მემოგრამი არის, შპს მემოგრამი, საიდენტიფიკაციო კოდი:406101212
მემოგრამი ფოტოგრაფიის სიყვარულით შექმნილი ბიზნესია და ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა. ჩვენი მთავარი მიზანია დავაკვირდეთ უახლეს ტენდენციებს და დავნერგოთ ინოვაციური სერვისი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ბაზარი ყოველდღიურად ვითარდება, ნაბეჭდ ფოტოებზე კი სულ უფრო და უფრო დიდი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, ვართ ორიენტირებულები არა მხოლოდ ციფრული, არამედ ბეჭდურ მომსახურებაზე. გარდა ამისა, უკვე განვახორციელეთ წარმატებული პროექტი - www.fotorator.com . გვყავს გამოცდილი გუნდი, რომელიც ცდილობს ერთმანეთს შეურწყას ძველი, ბეჭდური, და ახალი, ციფრული, გამოცდილება.
ყველაზე მსხვილი აგრეგატორი საქართველოში, ყოველწლიურად 40-60 მილიონი ტრანზაქცია, მსოფლიოს წამყვანი ელექტრონული საფულეების წარმომადგენელი, ასეულობით პროვაიდერის პარტნიორი, დიდი სააგენტო ქსელი მსოფლიომასშტაბით, თანამედროვე ტექნიკური უზრუნველყოფა და დაცვის სისტემები, საუკეთესო სერვისის მიწოდებაზე ორიენტირებული პროფესიონალთა გუნდი - ამ ყველაფერს ჩვენი კომპანია აერთიანებს.
კომპანია „Money Movers“-ი დაარსდა 2009 წელს და გახდა ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა: ინტერნეტკომერცია, ინტერნეტმარკეტინგი, საშუამავლო საქმიანობა ინტერნეტკომერციაში, საგადახდო მომსახურება და ა.შ.
კომპანია წარმოადგენს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს და ახორციელებს სხვადასხვა ინოვატორულ პროექტს ელექტრონულ კომერციაში.
ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) დაარსდა 2012 წელს ქართული საწარმოების ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიზნით ადვოკატირების, კონლულტაციებისა და პოპულარიზაციის გზით. EDA არის წევრობაზე დაფუძნებული ასოციაცია, რომელიც აერთიანებს 100-მდე ექსპორტზე ორიენტირებულ ქართველ მეწარმესა და მომსახურების მიმწოდებელს. ქართველ ექსპორტიორებს სთავაზობს პოტენციალის გაფართოებას, უზრუნველყოფს საექსპორტო მარკეტინგული გეგმის შემუშავებას, ექსპორტის მართვის მომსახურებას, სამიზნე საექსპორტო ბაზრის შერჩევასა და სავაჭრო ბარიერების დაძლევას. EDA-ს წევრთა უმეტესობა მოღვაწეობს საწარმოო სექტორებში, თუმცა EDA ასევე აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებსაც. ჩვენ გთავაზობთ მუდმივად განახლებული პროდუქტის / ბაზრის მოკლე მიმოხილვას ექსპორტიორებისთვის და სტიმულს ვაძლევთ ქართულ კომპანიებს ჩაერთონ საექსპორტო საქმიანობაში მათი ბიზნესის ფარგლების გაფართოებისა და საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევის მიზნით. ჩვენი მთავარი კომპეტენციაა ბაზარზე შესვლის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
"Four Seasons " 2007 წლიდან წარმატებულად მუშაობს ქართულ ბაზარზე. ყველაფერი ჟურნალ "four seasons"-ის გამოცემით დაიწყო. ეს იყო გაყიდვების და მომსახურეობის კატალოგი რომელიც წელიწადში ოთხჯერ გამოდიოდა.
"Four Seasons Travel" 2010 წლიდან გაფართოვდა და ბეჭვდითი მედია იქცა რეალურ საქმიანობად. უკვე "Fourseasons Travel" დაკავდა ტურისტული მომსახურეობით. ასევე გახსნა სასუვენირე კუთხეები პარტნიორი კომპანიების სასტუმროებში.
"Four Seasons Travel" დიდხნიანი გამოცდილებით მივიდა იმ ეტაპამდე, რომ თავისი მომსახურეობა ქვეყნის გარეთაც ხელმისაწვდომი გახადოს, ამისთვის კი საუკეთესო საშუალება ინტერნეტ კომერციაა. "Fourseasons Travel"-ის მიზანია საქართველოს შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია უცხოელებს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და გახდეს გზამკვლევი ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ტურისტებისთვის. ასევე აწარმოოს ქართული ხელოვნების ნიმუშების ინტერნეტ გაყიდვები.
"Fourseasons Travel" -ს კონტაქტები აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რუსეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. კომპანიაში მუშაობს ამ სფეროში გამოცდილ სპეციალისტთა გუნდი.
