NKC კომპანიის დამფუძნებელები არიან ძმები ნაბილი და კუსაი, არაბები ამერიკული წარმომავლობით, რომლებიც 2005 წელს აშშ-ში გახსნეს თავიანთი პირველი ჩქარი კვების რესტორანი. კომპანიის უნიკალური კონცეფციაა - ჯანმრთელი ჩქარი კვების და ეგზოტიკური მიდრეკილება არაბული სამზარეულოსკენ. კომპანიის შაურმის მომზადებისთვის გამოიყენება მხოლოდ ყველაზე ახალი პროდუქტი, ბოსტნეული და ხორცი და საფირმო ლავაში ცხვება დღეში რამოდენიმეჯერ სპეციალური ტექნოლოგიით. დღევანდელი დღისთვის კომპანიას გახსნილი აქვს თავისი სწრაფი კვების ობიექტები საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთშიც.
ვამზადებთ ხელნაკეთ ნივთებს. პროდუქტის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნატურალური ტყავი და ნატურალური ხე. თითოეული ნივთი მუშავდება და იკერება ხელით. დაბაღი ნიშნავს მეტყავეს, ტყავის დამამუშავებელ ხელოსანს. საქართველოს ეკონომიკურმა მდგომარეობამ და გეოგრაფიულმა გარემომ შექმნა მესაქონლეობის განვითარებისთვის საუკეთესო პირობები, რამაც ხელი შეუწყო დიდი რაოდენობით ტყავის დაგროვებას, აქედან გამომდინარე, მედაბღეობის მდიდარი ტრადიციის შექმნასა და წარმოჩინებას. მედაბღეობა გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. თბილისი კი ამიერკავკასიის ქალაქებს შორის ძველთაგანვე გახდა მედაბღეობის წამყვანი ცენტრი. მედაბღეების ამქარი სხვა ამქართა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. თბილისელი დაბღების მიერ დამზადებული ტყავი სრულიად აკმაყოფილებდა მეწაღეების, მეჩექმეების ქართული, აზიური, ევროპული ფეხსაცმლის მკერავთა, მეუნაგირეთა და სირაჯების მოთხოვნილებას. ტყავი ძველი ტრადიციისამებრ მუშავდება მხოლოდ ხელით და ამიტომაც არის გამორჩეული ხარისხის.