International Business Forum არის, შოს აი ბი ეფ, საიდენტიფიკაციო კოდი:405139675
ჩვენი საქმიანობაა სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა. ჩვენი მისიაა შევცვალოთ ბიზნეს რეალობა, ეს არა მხოლოდ ჩვენი მისიაა, არამედ ჩვენი ცხოვრების წესი. ჩვენ გვჯერა, რომ ინსპირირებით ბიზნეს ლიდერებს დავეხმარებით, რომელთაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ განვითარება არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა და საერთაშორისო გამოცდილება, დაგვეხმარება მნიშვნელოვანი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში. შემოგვიერთდით, რომ ერთად შევცვალოთ ბიზნეს რეალობა! შეუძლებელი გავხადოთ შესაძლებელი.
ვენდინგ ცენტრი არის, შპს ვენდინგ ცენტრი, საიდენტიფიკაციო კოდი:405014666
ჩვენი ვებ გვერდია: vendingcenter.ge
კომპანია "G.S.G." -მ, ვენდინგის სფეროს სერვისის გაუმჯობესების მიზნით 2013 წლის ბოლოს , გამოცდილ ევროპელ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა შვილობილი კომპანია „ვენდინგ ცენტრი“.
კომპანიის მიზანია ქართულ ბაზარს მიაწოდოს ახალი და მეორადი (აღდგენილი) სხვადასხვა სახის ვენდინგის ავტომატები, მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო პროდუქტები და სახარჯი მასალები, გაუწიოს კვალიფიციური მომსახურება, საგარანტიო და სარემონტო სერვისი
მრავალწლიანი გამოცდილება და მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა , ჩვენ საშუალებას გვაძლევს წარმატებით დავნერგოთ და განვავითაროთ ვენდინგის სფერო საქართველოში.
ყველაზე მისაღები ფასები, მაღალ ხარისხთან და ფასდაკლების მოქნილ სისტემასთან ერთად მიმზიდველს და მოსახერხებელს ხდის კლიენტებთან თანამშრომლობის პირობებს. ინდივიდუალური მიდგომის პოლიტიკით ბევრად ვაიოლებთ კარგი ბიზნეს-ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
სასტუმრო როუზი არის, შპს როუზი,საიდენტიფიკაციო კოდი: 405075779
ჩვენი ვებ გვერდია: hotelrose.ge
საქმიანი ხალხისთვის თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, მთებსა და მდინარე მტკვარს შორის, მდებარეობს 2200 მ.კვ. ტერიტორია. ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ცენტრამდე 7 წუთში მისასვლელად, ხოლო აეროპორტამდე 15 წუთში.
სასტუმრო 3 სართულიანია, რომელშიც არის 36 ნომერი. 21 ერთადგილიანი, 9 ორადგილიანი, 2 ოროთახიანი, ლუქსი და 4 დიდი საოჯახო ნომერი. ნომრები აღჭურვილია აბაზანით, კონდიციონერებით, გათბობის სისტემებით, უფასო ინტერნეტით, სატელიტური ტელევიზიით ( 300 არხი) და ტელეფონით.
სასტუმრო წარმოადგენს მშვიდ ოაზისს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ განიტვირთონ და დაისვენონ. მასრომელიც სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით მოედინება. განსაკუთრებულ რომანტიკულ ატმოსფეროს მატებს მდინარე მტკვარი,
ჩვენ გთავაზობთ 24 საათიან მომსახურეობას, აეროპორტში დახვედრა და გაცილებას, სარეცხის სერვისს, და რაც მთავარია იდეალურ სისუფთავეს...
1. სტუდენტთა და აბიტურიენტთა პროფესიული ორიენტაცია;
2. სტუდენტთა და აბიტურიენტთა მოტივირება;
3. ლექტორთა და მასწავლებელთა მოტივირება;
4. ასოციაციის წევრთა ხელშეწყობა დასაქმებაში ან/და კარიერულ წინსვლაში;
5. ასოციაციის წევრთა მოტივირება და ხელშეწყობა საკუთარი ბიზნესის წამოწყების ან თვითდასაქმების მიზნით;
6. სტუდენტთა და აბიტურიენტთა ინფორმირება, კონსულტირება და უფლებათა დაცვის ხელშეწყობა.
