ჯეო ჯიპიესი არის, შპს I GPS ოპერატორი , საიდენტიფიკაციო კოდი: 404920289 თქვენი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ჩვენი ექსპერტები ინდივიდუალურად შეგირჩევთ საუკეთესო გადაწყვეტილებას, რათა თქვენ უსაფრთხოებისა და დაცვის წესებით შეძლოთ სატელიტზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემების გამოყენება
ეკოსითი კრწანისი წარმოადგენს კომფორტულ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც შენდება 7 წლიანი გამოცდილებით! კომპლექსი მდებარეობს თბილისის ცენტრთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ეკოსითი კრწანისი გამოირჩევა მშენებლობის მაღალი ხარისხითა და რაც ყველაზე მთავარია, ენერგოეფექტურობით, რაც გულისხმობს 60%-ით კომუნალური ხარჯების შემცირებას. ჩვენ გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გადახდის პირობებს, შიდა განვადებასა და მისაღებ ფასს ! მულტიფუნქციური კომპლექსი მოიცავს შემდეგ ზონებს: - სატრენაჟორო დარბაზი; - სტადიონი; - შიდა და გარე პარკინგი - დახურული ეზო, 24 საათიანი დაცვით. ბინები ბარდება როგორც სრულად გარემონტებული, ასევე თეთრი კარკასის მდგომარეობაში, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენი ოფისის მისამართია თ.აბაკელიას #11
ფარმაგიდი არის, შპს გეა, საიდენტიფიკაციო კოდი: 201951209 ჩვენი ვებ გვერდია: gea.com.ge კომპანია GEA – ფარმაცევტული პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი და დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. კომპანია დაარსდა 1995 წელს და სტაბილურად და წარმატებით ფუნქციონირებს უკვე 20 წელია. თავდაპირველად, GEA შეიქმნა როგორც ევროპული მედიკამენტების სადისტრიბუციო ბაზა, რომელიც იმ ეტაპზე ახორციელებდა უპირატესად პოლონური მედიკამენტების რეგისტრაციას, იმპორტს და დისტრიბუციას. პოლონეთის საელჩოს მიერ GEA აღიარებული იქნა, როგორც პოლონური პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორი საქართველოში. GEA არის დინამიურად განვითარებადი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც მუდმივად აფართოვებს პროდუქციის ასორტიმენტს. დღეს ის არის არაერთი ევროპული ქვეყნის (პოლონეთი, საფრანგეთი, ფინეთი, იტალია, გერმანია, კანადა) 18 ფარმაცევტული ქარხნის ოფიციალური პარტნიორი და დისტრიბუტორი ამიერკავკასიის რეგიონში. კომპანიის პორტფოლიოში არის 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ქირურგიული ერთჯერადი სახარჯი მასალები და კოსმეტიკური საშუალებები. 2005 წლიდან კომპანია ახორციელებს მარკეტინგულ აქტივობას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში და ჰყავს საკუთარი წარმომადგენლების ჯგუფები აღნიშნულ ქვეყნებში. 