Creditto მომხმარებელს სთავაზობს ონლაინ სესხს, სახლიდან გაუსვლელად. მარტივი სესხის აპლიკაცია, სწრაფი დასტური, კომფორტული მომსახურება - ეს ჩვენი სერვისია. ჩვენი კომპანია 2014 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მაღალი დონის მომსახურების სერვისს, რომლის უზრუნველყოფაც ხდება მაღალტექნოლოგიური სერვისებით და ადგილობრივი კვალიფიციური პერსონალის მეშვეობით. პროდუქტი თუ სერვისი, რომელსაც კომპანია შექმნის, ემსახურება ქართული ბაზრისთვის ახალი სტანდარტის შქმნას, მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის უზრუნველყოფას და ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნებას.
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს 6 რეგიონის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი) 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.
ნაის” (Nice) ინგლიური სიტყვაა და ნიშნავს კარგს, სასიამოვნოს, ლამაზს, მორგებულს, სწორად განსაზღვრულს; ხოლო “რუმი” (Room) – ნიშნავს ოთახს “ნაის რუმის” როგორც კომპანიის ისტორია 2014 წლის ივნისში იწყება, როცა სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში კარგად გამოცდილი პარტნიორები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს საკუთარი საქმის დაწყება. პირველი პროექტი რომელზეც კომპანიამ მუშაობა დაიწყო, არის “იდეა ავლაბარი”, - დაახლოებით 250 ბინიანი, 3 ბლოკიანი საცხოვრებელი შენობა. ამ პროექტის ფარგლებში კომპანიამ, მიწის მესაკუთრეთა ჯგუფთან მოლაპარაკების შემდეგ ბანკიდან გამოისყიდა მიწის მესაკუთრეებისთვის პრაქტიკულად დაკარგული მიწა, შეადგინა არქიტექტურული პროექტი, ბიზნესის განვითარების კონცეფცია და მიწა საკუთრებაში გადასცა შპს “საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფს”, რომელმაც შემდგომში განახორციელა მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, “საქართველო ისრაელის ბიზნეს ჯგუფთან” შეთანხმებით ჩვენი კომპანია ახდენდა მარკეტინგული საქმიანობის წარმოებას და საცხოვრებელი და კომერციული ფართების რეალიზაციას. პარალელურ რეჟიმში ჩვენმა კომპანიამ დაასრულა 8 აგვისტოს ომის შედეგად შეჩერებული მშენებლობა ე.წ. “ბ ბლოკი” და გადასცა ბინათ მესაკუთრეებს. 2016 წლის იანვარში, ხდება კომპანიის რებრენდინგი, - ჩნდება სახელი “ნაის რუმი” და კომპანია იწყებს 2 ახალ პროექტს ავლაბარსა და გლდანში. განსხვავებით პირველი პროექტისაგან, ორივე ახალ პროექტში მიღებულია გადაწყვეტილება რომ მშენებლობა აწარმოოს თავად უკეთესი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით… 2017 წლის ივნისში ნაისრუმი ყიდულობს წილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, რათა მეტი წვდომა ქონდეს თანამედროვე განათლებასთან. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს იურიდიულ, ეკონომიკისა და ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ჯანდაცვისა და ინჟინერიის ფაკულტეტებზე. ამასთან სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ორმაგი დიპლომი და განათლება საფრანგეთისა და ბრიტანეთის კერძოდ, სანდერლენდისა და გრენობლის უნივერსიტეტებში. 2018 წლის აგვისტოში კომპანია ხსნის პირველ სასტუმროსა და ბრასერას ჭავჭავაძის 47-ში. იგეგმება ამ მიმართულების ნაკლები ინტენსოვობით, თუმცა თანმიმდევრული განვითარება. რაც მიზნად ისახავს პირველ ეტაპზე გამოცდილების დაგროვებას და შემდეგ კარგად გააზრებული ნაბიჯების გადადგმას. 2019 წელის მეორე ნახევარში იგეგმება ორი ახალი პროექტის ჩაშვება თბილისის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში. ახალი პროექტები დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ რაც დასრულდება მიმდინარეები. ვინაიდან კომპანია კარგად აცნობიერებს პროექტების მართვასთან დაკავშირებულ რისკებს და არ სურს მასშტაბების გაზრდა ხარისიხის გაუარესების ხარჯზე. ამ სფეროში ჩვენი 12 წლიანი გამოცდილება და სექტორზე დაკვირვება გვარწმუნებს რომ პარალელურ რეჟიმში 2-ზე მეტი დეველოპერული პროექტის წარმოება ატარებს მნიშვნელოვან მმართველობით რისკებს, რომლებიც კავშირშია როგორც ხარისხთან ასევე მასშტაბურ ფინანსურ ოპერაციებთან. შესაბამისად ჩვენ ვგეგმავთ ნელი ტემპებით, გააზრებულ და თანმიმდევრულ ზრდას...