ელსიესი არის, შპს legal consulting and services, საიდენტიფიკაციო კოდი: 404977487
ჩვენი ვებ გვერდია: www.lcs.ge
იურიდიული კომპანია LCS არის იურისტთა გუნდი, რომელთა პროფესიული ცოდნა და სამართლის სხვადასხვა დარგში მიღებული გამოცდილება უზრუნველყობს მიიღოთ სრული და ეფექტიანი იურიდიული მომსახურება.
კომპანიის საქმიანობის სფეროა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი კლიენტებისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება საერთო სასამართლოების ნებისმიერ ინსტანციაში, არბიტრაჟსა თუ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობისას. ასევე იურიდიული ხასიათის დასკვნების, ხელშეკრულებების შედგენა და მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება.
კომპანიამ მაღალი პროფესიონალიზმითა და შესრულებული სამუშაოს საუკეთესო ხარისხით, მოკლე დროში მოახერხა კლიენტების მყარი ნდობისა და პატივისცემის მოპოვება.
ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ კვალიფიციური იურიდიული მომსახურება სამოქალაქო, სისხლის თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ლიფტების სამყარო არის, შპს ლიფტების სამყარო, საიდენტიფიკაციო კოდი: 406166330
Elevatorsworld არის წამყვანი კომპანია, ლიფტებისა და ესკალატორების ყველა სახის დიზაინის, წარმოების, მიწოდების, მონტაჟის, შეკეთების და მოდერნიზაციის სფეროში.
მოწინავე ტექნოლოგიები, მაღალი ხარისხის მომსახურება, უმაღლესი ხარისხი - ჩვენი მთავარი პრიორიტეტია! სწორედ ამიტომაც დავიმსახურეთ ჩვენი მომხმარებელის ნდობა და პატივისცემა.
ჩვენ მივიღეთ მომავალის გამოწვევა, შესაბამისად, ვაწარმოებთ და ვაწვდით მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ლიფტებსა და ესკალატორებს,რომელიც სრულად აკმაყოფილებს ჩვენი მომხმარებელის მოთხოვნებს.ჩვენ ბოლომდე ვერთვებით ჩვენს საქმეში და ვცდილობთ მივაღწიოთ კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს!
თანამედროვე ცხოვრებაში აუცილებელ პირობას წარმოადგენს უსაფრთხო, საიმედო, კომფორტული, მაღალი დონის, ესთეტიურად მიმზიდველი და ტექნიკურად გამართული გადაადგილების საშუალებები.სწორედ ასეთი სახის საშუალელებების უზრუნველყოფას ემსახურება ლიფტების კომპანია Elevatorsworld, რათა გახადოს ადამიანების ცხოვრება უფრო კომფორტული და უსაფრთხო.
Elevatorsworld მოიცავს ბევრ საერთო თვისებებს რასაც ელოდებიან თანამედროვე საზოგადოებაში დღეს და მომავალში. ჩვენი კომპანიის პოლიტიკის შედეგი გახდა დიდი წვლილის შეტანა საზოგადოების განვითარებაში და კეთილდღეობაში!
ხარისხი
როგორც ცნობილია, პროდუქტის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია იმ მასალების ხარისხზე და კომპონენტზე, რომლისგანაც დამზადებულია. ამდენად, Elevatorsworld იყენებს მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებს, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ექვემდებარება მუდმივ შემოწმებას და მკაცრ კონტროლს. ეს უზრუნველყოფს გარანტიას იმისა, რომ ხარისხი ავტომატურად ინტეგრირებულია ჩვენს მიერ წარმოებულ თითოეულ ლიფტზე , პროექტირებიდან ლიფტის ჩაბარებამდე.
"ხარისხი" ჩვენი გაგებით - არა უბრალოდ მიღწევადი და შენარჩუნებული შედეგია, ასევე მიზანია, რომელიც გარდაიქმნება და განახლდება ,რადგან ხარისხი -მომავლის გარანტიაა..
