პროლოგის მისიას წარმოადგენს პროფესიის არჩევასა და კარიერული კონსულტირების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. პროფესიულ-კარიერული გზამკვლევი სერვისების ინტეგრირება საშუალო, პროფესიულ და უმაღლესი განათლების სისტემაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარია. მსგავსი პრაქტიკა წარმატებით ხორციელდება დასავლურ ქვეყნებში. პროლოგის მიზანია აქტუალური გავხადოთ პროფესიის არჩევის საკითხი ქართულ რეალობაში.
შ.პ.ს აუტომანი არის კომპანია, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს ავტომობილის უზრუნველყოფით სესხის აღებაში. კომპანია თანამშრომლობს საქარველოში არსებულ ყველა წამყვან მიკრო საფინანსოსთან (მოგო, სტარტო, ტურბო, ცენტრალი, ლიბერთი და ასე შემდეგ) კომპანიის იდეა მდგომარეობს იმაში რომ სახლიდან გაუსვლელად 30 წუთში მიიღოთ დეტალური ინფორმაცია ყველა წამყვანი ორგანიზაციიდან. მომსახურება უფასოა
სკოლის მისია წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის მისიაა იყოს სამაგალითო ქართული სკოლა, რომელიც ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული,მრავალმხრივი, ინოვაციური და ახალი ათასწლეულის შესაბამისი განათლების მიცემით აღზრდის დღევანდელ ბავშვებს მომავლის ლიდერებად. სკოლა ინოვაციური და კომპლექსური მიდგომების გამოყენებით მზრუნველ და პატივისცემით განმსჭვალულ გარემოში აღწევს თითოეული ბავშვის ინტელექტუალურ, სოციალურ, ზნეობრივ და ფიზიკურ განვთარებაში საუკეთესო შედეგებს.
უნი ფოსტა არის, შპს უნივერსალური ფოსტა , საიდენტიფიკაციო კოდი: 404489950 შპს "უნივერსალური ფოსტა" დაარსდა 2013 წელს. კომპანია გთავაზობთ სრულ საკურიერო მომსახურებას, ასევე ამანათების დარიგების სერვისს. ჩვენი საქმიანობა მოიცავს საკურიერო მომსახურებას როგორც თბილისის, ასევე საქართველოს რეგიონების მასშტაბით. კომპანია დაარსებულია საერთაშორისო გამოცდილებით და ორიენტირებულია ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რათა მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებლებს. ჩვენი მომსახურების უპირატესობები: ხელიდან-ხელში ჩაბარება; ელექტრონული დასტური; საფოსტო თრექინგ სისტემა; ელექტრონული ხელმოწერა; პრიორიტეტები: ინტერნეტ მაღაზიები; საერთაშორისო კორპორაციები; ფინანსური და იურიდიული სფეროს კომპანიები;
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა) არის არაკომერციული, არა პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური პოლიტიკის, საბანკო სისტემის, ბიზნეს გარემოს, ბიზნეს ეთიკის შესწავლა და კვლევა, მონიტორინგი და საკითხთა საჯარო აქტუალიზაცია. ასევე საგადასახადო, საფინანსო, სამეწარმეო და ეკონომიკური კანონმდებლობის ექსპერტიზის განხორციელება და რეკომენდაციების მომზადება. ახალგაზრდა სპეციალისტთა აქტიური ჩართვა ეროვნული ეკონომიკის აღორძინებაში და მათი პროფესიული მომზადების ხელშეწყობა.
"პრეგო" გთავაზობთ იტალიური ტრადიციული კერძებისა და პიცის მრავალფეროვან, უგემრიელეს მენიუს. რესტორნის დახვეწილი ინტერიერი თუ მომსახურება საშუალებას გაძლევთ შეიქმნათ მყუდრო და სასიამოვნო გარემო დღის ნებისმიერ მონაკვეთში, როგორც ლანჩის დროს, სამუშაო დღის დასასრულს, ისე შაბათ-კვირას მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან თუ საქმიან პარტნიორებთან ერთად.
