Body Care არის, ი/მ მარინე მილორავა, საიდენტიფიკაციო კოდი: 01008023314
ჩვენი ვებ გვერდია: body-care.ge
ცენტრში მოგემასახურებიან პროფესიონალი მასაჟისტები, რომლებიც მრავალფეროვანი მასაჟებით იზრუნებენ თქვენს სხეულსა და განწყობაზე.
თქვენ გეძლევათ საშუალება სრულად დაიკმაყოფილოთ თქვენი ესთეტიკური მოთხოვნილებანი და დატკბეთ სხეულის ახალი ფორმებით
პროცედურებისა და დიეტების დანიშვნა ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ:
რელაქს-მასაჟები (ცხელი ქვების, შოკოლადის, არტ-სკრაბი, რელაქსი არომაზეთებით და ფეხისგულების მასაჟი)
საკორექციო და გასახდომი მასაჟები (ვაკუუმის, თაფლის, ლიმფოდრენაჟული, ანტიცელულიტური სპეციალური კრემით, ტალახიას და თიხის შეფუთვები, საუნა, წყალქვეშა მასაჟი, მასაჟი ,,бразильская попка,, აპარატები: პრესოთერაპია, ულტრაბგერითი კავიტაცია, ionto-komed და esma კომპლექსური პროგრამებით.)
სამკურნალო მასაჟები ( თქვენ გემსახურებათ ექიმი-რეაბილიტოლოგი, რომელიც ფლობს მასაჟის კლასიკურ და სპეციალურ მეთოდიკებს. მკურნალობაში აგრეთვე ჩართულია მრავალნაირი ფიზიოთერაპია- ულტრაბგერა, გალვანიკა, ამპლიპულსი, ვიბრო- და ინფრაწითელი თერაპია. ხერხემლის გაჭიმვა ხდება აპარატზე nuga best, სადაც უმტკივნეულო გაჭიმვის 40-წუთიანი სეანსი დიდ სიამოვნებას განიჭებთ)
ჩვენს ცენტრში გემსახურებათ პროფესიონალი კოსმეტოლოგები. სახის ღრმა და კომპლექსური წმენდა, სახის ასაჭიმი 3D-ლიფტინგი, ლიფტინგ-პროცედურები, აკნეს მკურნალობა, გასაახალგაზრდავებელი აპარატული პროცედურები, მეზოთერაპია, კონტურული პლასტიკა , პლაზმოლიფტინგი და ა.შ.
აქვე ნებისმიერი პროცედურის დროს ან შემდეგ შეგიძლიათ გაიკეთოთ მანიკურ-პედიკური.
მობრძანდით...
ჩვენ ვეცდებით, რომ თქვენი სილამაზე და ჯანმრთელობა იყოს ჩვენი ერთობლივი შრომის ნაყოფი!
ნიუ თაიმი არის, შპს მაი ვოჩი, საიდენტიფიკაციო კოდი: 404856893
საათების კომპანია “მაი ვოჩი” (ნიუ თაიმი) დაარსდა 2009 წელს საქათველოში. ამ ეტაპზე კომპანიას აქვს ოთხი ფილიალი რომლებიც მდებარეობს თბილისში. დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ. სავაჭრო ცენტრი “თბილისი მოლი” I-სართული №GL18, ჭავჭავაძის გამზირი №34 სავაჭრო ცენტრი “პიქსელი” მე-2 №11ბ, ცაბაძის ქ. №8 სავაჭრო ცენტრი “კიდობანი” I-სართული №58, ცაბაძის ქ. №19 სავაჭრო ცენტრი “პასაჟი” №117.
ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო არჩევანი, დაახლოებით ოცდახუთამდე მსოფლიო ცნობილი ბრენდები: Royal London, Jacques Lemans, Cerutti, Stuhrling, Burberry, Michael Kors, Daniel Wellington, Danish Design, Charmex, Swiss Military, Emporio Armani, Morgan, Casio, Seiko, Orient და სხვა.
ჩვენ გთავაზობთ წამყვანი ბრენდების სამკაულებსაც. ასევე ყოველთვის გელით უახლესი კოლექცია და მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხით.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
გისურვებთ ლამაზ დროს.