დიდგორის ველი არის, შპს დიდგორის ველი, საიდენტიფიკაციო კოდი:406140554
ბრენდი "დიდგორის ველი" გთავაზობთ მაღალი ხარისხის სუფთა პროდუქციას - ხორბლის არაყს “დიდგორის ველი”, “დიდგორის ველი -სამეფო”-ს, ასევე “დიდგორის ველი”-ს ჭაჭას. “დიდგორის ველი”-ს პროდუქცია მზადდება მათვის ვინც აფასებს ხარისხს და განსაკუთრებულ გემოს!
ჩვენ გეხმარებით ბუნების ფერებით გაილამაზოთ ყოველდღიური ცხოვრება
ტრავერტინი, მარმარილო, გრანიტი, ონიქსი - ბუნებასთან ჰარმონიაში...
We help with the beauty of nature to enjoy everyday life
Travertine, marble, granite, onyx - in harmony with nature ...
Мы помогаем с красотой природы наслаждаться повседневной жизнью
Травертин, мрамор, гранит, оникс - в гармонии с природой ...
საბავშო ბაღი FAMILY აცხადებს ბავშვთა მიღებას 1,5 დან 6 წლის ასაკამდე.
საბავშვო ბაღი მუშაობს LIVE რეჟიმში დილის 8:30-დან საღამოს 19:30 საათამდე, თქვენ შეგიძლიათ დღის მანძილზე თვალი ადევნოთ თქვენი პატარას აღზრდა-განვითარებას.
ბაღში შექმნილია პატარებისთვის ყველა ის პირობა რაც აუცილებელია მათი განვითარებისათვის:
უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუთა გარემო;
ოთხჯერადი მენიუ შედგენილი ექიმ-დიეტოლოგის მიერ;
კვალიფიციური აღმზრდელები და გამოცდილი ძიძები;
ბაღს ემსახურება პედიატრი და ფსიქოლოგი. ბავშვები გაივლიან მაღალი დონის სკოლამდელი მომზადების ყველა ეტაპს.
წრეები: უცხო ენა (ინგლისური, რუსული), ქართული და
მსოფლიო ლიტერატურა, სახალისო არითმეტიკა, გეოგრაფია, მეცნიერება და კულტურა, ბერძნული მითოლოგია, რელიგია, მეტყველება და ეტიკეტი, მოტორიკა, ხელოვნება, მუსიკა, რითმიკა.
დამატებით: ცურვა, ფიგურული სრიალი, მხატვრული ტანვარჯიში.
ჩვენთან პატარებისთვის საუკეთესო პირობებია:
სკოლამდელ პერიოდში ბავშის წამყვანი ქცევა თამაშია. თამაში ბავშვის ნორმალური განვითარების მაჩვენებლადაც შეიძლება მივიჩნიოთ. მას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ბავშის პიროვნული და შემეცნებითი, არამედ ემოციური განვითარებისთვისაც.
თამაშის დროს ბავშვს უნვითარდება შემეცნებითი პროცესები: აღქმა, მეხსიერება, ყურადღება, მეტყველება და ა.შ.
ჩვენი ბაღის მიზანია მივცეთ აღსაზრდელებს სკოლამდელი განათლება თამაშის ფორმით, არ გადავღალოთ პატარები და სწავლა გავხადოთ მათთვის ბუნებრივი, საინტერესო და სახალისო.
მისამართი: ბახტრიონის 26ა,
ტელეფონი: 595 90 36 65; 555 15 00 15
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი“ ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს. უნივერსიტეტი მხარს უჭერს ევროპული განათლების დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის პრინციპებს და ორიენტირებულია საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებაზე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგის მრავალმხრივი მიმართულებით. უნივერსიტეტი, ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების საფუძველზე, აყალიბებს სტუდენტებში პოფესიულ უნარ-ჩვევებს და თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენების გზით, უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვას და შრომის ბაზრისთვის კვალიფიციური, ღრმა კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას. უნივერსიტეტი უმაღლეს განათლებას განიხილავს, როგორც სწავლების, სწავლისა და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ერთიანობას და თავის მისიას განსაზღვრავს გლობალური განვითარების კონტექსტში. იგი წარმოადგენს სტუდენტთა, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთა მჭიდრო კავშირს, რომელთა ერთიანი თანამშრომლობითაც იქმნება აკადემიური სწავლები სერთიანი სისტემა.
