshiashvili, Seas Side Park, Georgia.
This is the first famous touristic city in Georgia connecting the boarders of Georgia with Turkey, here we serve freshly made old Indian Ancient and Traditional food. Our restaurant seating capacity is more than 100 persons.
Our inspiration comes from the multitude of bright fresh and pure flavors and textures representing the diversity of Indian food itself.
Working with our local farmers, growers and purveyors, we strive to use local, organic, biodynamic ingredients whenever possible. Combining these with modern creative and classic Indian styles of cooking, we present food that balances the bounty of Batumi with the bold flavors and spices of India and Pakistan.
Our team’s passion for hospitality comes through with each bite, every sip and with every smiling interaction. As silk route connect India and Pakistan to Georgia, spice garden refreshes the spice silk route traditional food history.
ბერნეისის პიარ კოლეჯის მისია და ხედვა
მისია
პიარ კოლეჯის მისიაა საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შექმნა და პიარ სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ხედვა
ჩვენ გვსურს თანამედროვე, ადეკვატური და მაღალ პროფესიონალური სასწავლო მასალებითა და ახალი მეთოდების გამოყენებით, კოლეჯის მსმენელების პროფესიული სრულყოფა და მათი კარიერული წინსვლა, საზოგადოებაში პიარის შესახებ სწორი აზრის ჩამოყალიბება, დასაქმების ბაზრის მოთხოვნების მაღალი სტანდარტების შექმნა და ამით საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს საერთაშორისო დონეზე განვითარება.
მუდმივად მზარდ და განვითარებად სამყაროში, იცვლება და ფორმირდება კომუნიკაციის როლი. კორპორაციების და ბრენდების განვითარება სულ უფრო და უფრო მეტ მოთხოვნას უყენებს საზოგადოებასა და ბაზარს, ჩნდება სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების დეფიციტი და ახალი სამუშაო ადგილები. ბერნეისის პიარ კოლეჯის შექმნა სპეციალისტებისა და კვალიფიციური კადრის მოსამზადებლად და მათი პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად შეიქმნა.
ბერნეისის პიარ კოლეჯი სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა და პრაქტიკოსი პროფესიონალების მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებით შეიქმნა. ბერნეისის პიარ კოლეჯი პიარის ერთ-ერთი დამაარსებლის „პიარის მამის“ ედვარდ ბერნეისის სწავლებაზე და თეორიებზე დაფუძნებული მოდელებით ხელმძღვანელობს და ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე.
ბერნეისის პიარ კოლეჯის მისია ცოდნაზე და ეფექტურ უნარებზე დაფუძნებული დინამიკური გადაწყვეტილებების მიღების გზით, პიროვნების პროფესიული სრულყოფილების მიღწევაა.
კომუნიკაციისა და პიარის როლი და მოთხოვნა საზოგადოებაში არასოდეს ყოფილა ისეთი დიდი როგორც დღეს – შემოგვიერთდით.
@ infoprcollege@gmail.com