სასტუმრო მაქს კომფორტი მდებარეობს ქუთაისში, ქალაქის ადმინისტრაციულ ცენტრში, პარლამენტთან და იუსტიციის სახლთან ახლოს. საერთაშორისო აეროპორტიდან 20 კილომეტრში , ყველაზე ახლოს ქალაქში არსებულ სასტუმროებს შორის. ავტოსადგურიდან 1 კილომეტრში და ცენტრიდან 6 წუთის სავალზე.
ოთახები წარმოადგენს, თანამედროვე დახვეწილ დიზაინს. ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას : უფასო პარკინგი,უფასო სამრეცხაო და დაუთოვება,უფასო ინტერნეტი (WiFi), უფასო ჩაი და ყავა,უფასო დილის კვება, 24 საათიანი მიმღები.
ნომრები აღჭურვილია საკაბელო ტელევიზიით , კონდენციონერით,მაცივრით,ცენტრალური გათბობით,ინტერნეტით,შიდა ტელეფონით,აბაზანა დუშკაბინით,ფენით,ერთჯერადი მოხმარების საშუალებებით,ხალათით.
სასტუმრო ’’მაქს კომფორტი’’ ახორციელებს ტურებს მთელი საქართველოს მაშტაბით და აგრეთვე გთავაზობთ აეროპორტიდან სასტუმროში ტრანსპორტირებას მისაღებ ფასში.
’’მაქსკომფორტი’’ გთვაზობთ მოსახერხებელ პირობებს ,მეგობრულ პერსონალს და უმაღლესი დონის მომსახურებას.
“Best Western Tbilisi Art Hotel”, წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდ “Best Western International” სასტუმროთა ქსელს სწორედ აქ, საქართველოს დედაქალაქ თბილისში.
Best Western Hotels & Resorts აქვს 70 წლიანი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში და ითვლის 4000 სასტუმროს განგლაგებულ 100 ზე მეტ ქვეყანაში -განკუთნილი ნებისმიერი კატეგორიის ტურისტისთვის.
“Best Western Tbilisi Art Hotel” მდებარეობს თბილისის ბიზნეს ცენტრში, რამდენიმე ნაბიჯით დაშორებული საზოგადოებრივ ტრანსპორტისგან და სხადასხვა ცნობილი ბრენდის მაღაზიებისგან.
სასტუმრო გთავაზობთ 3 კატეგორიის, სულ 45 სასტუმრო ოთახს, რომლებიც აღჭურვილია და კეთილმოწყობილია ყველა იმ ნივთით რაც საჭიროა როგორც კომფორტული დასვენებისთვის , ასევე საქმიანი ტიპის ვიზიტისთვის.
“Best Western Tbilisi Art Hotel” მიჰყვება და იცავს მსობლიო ბრენდის სტანდარტებს და სთავაზობს ყველა სტუმრებს უნიკალური და ინდივიდუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, რომ მათი ყოფნა სასტუმროში გახდეს შთამბეჭდავი სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი.
სასტუმროს აქვს 3 ერთმანეთისგან განსხვავებული საკონფერენციო დარბაზი .
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც საქმიანი შეხვედრების ,სემინარების ,კონფერენციების მოსაწყობად ასევე ბანკეტის და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩასატარებლად 120 ადამიანის მოთავსებით.
შესანიშნავი ატმოსფერო ევროპულ სტანდარტებთან და ქართულ მასპინძელობასთან ერთად გთავაზობთ უგემრიელეს კერძებს ჩვენს რესტორანში.
ჩვენთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ სასტუმრო “Best Western Tbilisi Art Hotel” – ში.
ვესტუსი არის, შპს ვესტუსი, საიდენტიფიკაციო კოდი:445469083
კომპანია „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენს“ დაარსდა ქართული კაპიტალით და უკვე რამდენიმე წელია ოპერირებს ბაზარზე. კომპანია დაინტერესებულია ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვითა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების შემოტანით საქართველოში. ძირითადი მომწოდებლები არიან საფრანგეთი, შვეიცარია და თურქეთი. კომპანია იყენებს მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეულს, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
კომპანიის ინვესტიციის მოცულობა ნახევარ მილიონს აღწევს. სამომავლოდ იგეგმება საქმიანობის არეალის გაზრდა და ჰიდრო/თერმო იზოლაციებთან ერთად დამატებითი პროდუქტების წარმოება, როგორიც არის თხევადი ცელოფანი, მაგნიტური საღებავი, კოღოს საწინააღმდეგო საღებავი, ხმის იზოლაცია, ანტიკოროზიული იზოლაცია, ხანძარსაწინააღმდეგო და ელექტრომაგნიტური გამოსხივების საწინააღმდეგო საღებავი.