სასწავლო უნივერსიტეტის მიზანია შექმნას სტუდენტთა სწავლებისა და კვლევითი სამუშაოებისათვის საუკეთესო პირობები, დაამკვიდროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და მომავალზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.
სასწავლო უნივერსიტეტის ამოცანებია უმაღლესი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების აკადემიური თავისუფლების პირობების შექმნა, მართვის საჯაროობა და გამჭვირვალობა.
დარგის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე შესთავაზოს კვალიფიციურად აგებულითანამედროვე სასწავლო პროგრამები, სწავლების პროცესის თანამედროვე მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც სტუდენტებს მისცემს ცოდნას მეცნიერებების სხვადასხვა დარგში და პირველ რიგში ფიზიკური აღზრდის და სპორტის სფეროში.
სასწავლო პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობა საქართველოს სხვაუმაღლეს სასწავლებლებთან. კავშირების დამყარება უცხოეთისმონათესავე საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლითი პროგრამების რეალიზება, კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული განათლების მიხედვით
ჩვენი კომპანიის მიზანია ,თქვენი ღონისძიება ჩავატაროთ ეფექტურად და ხარისხიანად, რისთვისაც მუშაობს სპეციალურად შექმნილი პასუხისმგებლიანი და ენერგიული ჯგუფი
ჩვენი უპირატესობაა:
-ამ სფეროში დიდი გამოცდილება.
- სხვადასხვა აღჭურვილობის საკუთარი მარაგი: გახმოვანების და განათების აპარატურის ფართო არჩევანი, ტენტები, სცენები და პოდიუმები.
- და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენ გვიყვარს ის რასაც ვაკეთებთ!
Rem•Bow Events - გართობა და ორგანიზება ჩვენი საქმეა!
«ბუსი» (შუასაუკუნების რაინდები) ფლობდნენ თავიანთ ხმლებს «კენძიუცუს» (ხმლებით შეტევითი ბრძოლის ხელოვნება) წესების შესაბამისად. რითაც ქვეყანაში უზრუნველყოფდნენ წესრიგს და სიმშვიდეს IX-XVII საუკუნეებში.
ხმალი იაპონელებისთვის იყო და არის მთავარი იარაღი ქვეყანაში, ხოლო კენდო მეფობს ფიზიკური აღზრდის დისციპლინებს შორის. იაპონელებს უყვართ ხმლით ბრძოლა მცირე ფართობზე.
შუასაუკუნეების რაინდების ადრეულ ხანაში ბრძოლები მიმდინარეობდა ძირითადად ისეთ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეები იმყოფებონენ დაშორებული ერთმანეთისგან. უწინარეს ყოვლისა ამ დროს მიმართავდნენ მშვილდოსნებს, რომლებიც ისრებს სეტყვასავით აყრიდნენ მოწინააღმდეგეს. მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი ტაქტიკაის მიხედვით ბრძოლის დასასრული ბუნდოვანი რჩებოდა.
ამიტომ შუა საუკუნეების რაინდი უკვე მოწინააღმდეგეს ებრძოდა ახლო ბრძოლის მეთოდების გამოყენებით, რაც საშუალებას იძლეოდა მიეღწია საგრძნობი შედეგისათვის. შესაბამისად ტაქტიკა «მიახლოება და დარტყმა», დამახასიათებელი მოქმედებაა შუა საუკუნის რაინდისთვის, რაც გახდა ბრძოლის წარმოების ჩვეულებრივი საშუალება. «კენძიუცუში» მტერზე გამარჯვება მიიღწევა ძირითადად შემტევი ტაქტიკით, რაც აიძულებს მოწინააღმდეგეს მოიგერიოს შეტევა და დაუშვას შეცდომები დაცვაში.