2008 წელს GEA-მ დააარსა სააფთიაქო ქსელი „ფარმაგიდი“, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მედიკამენტების, ჰიგიენის, კოსმეტიკის, დედათა და ბავშვთა მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს. პროფესიონალი ფარმაცევტების დახმარებით, „ფარმაგიდში“ მომხმარებელი ღებულობს კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას. ბოლოს 2013 წელს კომპანიაში კიდევ ერთხელ განხორციელდა სრული სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომელმაც შეუწყო ხელი კომპანიის უფრო კოორდინირებულ და ეფექტურ მუშაობას. შეიქმნა ასორტიმენტის განვითარების განყოფილება, რომელმაც არაერთი ახალი საინტერესო და ინოვაციური ფორმულა შესთავაზა ამიერკავკასიის ფარმაცევტულ ბაზარს. აღნიშნულ განყოფილებაში სხვადასხვა სამედიცინო დარგის მედიცინის დოქტორების მიერ ხდება თანამედროვე მკურნალობის სიახლეების და სამედიცინო კვლევების მუდმივი მონიტორინგი და ახალი თაობის სამკურნალო საშუალებების შერჩევა. GEA 2014 წლის 26 სექტემბერს ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატის ISO 9001:2008 მფლობელი გახდა, რაც გულისხმობს სასაწყობე და სადისტრიბუციო სერვისების ხარისხის მუდმივ კონტროლს და სამუშაო პროცესებისა და რესურსების ეფექტურ განვითარებას. სერტიფიცირებისთვის შერჩეულ იქნა კომპანია SAI GLOBAL-GEORGIA LTD. კომპანიისათვის, სადისტრიბუციო თვალსაზრისით, სასაწყობე სისტემა ერთერთი მნიშვნელოვანი რგოლია. დღესდღეობით, GEA ფლობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისს საწყობს, რომლის მშენებლობაც დასრულდა 2016 წლის მარტში. საწყობში შექმნილია პირობები ყველანაირი ტემპერატურული რეჟიმის მქონე პროდუქციის შენახვისათვის. კომპანიის ფილოსოფია: GEA აცნობიერებს და პასუხისმგებლობას იღებს პაციენტების, ექიმების, და ყველა მომხმარებლის წინაშე, რომელიც იყენებს მის პროდუქციას. კომპანიისათვის უმნიშვნელოვანესია თითოეული მომხმარებლის აზრი და შენიშვნა, იგი მიმართულია მუდმივი მაღალი ხარისხის მომსახურეობის შენარჩუნებაზე. GEA -ს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მუდმივად აგროვებენ და აანალიზებენ ინფორმაციას ექიმებისა და პაციენტებისგან ფარმაკოვიჯილენსის კუთხით და აწვდიან აღნიშნულ ინფორმაციას მწარმოებლებს, ვინაიდან თვითოეული პაციენტის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. GEA უზრუნველყოფს თანამშრომლების უსაფრთხო და სასურველ სამუშაო გარემოს და პერმანენტულად ზრუნავს მათ პროფესიონალურ ზრდაზე. კომპანიაში ურთიერთობები დაფუძნებულია ეთიკურ პრინციპებზე. კომპანიის მუდმივი სწრაფვა ხარისხის გაუმჯობესებისათვის საშუალებას აძლევს ყოველ მის თანამშრომელს ჩართული იყოს უწყვეტი განვითარების პროცესებში, რაც სრულ შესაბამისობაში მოდის ISO-ს სტანდარტებტან. GEA -სთვის უმნიშვნელოვანესია პარტნიორებთან კეთილსინდისიერი და სტაბილური ურთიერთობა. GEA გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით იმ საზოგადოების წინაშე, რომელშიც არსებობს და მოღვაწეობს და ყოველთვის უზრუნველყოფს მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციით. GEA ნერგავს ახალ ინოვაციურ პროდუქტებს ამიერკავკასიის ბაზარზე. კომპანიის მიზანია-მოამარაგოს სამედიცინო სფერო მხოლოდ იმ პროდუქტებით, რომლებიც შეესაბამება ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს და აუმჯობესებს მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხს.