კომპანია „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის“ მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა, რასაც სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატი ადასტურებს.
ეპიკ დეველოპმენტ არის, შპს EPIC DEVELOPMENT, საიდენტიფიკაციო კოდი: 400034850
კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: დეველოპერული საქმიანობა, სამშენებლო-სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება, რქიტექტორული და დიზაინერული პროექტების, ასევე ტერიტორიების ურბანული განვითარების პროექტების მომზადება.
ჩვენი მთავარი ორიენტირი ხარისხია! 2007 წლიდან კომპანიაში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა (ISO 9001:2000 სტანდარტით), კომპანიას მინიჭებული აქვს ქართული ხარისხის ნიშანი. ჩვენი კომპანიის პროექტები ქმნიან რაციონალურ და კომფორტულ გარემოს, როგორც საცხოვრებელ სახლსა თუ ბინაში, ისე უბანსა და მთელს მიკრორაიონში.
მრავალწლიანი გამოცდილება კომპანიის საფუძველთა საფუძველია. ჩვენი უმთვრესი მიზანია მომხმარებელს მყუდრო და სასიამოვნო გარემო შეუქმნას. ამ მიზნის მისაღწევად კომპანია თანმიმდევრულად იცავს შემდეგ პრინციპებს
აუდიტორული კომპანია ეი ეფ ეი ოფისი წარმოადგენს აღრიცხვა-აუდიტის ბაზარზე ერთ-ერთ მზარდ კომპანიას, რომლის მთავარი ამოცანაც არის ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა აუდიტორული და საბუღალტრო მომსახურებით. ჩვენი კომპანია კლიენტებს სთავაზობს მრავალი სახის მომსახურებას: კონსულტაციებს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებთან და გადასახადების გამოანგარიშებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას, მიმდინარე აღრიცხვის მონიტორინგს, ფინანსურ და საგადასახადო აუდიტს, ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე კომპანიის საქმიანობის ანალიზს, რეკომენდაციებს კომპანიის მიერ განსახორციელებელ სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებით.
ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კერძო სექტორს სწორად წარმართონ ბუღალტრული აღრიცხვა, რაც ხელს შეუწყობს გადასახადების გამოანგარიშებასა და მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას.
ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი მზადაა გაგიწიოთ მაღალკვალიფიციური მომსახურება და შეგიქმნათ თანამშრომლობისათვის კომფორტული პირობები.
ეი ეფ ეი ოფისი განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს დამწყებ ბიზნესმენებს და სტარტაფ–ებს სთავაზობს მათზე მორგებულ მომსახურებას რომელიც ფინანსურ ტვირთად არ დააწვება განვითარების პროცესში მყოფ ბიზნესს.
ლუკა პოლარე საუკეთესო სანაყინე - საყვარელი პოლარული დათვი საქართველოში ჩამოვიდა 2008 წლის თაკარა ზაფხულში იმის საკეთებლად, რაც შესანიშნავად გამოსდის: მოგვამარაგოს საუკეთესო ნაყინით და ბევრი სხვა რამით... გერმანულ-ქართული ოჯახური ბიზნესი დაიწყო იდეით, საქართველოსთვის შექმნილიყო რაიმე სრულიად ახალი - ევროპული სტილის სანაყინე, სადაც უგემრიელესი, ხარისხიანი ყავაც გაიყიდებოდა და დააკმაყოფილებდა ხარისხისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებს.