Tent.ge არის, შპს ნაის ტური, საიდენტიფიკაციო კოდი: 406146077 სრული ინვენტარის სანახავად ეწვიეთ ვებ გვერდს >>> http://tent.ge/ უფასო მიტანის სერვისი საქართველოს მასშტაბით მინიმუმ 100 ლარის შენაძენზე 100 ლარის ქვევით შენაძენზე ადგილზე მიტანა ფასიანია თბილისი - 5 ლარი რეგიონები - 10 ლარი ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ 0% განვადებით მინუმუმ 100 ლარის შენაძენზე დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: მის: სააკაძის მოედანი ტელ: 551542249; 593761651 www.tent.ge
იურიდიული კომპანია LPC მომსახურების ფორმები: - ზეპირი კონსულტაცია; - სამართლებრივი დასკვნების მომზადება; - ხელშეკრულებების მომზადება და ანალიზი; - წესდებების, პარტნიორთა შეთენხმებების, სხვა საკორპორაციო დოკუმენტების შედგენა; - სარჩელების, საჩივრების, განცხადბების და სხვა დოკუმენტების მომზადება სასამართლო და ადმინისტრაციულ დავებში; - წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან და მესამე პირებთან; - წარმომადგენლობა სასამართლო და ადმინისტრაციულ დავებში; მომსახურების სფეროები : - სახელშეკრულებო სამართალი; - სამეწარმეო/ბიზნეს სამართალი; - შრომის სამართალი; - საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალი; - საგადასახადო სამართალი; - ადმინისტრაციული სამართალი ; - საკონსტიტუცია და ადამინის უფლებათა სამართალი;
ფარმაცევტული კომპანია ევროფარმა ჯორჯია დაარსდა 2011 წელს; მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ახალბედაა, მან უკვე შეძლო ბევრი გამოცდილი კომპანიებისთვის გაეწია კონკურენცია და დაემკვიდრებინა თავისი ადგილი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. ევროფარმა ჯორჯიას სათავეში არიან საკმაოდ გამოცდილი ხელმძღვანელები რამაც განაპირობა კომპანიის ასეთი სწრაფი ზრდა. თავდაპირველად ევროფარმა ჯორჯიამ ექვსი პრეპარატით და რამდენიმე თანამშრომლით წარადგინა თავი ქართულ ბაზარზე; დღეს უკვე კომპანია ოცდაათ პრეპარატს წარმოადგენს, ხოლო თანამშრომლების რაოდენობა ორმოცდახუთამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მუშაობის ერთ-ერთ მთავარ ხაზს წარმოადგენს პედიატრიული ჯგუფის პრეპარატები. ევროფარმა ჯორჯია არის Vefa Ilac-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში; Vefa Ilac არის უდიდესი და ერთ-ერთი ლიდერი ქარხანა თურქეთის რესპუბლიკაში. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ Vefa Ilac-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, vefailac.com.tr ევროფარმა ჯორჯია დღესდღეობით წარმოადგენს პრეპარატებს, რომელთა რეალიზაცია წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის არის პრეპარატები რომელთა ანალოგები არ მოიპოვება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. პროდუქცია არის მცენარეული და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენ ვებგვერდზე. ევროფარმა ჯორჯიას პრეპარატები დამზადებულია თურქეთში არსებულ ერთ-ერთი ლიდერ ქარხნაში,Vefa Ilac-ში, რომლიც აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით და ანხორციელებს წარმოებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მწარმოებელი ქარხნის,Vefa Ilac-ის პროდუქცია არის ხარისხიანი, აკმაყოფილებს ყველა საჭირო მოთხოვნას და გააჩნია ხარისხის დამადასტურებელ საერთაშორისო GMP სერთიფიკატი.
სასტუმრო „ტრიბეკა" მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, კერძოდ აღმაშენებლის გამზირზე. „ტრიბეკას" ადგილმდებარეობა საშუალებას მოგცემთ ისიამოვნოთ აქ მდებარე რესტორნებით, ბარებით, თეატრებითა და პატარა კაფეებით, რომელიც მისაღებია ყველა გემოვნების ადამიანისთვის. სასტუმროს სახელი ნიუ იორკის ერთ-ერთი ქუჩის - ტრიბეკას სახელიდან მოდის (გვაგონებს ქუჩას, სადაც მდებარეობს ჩვენი სასტუმრო), რომელიც მე-19 საუკუნეში გახდა პოპულარული, როცა ამ ქუჩაზე მოდელები და მსახიობები დასახელდნენ, გაიხსნა უამრავი რესტორანი, ბარი და თეატრი. ქუჩის სახელი წარმოადგენს აბრევიატურას: " Tri