XVII საუკუნის შუა წლებში ვისაც სურდა დაუფლებოდა და სრულყოფილი გაეხადა თავისი ოსტატობა «კენძიუცუში» სწავლობდა ხმლის ფლობის სამ მეთოდს. ეს მეთოდების გამოიყენებოდა:
ნამდვილი მახვილი «კატანა» (იაპონელი სამურაის ხმალი) და «ტატი» (გრძელი ხმალი);
«ბოკენი» (ხის ხმალი);
«სინაი» (ბამბუკის სასწავლო მსუბუქი ხმალი).
რეალური ბრძოლა ან შეჯიბრება წარმოებდა მებრძოლებს შორის, ამ სამი სახეობის იარაღიდან რომელიმეს გამოყენებით. მაგრამ ნამდვილი ხმლებით ბრძოლაზე საჭირო იყო ხელისუფლების ნებართვა, ამიტომ იგი ვერ შევიდა ყოველდღიურ პრაქტიკაში. ამიტომ ყველაზე მეტი პოპულარობა მოიპოვა «ბოკენისა» და «სინაის» გამოყენებით ბრძოლამ. ხოლო თვით ასეთი სასწავლო იარაღებით ხმლებით ბრძოლის მეთოდის სწავლებამ მიიღო სახელი «სინაი-გეიკო» და წარმოადგენს კენდოს წინამორბედს.
მეცადინეობა, რომ ყოფილიყო უსაფრთხო, საჭირო იყო დამცავი აღჭურვილობის შემუშავება და 1711 წელს ეს ამოცანა გადაწყდა.
XIX საუკუნეში «სინაი-გეიკომ» დამცავი აღჭურვილობის გამოყენებით სწრაფად მიაღწია პოპულარობას. მიმზიდველი გახდა მისი დინამიურობა, რომელიც შეესაბამისობაში იყო ვარჯიშის ლმობიერ მეთოდებთან. XIX საუკუნეში «სინაი-გეიკო»-ში უკვე ვარჯიშობდა უბრალო ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1879 წელს ხელისუფლებამ ოფიციალურად გადაწყვიტა მიეღო პოლიციის შეიარაღებაში ხმლები ანუ ბრძოლის კენდოს მეთოდი. 1911 წელს კი კენდო შემოღებული იქნა, როგორც ფიზიკური აღზრდის საგანი ყველა სკოლაში.
იმის გამო, რომ იაპონია უფრო და უფრო მეტად იხრებოდა ნაციონალიზმის პოლიტიკისაკენ, უფრო მეტად იზრდებოდა კენდოს მნიშვნელობა არა როგორც საბრძოლო ხელოვნება, არამედ როგორც სულიერი დისციპლინა და ფიზიკური აღზრდის ფორმა.
მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამახცხების შემდეგ, კენდო იქნა აკრძალული. Mმაგრამ დაშვებულ იქნა 1948 წელს. გაფართოვდა კენდოს მიზნები და შემსუბუქდა თვით ტექნიკა და ასეთი სახით იგი მიღებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, როგორც ყველა ერისთვის ჯანმრთელი სახეობის სპორტის შექმნის საფუძველი.
ტრანსფერს ჯორჯია არის ახალგაზრდა კომპანია, ახალგაზრდა გუნდით და დიდი გეგმებით. ჩვენი მთავარი მიზანი კომპანიის დაარსებისას იყო და არის: მომხმარებლისთვის კომფორტული, მაღალი ხარისხის და იაფი სერვისის შეთავაზება, რაც ძალიან ძნელია საქართველოში. ჩვენი მძღოლები არიან გამოცდილი პროფესიონალები და ეს გვაძლევს საშუალებას დაგპირდეთ კომფორტულ და სასიამოვნო მგზავრობას.