ლუკა პოლარეს ახლა ოთხი კაფე-სანაყინე გააჩნია თბილისის ცენტრალურ უბნებში: ლესელიძის ქ. 34-ში (ძველი თბილისი), ერისთავის ქ. 12-ში (მრგვალი ბაღი), პეკინის გამზირზე 7ა-ში (საბურთალო), აღმაშენებლის გამზირის 125-ში (ძველი თბილისი). ყოველდღიურად, დილაადრიან იწყებს მუშაობას (8 საათზე) და გვიან ღამემდე (ღამის 2 საათამდე) სთავაზობს მომხმარებელს ნაყინის 26 სხვადასხვა არომატს, რომლებიც იტალიური რეცეპტების მიხედვითაა დამზადებული და არ შეიცავს არანაირ ხელოვნურ საღებავს ან არომატიზატორს. ის არ შეიცავს კონსერვანტებს და ყოველდღიურად ახალ-ახალი მზადდება, იმისთვის რომ მაქსიმალურად ხარისხიანი იყოს. ჩვენს ნაყინს ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანებს ვთავაზობთ: რძისას და ნაღებისას, სხვადასხვა ხილისას და კენკრისას, რომელიც ადგილობრივად მოწეული ხილისაგან მზადდება და არ შეიცავს ცხიმს ან ცხოველურ პროდუქტებს და შესანიშნავია ვეგეტარიანელებისთვის, ლიქიორიან ნაყინებს, დიაბეტურ ნაყინებს...
2009 წლიდან ლუკა პოლარემ გაამრავალფეროვნა ასორტიმენტი ცხელი და ცივი სასმელებით და გვთავაზობს ყავას, ჩაის, ცხელ შოკოლადს, ესპრესოს მიქს-სასმელებსა და ნაყინიან ფრაპეებს.
სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპონენტი ქმნის ლუკა პოლარეს ყავის გამორჩეულ არომატს და განაპირობებს მის უმაღლეს ხარისხს: ხელით დაკრეფილი გურმანების ყავის მარცვლებს გერმანიაში ხალავენ უახლესი ტექნოლოგიით და საქართველოში ჰერმეტულად დალუქული პაკეტებით ჩამოაქვთ, რომ არომატი შეინარჩუნოს და ახალივით იყოს. ლუკა პოლარეში საუკეთესო ყავის მომზადების წესებს ძალიან მკაცრად იცავენ და მარცვლები უშუალოდ თითოეული ჭიქა ყავის მომზადების წინ იფქვება. ტრადიციული ესპრესოს გარდა, ლუკა პოლარე გვთავაზობს უმაღლესი ხარისხის დეკოფეინიზირებულ ყავას, გემოს და არომატს, ასევე ყავას და შერეულ სასმელებს რძითა და სოიოს რძით.
გარდა ამისა, ლუკა პოლარეს მენიუში შედის მაფინები, ორცხობილები, ნამცხვრებისა და ტარტების დიდი ასორტიმენტი, კარამელიზირებული მოხალული ნუში, ახალი წვენები, შერეული ხილი, სალათები.
უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მეგობრული სერვისი, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებზეა ორიენტირებული, ლუკა პოლარეს მთავარი პრიორიტეტებია, რადგან კმაყოფილი მომხმარებელი საუკეთესო რეკლამაა.
მყუდრო ატმოსფერო ახლახან დაფქვილი ყავის არომატთან და სიყვარულით მორთმეულ პროდუქციასთან ერთად, ლუკა პოლარე თბილისელთათვის საყვარელ ადგილად აქცია.
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი არის, შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, საიდენტიფიკაციო კოდი:204379369
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი დაარსდა 1993 წელს. მისი დაარსებიდა დღემდე დემირელის სახელობის კერძო კოლეჯმა უამრავი მოსწავლე აზიარა ცოდნის სამყაროს. ბევრი მათგანი დღეს წარმატებული პიროვნებაა, რომლებიც, ჩვენდა სასიხარულოდ, არ ივიწყებენ აქ გატარებულ დაძაბულ, მაგრამ ბედნიერ წლებს.
კოლეჯის მოსწავლეებს მონაწილეობა აქვთ მიღებული როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ოლიმპიადებსა და სამეცნიერო კონკურსებში . ამ დროის მანძილზე ჩვენს მოსწავლეებს მოპოვებული აქვთ 36 ოქროს, 32 ვერცხლის და 42 ბრინჯაოს მედალი მხოლოდ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებზე.
კოლეჯში მოსწავლეები ირიცხებიან ტესტური გამოცდების საფუძველზე, რომელთა სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობას მაღალკვალიფიცირებული პედაგოგები წარმართავენ. ფუნქციონირებს სხვადასხვა საოლიმპიადო, სპორტული, სოციალური და საგანმანათლებო წრეები. კოლეჯის კურსდამთავრებული იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ატესტატს, რომლის მეშვეობითაც შეუძლია სწავლის გაგრძელება მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში.