საქაერონავიგაცია არის, შპს საქაერონავიგაცია, საიდენტიფიკაციო კოდი: 208144051 ვინ ვართ ჩვენ? საჰაერო მოძრაობის მართვა საქართველოს საჰაერო სივრცეში ხორციელდება შ.პ.ს. “საქაერონავიგაციის“ მიერ, რომლის უმთავრესი მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში და თბილისის , ქუთაისის , ბათუმისა და მესტიის აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მოძრაობის მომსახურება და ფრენის უსაფრთხოების დაცვა. რას ვსაქმიანობთ ? „საქაერონავიგაციის“ ძირითადი ფუნქციებია: • საჰაერო ხომალდების მოძრაობის მართვა; • რადიოტექნიკური, კავშირგაბმულობისა და შუქტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფა; • მეტეოროლოგიური მომსახურება; • საავიაციო საინფორმაციო მომსახურება. რა არის ჩვენი მისია ? საქაერონავიგაციის მისიაა საქართველოს საჰაერო სივრცეში უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფა მსოფლიო საჰაერო ტრანსპორტის დინამიური განვითარების პირობებში. საქაერონავიგაციის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცესში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების გამომწვევი რისკ-ფაქტორების შემცირება. ისტორია „საქაერონავიგაცია“, როგორც შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება 1999 წელს დაარსდა. მიღებულმა დამოუკიდებლობამ და თვითდაფინანსების პრინციპზე გადასვლამ კომპანიას სწრაფი განვითარების საშუალება მისცა.განხორციელდა მაშტაბური ტექნიკური გადაიარაღება, თანამედროვე სისტემებზე გადასვლა და კადრების გადამზადება, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. შედეგად, საქართველოს საჰაერო სივრცე ევრაზიის საჰაერო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა და საჰაერო ხომალდების ნაკადმაც საგრძნობლად მოიმატა. EUROCONTROL საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია (EUROCONTROL) მთავრობათაშორის სამოქალაქო-სამხედრო ორგანიზაიცას წარმოადგენს, რომელიც, პარტნიორებთნ ერთად, ორიენტირებულია ერთიანი ევროპის ცის დანერგვაზე, რაც ხელს შეუწყობს ოცდამეერთე საუკუნისა და შემდგომი პერიოდისთვის აუცილებელ საჰაერო მოძრაობის მართვის განხორციელებას. EUROCONTROL უზრუნველყოფს რიგ მომსახურებებს საავიაციო საზოგადოების მიმართ, რაც ითვალისწინებს: ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის (ATM) პროგრამების სისრულეში მოყვანის განვითარებასა და კოორდინირებას; საჰაერო მიმოსვლისა და სიმძლავრის მართვას; საჰაერო ნავიგაციის საზღაურების მოგროვებას (CRCO); საჰაერო სივრცის რეგიონალურ დონეზე კონტროლს; ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის (ATM) ახალი ტექნოლოგიებისა და პროცედურების დანერგვას; საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებულ სწავლებას. საქართველო EUROCONTROL-ის მე-40 წევრი ქვეყანა 2014 წლის 1 იანვრიდან გახდა. პროფესიონალიზმი საქაერონავიგაცია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიონალიზმზე. კომპანიაში დღეისათვის 100-ზე მეტი ავიამეთვალყურე მუშაობს, მათ შორის მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელთაც საქართველოსა და რიგაში გაიარეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სწავლება და შედარებით ახალი თაობა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში, ENAC-ის უნივერსიტეტში დაეუფლა პროფესიას. ყველა ავიამეთვალყურე საქაერონავიგაციაში პროფესიონალია და შესაბამის ლიცენზიას ფლობს. გარდა ამისა, ავიამეთვალყურეები ყოველწლიურად გადიან სავალდებულო სწავლებას საჰაერო ნავიგაციისა და სააერნაოსნო უსაფრთხოების სასწავლებელში (SENASA), მადრიდში. საავარიო სიტუაციების მართვის ტრენინგის ფარგლებში ავიამეთვალყურეები 3D განზომილების, 360 გრადუსიან სიმულატორთან მუშაობენ. აღნიშნულ სასწავლებელში საქაერონავიგაციაში დასაქმებული ყველა მოქმედი ავიამეთვალყურე ეტაპობრივად გადის სწავლებას წელიწადში 5 კვირის განმავლობაში. პერიოდულ გადამზადებას გადიან ინჟინრები და ტექნიკოსებიც, რათა შესძლონ ევროპული სტანდარტების შესაბამის სისტემებზე თავისუფალი მუშაობა და მათი ექსპლუატაცია. რიგაში გადიან სწავლებას სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ბრიფინგ ოფიცრები, ხოლო მომავალ სინოპტიკოსთა მომზადება ინგლისში, UK Met Office -ში. პროფესიონალიზმი საქაერონავიგაციის უმთავრეს პრიორტიტეტს წარმოადგენს.