არტ-ვილა „გარიყულა“ 2000 წელს, თბილისელი პედაგოგისა და მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით ჩამოყალიბდა.ჩვენი ვებ გვერდია: garikula.com ხელოვანთა სპონტანური კომუნა, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქის ნახევრადდანგრეულ, ძველ მამულში - ე.წ. „ბოლგარსკიაანთ სასახლეში“ იყო დაბინავებული, ნელ-ნელა ორგანიზაციად გარდაიქმნა, რომელმაც სახელოვნებო ცენტრისთვის საჭირო ფუნქციების განვითარება დაიწყო. შეიქმნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძეგლის რეაბილიტაციის, მისთვის კონკრეტული ფუნქციების მინიჭებისა და მართვის საინტერესო პრეცედენტი, რომლის იდეა "შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდმა" დაამუშავა. (ფონდის თავმჯდომარე - ყარამან ქუთათელაძე).
"ბოლგარსკიაანთ სასახლე", 1885 წელს, თბილისელმა სამოქალაქო ინჟინერმა ვასილი ბოლგარსკიმ აიშენა სააგარაკოდ. გასაბჭოების შემდეგ, იქ სკოლა-პანსიონი მოქმედებდა, რომელიც 70-იანი წლების მიწურულს გაუქმდა. მას შემდეგ შენობამ ფუნქცია დაკარგა; ადგილობრივი გლეხები თუ იყენებდნენ იქაურობას თივის საწყობად."
შენობას, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, კულტურის ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, თუმცა, მოუვლელობის გამო სავალალო მდგომარეობაში იყო.
„შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდის“ ინიციატივით, ძეგლის ფრთხილი აღდგენა მოხდა. ახალი ფუნქციის შესაბამისად გარდაქმნილი ბოლგარსკების სასახლის პროექტი საქართველოს დებიუტის თემა გახდა 2004 წლის ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე. პროექტის სახელწოდება: "გარიყულა" - თანამედროვე ხელოვნების ცენტრი.
არტ- ვილას დაარსების მომენტისთვის, სოციალისტური სახელოვნებო სისტემა უკვე დანგრეული იყო, ქართული ხელოვნება ახალ კონტექსტს ეძებდა. უნდა შექმნილიყო ახალ საგანმანათლებლო და საგამოფენო პრინციპებზე დაფუძნებული, თანამედროვე სისტემა, რაზეც უკვე არსებობდა მოთხოვნა არტისტებს შორის.
არტ-ვილა „გარიყულამ“ კერძო ინიციატივით შექმნილ კიდევ რამდენიმე გაერთიანებასთან ერთად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წარმოქმნილი ვაკუუმი შეავსო. მისი საქმიანობა, სხვა სახელოვნებო ცენტრებთან ერთად, საქართველოს შემოქმედებითი ცხოვრების რეორგანიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა.
დღეს, არტ-ვილა „გარიყულა“ თვითორგანიზებული სისტემის წარმატებული მაგალითია, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტსა და პროგრამასთან ერთად თანამედროვე ხელოვნების ცენტრისთვის საჭირო ყველა ფუნქციას ავითარებს. მათ შორისაა საგამოფენო სივრცე და თანამედროვე ხელოვნების 300 ნამუშევრისგან შემდგარი კოლექცია, ალტერნატიული განათლების პროგრამები, არტისტული რეზიდენცია და ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი Fest i Nova, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციაში.
არტ-ვილა "გარიყულა" აქცენტს აკეთებს ხუთ სამუშაო მიმართულებაზე:
საკურატორო მუშაობა, ორიენტირებული თანამედროვე ხელოვნების ყველა ფორმატსა და მედიაზე.
საინფორმაციო მუშაობა - შეხვედრები, დისკუსიები, კულტურული გაცვლა, ადგილობრივი არტისტების დახმარება ფართო საკომუნიკაციო ქსელის შექმნაში.
საგანმანათლებლო მუშაობა - ლექციები, სამინარები და მასტერკლასები (თანამშრომლობა თბილისის სამხატვრო აკადემიასთან).
ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა.
თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების კოლექციის ჩამოყალიბება.