დღეს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში სწავლა განათლებას იღებს 400 ზე მეტი მოსწავლე და დასაქმებულია 76 პერსონალი.
• რესტორანი “ბარბარესთან” კონცეფცია
ახალ პროექტში გასტრონომიულმა ჯგუფმა Gastonaut-მა მიზნად დაისახა— შექმნას ხელმისაწვდომი ქართული სამზარეულო ახალი სტანდარტებით.
• “ბარბარესთან” თბილისისთვის უჩვეულო, ქართული სამზარეულოს რესტორანია.
• ეს არის მყუდრო ქართული ბინა, რომელშიც მეგობრულად ცხოვრობს დიდი, ხმაურიანი, სტუმართმოყვარე ოჯახი, რესტორნის მფლობელები დედა, მამა და 10 შვილია.
• რესტორანში “ბარბარეში” - დაგემოვნებთ ქართულ კერძებს ბარბარე ჯორჯაძის მე-19 საუკუნის უნიკალური რეცეპტების წიგნიდან. “ბარბარესთან” სამზარეულოს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ოჯახური, რომლის განსაკუთრებულობას ახალი, თქვენთვის დღემდე უცნობი გემო განაპირობებს. ვფიქრობთ, მენიუს ბევრი პოზიცია გურმანებისათვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება. ტრადიციული კერძებიც კი. მხოლოდ ქართული პროდუქტით დამზადებული ხაჭაპური, საცივი, ლობიო ლორით და ელარჯი მკვეთრად განსხვავდება იმისგან რასაც თქვენ აქამდე მიირთმევდით ქალაქის რესტორნებში. მენიუ დაამუშავა და თანამედროვე სტანდარტებით შეადგინა ცნობილმა ქართველმა შეფ - მზარეულმა ლევან კობიაშვილმა. ყველაფერი დამზადებულია ისე, როგორც ამას დიდი ქართული ოჯახების შინაურ სამზარეულოში და როგორც ამას თავად მწერალი ქალი, ბარბარე აკეთებდა.
• რესტორან ”ბარბარეში” - სულ 50 დასაჯდომი ადგილია, აქედან ერთი დარბაზი, 10 კაციანი იზოლირებული სივრცე სავახშმოდ და მე-19 საუკუნის ისტორიული ღვინის მარანია, რომელიც რესტორნის სიამაყეა.
• დილით ბარბარესთან ახლადგამომცხვარი პურის სუნი დგას - ძალის მომცემი ახალი დღისთვის. სადილობისას სიმშვიდე ისადგურებს და ამ ემოციით სტუმარი აგემოვნებს გემრიელ ჩიხირთმას და კენკროვანი სოუსით შეზავებულ ჩაშუშული იხვის ფეხს.
• საღამოს ბარბარესთან ნამდვილი დღესასწაულია. იშვიათი ქართული ღვინოები, რომელთაც მზრუნველი მასპინძელი საკუთარ სარდაფში ინახავს.
• იქვე, სხვა მაგიდებთან, სტუმრებს უკვე აწვდიან შემწვარ კარტოფილს სოფლურად, თევზის ასორტს შინაური რეცეპტით, იშვიათი ქართული ყველის სახეობებს და სხვა მრავალს.
• ტკბილ მენიუში ბებოს დესერტებია - მურაბები და კომპოტები – აქაც ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტით დამზადებული. დესერტის მენიუს კულმინაცია ფელამუშის ნამცხვარია. საფირმო ტკბილეული, რომელსაც მხოლოდ ჩვენთან იპოვით.
• საუკუნოვანი ავეჯი, ფერადი ხალიჩები, ანტიკვარული ნივთები, აგურის კედლები, იატქკზე ლამაზი ხალიჩები ქარული ორნამენტებით, მუსიკალური თანხლება რეტროა, დარბაზებში გაფანტული ქართული მელოდია პირველივე წუთიდან ავსებს სტუმარს. მცენარეები და მინდვრის ყვავილები ყველგანაა. ვიტრინაში ქართული ნობათი დევს - ყველი, ჩურჩხელები, მურაბები, ახალი პური და კაკალი, რაც ნებისმიერი გამვლელის თვალს იპყრობს და აჯადოვებს.