სასტუმრო „Cherry Garden“ მდებარეობს თბილისის ძველ ისტორიულ და ამავდროულად ცენტრალურ უბანში ავლაბარში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ტურისტულად აქტიურ და მყუდრო ზონაში. სასტუმროს ნომრებიდან იშლება ძველი თბილისის ულამაზესი ხედები ნარიყალაზე, სასტუმროში განთავსებულია 21 ნომერი: ნომრები გადაწყვეტილია თანამედროვე დიზაინში, ზოგიერთ მათგანს აქვს აივანი შესანიშნავი ხედებით აბანოთუბანზე, ნარიყალაზე და ფუნიკულიორზე და აღჭურვილია ყველა საჭირო მოწყობილობით.
სასტუმრო "სანსეტ შოვი" პირველი ევროსტანდარტების შესაფერისი სასტუმროა, რომელიც სტუმრებს 2013 წლის ივნისიდან უმასპინძლებს. ტყის პირას მდებარე სასტუმრო დამსვენებლებს კომფორტულ დასვენებას და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება. მომსახურების მაღალი ხარისხი, უგემრიელესი ქართული თუ ევროპული კერძები, რაჭის ულამაზეს ბუნებაში დასვენება და გართობა თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის სანსეტ შოვში. კურორტ შოვის მშენებლობა დაიწყო 1923 წელს და ოთხი წლის შემდეგ პირველ დამსვენებლებსაც უმასპინძლა. ერთ წელიწადში შოვი უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობდა, შემდგომში აქ 16 სახეობის მინერალური წყალიც აღმოაჩინეს. კურორტი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის ნაპირზე. შოვი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ-ს აღემატება. სამხრეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან. შოვის ტერიტორია ცნობილია წიწვოვანი ტყეებით, სადაც ბევრია გარეული ფრინველი და ცხოველი: კავკასიური თხა, არჩვი, შველი, დათვი, მგელი, კვერნა, მელია, კურდღელი, ციყვი, ფოცხვერი, კავკასიური როჭო, გარეული კავკასიური ინდაური და სხვა... შოვი განლაგებულია დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკული რეგიონის ალპურ საკურორტო ზონაში და ხასიათდება მთის სუბტროპიკული კლიმატით. ჰაერის საშუალო ტემპერატურა +5 +4 გრადუსია, ფარდობითი ტენიანობა - 78%-80%, წლიური ნალექების რაოდენობა - 1100 მმ. ზამთარი შოვში საკმაოდ ცივია. ამ პერიოდის საშუალო ტემპერატურა მერყეობს -10 -13 გრადუსს შორის. ზაფხული საკმაოდ გრილია. ყველაზე თბილი თვეებია: ივლისი, აგვისტო, როდესაც ტემპერატურა მერყეობს +16 +20 გრადუსებს შორის. საერთოდ დღის განმავლობაში მზე 8-10 საათს ანათებს. ადგილის სიმაღლის და ჰაერის სისუფთავის გამო მზის პირდაპირი გამოსხივება და ულტრაიისფერი სხივების დიდი რაოდენობა კურორტ შოვს ანიჭებს მზის სხივებით სამკურნალო კურორტის სახელს. შოვი ცნობილია მინერალური წყლებით, რომლებიც განსხვავდება შემადგენლობით (კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმის ჰიდროკარბონატი,) და ჯანმრთელობისთვის საჭირო თვისებებით. შოვის მინერალური წყლები შეიძლება გამოიყენოთ ანემიის, დაბალი წნევის, შინაგანი დაავადებების, ბრონქიალური ჯირკვლების და სხვათა სამკურნალოდ. კურორტის ადგილმდებარეობა სპორტის ისეთი სახეობების განვითარების საშუალებას იძლევა, როგორებიცაა ალპინიზმი, სათხილამურო სპორტი, მდინარეზე კაიაკებით დაშვება...
საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი 2018 წლის თებერვალს ქართველი და უცხოელი პროფესიონალი ტრეიდერების მიერ შეიქმნა. დღეს დღეობით კომპანია ველსი ერთადერთი სრულფასოვანი და მრავალფუნქციური საბროკეროა საქართველოს ბაზარზე. მისი დაარსება, სახელმწიფოს მხრიდან, კერძოდ ეროვნული ბანკის მიერ ამ დარგის ლიცენზირებისა და რეგულაციების მიღების მტკიცე ნაბიჯებმა განაპირობა. კომპანია ველსი სპეციალიზდება, როგორც ტრადიციული საბროკერო მომსახურებების შეთავაზებაში, რომელიც მომხმარებლებს პირდაპირ წვდომის შესაძლებლობას აძლევს ისეთ მსხვილ საფონდო ბაზრებთან როგორიცაა AMEX, NASDAX, NYSE და სხვა, ასევე პირველად საქართველოში პროპ-ტრეიდინგული (Proprietary trading) და ალგორითმული (რობოტიზირებული) ვაჭრობის სერვისებში. ამისათვის კომპანია საქართველოს საზოგადოებას სთავაზობს მაღალი დონის სრულფასოვან საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობის ამაღლებაზე და დამატებითი ფინანსური შემოსავლების მიღებაზეა ორიენტირებული. მიუხედავად კომპანიის ხანმოკლე ისტორიისა, სს ველსი საკმაოდ დამაჯერებლად ზრდის და აფართოებს თავის კომერციულ საქმიანობას რეგიონში, რაც სწორედ არჩეულ სტრატეგიაზე და ბრენდის ნათელ პოზიციონირებაზე მეტყველებს. ცხადია ყოველივეს ხელს უწყობს მომსახურებების მაღალი დონე და პარტნიორების შეუბღალავი რეპუტაცია. ყველა დაინტერესებულ პირს და ორგანიზაციას საშუალება ეძლევა დაესწროს სს ველსის ღია კარის დღეებს, დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, გაეცნონ საფონდო ბირჟებზე მოღვაწეობის შესაძლებლობებს, მის უპირატესობებს და თავად გამოცადონ საკუთარი ძალები კომპანიის სავაჭრო დარბაზში პროფესიონალი ტრეიდერების გუნდთან ერთად. ტრეიდერთა პროფესიის ასამაღლებელი სკოლა, სადაც სტუდენტები სამი თვის განმავლობაში დაეუფლებიან ტრეიდერობის ხელოვნებას, საშუალება ეძლევათ მუშაობა გააგრძელონ კომპნიაში პროპ-ტრეიდინგულ გუნდთან ერთად.
Cool Club არის, შპს ბეისიკ გრუპ, საიდენტიფიკაციო კოდი:404479088 ჩვენი ვებ გვერდია: www.basiccenter.am ექსკლუზიური ბრენდი COOLCLUB წარმოადგენს ბავშვების ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს. პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს სპორტულ, ასევე თამამ, უჩვეულო ნიმუშებს ნათელი ფერებით და კლასიკური კოსტიუმებით . COOLCLUB კოლექცია სპეციალური დაბეჭდილი მაისურებით საყვარელი მულტიპლიკაციური გმირებით განკუთვნილია ბავშვებისათვის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებში , რომლებითაც ყოველთვის მდიდარია ახალი მოდელები. ყველა COOL CLUB ტანსაცმელი დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებით , რომელიც მათ არა მხოლოდ ლამაზს და პრაქტიკულს , არამედ გამძლე და კომფორტულს ხდის . COOLCLUB გამოჩნდა ბაზარზე 2001 წლის დასაწყისში . ყოველ წელს ბრენდი უფრო და უფრო გავრცელებული და პოპულარული ხდება. .COOLCLUB ტანსაცმელი შექმნილია ბავშვებისათვის სამ ასაკობრივ ჯგუფად: ბავშვებისათვის 0-2, 3-8 და 9-14 წლამდე და ყოველ სეზონზე დიზაინერები ქმნიან სრულ კოლექციას თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის.. COOL CLUB ტანსაცმელი შექმნილია ბავშვთა მოდის უახლესი ტენდენციებით . თავისი სტილით და მაღალი ხარისხით COOL CLUB შეესაბამება ბვშვების მოლოდინსა და სურვილებს.
