ქობულეთური ურბანული მითის საუკეთესო ტრადიციების სრული დაცვით - შავი ვოლგა, ტყავის პალტო, ჯიბეში წითელი მალრბორო და ქამარში ლივერი. თუ ამ მითის მთავარ გმირს არასოდეს შეხვედრილხართ და თქვენს ლივერს არასოდეს გაუსროლია როგორც საკუთარი უპირატესობის უტყვ მოწმეს, ქობულეთური ზეპირსიტყვიერებისთვის გევრდის ავლით, ჯავახური ლექსიკონი ლივერს რევოლვერს უწოდებს. ჩვენ კი ახალი ურბანული მითის შექმნას ვგეგმავთ და ჩვენი ლივერიც სხვისაზე ერთი მტკაველით მეტია. #დაალივერე ფილიპეს ჩანთები Why Liver? Straight outta Kobuletian urban legend - black Volga, red Marlboro and liver in a pocket, or as an ordinary man would say a gun. Take a shot from one no ordinary man and understand why you should have at least one liver in your pocket or at better point wrapped around your waist. Почему liver? Прямо оттуда кобулетская городская легенда - черная волга, красный мальборо и печень в кармане, или как обычный человек сказал бы пистолет. Сделайте снимок от одного неординарного мужчины и поймите, почему у вас должна быть хотя бы одна печень в кармане или, в лучшем случае, обернутая вокруг талии.
კაფე “ჰაგ” მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ 100%-იანი არაბიკას მარცვლებისგან დამზადებულ უგემრიელეს “Speciality” ყავას. რა არის “Speciality” ყავა? - ეს არის სპეციალურ კლიმატურ პირობებში დამზადებული, ხელით დაკრეფილი ყავის მარცვლებისგან დამზადებული ყავა, რომელიც მაქსიმალურად ინარჩუნებს თავის ეგზოტიკურ გემოს. კაფე “ჰაგ” - ის სტუმრებს ყავის გარდა შეუძლიათ დააგემოვნონ ადგილზე დამზადებული, ორგანული კერძები. ასევე “ჰაგ”-ის მენიუ მოიცავს სხვადასხვა ტიპის სენდვიჩებს, სალათებს, პიცას, წვნიანებს და ტკბილეულს. კაფე “ჰაგ”-ის მიზანია საქართველოში შემოიტანოს უმაღლესი ხარისხის ყავა და დაამკვიდროს ნამდვილი ყავის გემო. ყავის მომზადება არის რიტუალი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოვებს. ამიტომაც, კაფე “ჰაგ” გთავაზობთ ყავის დღეებს, როცა თქვენ შეგიძლიათ თავად გახდეთ ამ რიტუალის მონაწილე და თავად შექმნათ თქვენთვის სასურველი ყავის გემო. ადგილზე თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და გამოცდილი პერსონალი, რომლებიც მზად არიან გაგანდონ ყავის მომზადების საიდუმლო. Whether you’re after coffee, hot chocolate, breakfast, lunch or just for a cozy place to relax - Cafe HUG is the place to visit. Located on Burdzgla street N72, Cafe Hug is a newly opened and favorite spot especially for coffee lovers. Aside from delicious and freshly roasted speciality coffee , we offer sweets and sandwiches for your culinary delight. A Fitness menu is available for sport, health and beauty lovers. What exactly is speciality coffee? Speciality coffee beans are grown in special and ideal climates and are distinctive because of their full cup taste. Besides, exceptional coffee taste visitors can enjoy friendly, experienced and well trained staff who are easy to talk to and are more than happy to share secrets for making the best coffee in Tbilisi. To complete your experience one can take a class on brewing and see the process, methods and techniques of how little browny beans are turned into the finest coffee to drink.
თუ თქვენ დილას ყავით და დესერტით იწყებთ, “ლილი ვანილი” თქვენს სამოთხედ იქცევა. ეს პატარა და მყუდრო სივრცე კაფე-საცხობია, რომელშიც მზადდება განსაკუთრებული გემოს და სურნელის ტკბილეული. აქაურობა შემოქმედებით სახელოსნოს ჰგავს, სადაც ქმნიან სანიმუშო საკონდიტრო ნაწარმს. ამ კედლებში იგრძნობა, რომ ცხობა ხელოვნების ნაწილია.
კაფე PAR DE PIANO მდებარეობს აღმაშენებლის გამზირზე N20, ახალი თბილისის ტურისტულ ზონაში. კაფე გამოირჩევა მყუდრო, დახვეწილი ინტერიერით, აქ დაგხვდებათ კეთილგანწყობილი, სტუმართმოყვარე პერსონალი, უგემრიელესი ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძები, საუკეთესო ქართული ღვინო და ჩვენი საფირმო საფერავის ღვინის ნაყინი, რომელსაც ვერსად ვერ დააგემოვნებთ. გელოდებით ყოველ დღე, დილის 10 საათიდან.
GOGO-ს თითოეული ფეხსაცმელი ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც მათი მფლობელები. ჩვენ თითოეულ შეკვეთას გულისყურით ვუდგებით, ფერებს მომავალი მფლობელის ხასიათს ვუხამებთ. ასე იქმნება “გოგოები” რომელიც ყველა სირთულეს და დაბრკოლებას ხალისით, კომფორტითა და თავდაჯერებით გაგატარებთ. Each of the GOGO's shoes is as individual as their owners. We are inclined to order each order, the colors of the future owner. "Girls" are created so that all the difficulties and obstacles will be made with comfort, comfort and self-confidence.