__________
Barbarestan is a little untypical Georgian restaurant for Tbilisi. In fact, its a cozy Georgian apartment where a big, noisy and hospitable family lives, as the owners of the restaurant are happy parents of 10 kids!
For this new project creative team of "Gastonaut" has set a plan - to make high-quality Georgian cuisine in much more interesting style, but still available to all, without lowering the interior concept, creativity in menu and fantastic service.
Barbarestan offers interesting Georgian food, borrowed from unique recipe book of the 19th century duchess Barbare Jorjadze.
Menu of "Barbarestan" was modified and adapted to modern standards by well-known Georgian chef Levan Kobiashvili.
Cuisine of "Barbarestan" can be called homestyle cuisine for sure, the distinctive feature of which is the fact that many items on the menu are unfamiliar to metropolitan gourmets! Of course, the basis of the menu consists of traditional dishes, but the taste of even the classic local authentic foods is markedly different from that to which are accustomed in Tbilisi. After all, we use only Georgian bio or village products, all food is prepared directly in the restaurant by old family recipes that we have borrowed from Jorjadzes cook book.
Barbarestan is a tiny restaurant - 70 seats in two halls and 2 private rooms for 10 people in the wine cellar.
Grandma's like an old ragged furniture, colorful rugs, various antique things, brick walls, greenery and fresh flowers everywhere.
There is no unity - all the chairs, tables and even the utensils - everything is different. The historic wine cellar of the 19th century is an obvious pride of the restaurant. VIP cabinet - for cozy evenings with friends- center of gravity in this room - antique fireplace.
Musical accompaniment from the first minute plunges into the atmosphere of nostalgic memories of classic Georgian songs...
Of course, to fully understand the charm of this house, you should at least once look in on a soft light of its lampshade.
სასწავლებელი ახორციელებს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამებს:
– მიღება-განთავსების სპეციალისტი;
– ბუღალტერი;
– სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორი;
– ბანკის მოლარე-ოპერატორი.
გულოს აბანი არის, პს ბახმარო, საიდენტიფიკაციო კოდი: 204383201
გულოს აბანო XVII-XVIII საუკუნეებშია აგებული და ქალაქის ცოცხალი ტრადიციაა. ოდითგანვე მას სწვევია უამრავი გამოჩენილი უცხოელი სტუმარი თუ მოგზაური.
გულოს აბანო დღესაც ინახავს ნეტარების ამ უნიკალურ ტრადიციებს და გეპატიჟებათ, როგორც არაბულ, ისე რომაულ დარბაზებში. ჩვენი მექსიეები და მასაჟისტები კი თქვენი სხეულის რელაქსაციაზე იზრუნებენ.
დაბოლოს, გულოს აბანოს უცვლელი ტრადიცია - თქვენ გელით გულოს ყველაზე გემრიელი მურაბები, რომლის გასინჯვაც ცალკე აღმოჩენაა.
“ქართული წინდა” პირველი ქართული საწარმოა, რომელიც აწარმოებს 40-ზე მეტი დასახელების პროდუქტს, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისა და ბავშვებისთვის.
ქარხანაში იწარმოება სხვადასხვა ტიპის წინდები:
–დაბალყელიანი.
–მაღალყელიანი.
–100% ბამბისგან წარმოებული წინდები ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის.
–ქართულ ბაზარზე სრულიად ინოვაციური - ვერცხლის ძაფით დამზადებული ანტიბაქტერიული წინდები.
–20 და 40 დენიანი კოლგოტები ყველანაირი აღნაგობის ქალბატონებისთვის.
ჩვენი პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ:
"კარფური" (დიღომი, ქარვასლა, ჯითისი)
"გუდვილი" (დიღომი, ვაკე, საბურთალო, ბათუმი, გორი)
"სმარტი" (ვაზისუბანი, რუსთაველი, ვაკე, მარნეული)
"ფრესკო" (ვარკეთილი, მუხიანი, ორთაჭალა)
"ფურშეტი" (ისანი, მარნეული)
"სითი ფარმას" ქსელში
...და სხვა, ასამდე პატარა და დიდ სუპერმარკეტებში, ასევე ფეხსაცმლის მაღაზიებში.
ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი არის, შპს ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი, საიდენტიფიკაციო კოდი:405025299
ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრს უკვე 350-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს საბანკო სექტორში! ყველას აინტერესებს,როგორ საქმდებიან ასე სწრაფად და მარტივად ცენტრის კურსდამთავრებულები. მოკლედ გიამბობთ ჩვენ შესახებ - ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი 2011 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე და უმოკლეს დროში მოახერხა ლიდერი გამხდარიყო ამ სექტორში.
ბიაიჯი ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე და ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით მიზნებს ახორციელებს მიკროსაფინანსო სექტორში არსებული საერთაშორისო პრინციპების დაცვით.
სასტუმრო კომპლექსი "ყვარლის ედემი" ყვარელში, მდინარე ბურსას მარჯვენა სანაპიროზე, თბილისიდან 153 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სასტუმროს აქვს მაღალი კლასის ოთახები, რესტორნები, ბარები, საკონფერენციო დარბაზი, ბოულინგი, ბილიარდი, ტენისის კორტი, სატრენაჟორო დარბაზი, საბავშვო გასართობი ოთახი და რაც მთავარია- პირველად საქართველოში ექსკლუზიური პროექტი- ღვინოთერაპიის სპა ცენტრი!. აქ ქართულ ტრადიციულ სამზარეულოსთან ერთად ევროპული კერძებითაც ისიამოვნებთ. სასტუმროს აქვს ასევე საკუთარი ღვინის ქარხანა, სადაც 5 სახეობის ღვინო მზადდება: საფერავი, რქაწითელი, კაბერნე, ქისი და მწვანე.
სქაი ქონსთრაქშენი არის, შპს სქაი ქონსთრაქშენი, საიდენტიფიკაციო კოდი:405114317
“Sky Construction” არის სამშენებლო კომპანია, რომელმაც ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე თავი დაიმკვიდრა მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნით. ჩვენი წარმატებული საქმიანობის მთავარი ფაქტორი სწორი და ეფექტური მენეჯმენტი, მუდმივი განვითარება და ინოვაციების დანერგვაა, ასევე მკაცრი ფინანსური დისციპლინა და რა თქმა უნდა, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მშენებლობა. “ Sky Construction" ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და 4 დასრულებული პროექტი, ხოლო 4 მიმდინარე პროექტი აქვს.
მოგესალმებით! ახალი, თანამედროვე, ინოვაციური კომპანია MYCLUB.GE დაარსდა 2017 წლის 1 მარტს.
MYCLUB.GE ქართულ ბაზარზე ინოვაციური პროდუქტია. ჩვენი მისიაა, სრული კომფორტი შევუქმნათ იმ მძროლებს, რომლებმაც ზედმიწევნით იციან რა სურთ მათ ავტომობილს. ჩვენი კომპანიის მიზანია, პროფესიონალური მომსახურების უზრუნველყოფა სწრაფად და ხარისხიანად. სწორედ ამიტომ შეიქმნა ჩვენი 24 საათიანი ქოლ ცენტრი. ჩვენი კვალიფიციური ოპერატორი გაგიწევთ კონსულტაციას დღე-ღამის ნებისმიერ დროს. MYCLUB.GE-ს SMS სერვისი, მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას სიახლეებსა და სხვადასხვა ღონისძიებაზე. ვებ გვერდი MYCLUB.GE საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ სხვადასხვა პროექტებს და ინოვაციებს საქართველოში. ასევე, შეგიძლიათ ONLINE შეიძინოთ საჭირო პროდუქცია, რომელსაც კურიერი მოგართმევთ სასურველ მოსამართზე.
კომპანიის საქმიანობა მაქსიმალურადაა კლიენტებზე ორიენტირებული, რაც კომპანიის განვითარებასთან ერთად გაიზრდება. ჩვენ ვზრუნავთ მომხმარებელზე, მათთან მუდმივი კავშირის გზით. სოციალური პასუხისმგებლობა - ჩვენი კომპანია ზრუნავს მომავალ თაობაზე და საშუალებას გაძლევთ, თქვენც ჩაერთოთ კეთილ საქმეში. სხვადასხვა აქციის საშუალებით, დავეხმარებით პატარებს და გავულამაზებთ ცხოვრებას. MYCLUB.GE იყავი ერთი ნაბიჯით წინ!