ბრენდჰენდი არის, თბილისი მარკეტინგი, საიდენტიფიკაციო კოდი:406077604 ბრენდჰენდი არის საქართველოში ერთადერთი კომპანია, რომელიც ამზადებს მაღალი ხარისხის მარკეტინგულ აქსესუარებს. თქვენთვის სასურველ ნებისმიერ აქსესუარზე ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა გზით განვათავსოთ ტექსტი და ლოგოტიპი, რა თქმა უნდა ფერებისა და სხვა დეტალების ფართო არჩევანით.
არტ ვილა არის, ი.მმიხეილ არბოლიშვილი, საიდენტიფიკაციო კოდი:01009020915 ჩვენი ვებ გვერდია: artvila.ge სასტუმრო "Art Villa" - ბაკურიანი, გთავაზობთ დასვენებისათვის საუკეთესო პირობებს. გაატარეთ დაუვიწყარი დღეები თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად კომფორტულად და მშვიდად ბაკურიანის ულამაზესი ბუნების წიაღში. სასტუმრო "Art Villa" - ბაკურიანი, არის მომცრო ზომის, საოჯახო ტიპის კომფორტული და მყუდრო სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბაკურინის ცენტრთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. სასტუმრო "Art Villa" - ბაკურიანი გამოირჩევა უნიკალური სტილით, ხელოვნების ნიმუშთა სიმრავლითა და მრავალწლოვანი ხეებით დამშვენებული, კეთილმოწყობილი ბაღით. სტუმრების კომფორტი და სიმშვიდე ჩვენთვის პრიორიტეტია. ოთახებიში სუფევს ძველი ბაკურიანის შესაფერისი ატმოსფერო და თანამედროვე კომფორტი. ჯგუფებზე და ხანგრძლივ საგზურებზე სასტუმროში ვრცელდება ფასდაკლება. სასტუმროს ოთახების საფასურში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება. სასტუმრო "Art Villa" ბაკურიანი – ადგილი, სადაც მუდამ გელიან!
სამთო კომპანია ფარავანპერლიტი მომხმარებელს თავაზობს პერლიტის ეკოლოგიურად სუფთა თბოსაიზოლაციო სამშენებლო ბლოკებს, აფუებული პერლიტის ქვიშას როგორც შიდა კედლების გასალესად, ასევე მოჭიმული იატაკისთვის. აფუებული პერლიტის ფოროვან-მარცვლოვანი სტრუქტურა განაპირობებს მის დაბალ თბოგამტარიანობას და მაღალ აკუსტიკურ მაჩვენებლებს. როგორც მრავალდარგობრივი მასალა, პერლიტი ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, მებაღეობასა და მეყვავილეობაში აგროპერლიტის სახით. აგროპერლიტი შეიწოვს საკუთარი წონის 400%-ზე მეტი სითხეს, რომელსაც უსაფრთხოდ ინახავს და ნელ-ნელა აბრუნებს ტენს მცენარეების ფესვებში. ბიოლოგიურად მდგრადია, ქიმიურად ინერტული, pH – 7.0. პერლიტის საფილტრე ფხვნილი (გოსტი 30566-98) ეს არის დამხმარე საფილტრავი საშუალება ისეთი სხვადასხვა სუსპენზიების და სითხეების გასაფილტრად, როგორიცაა: ღვინო, ლუდი, შაქრის ვაჟინები, წვენები, მცენარეული და ტექნიკური ზეთები და სხვა.