angle Be low Ca nal Street". სასტუმროს შენობა აგებულია გერმანელი არქიტექტორის ალბერტ ზალცმანის 1872 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით. სასტუმროში სულ 38 ოთახია, რომელიც დაყოფილია კომფორტ და დელუქს ტიპის ოთახებად. ყველა ოთახი უზრუნველყოფილია ინდივიდუალური კონდიციონერით, პლაზმური ტელევიზორით, სააბაზანოთი და კომფორტული საწოლებით. ასევე შესაძლებელია ორი კომფორტ ოთახის გაერთიანება და საოჯახო ნომრის შექმნა, ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია გამყოფი კარით. სასტუმროს მყუდრო მიმღებში, შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი სასმელი, ეწვიოთ ღვინის კუთხეს და დააგემოვნოთ ქართული კერძები ქართულ, ტრადიციულ რესტორანში, სადაც შეგიძლიათ მოხვდეთ როგორც კიბით, ასევე სასტუმროს მისაღებში მდებარე ლიფტით. სასტუმროს მესამე სართულზე თქვენ მოგემსახურებათ SAPERAVI CLUB, ორივე მხარეს მყუდრო ტერასითა და ლამაზი ხედით ქალაქზე. ჩვენი პროფესიონალები მზად არიან, გაგიმასპინძლდნენ გემრიელი სამზარეულოთი და სხვადასხვა სასმელით, შემოგთავაზონ ქართული ღვინის დიდი არჩევანი. სასტუმროს გუნდი მზად არის, თქვენი დასვენება გახადოს დაუვიწყარი. ჩვენი ფრონტ ოფისი, რომელიც თითოეულ სტუმარს გულითადი ღიმილით ეგებება, თქვენს ყველა სურვილს გაითვალისწინებს და გულითად მასპინძლობას გაგიწევთ. ისინი დაგეხმარებიან რესტორნების, საინტერესო ადგილების, ქალაქის აუცილებლად სანახავი ადგილების, საინტერესო ტურების შერჩევაში. დამატებით იზრუნებენ თქვენთვის აეროპორტის ტრანსფერის, თეატრის ბილეთების დაჯავშნისთვის. სურვილის შემთხვევაში, ჩვენ გაგიწევთ დახმარებას სხვა საკითხების მოგვარებაშიც. სასტუმრო „ტრიბეკა"- ეს არის იდეალური ადგილი თბილისში მოგზაურობის დროს გასაჩერებლად.
Serv.ge დაარსდა 2008 წელს. მიუხედავად არცთუ ისე დიდი დროისა, ჩვენ უკვე შევძელით მოგვეპოვებინა პოპულარობა საქართველოში ვებ-ჰოსტინგის ბაზარზე, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს შორის. თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალური მიდგომით და მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, კომპანია დღითიდღე სტაბილურად იზრდება. ჩვენი კლიენტების დაახლოებით 83% უწევს რეკომენდაციას Serv.ge -ს თავის მეგობრებთან და ბიზნეს-პარტნიორებთან, რაც იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ კლიენტებს მართლაც მაღალხარისხიან სერვისს ვაწოდებთ. თქვენი თითოეული გამოხმაურება , ძალიან დიდი სტიმულია ჩვენი შემდგომი განვითარებისათვის. მსოფლიოში №1 ფაირვოლად აღიარებული - ჩეკპოინტით დაცული IBM და HP დაკლასტერებული სერვერები, Cisco-ს უახლესი აპარატურა, 99.5% UP-time, ქართულ პროვაიდერებამდე 1-10 GB, ხოლო უცხოურ პროვაიდერებამდე 155 MB (STM1) სიჩქარით შეერთება და 24/7 ტექნიკური მხარდაჭერა, პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ მომსახურების დახვეწასა და გაუმჯობესებაზე - საერთო ჯამში სერვისის სტაბილურობის და მდგრადობის გარანტიაა. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თქვენგან ნებისმიერი წინადადება თუ შენიშვნა. გპირდებით, თითოეული მათგანი იქნება განხილული და გულმოდგინედ შესწავლილი.
სითი ექსპრესი არის, შპს სითი ექსპრესი, საიდენტიფიკაციო კოდი: 404867541 როგორც თბილისის წამყვანი საკურიერო კომპანია, City Express-ი გთავაზობთ ყველაზე სწრაფ და იაფ საკურიერო სევისსა და ლოგისტიკას. ჩვენ ვემსახურებით ყველას: მსხვილ საწარმოებსა და მცირე ბიზნესებს და მთელი ქალაქ თბილისის მოსახლეობას. იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს ჩვენი კლიენტების მოთხოვნილებები, სითი ექსპრესი (City Express) გთავაზობთ მოხერხებულ, სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას დამატებითი ინფორმაციისა და თქვენი აზრის/შენიშვნების გაზიარების სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 158 158 სითი ექსპრესი (City Express) - თქვენს სამსახურში ყოველთვის და ყველგან, რაც არ უნდა მოხდეს!
