ელ-სენტრო - ეს სრულიად განსხვავებული, კუბური კულტურით გამორჩეული, კლუბი-ლაუნჯი. დაწესებულების კონცეფცია წვრილმანებამდეა გათვლილი, კარგი, სწორად შედგენილი მუსიკალური პროგრამა - ნებისმიერი საღამოს სული და გულია. კლუბში ყოველდღე კუბური ჰავანა ბენდი უკრავს. ბენდი ძირითადად ლათინურ და ბოსსა-ნოვას სტილში შესრულებელ კომპოზიციებს შემოგთავაზებთ. გარდა ამისა, ელ- სენტროში ნამდვილი ჯაზური საღამოებიც იმართება.
ყველაზე გემრიელი, ხარისხიანი, ჯანსაღი ხილ-ბოსტნეულისა და სხვა აგროპროდუქტის ქსელი თბილისში. ჩვენ მოვიარეთ მთელი საქართველო, რათა შეგვერჩია ის ფერმერები, რომლებსაც მოჰყავთ ყველაზე გემრიელი, სუფთა, ნატურალური აგროპროდუქტი. მოვიარეთ საქართველოს ყველა კუთხე, იმისთვის რომ დავმეგობრებოდით საუკეთესო ფერმერებს, რომლებიც ჩვენთვის ყოველდღიურად გამოგზავნიდნენ დილით დაკრეფილ ხილსა და ბოსტნეულს. მოვიარეთ ყველა საწარმო, რომ შეგვერჩია საუკეთესო ხარისხის ქართული ბურღულეული, კომპოტი, ჯემი, ტყემალი და სხვა ჯანსაღი პროდუქტი. მოვიარეთ რძის გადამამუშავებელი ქარხნები, იმისთვის რომ შეგვერჩია მეწარმეები, რომლებიც ყველს, არაჟანს, კარაქს, ხაჭოს, ნადუღსა და მაწონს ამზადებენ მხოლოდ მაღალი ხარისხის რძისგან და არა მისი შემცვლელებისგან. მოვიარეთ ლაბორატორიები, რათა შეგვემოწმებინა ჩვენი შერჩეული ადგილობრივი თუ იმპორტირებული პროდუქტი და მიგვეღო ხარისხის დასტური. ჩვენ შევკრიბეთ აგრონომების, ტექნოლოგების, მენეჯერების, ლაღი და ხალისიანი, პროფესიონალი ადამიანების გუნდი, რომლებსაც სჯერათ, რომ ჯანმრთელობა ბედნიერებაა, ჯანსაღი საკვები და ღიმილიანი გარემო კი - ჯანმრთელობის წინაპირობა. და ჩვენ შევქმენით გემორჩეული... ადგილი, სადაც შეიძენთ ჯანსაღ საკვებს ღიმილიან გარემოში. მისამართი: ი. აბაშიძის N31 (შიდა ნომერი 107) ნ. ყიფშიძის N9ბ (შიდა ნომერი 106) ვაჟა-ფშაველას V კვარტალი, კორპუსი N4. (შიდა ნომერი 108)
ჩვენი სასტუმრო LM CLUB HOTEL მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, მარჯანიშვილის მოედნიდან 200 მეტრში, ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის ტერიტორიაზე. ის წარმოადგენს 4* ბუტიკ სასტუმროს, რომელიც შედგება 13 ნომრისგან. სასტუმროს აქვს 3 ერთადგილიანი (SNGL), 3 ორადგილიანი (ცალ-ცალკე საწოლით TWIN), 7 ორადგილიანი (DBL king size) ნომრები. სასტუმრო LM CLUB HOTEL -ის უნიკალურობა განისაზღვრება ბიზნეს და კომერციულ ცენტრებთან ახლო მდებარეობით და საკუთარი საჩოგბურთო კორტებით. სასტუმრო LM CLUB HOTEL ადვილად მისადგომია საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მეტრო სადგური “მარჯანიშვილი” სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზეა, ხოლო რკინიგზის სადგურიდან სასტუმრომდე ავტომობილით მხოლოდ 10 წუთს საჭიროებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე სასტუმროს 25 წუთის სავალი აშორებს. სასტუმრო მდებარეობს სახელმწიფო დაწესებულებებთან ახლოს და თბილისის მთავარ ბიზნეს უბანში, ამდენად იგი იდეალურია საქმიანი და აქტიური დასვენების მოყვარული ადამიანებისათვის. ნომერში არის: • ინტერნეტი WI-FI • ტელევიზია • გათბობა • კონდიცირება • ტელეფონი • აბაზანის აქსესუარები • პირსახოცი • ხალათი (მოთხოვნით) • თმის საშრობი (მოთხოვნით) • უთო, საუთოო მაგიდა (მოთხოვნით) მომსახურება • დილის საუზმე • ნომრების ყოველდღიური დალაგება • აუზი • საუნა • სატრენაჟორო დარბაზი (GYM) • პლასტიკური ბარათით გადახდა • პრინტერი/ბეჭდვა • ლიფტი • უფასო პარკინგი • კონსიერჟის მომსახურება • 24 საათიანი დაცვა სხვა სერვისი • რესტორანი • ფიტნეს დარბაზი (პილატესი) • საკონფერენციო დარბაზი • ჩოგბურთის კორტები • მინი ფეხბურთის მოედანი • მასაჟი • კოსმეტოლოგი (ლაზერული ეპილაცია) • სოლარიუმი • სილამაზის სალონი • სპორტული მაღაზია • ტრანსფერი/დახვედრა
