სოციალური კაფის შექმნის იდეა რამდენიმე თვის წინ დაიბადა, ჯერ კიდევ ზაფხულში, როდესაც უბრალოდ ვისხედით სოფო და ლუკა და ვლაპარაკობდით ტრენინგზე. ყველაფერი ისე მოხდა, რომ თავადაც ვერ გავიგეთ და სოფო UNDP-სთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად „მომადგა კარზე“ იდეით, რომ მათ შეეძლოთ ასე თუ ისე ჩვენი დახმარება. ეს თავიდან შემოიფარგლებოდა მხოლოდ მერიასთან კონტაქტით და მათთან მისასვლელი გზების ძიების პროესის მოსაკვეთად, თუმცა ამ ყველაფერს სხვა ბევრი დახმარება ახლდა თან, იქნება ეს ფინანსური, მეგობრული მხარდაჭერისა თუ სხვა პირებთან კონტაქტების გამონახვის გზით. პროექტის განხორციელება ჯერ-ჯერობით ღია სივრცეში გვიწევს, ეს კარგიც არის და ცუდიც, ხოლო სამომავლოდ შესაძლოა მისი „გადახურვა“. მოკლედ, ა(ა)იპ „ახალ შესაძლებლობებს“ უკვე აქტიურად გვაქვს დაწყებული სოციალური კაფეს გახსნაზე მუშაობა, ვინაიდან ეს პროექტი არის არაკომერციული, რა თქმა უნდა, კაფეს სამუშაოდან შემოსული შემოსავალი მოხმარდება სივრცის კეთილმოწყობას და კაფუნეს მრავალ პროექტს. ჩვენი მიზანი არ არის კაფეს შექმნა, მისი მუშაობა და ფინანსურად კარგი შედეგის დანახვა, თუმცა, ესეც მნიშვნელოვანია ჩვენი პროექტის სტაბილურობისთვის, ამ სივრცის დანიშნულება ბევრად ფართოა და მოიცავს ხალხის სოციალიზაციდან და მათი იდეების წახალისებიდან დაწყებული, შშმ პირების ინტეგრაციით დამთავრებული, მათ სტიგმატიზაციაზე უარის თქმის კამპანიით და სხვა. ბოლო ჩვენთვის უმთავრესი მიზანია და მის განსახორციელებლად ყველანაირ რესურსს დავხარჯავთ. ჩვენი რესურსი კი, რა თქმა უნდა, მწირია, და მოგვიწევს ნელ-ნელა შევქმნათ სივრცის ყველა ნაწილი. ჩვენ თითოეული ადამიანის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, ვისაც ცოტათი მაინც გული შესტკივა რუსთავზე და ქალაქში არსებულ ვითარებაზე, ეს არამარტო უმუშევრობას და ინფრასტრუქტურას ეხება, არამედ განათლების დონეს, თვითშეგნებას, ხალხის ჩართულობას ქალაქის მართვაში და სხვა. ჩვენ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ქალაქ რუსთავის მერიასთან და მათი ყველა კარგი პროექტი მოვიტანოთ რუსთაველებამდე, რათა მათი სამუშაო ფუჭი არ აღმოჩნდეს. ასევე ვეცდებით ყველა სხვა, ჩვენგან დამოუკიდებლად, ან ჩვენთან თანამშრომლობით, განხორციელებულ ან განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით ყველას მივაწოდოთ ინფორმაცია. კაფუნეს „სცენა“ და სივრცე დაეთმობა ყველას, ვისაც ამის სურვილი და შესაბამისი მიზანი და პროექტი ექნება, ჩვენ შეგვეძლება თქვენი იდეების განხორციელება, ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ ჩართულობა, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი არსებობისთვის. რა გვჭირდება თქვენგან: უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ ყველაფერი ძალიან ძალიან მაგარი გამოვიდეს, გვჭირდება მოხალისეები, მაგალითად, საწყის ეტაპზე კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ მისახედია და ეს სივრცე წლების მანძილზე ქცეულია შპრიცებისა და მარიხუანის ბოთლების ადგილსამყოფელად, ამიტომ იგი გასაწმენდია, რათა იქ ყველაზე მაგარი სივრცე შეიქმნას, რომელიც რუსთავში არსებობს. სამომავლოდ, კი შესაძლოა თქვენი დახმარება პროექტების ორგანიზებაში, ახალი იდეების მოფიქრებაში, მუსიკალური ფესტივალის დაგეგმვაში და სხვა კარგი რამეების განხორციელებაში დაგვჭირდეს, უკმაყოფილო არავინ დარჩებით ჩვენთან მუშაობით, საკმაოდ მხიარული და კარგი ხალხი, სამეგობრო ვართ. სამოხალისეოდ, გთხოვთ, შეავსოთ „მოხალისეების სარეგისტრაციო ფორმა“: https://goo.gl/forms/RarX2f38qqU5ndRp1 მეორე პროექტი, რომელიც კაფუნეს გახსნამდე აქვს, არის „ძველმანებისა და მოძველებული ინვენტარის