"თვინსეთი" 1987 წელს, კარპში დაარსდა. ყველაფერი დაიწყო ჟაკეტისა და სვიტერის ჰარმონიული კომბინაციით ფემინური მომხიბვლელობიდან თვითდაჯერებულ ელეგანტურობამდე. კოლექციები შექმნილია ძლიერი ხასიათის მქონე დახვეწილი ქალბატონებისთვის, ვინც საკუთარ ფემინურობასთან რომანტიული აპლიკაციებით თამაშობს: როგორებიცაა ბისერები, ტიული და ნაქარგები საოცარ პრინტებთან და თამამ მატერიებთან ერთად (ჯინსი, ტყავი, რკინის დეტალები და ტექნიკური ქსოვილები). დღეისათვის “თვინსეთის” კოლექციები პროდუქციის სრულ სპექტრს მოიცავს: ტოპებსა და კაბებს, თეთრეულსა და საცურაო კოსტუმებს, ჩანთებს, ფეხსაცმელებს და ასევე ახალ ხაზებს: TWINSET Girl და TWINSET Jeans. ამ კოლექციების წარმატების შემდეგ, 2000 წელს "თვინსეთმა" იტალიაში, ემილია რომანაში ცალკეული სამარკო დასახელების მაღაზიები გახსნა. ეს ადგილი ზუსტად პასუხობს ბრენდის სულისკვეთებას და მის ნოუჰაუს. ამას მოჰყვა ბევრი ახალი მაღაზიის გახსნა იტალიისა და ევროპის სხვა დიდ ქალაქებშიც. TWINSET was founded in Carpi in 1987, starting from the union of a cardigan and its sweater, a harmonious combination between feminine fascination and self-assured elegance. The collections are designed for a sophisticated woman with a strong character, who plays with her femininity by combining romantic applications such as sequins, tulle and embroidery, together with striking prints and bolder materials such as jeans, leather, studs and technical fabrics. As of today the TWINSET collections include a complete range of products to dress women head to toe: from tops to dresses, from lingerie to beachwear, and also handbags, shoes and new lines such as TWINSET Girl and TWINSET Jeans. Following the success of these collections, TWINSET opened in the year 2000 the first single-brand stores in Emilia Romagna, Italy, an area that represents the spirit of the brand and its sartorial knowhow. The first openings have been followed by many others, in the most important Italian and European cities.
21 წლის წინ ყველაფერი ერთი შეხედვით უტოპიური იდეიდან დაიწყო! 1995 წელს, როცა ქვეყანაში მძიმე სოციალური და პოლიტიკური ფონი იყო, რამდენიმე ადამიანის იდეა რეალობად იქცა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში გაჩნდა უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც ათ წელიწადში ერთ-ერთ წარმატებულ და მძლავრ უნივერსიტეტად იქცა. იზრდებოდა აკადემიური პერსონალის ხარისხი, ფაკულტეტების რაოდენობა, ვითარდებოდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზები, რასაც ლოგიკურად მოჰყვა სტუდენტთა რაოდენობის სწრაფი ზრდაც. 2005-2007 წლებში უნივერსიტეტმა პირველად წარმატებით გაიარა ინსტიტუციური აკრედიტაცია. 2012 წელს უნივერსიტეტის ყველა პროგრამას 5 წლის ვადით მიენიჭა აკრედიტაცია, ასევე 5 წლის ვადით მოიპოვა ავტორიზაცია და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - უნივერსიტეტის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (კსუ) სწავლა სამსაფეხურიანი გახდა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა 3500-ით განისაზღვრა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ 2015 წლის 14 ივლისს დააკმაყოფილა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის განაცხადი. საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის კონტინგენტი 4700 (ოთხიათას შვიდასი) სტუდენტით განისაზღვრა. კსუ ახორციელებს საბაკალავრო, ერთსაფეხურიან (ქართულ ინგლისურ და რუსულენოვან), სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არაერთი საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი მოქმედებს, საქართველოში მაინც არსებობდა დასავლური ყაიდის უნივერსიტეტის შექმნის მოთხოვნილება; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სწორედ ეს მისია დაისახა; დამფუძნებელთა და ცნობილ, გამოცდილ მეცნიერთა ჯგუფის ერთობლივი მცდელობის შედეგად უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა ხუთი ძლიერი, მაღალი პროფესიული აკადემიური კადრით დაკომპლექტებული და თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებით აღჭურვილი ფაკულტეტი: ბიზნესის ფაკულტეტი; სამართლის ფაკულტეტი; სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; მედიცინის