შპს ,,პესტ კონტროლ ჯორჯია“-ს საქმიანობის სფერო: დეზინფექცია - სამუშაოები პარაზიტების, ბაქტერიების და ვირუსების წინააღმდეგ დეზინსექცია - სამუშაოები მცოცავი და მფრინავი მწერების (ბუზები, კრაზანები, ტარაკნები, ჭიანჭველები და ა.შ.) წინააღმდეგ დერატიზაცია - სამუშაოები მღრღნელების წინააღმდეგ ქვეწარმავლების - დაფრთხობა ან/და დაჭერა შპს ,,პესტ კონტროლ ჯორჯია“-ს მოცემულ სფეროში გააჩნია დიდი გამოცდილება, კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი სირთულისა და მოცულობის სამუშაოები. ჩვენს მიერ სამუშაოები სრულდება ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მეთოდების შესაბამისად. სამუშაოები ხორციელდება გამოცდილი, პროფესიონალი სპეციალისტების მიერ, რომლებიც აღჭურვილი არიან ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და უნიფორმით, რათა ნებისმიერი სირთულის ობიექტზე განახორციელონ სამუშაოები და თან დაცული იქნას მათი უსაფრთხოება. სამუშაოების შესრულების დროს ვიყენებთ ევროკავშირის მიერ სერტიფიცირებულ და საქართველოში რეგისტრირებულ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც სრულად შეესაბამება ადამიანის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის კუთხით ევროკავშირის მიერ მიღებულ სტანდარტებსა და ნორმებს. ფოტო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კივიში! ჩვენ წარმოვადგენთ არა მოგებაზე ორიენტირებულ ვეგანურ კაფეს, რომელიც გაიხსნა 2015 წლის 4 ივლისს. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ვეგანური საკვების გავრცელებას, შევთავაზოთ ალტერნატივა იმ ადამიანებს, ვინც უარი თქვა ცხოველურ პროდუქტებზე ცხოველთა უფლებების, გარემოს დაცვის ან ჯანმრთელობის მიზეზების გამო, მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ადამიანებს, ვინც დაინტერესებულია ვეგანური საკვებით. ჩვენ ასევე გთავაზობთ სივრცეს სოციალური შეხვედრებისათვის, სადაც თქვენ ან თქვენს ორგანიზაციას შესაძლებლობა გექნებათ მოაწყოთ საინფორმაციო ან საგანმანათლებლო ღონისძიებები, სემინარები და სხვა. ეს არის უფასო და არ გულისხმობს რაიმეს შეკვეთას კაფეში.არ არის აუცილებელი, რომ თქვენი საქმიანობა კავშირში იყოს ვეგანიზმთან. მეტი ინფორმაციისათვის, გთხოვთ მოგვმართოთ. ამ ადილის შექმნაში ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, როგორც ფინანსურად, ასევე ფიზიკურადაც. ჩვენ მადლიერები ვართ ნებისმიერი სახის დახმარებისთვის! Welcome to Kiwi! We're a vegan community cafe, we opened on July 4th 2015. Kiwi cafe is here to promote vegan food and to provide an alternative space for people who chose to not eat and use products from animals for animal rights, environmental or health reasons. We are also here to inspire and inform people who are curious about vegan lifestyle, healthy eating, or people who want to eat healthy tasty vegan meals in a calm and friendly atmosphere. We provide a free-of-charge social meeting space where you or your organization can arrange events, educational programs, workshops, etc. We already have language conversation groups, art gatherings and events related to women’s rights, human rights, animal rights, civic issues. When entering Kiwi, "you do not have to buy anything and you can simply sit and enjoy your time". To be interested in Kiwi does not mean that you are necessarily Vegan/Vegetarian or interested in animal rights. We support all positive changes in the society and we would love to know about the ones that you are interested in. There is also a free-of-charge study/work area in which you can sit, work or study and use WiFi without having to to order any food or drinks ! Many people have participated in creating our place by helping us financially or by being there for us when we needed help. We are very grateful for all the help we receive and we have received
Featuring free WiFi and a restaurant, Hotel 19 offers accommodations in Batumi, 500 m from Aquapark Batumi. It is just 100 m from the sea. Each room at this hotel is air conditioned and is fitted with a flat-screen TV. Certain units feature a seating area to relax in after a busy day. Enjoy a cup of tea from your terrace or balcony. All rooms include a private bathroom. For your comfort, you will find slippers, free toiletries and a hair dryer. Guests can enjoy the on-site restaurant. There is a 24-hour front desk at the property.
კომპანია "დიზაინ ბლგ ექსკლუზივი" აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სამზარეულოს, ბარის, მაგიდისა და ფანჯრის რაფის ზედაპირს ხელოვნური მარმარილოსა და გრანიტისგან. მასალა არის ეკოლოგიურად სუფთა, ანტიბაქტერიული და არ შეიცავს რადიაციას. კომპანია ასევე ამზადებს სამზარეულოსა და პირსაბნის ნიჟარებს.