ახალი სიცოცხლე“, ეს მოიცავს ნებსმიერი ნივთის, ხელახალი ძალით გაღვიძებას, უპირველესად გვესაჭიროება ჭურჭელი, რომელსაც კაფუნეში გამოვიყენებთ, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: ჩაშკები, მაგები, თუ ჭიქები. შეგიძლიათ მოიტანოთ სხვა ინვენტარიც, რომელსაც ასევე გავაახლებთ და კაფუნეს სივრცეში გამოვიყენებთ. ამით გვინდა გავზარდოთ მოქალაქეთა ჩართულობა, რაც ხელს შეუწობს ასევე მათ მიერ კაფუნეს ოჯახში შემოსვლის გაადვილებას, ვინაიდან თქვენი ჭიქით ჩვენთან ჩაის დალევა, მგონი ძალიან კარგი იქნება, თუ გინდათ კონწიალა სკამიც დაგვიტვოეთ და ხან თქვენ, ხან კი სხვა ისარგებლებს(მათ შორის ჩვენც ;დ). ამიტომ, როდესაც ამ პროექტის განხორციელებად დავიწყებთ, მოგვიტანეთ ყველაფერი რაც გაგიხარდებათ, ჩვენ კი მათ გამოყენებას შევეცდებით, ყველანაირად ვეცდებით, მართლა. ბოლოს კი, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ დედათა და ქალთა დღეს ქალბატონებისთვის და არა მარტო, სიურპრიზების მოწყობას, მერიასთან თანამშრომლობით, რაც აქვე დაიდება კიდეც თუმცა ძალიან გვინდა პირველ პროექტად ბავშვთა სახლების დახმარების აქცია გვქონდეს, ამიტომ ამაზეც შეგატყობინებთ, ისე კი, ზოგადად, სოციალური კაფე კაფუნეს ზოგადი მიზნების არასრული ჩამონათვალი აქვეა: ღია სივრცეში კაფეს მოწყობა და აღნიშნული მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზება - მისაღებ ფასად; შეძლებისდაგვარად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმება; ღია სამუშაო(20:00-მდე) და სარელაქსაციო სივრცის შექმნა კაფეს ტერიტორიაზე; სამაგიდო და სხვა ინტელექტუალური თამაშების სივრცის შექმნა; მინი მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზება ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით; სამომავლო პერიოდში ღია კინოთეატრის მოწყობა და, სეზონურად, რეგულარული ჩვენებების ჩატარება; „Flea Market“-ის ორგანიზება და სივრცის შეთავაზება მსგავსი ღონისძიებით დაინტერესებული ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის; თავიანთ პროფესიაში და საქმიანობის სფეროში წარმატებული ადამიანების მიერ ლექციების ჩატარება მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის, მათთვის სამომავლო პროფესიის არჩევის გაადვილების მიზნით - განხილული იქნე
ბიბი კომპანიის გუნდი 2018 წლიდან საქართველოში არსებულ კვების ობიექტებს / მაღაზიებს სთავაზობს დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაციის მომსახურებას, ახალი IPM (Integrated pest management) მეთოდით, რაც გულისხმობს: • თანამედროვე მეთოდებით (სათაგურები და მონიტორები) მავნებლებთან ბრძოლა, • მუდმივი მონიტორინგი, • უსაფრთხო და უსუნო რეგისტრირებული პრეპარატების გამოყენება, • ჰასპის სტანდარტის დაცვა, • ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა, მათ შორის ინსპექტირების აქტი. გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით, სურსათის უვნებლობისა და მავნებლებთან ბრძოლის საკითხებში კომპეტენტური ადამიანებით.
ადგილი, სადაც შეგიძლია კვირის ნებისმიერ დღეს და დროს შემოგვიარო, დააგემოვნო უგემრიელესი სამზარეულო, ისიამოვნო არტიზანული ყავითა და ჩვენი შექმნილი კოქტეილებით. გაატარო სასიამოვნო დრო მეგობრებთან ერთად კომფორტულ გარემოში. A place where you can enjoy any day of the week and taste the delicious cuisine, enjoy the artisan coffee and our cocktails. Take a pleasant time with friends in a comfortable environment. Место, где вы можете насладиться любым днем недели и насладиться вкусной кухней, насладиться кустарным кофе и нашими коктейлями. Проведите приятное время с друзьями в комфортной обстановке.