აიღეთ თქვენი ფოტოაპარატი, მობილური, CD ან ციფრული ინფორმაციის სხვა ნებისმიერი მატარებალი და მობრძანდით ჩვენთან. საუკეთესო ხარისხის ფოტოების შექმნაში თქვენ დაგეხმარებათ ფოტოსამყაროს დიზაინერები.
გადაიღეთ და დაბეჭდეთ საბუთის ფოტოები მათზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად. ფოტოს გადაღება ხდება თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ ფოტოსტუდიაში.
აღადგინეთ ძველი და დაზიანებული ფოტოები. გამოასწორეთ დეტალები, მაგალითად: მუქი ჩრდილები, გადანათებული ადგილები, წითელი თვალები ან რაიმე სხვა სახის მექანიკური დაზიანებები.
შპს „ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი“ დაარსდა 2016 წლის 14 დეკემბერს საქართველოში, თბილისში. კოლეჯის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული კორპორაცია Partners for International Development (პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის), რომელიც ჩამოყალიბდა 2003 წელსემორის უნივერსიტეტისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID ) მხარდაჭერით როგორც ატლანტა - თბილისის ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობის განმტკიცების ხელშემწყობი ორგანიზაცია. კორპორაცია წარმოადგენს აშშ-სჯორჯიის შტატისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემების დამაკავშირებელ ეფექტიან რგოლს. 2008 წელს დაარსდაკორპორაციის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.
„პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" აერთიანებს ექიმებს, მეცნიერებსა და სტუდენტებს ატლანტისსხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტიდან და ინსტიტუტიდან (ემორის უნივერსიტეტი, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯორჯიის ტექნიკური უნივერსიტეტი, ემორისა და გრეიდის ჯანდაცვის სისტემებში შემავალი სამედიცინო დაწესებულებები დასხვ.), თბილისის სამედიცინო და სამეცნიერო დაწესებულებებთან. ორგანიზაციის მიზანი ჯანდაცვის სისტემის განვითარებისხელშეწყობაა და ამერიკაში მოწინავე სამეცნიერო და პრაქტიკული ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება.
კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებიდან აღსანიშნავია გადაუდებელი მედიცინის განვითარება ( 2005 წელს პირველი პედიატრიული, 2007 წელს კი მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინისჩამოყალიბება. განხორციელებული პროექტების საფუძველზე გადაუდებელი მედიცინა აღიარებულ იქნა როგორცსპეციალობა), უწყვეტი სამედიცინო და საექთნო განათლება და საინფორმაციო ტექნოლოგიური და სიმულაციური საგანამანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბება საქართველოში.
თანამედროვე მსოფლიო, მასთან ერთად საქართველოც, განიცდის პროფესიონალი ექთნების ნაკლებობას. კორპორაციამუდმივად მუშაობს ახალი სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით. ცენტრისფუნქციაა, ყველა მსურველი უზრუნველყოს მაღალტექნოლოგიური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (ლიტერატურა, კლინიკური ტრეინინგი და სიმულაციური ტრეინინგი).კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის“ცდილობს შეუწყოს ხელი საქართველოში ექთნის, როგორც ექიმის ხერხემლის, როლის გაზრდას ქვეყნის ჯანდაცვისსისტემაში დანერგილი საგანმანათლებლო პროგრამებით, ინფორმაციით, მეთოდოლოგიითა და საგანმანათლებლობაზებით. სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა შპს „ ქართულ - ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი “ .
კოლეჯი ორიენტირებული იქნება სწავლების აქტიურ მეთოდზე: ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯისთითოეული სტუდენტი პედაგოგებთან ერთად ჩართულნი იქნებიან საგანმანათლებლო პროცესში.
კოლეჯი აღჭურვილია მაღალი კლასის სასწავლო ტექნოლოგიებით, როგორიცაა კომპიუტერულად მართვადი მანიკენები, რაც სტუდენტს საშუალებას მისცემს, დაეუფლოს ნებისმიერ მანიპულაციას მიახლოებულს რეალურ პაციენტთან.
ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივ კოლეჯს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისაქართველოში მოქმედ წამყვან კლინიკებთან, როგორც სამომავლო სასწავლო კლინიკურ ბაზებთა
უნივერსიტეტის ისტორია
2004 წელი – საქართველოს საპატრიარქოს, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიოეთიკური კვლევისა და კულტურის ცენტრის“ ერთობლივი ინიციატივისა და შეთანხმების საფუძველზე დაარსდა წმიდა თამარ მეფის სახელობის მოწყალების დების სასწავლებელი.