ჩვენ ვართ ქართული კომპანია და ვავითარებთ ქართულ ბიზნეს-სექტორს; ჩვენი ბიზნესი მთლიანად ინტეგრირებულია ვერტიკალურად:
ვფლობთ პროგრამულ უზრუნველყოფას
ვაწარმოებთ მაღალტექნოლოგიურ ტერმინალებს
ვმართავთ საკუთარ ქსელს
კომპანიის ქართველ მესვეურებს გააჩნიათ წარმატებული ბიზნესი იგივე სფეროში მსოფლიოს 5 ქვეყანაში;
ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება განპირობებულია ბაზრის მოთხოვნით, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის მომსახურებას:
გადახდების მიღებას (მათ შორის საქველმოქმედო)
დაჯავშნას
ინფორმაციის მიღებას
ინტერაქტივს
რეგისტრაციას
ანგარიშის შევსებას
ვართ მთელს საქართველოში, ყველგან სადაც არის მობილური კავშირის წვდომა ან ინტერნეტი. ჩვენი მიზანია ჩამოვაყალიბოთ ისეთი საცალო საგადამხდელო სისტემა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი შეძლებს სტანდარტული ტიპის გადახდების სწრაფად და კომფორტულად განხორციელებას.
უცხოელი პარტნიორები
„ნოვა ტექნოლოჯი“ წარმოადგენს ქაღალდის ფულის მიმღები აპარატების კანადური მწარმოებლის, „Cash-Code“ –ის ( www.cashcode.com ) წარმომადგენელს საქართველოში. ჩვენი კომპანია ასევე არის გერმანული მონეტის მიმღების მწარმოებლის, „NRI“ -ის ( www.nri.de ) წარმომადგენელი საქართველოს ტერიტორიაზე. ვალიდატორის ქართულ მონეტებზე მორგებაში ნოვამ დიდი როლი ითამაშა და თავადაც იყენებს მას საკუთარი ბიზნესის ოპერირებაში.
მოდის სახლი მატერია უკვე 10 წელია არსებობს საქართველოს ბაზარზე. ამ დროის განმავლობაში წარმოადგინა მრავალი ქართველი დიზაინერის ნამუშევარი, მოიპოვა მომხმარებელთა ერთგულება და ჩამოაყალიბა კომპანიის სახე რომელიც ასოცირდება მაღალი ხარისხის ტენდენციურ ქალის სამოსთან.
2012 წლიდან მოდის სახლი მატერია უშვებს პრემიუმ ხაზს, მატერიელს, რომლიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის სამოსს. მაღაზიაში წარმოდგენილია ქართველი დიზაინერების მიერ საქართველოში შექმნილი დიდი სეზონური და მათ შორის მინი კოლექციები.
ამჟამად მატერიელის ხაზი აერთიანებს 4 დიზაინერს ლიკა ჩიტაიას, გიორგი ქებურიას, ალექსანდრე ახალკაციშვილსა და თიკო პაქსაშვილს.
ასოციაცია "შავი ზღვის ეკო აკადემია", როგორც შავი ზღვის გარემოს პრობლემებზე ფოკუსირებული საქართველოს სანაპირო ზოლში რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია 1996 წელს ჩამოყალიბდა, 2000 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო ქსელის წევრი და ეროვნული ოფისი.
2004 წლიდან ასოციაცია "შავი ზღვის ეკო აკადემია", წარმოადგენს პალიასტომის ტბას „ცოცხალ ტბათა" საერთაშორისო ქსელში და აქტიურად მონაწილეობს ქსელის საქმოანობაში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
ლიბანური რესტორანი "ამირა" ყველას გეპატიჟებათ უგემრიელეს ლიბანურ კერძებზე, აქ თქვენ მოგემსახურებათ შეფ მზარეულები ლიბანიდან, კვირაში ერთხელ შეგეძლებათ ნახოთ არაბული ცეკვები, აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ახლად დაწურული სხვადასხვა ხილის წვენი და კოქტეილის ნაირსახეობა ......
Lebanese restaurant "Amira" welcomes you to taste healthy , delicious lebanese food . Here you will be served by the chef cooks from Lebanon . Once a week you can see the Arabian Belly Dances . Here you can drink fresh fruit juices and many cocktails