When each visitor is a member of your family! Indian restaurant Sanja-Chula invites everyone to those who love Indian cuisine and Indian culture, Indian music. You can find a cosy environment ✔ Timely customer service ✔ Attentive and always smiling staff ✔ Two floors, two hall / 40 persons / Wi-Fi / parking ✔ You can Payment in cash as well as plastic cards ✔ No wait list, only maximum comfort ✔ Nice atmosphere, great wait staff, tasty food Every day with a full heart, warm smile and delicious dishes waits for you a beautiful hostess of Sanja Chula Indian Restaurant. როცა თითოეული სტუმარი შენი ოჯახის წევრია! გეპატიჟებათ ინდური რესტორანი სანჯა-ჭულა, თქვენთვის ვისაც გიყვართ ინდური სამზარეულო,ინდური კულტურა, ინდური გარემო დამუსიკა. ✔ თქვენ დაგხვდებათ მყუდრო გარემო და უგემრიელესი კერძები ✔ ყურადგებიანი და მუდამ მომღიმარი პერსონალი ✔ გელოდებათ მომსახურეობა მინიმალურ დროში ✔ ორი სართული, ორი დარბაზი/40 კაცზე გათვლილი/Wi-Fi/პარკინგი ✔ გადახდა შესაძლებელია როგორც ხელზე ასევე პლასტიკური ბარათით ✔სავსე გულით, თბილი ღიმილით და უგემრიელესი კერძებით გელოდებათ ყოველ დღე სანჯა ჭულას ლამაზი დიასახლისი.
არ იცით სად გაატაროთ საღამო მეგობრებთან ერთად? გინდათ კარგად მოსაგონარი დღე ისე გაატაროთ, რომ ეს თქვენს საფულესაც არ დაამახსოვრდეს? გინდათ მიიღოთ რეალური ფასდაკლებები ყველანაირი like კონკურსების, ქულების დაგროვების და აქტიურობის გარეშე? სწორედ ამიტომ პირველად საქართველოში SWOOP.ge, ორ დღეში ერთხელ შემოგთავაზებთ თბილისის და არა მარტო თბილისის საუკეთესო კაფეებზე, ბარებზე, გასართობ ადგილებსა, თუ დასასვენებელ კურორტებზე, მოკლედ ყველაფერზე, რაც გაინტერესებთ წარმოუდგენელ ფასდაკლებებს (40%–90%) მომხმარებლების მინიმალური რაოდენობის შეკრებით SWOOP ახერხებს კომპანიებისგან ასეთი ფასდაკლებების მიღებას – სწორედ ეს არის "ჯგუფური ყიდვის ძალა".
“ორეი” საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი “ორეი”-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს. “ორეის” პროდუქცია წარმოდგენილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მსხვილ, თუ საშუალო სავაჭრო ქსელებში, მცირე ობიექტებსა და საბითუმო წერტილებში. “ორეის” საკუთარი დისტრიბუციის ქსელი უზრუნველჰყოფს კომპანიის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების პროდუქციის მიტანის სერვისს ქვეყნის მასშტაბით. “ორეი” კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს როგორც საკუთარი წარმოების ქაღალდის პროდუქციას და ბრენდირებულ დისპენსერებს, ასევე პარტნიორი კომპანიების ჰიგიენური საშუალებების ფართო ასორტიმენტს. კიდვე ერთი მომსახურება, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს არის დასუფთავების მრავალპროფილური სერვისი. “ორეი”-ს მისიაა შესთავაზოს მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის ქაღალდის პროდუქცია, რომელიც კონკურენციას უწევს იმპორტირებულ ნაწარმს, რითიც კომპანია ამცირებს იმპორტის წილს ქვეყნის ეკონომიკის აღნიშნულ დარგში.