2006 წელი – არსებული სასწავლებლის ბაზაზე უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიის სტრუქტურაში იქმნება წმიდა თამარ მეფის სახელობის მოწყალების დებისა და სოციალური მედიცინის ინსტიტუტი ორი ფაკულტეტით: მოწყალების დების საქმე და ტრადიციული მედიცინა.
2007 წელი – დაარსდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოთერაპიის პირველი ფაკულტეტი საქართველოში. ამავე წელს შედგა ინსტიტუტის პირველი გამოშვება სპეციალობით – „მოწყალების დების საქმე“.
2008 წელი – ინსტიტუტში იხსნება კიდევ ორი ახალი ფაკულტეტი:
1. პრევენციული და სოციალური მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის;
2. ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის.
2009 წლის 12 მარტიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II–ის ლოცვა–კურთხევითა და ბრძანებით არსებული ინსტიტუტის ბაზაზე არსდება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის მედიცინის ინსტიტუტი.
2010 წლის 2 დეკემბრიდან უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად საპატრიარქოს მედიცინის ინსტიტუტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II–ის ლოცვა–კურთხევითა და ბრძანებით ეწოდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი.
2010 წლის 16 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.
2011 წლის 26 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს სასწავლებლისათვის საგანმანათლებლო სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცეს.
2011 წლის 2 მარტს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში შედგა თამარ მეფის სასწავლო უნივერსიტეტის პრეზენტაცია.
2015 წლის 5 ივნისიდან არსებული სასწავლო უნივერსიტეტი განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II–ის ლოცვა–კურთხევითა და ბრძანებით ჩამოყალიბდა როგოც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი და დაიწყო აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის განხორციელება.
2017 წლის 2 თებერვალს ევროკავშირის ორგანიზაციის ევროპული კომისიის განათლებისა და კულტურის დირექტორატმა თამარ მეფის უნივერსიტეტი დაარეგისტრირა სრულუფლებიან წევრად საიდენტიფიკაციო კოდით PIC: 914026442.
ქლევერტონი არის, შპს ქლევერტონი, საიდენტიფიკაციო კოდი:400217289
ჩვენი გუნდის მიზანია ახალი და მრავალფეროვანი მიდგომებით, ხარისხზე ორიენტირებული
მომსახურებით, ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე შექმნას პროდუქტი, რომელიც თავისი
თვითმყოფადობითა და განვითარების შესაძლებლობებით, მოიპოვებს და
შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს
A small, one of a kind art-cafe, is inviting you, in a quiet old neighborhood, in the heart of Tbilisi. A perfect venue, with friendly people and unique pastoral charm, for spending your time in a warm and comfortable atmosphere.
We mark it our mission to deliver the finest possible food and beverages with confidence, consistency and for sure a taste for brilliance.
ჩვენი კომპანია, სულ ცოტა ხანია, რაც საქართველოში არსებულ ონლაინ მაღაზიათა რიგებს შეუერთდა.
ამ მოკლე ხანში შევძელით თქვენი, ანუ ჩვენი მომხმარებლების დიდი ნდობა და სიყვარული დაგვემსახურებინა.
ჩვენ, კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში ვცდილობთ საინტერესო, განსხვავებული და საჭირო პროდუქცია მოვიძიოთ და შემოგთავაზოთ საუკეთესო ფასად…
ჩვენთვის პრიორიტეტულია გვქონდეს მაღალი სტანდარტის მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელმისაწვდომი ფასები და გვყავდეს მუდმივად კმაყოფილი მომხმარებელი…
აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გუნდის დატრენინგება….
ჩვენთვის მნიშვნელოვანია და დიდ სტიმულს გვაძლევს თქვენი, თითოეული მომხმარებლის, შეფასება, შენიშვნა თუ კომპლიმენტი და მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწონოთ ყოველივე.
InnDesign.ge – ახალი ქართული ონლაინ კატალოგი არქიტექტურის, დიზაინის, მშენებლობისა და რემონტის შესახებ.
კატალოგის მიზანია:
გააცნოს უფრო ფართო საზოგადოებას საქართველოში არსებული მდგომარეობა სამშენებლო კუთხით: სამშენებლო კომპანიები და მათი პორტფოლიო, მიმდინარე და დასრულებული პროექტები, მშენებლობა რეგიონებში და ა. შ.
წარუდგინოს მკითხველს და მომხმარებელს საქართველოში მოღვაწე და უცხოელი არქიტექტორები და დიზაინერები და მათი ნამუშევრები, რათა მოხდეს მათი დაკავშირება დამკვეთებთან და ახალი საინტერესო პოექტების წამოწყება.
მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მარტივი გახადოს ინფორმაცია რემონტის შესახებ: მომსახურება, დიზაინი, მასალები და ა.შ.