1. საჯარო ინფორმაციის მოპოვება 2.უძრავი ქონების რეგისტრაცია(ამონაწერის განახლება) 3.საკადასტრო და შიდა აზომვითი ნახაზები, შესრულება(ტოპო, სიტუაციური, ორთოფოტო) 3.მარლთზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში, ასებე თვითნებურად დაკავებული მიწის ფართის დაკანონება/ მიწის კატეგორიის შეცვლა. 4.უძრავი ქონების ლეგალიზაცია.(2007 წლამდე უნებართვოდ აღებული შენობა-ნაგებობების, ავტპფარეხების და სხვა ნაგებობების ლეგალიზაცია), 5. კორპუსის ტიპის ნაგებობებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა(წითელი ხაზების დადგენა) 6.არქიტექტურული საკითხები: არქიტექტურული პროექტის შესრულება(სრული პაკეტი). მშენებლობის ნებართვის აღება ყველა ეტაპის გავლით.მიშენება-დაშენების არქიტექტურული პროექტის შექმნა(ფოტომონტაჟები, ფოტორენდერები 3D დამუშავებით. 7. ფანჯრის ღიობის ჩაჭრა და კარის დამონტაჟება, კიბისა და საჩრდილობლის(ნავესების), დამონტაჟების პროექტის შედგენა, ნებართვის აღება. 8.ლანდშაფტური არქიტექტურა და დიზაინი, დენდროლოგია(გამწვანება, პარკების მოწყობა) 9.ინტერიერის დიზაინი.
POTATO.GE - როცა კარტოფილი გინდა! უკეთესი არ არსებობს! გვენდეთ! თქვენი სანდო პარტნიორი! ჯანსაღი, ქართული, სანდო და ხარისხიანი კარტოფილი ახალციხიდან! POTATO.GE - Когда хочешь картошку! Не лучше Вы правы! Ваш надежный партнер! Здоровый, грузинский, надежный и качественный картофель из Ахалцихе POTATO.GE - When you want potatoes! No better! You are right! Your trusted partner! Healthy, Georgian, Reliable and Quality Potatoes from Akhaltsikhe
შპს "მწვანე სახლს" გააჩნია სანერგე მეურნეობა, რომელიც ფუნქციონირებს 1960 წლიდან და მდებარეობს ქალაქ თბილისში გორგასლის ქ. N52–ში. 5ჰა-მდე მიწის ნაკვეთზე, განლაგებულია სანერგე მეურნეობა და 1,1 ჰა. სასათბურე მეურნეობა, საკუთარი წარმოების ტექნოლოგიური ხაზი (სათეს-გადასანერგი საწარმოო დანადგარი, თესლების გამაღვივებელი ოთახი) და სხვა საჭირო მატერიალური-ტექნიკური საშუალებები. მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის გარდა მომხმარებელს ვთავაზობთ ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ დეკორატიულ ხეების, ბუჩქოვანი მცენარეების და ყვავილების ნაირსახეობას. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: • სხვადასხვა სახის ბოსტნეულისა და სეზონური ყვავილების ჩითილების წარმოება, რეალიზაცია; • დეკორატიული ხე-მცენარეების გამოყვანა, რეალიზაცია; • გამწვანების სამუშაოების შესრულება; • მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა; • ლანდშაფტური დაგეგმარება, დენდრო გეგმების შედგენა და სხვა. ფოტო
multiply.ge ინოვაციური პლატფორმაა, რომლის მიზანიცაა დააკავშიროს მრავალშვილიანი ოჯახები კერძო კომპანიებთან, რომლებიც აცნობიერებენ საკუთარ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას და მრავალშვილიან ოჯახებს შესაბამის ზრდად ფასდაკლებს სთავაზობენ. multiply.ge - это инновационная платформа, нацеленная на объединение многодетных семей с частными компаниями, которые осознают свою корпоративную социальную ответственность и предлагают большой доход для многих семей. multiply.ge is an innovative platform aimed at linking large families with private companies that are aware of their corporate social responsibility and offer large increments of income for many families.
რესტორანი მიუნჰენი ბათუმის ძველ და ულამაზეს უბანში მდებარეობს.იგი თავისი მყუდრო გარემოთი და უგემრიელესი გერმანულ-ქართული სამზარეულოთი გამოირჩევა.მაღალი დონის მომსახურება და დახვეწილი ინტერიერი რესტორან მიუნჰენში გატარებულ დროს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.ვფიქრობთ,ყოველივე ამან განაპირობა ის,რომ რესტორანი მიუნჰენი მუდმივად არის სხვადასხვა პრესტიჟული ღონისძიებების და გამორჩეული პუბლიკის მასპინძელი.მიუნჰენი – ადგილი,რომელიც პირველი ნახვიდან გიყვარდება.