ქარხანა „ ქართული ქვა „ ფუნქციონირებს 1963 წლიდან , მდებარეობს ბოლნისის რაიონში, ნედლეული რომლის მეშვეობითაც ქარხანა უშუალოდ იღებს შეკვეთებს ეს არის ყვითელი ყავისფერი და მწვანე ტუფი , ასევე ფოროვანი და სუფთა ბაზალტი. მოსაპირკეთებელი ქვებიდან ერთ–ერთი გამორჩეულია ბოლნისის ტუფი, რომელიც სახესხვაობების მრავალფეროვნებით ხასიათდება. გთავაზობთ ხელმისაწვდომ ფასსში ნებისმიერი ზომის და კარგი ხასიხსის დამუშავებულ ქვას.
აზიური სამზარეულოს მოყვარულთათვის თბილისში, ზ.ფალიაშვილის 33ა-ში იაპონური რესტორანი “აკასაკა” გაიხსნა. რესტორნის შექმნის იდეა ნიკოლოზ ლეჟავას ეკუთვნის, რომელიც იაპონიაში 16 წლიანი ცხოვრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. „აკასაკას“ მთავარ იდეას და პრიორიტეტს წარმოადგენს, მომხმარებელს შესთავაზოს ნამდვილი იაპონური კერძები. აქ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს იაპონური სამზარეულოს როგორც ნაცნობი, ისე უცნობი კერძები. რესტორნის მთავარი და ყველაზე გამორჩეული კერძი რამენია, რომელიც იაპონიაში ყველაზე პოპულარული ნუდლის წვნიანია. რამენი შეგიძლიათ მიირთვათ ყოველდღიურად, ლანჩზე, ვახშამზე და თუნდაც წასახემსებლადაც - ზუსტად ისე, როგორც, იაპონელები მიირთმევენ. მინერალური ღირებულებების გამო, რამენს ასევე განსაკუთრებული პოზიცია უკავია, როგორც ნაბახუსევის დროს მისართმევ კერძს. იაპონიაში, ნაბახუსევზე "რამენია" (რამენის დუქანი) ყოველთვის ყველაზე პოპულარული არჩევანია მეგობრებს შორის. „აკასაკა“ ასევე გამოირჩევა იმით, რომ ნუდლი მზადდება ადგილზე, იაპონიიდან ჩამოტანილი ძვირადღირებული დანადგარით, რაც უშუალოდ იაპონიაშიც კი განსაკუთრებულ რესტორნებში ხდება. ჩვენთან სტუმრობისას თქვენ დაგხვდებათ თანამედროვე დიზაინით შექმნილი, კომფორტული სივრცე და რაც მთავარია მეგობრული პერსონალი, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავს თითოეულ სტუმარზე. და ბოლოს, რას ნიშნავს „აკასაკა“ ? – „აკასაკა“ ტოკიოს ერთ-ერთი პოპულარული უბნის სახელწოდებაა, რომელთანაც რესტორნის დამფუძნებელს არაერთი ისტორია აკავშირებს.
„ოლივია“ ფრანგული რესტორნის, Le Marais ერთგვარი გაგრძელებაა. აქ მოსული სტუმარი კარგავს ურბანულ გარემოში ყოფნის განცდას და შიდა ეზოს სიმწვანესა და სიმყუდროვეში ეშვება. ოლივიაში დროის სხვა ათვლაა, ჩვენ გვაქვს მსუბუქი მენიუ და საუზმე დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ეს იმისთვის, რომ გვქონდეს დღის დასაწყისის ჩვენეული განცდა. “ოლივია” სერიალების კაფესაც მოგაგონებთ, ყოველდღიური ტრადიციული სტუმრებით. ან პირიქით, ოლივიაა ის კაფე რომელიც კინოსთვის გახდა შთაგონება. კონცეპტუალურად, “ოლივია” “ლე მარეს”, “მუხაცაკატუხას” და “ალუბლის” საინტერესო სინთეზია. “Olivia” is a kind of continuation of the French restaurant “Le Marais”. Here you lose the feeling of being in the urban environment and run into the intensity and coziness of the courtyard. There is different way of measuring time in Olivia. You can have a breakfast at any time of the day. Olivia will remind you a kind of TV series’ café, where the guests are the same. Or, on the contrary, Olivia is a café which was an inspiration for a film. Conceptually, Olivia is an interesting synthesis of our café-restaurants Le Marias, Mukhatsakatukha and Alubali.
მიაუს შექმნილ კოლექციას ვერ აუვლით გულგრილად თუ არჩევთ ტანსაცმელს გოგონებისთვის. #მიაუს ტანსაცმელი არის მუდამ გამორჩეული, ხარისხიანი და კომფორტული. #მიაუს ტანსაცმელი იკერება საქართველოში, არის რა თქმა უნდა 100% ნატურალური ქსოვილებისგან დამზადებული კოლექცია. როგორ შევიძინოთ? მიაუს სტენდი მდებარეობს ორთაჭალაში, გორგასლის 61 ( ფრესკოს პირველ სართულზე). შეგიძლია ეწვიოთ ჩვენს სტენდს და დაათვალიეროთ სრული კოლექცია 10 საათიდან 10 საათამდე როგორ ხდება მიწოდება ? 50 ლარის ან მეტის შეძენის შემთხვევაში კურიერის სერვისი უფასოა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში იგზავნება 3 ლარად