გახდეს საქართველოში №1 ვებ – ჟურნალი დიზაინის, მშენებლობისა და არქიტექტურის სფეროში
კატალოგის მისია:
მიაწოდოს მომხმარებელს დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია რემონტის, არქიტექტურის, დიზაინისა და მშენებლობის შესახებ საქართველოში.
დაზოგოს მომხმარებლის დრო და ენერგია ინფორმაციის მოძიების პერიოდში.
შესთავაზოს მომხმარებელს პირდაპირი კონტაქტი უშუალოდ შემსრულებელ პირებთან – იქნება ეს არქიტექტორი, დიზაინერი თუ სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი პირი.
მიაწოდოს ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს სიახლეების შესახებ.
პსპ დაზღვევის მისიაა, იყოს პსპ ჯგუფის სრულუფლებიანი წევრი, რომელიც თავის წარმატებას აღწევს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ყველაზე ხელსაყრელი და მაღალი დონის პროდუქციის და მომსახურების შეთავაზებით.
ჩვენი სურვილია, პსპ დაზღვევის კლიენტებმა ჩვენი დახმარებით თავი იგრძნონ დაცულად ნებისმიერ სიტუაციაში და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე დროულად და ხარისხიანად.
პსპ დაზღვევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი დაზღვეულის დამოკიდებულება და მისი კმაყოფილება, რაც განაპირობებს მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას.
BRICORAMA – ფრანგული სარემონტო ჰიპერმარკეტი.
41 წლიანი გამოცდილების ფრანგული ბრენდი უკვე საქართველოშია.
BRICORAMA არის DIY (do-it-yourself) კონცეფციის სითი ფორმატის ჰიპერმარკეტი, რაც განსაკუთრებულად უმარტივებს მომხმარებელს აშენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს. აქ ნაყიდი მასალებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ საკუთარი „საოცნებო სივრცის“ შექმნაში.
ჰიპერმარკეტის ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლო და სარემონტო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალა, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, ეზოს ავეჯი, ეზოსა და ბაღის მოვლისა და მოწყობის საშუალებები, დეკორაცია და ასევე, მრავალი სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ფართო არჩევანი.
კომპანიას აქვს განსაკუთრებული შეთავაზებები ფიზიკური პირებისთვის - დაგროვებითი ბარათები და სპეციალისტებისთვის - ფასდაკლების სქემები.
BRICORAMA - აქ ყველაფერია რემონტისა და საოცნებო სივრცის მოწყობისთვის.
Skyways.ge-ს წარმოადგენს Discovery ჯგუფი, რომელიც კლიენტებს სთავაზობს ავიაბილეთებსა და მოგზაურობას მთელი მსოფლის მასშტაბით. მომხმარებელზე ორიენტირებული ეს ვებ გვერდი განკუთვნილია ყველანაირი სახის მომხმარებლისთვის. Discovery-ის ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ IATA-ს წევრი ორგანიზაციაა, კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გარანტიას იძლევა. შპს Discovery 2002 წლიდან არსებობს და ქართულ ბაზარზე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ბილეთების გაყიდვებისა და სამოგზაურო ინდუსტრიაში. კომპანია დაჯილდოებულია საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კომპანიების (Lufthansa, Turkish Airline, S7 Russian Airlines, Qatar Airways და ა.შ.) მიერ გაყიდვების მაღალი შედეგებისათვის. Skyways-ის მგზავრებს Discovery ჯგუფის ოპერატორები 24/7 საათის განმავლობაში გაუწევენ დახმარებას , როგორც online , ასევე სატელეფონო რეჟიმში.
Skyways.ge is a Discovery Group that offers clients traveling throughout the world. This web site is designed for all types of users. The Discovery Group, which is a member of the IATA, guarantees high-quality service to clients. Discovery LLC has been in existence since 2002 and is known on the Georgian market as one of the largest companies in the sales and travel industry of tickets. The company is endowed with high sales results by various companies operating in Georgia (Lufthansa, Turkish Airline, S7 Russian Airlines, Qatar Airways, etc.). Skyways passengers will be assisted by Discovery Group operators within 24/7 hours as well as online and in phone mode.
Skyways.ge - это Discovery Group, которая предлагает клиентам путешествовать по всему миру. Этот веб-сайт предназначен для всех типов пользователей. Discovery Group, которая является членом IATA, гарантирует клиентам высокое качество обслуживания. Discovery LLC существует с 2002 года и известна на грузинском рынке как одна из крупнейших компаний в сфере продажи и продажи билетов. Компания наделена высокими результатами продаж различными компаниями, работающими в Грузии (Lufthansa, Turkish Airline, S7 Russian Airlines, Qatar Airways и др.). Пассажирам Skyways будут помогать операторы Discovery Group в течение 24 часов, а также в режиме онлайн и в режиме телефона.