ჰარი ქალაქთაშორისი მგზავრობის საკომუნიკაციო პლატფორმაა, სადაც მძღოლებს შეუძლიათ გააკეთონ განცხადება როდის გეგმავენ გამგზავრებას კონკრეტული ქალაქისკენ, მგზავრებს კი შეუძლიათ დაჯავშნონ განცხადება და დაემგზავრონ. Hari is a commuter platform for inter-city travel, where drivers can make an announcement when traveling to a specific city, and passengers can book a statement and travel. Hari является пригородной платформой для междугородних поездок, где водители могут сделать объявление при поездке в определенный город, а пассажиры могут забронировать выписку и проехать.
კომპანია KMC Glass 2013 წელს დაარსდა და საქართველოსა და ამიერკავკასიის ბაზარზე ხუთი წელია ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში მოვახერხეთ ჩვენი კლიენტებისთვის სანდო პარტნიორები გავმხდარიყავით. KMC Glass მინის ტარის წარმოების ლიდერი კომპანიების დისტრიბუტორია და მისი პროდუქციის იმპორტს რუსეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ახორციელებს. საქმიანობის პირველი წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ღვინის მწარმოებლებს 12 მილიონზე მეტი ბოთლი მიაწოდა. შედეგად, არსებობის პირველივე წელს KMC Glass ბაზრის 30%-ს დაეუფლა. ჩვენს წარმატების საიდუმლო პროდუქციის დასავლური სტანდარტების შესაბამის ხარისხში, ფართო ასორტიმენტსა და, რაც მთავარია, მიწოდების სწრაფ და მოქნილ სისტემაშია. ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს სხვადასხვა ინდუსტრიებში მოღვაწე პარტნიორებს ყველაზე ორიგინალური იდეების რეალიზებაში დაეხმაროს. ამისათვის ჩვენი მომსახურება თითოეულ პარტნიორზე მისი სურვილისამებრ ხდება. 2018 წლიდან, ჩვენმა გუნდმა დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია მცირე მეღვინეობის წახალისება. ჩვენ ვეხმარებით და ვთავაზობთ მათ მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის მინის ტარას. ქართული ღვინის ბაზრის მოთხოვნების შესწავლის შემდეგ, მივიღეთ შემდეგი რეალობა: მცირე მეღვინეობას ფაქტიურად არ მიუწვდება ხელი ისეთ ღვინის ჭურჭელზე, რომლის ფასი და ხარისხი იქნება შესატყვისი, აქედან გამომდინარე მათ უწევთ ორმაგი ფასის გადახდა. კომპანია KMC Glass-ი და მისი გუნდი მზად არის გაგიწიოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება. თუ ხართ დაინტერესებული ამ საკიტხით, სიამოვნებით შემოგთავაზებთ თანამშრომლობას. კომპანია KMC Glass-ის გუნდი.
შპს „Made To Make”გლობალური ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გთავაზობთ უნიფორმების ფართო არჩევანს, შრომის უსაფრთხოების სრულ აღჭურვილობას, ასევე ავტომობილების პოლირების საშუალებებსა და ხარჯვით მასალებს. შპს „Made To Make”გთავაზობთ გარანტირებულ ხარისხს პროფესიონალურ მიმართულებებში. პროდუქცია შრომის უსაფრთხოება - უნიფორმები: • სიმაღლეზე სამუშაო აღჭურვილობა – უსაფრთხოების ღვედი, დამცავი თოკი აბსორბენდით, ქამარი, კენგურუ, ტრიპოდი, ჯალამბარი, იო–იო. • სპეცტანსაცმელი – კომბინიზონი, ჟილეტი, ზედა/ქვედა. • სპეცფეხსაცმელი და რეზინის ჩექმა. • საწვიმარი – ლაბადა, ზედა/ქვედა, კომბინიზონი, ერთჯერადი. • თავის დაცვა – ჩაფხუტი, კეპი. • დამცავი სათვალე – გუგლის ტიპი, შემდუღებლის, რუხი/თეთრი/ყვითელი. • ყურის დაცვა – საცობი, ნაუშნიკი, ჩაფხუტზე დასამაგრებელი. • რესპირატორი – ნახევარსახე, მთლიანი სახე, ერთჯერადი, კარტრიჯები. • სამუშაო ხელთათმანი – ქიმიური, შემდუღებლის, სამრეწველო. • შემდუღებლის სრული აღჭურვილობა – ტანსაცმელი, წინსაფარი, ბახილი, სამკლაური. • პირველადი დახმარების აფთიაქი, თვალის ამოსარეცხი საშუალება და მოწყობილობები. • ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა – ჩაფხუტი, საბრძოლო ტანსაცმელი, ხელთათმანი, ბოტი, სამაშველო სასუნთქი მოწყობილობა, ცეცხლმაქრები. • დეტექტორი – გაზის და კვამლის დეტექტორი, გაჟონვის მზომავი და აღმომჩენი დეტექტორი. • საგზაო უსაფრთხოების ნიშნები, ბოძები, ლენტები. • ერთჯერადი პროდუქცია – ბახილი, სამკლაური, თავის ჩაჩი, წვერის ჩაჩი, ხელთათმანი ნირტილი/ლატექსი/ვინილი პუდრით და უპუდროთ. ავტო მიმართულება: • პოლირების საშუალებები და პასტები • ხარჯვითი მასალები – აბრაზივები • ავტომობილის ფირები, კარბონები სერვისები: კომპანია გთავაზობთ: • თქვენთვის მისაღები ოპტიმალური პროდუქტების შერჩევასა და რეკომენდაციას თქვენი მოთხოვნის შესაბამისად • პროდუქციის შეძენის შემთხვევაში ადგილზე მიტანის სერვისს • პროდუქციის შეძენის შემთხვევაში უნიფორმის ბრენდირებას – ლოგოს თერმულ ბეჭდვას, შოლკოგრაფიას ან ქარგვას მოთხოვნის შესაბამისად. შპს „Made To Make" წარმოადგენს ისეთი გლობალური ბრენდების ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში, როგორებიც არიან: 3M, Scott, Coverguard, Dupont, Dunlop, Giasco Italy, Kratos, Viraj, Ziel, Starline, Essafe, Franz Mensch, Kievguma, Rhino Safety, Vaultex, American Safety, Portwest, Velilla Group, Safety Jogger, DPI Sekur, Hogert, Mirka. მისამართი: მაღაზია #1: თბილისი, წერეთლის გამზ. N41/9 მაღაზია #2: თბილისი, წერეთლის გამზ. N77ა ჩვენი პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია შემდეგ მაღაზიათა ქსელში: დომინო, ნოვა, ციტადელი, გორგია, ჰუალინგი ფოტო
ჩვენ ვართ 2 მეგობარი ბევრი ინტერესითა და ფასეულობით, თუმცა ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება ჩვენი საერთო ინტერესებიდან ყველაზე მთავარია. ჩვენი იდეის განხორციელების ინსპირაცია ორი პატარა და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისგან, 2 წლის მაშოს და 9 წლის ნიკოლიზისგან, მივიღეთ. თავიდან ამბავი ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილების გაზიარებით დაიწყო: ასაკობრივი თავისებურებები, ბავშვური ინტერესები, უცნაური ქცევები და კვინტილიონი კითხვა, რომლებზეც თვითონ გვიჭირდა სწორი პასუხების მოძებნა. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებდა რაღაც განსხვავებული მიდგომის შემუშვებაზე, ისეთი საშუალების მოძებნაზე, რითიც პატარები უკეთ გაიაზრებდნენ სამყაროს, აღიქვამდნენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მთლიანად გარემოს, კარგსა და ცუდს, სიკეთესა და ბოროტებას. ამ გზების ძიებამ პერსონიფიცირებული საბავშვო წიგნების შექმნამდე მიგვიყვანა. We are 2 friends with a lot of interest and value, but everything that is related to children is the most important of our common interests. The inspiration for the implementation of our idea is two small and very valuable for us, from 2 years old and 9 years old nicolas. The story started with sharing experience with children: age peculiarities, childish interests, strange behaviors and quintinone questions that we needed to find the right answers. All of this would make us think of a different approach, finding a means that the younger ones could better understand the world, perceive people around, the whole environment, good and bad, good and evil. The search for these roads led us to create personalized books. Мы 2 друга с большим интересом и ценностью, но все, что связано с детьми, является наиболее важным из наших общих интересов. Вдохновением для реализации нашей идеи являются два небольших и очень ценных для нас, от 2-х лет до 9-ти лет Николая. История началась с обмена опытом с детьми: возрастными особенностями, детскими интересами, странным поведением и квинтиноновыми вопросами, на которые нам нужно было найти правильные ответы. Все это заставило бы нас думать о другом подходе, находя средства, чтобы младшие могли лучше понять мир, воспринимать людей вокруг, всю окружающую среду, добро и зло, добро и зло. Поиски этих дорог привели нас к созданию персонализированных книг.
კლარენსი დაარსდა 2017 წელს. ადამიანებს ვთავაზობთ თავის მოვლის უახლეს, ტრენდულ საშუალებებს. ორიენტირებულები ვართ მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე. ჩვენი პროდუქციის ადგილზე მიწოდების სერვისი მოქმედებს ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში მთელი საქართველოს მასშტაბით.
ალბათ არსებობს ხელნაკეთი აქსესუარების შემქმნელი მილიონი ადამიანი, მაგრამ პორტმანი ამ პ ი რ ო ვ ნ ე ბ ე ბ ი ს გ ა ნ განსხვავებით გთავაზობთ ი მ ე ნ ნ ა თქვენს გემოვნებაზე მორგებულ აქსესუარებს. და ხდება ეს როგორ: ვათვალიერებთ თქვენს fb profile-ს, სპეციფიურ შემთხვევებში გესაუბრებით messenger-ში და განსაკუთრებულად ჩამოუყალიბებელ ადამიანებს ვთავაზობთ პირად გასაუბრებასაც. ჩვენ შეგიქმნით ზუსტად თქვენზე მორგებულ პროდუქტს, რომელზე ვერც კი გაიფიქრებდით, რომ "ამას ხომ მეც გავაკეთებდი"-ო. შეგვეძლო კიდევ ბევრი ინფორმაცია მოგვეწოდებინა თქვენთვის ჩვენს პროდუქციასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ fb page-ის about ფუნქცია მეტ სიტყვას არ იტევს. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ პირადში. :დ პატივისცემით ქეთი და გუგა.