ფაკულტეტი; მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი. კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტმა დაარსების დღიდან უამრავი ცვლილება განიცადა. დაინერგა არაერთი მეცნიერული სიახლე, განვითარდა არსებული სტრუქტურები და მიმართულებები. უნივერსიტეტში მუდმივად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს როგორც სასწავლო პროცესის, ასევე მენეჯმენტის დახვეწა და სრულყოფა. უკვე წლებია, კსუ-ს მთავარ პრიორიტეტს სტუდენტთა დასაქმების პროგრამა წარმოადგენს. სწავლის პროცესში აქცენტი გამახვილებულია ახალგაზრდათა განსაკუთრებული პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და სრულყოფილი ცოდნის ფლობაზე. კსუ-ში მუდმივად მიმდინარეობს ისეთი უნივერსიტეტების ძიების პროცესი, რომელთანაც თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებსა და სამეცნიერო-აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს, გაეცნონ საერთაშორისო პარტნიორების საქმიანობის კომერციულ და კულტურულ მხარეებს; წარჩინებულ სტუდენტებს კი ეძლევათ შანსი, სწავლა გააგრძელონ პარტნიორ უნივერსიტეტებში. 2012-2013 წლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შეემატა კიდევ ერთი ახალი კორპუსი, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე საუნივერსიტეტო სტანდარტებს. ევროპული სტანდარტების აუდიტორიები, დიდი ბიბლიოთეკა, სტუდენტური კაფე, სპორტული დარბაზები და გამწვანებული ეზო საუკეთესო სასწავლო გარემოს ქმნის. კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით, უნივერსიტეტში სისტემატურად იხვეწება სწავლების მეთოდები, ხდება პროგრამების მოდიფიცირება-განახლება; შემუშავდა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები და სასწავლო კურსები, ინერგება სიახლეები, ფუნქციონირებს სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები. ყოველივე აღნიშნული კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აღიარებისა და ევროსივრცეში მისი სრულად ჩართვის საფუძველია. უნივერსიტეტში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობები ვიდეო-კონფერენციების ჩატარების, დისტანციური სწავლების დანერგვის, მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან პირდაპირი დაკავშირების საშუალებას იძლევა. სწავლების ხარისხის ასამაღლებლად უნივერსიტეტი სათანადო ყურადღებას უთმობს და ითვალისწინებს სტუდენტთა მოსაზრებებს. ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულნი აკადემიური პროცესის შეფასებაში. სტუდენტთა პროფესიულ დაოსტატებას ხელს უწყობს თანამედროვე ლიტერატურითა და ელექტრონული ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბიბლიოთეკო ფონდიც. უნივერსიტეტს მჭიდრო კონტაქტები აქვს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებთან. „მოწვეული სტუმრის“ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება აქვთ, კონტაქტები დაამყარონ პოლიტიკის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ დასაქმებას. სწავლისა და კვლევის სფეროების არჩევაში სტუდენტებს სრული თავისუფლება აქვთ მინიჭებული. მათ შექმნეს ქმედითუნარიანი თვითმმართველობის ორგანო. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აქტიური მონაწილეობით უნივერსიტეტი განსაზღვრავს სწავლებისა და კვლევის პრიორიტეტებს. კსუ-ს ბაზაზე 2009 წლიდან ფუნქციონირებს ყოველკვარტალური რეცენზირებადი, რეფერირებადი სამენოვანი სამეცნიერო ჟურნალი „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნე“, რომელშიც იბეჭდებიან როგორც კსუ-ს, ასევე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი წამყვანი მეცნიერები; 2011 წლიდან უნივერსიტეტს შეემატა კიდევ ერთი ყოველკვარტალური პერიოდული ორგანო, გაზეთი „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, რომელიც საინფორმაც
Credia.ge შეიქმნა სესხის აღების პროცესების გასამარტივებლად იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც ჭირდებათ თანხა სწრაფად და არ უნდათ ყველა იმ დროში გაწელილი პროცედურების გავლა, რომლებიც დაკავშირებულია საბანკო სესხებთან. ჩვენი უპირველის მიზანი იყო შეგვექმნა მარტივად აღსაქმელი და გამოსაყენებელი სისტემა, რომელიც აძლევს მომხმარებლებს საშუალებას აიღონ სამომხმარებლო სესხი მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად ჭირდებათ. ჩვენი მისია მივაწოდოთ მომხმარებლებს უსაფრთხო და დაცული სესხი, რომელიც თქვენი საიმედო პარტნიორი იქნება გაუთვალისწინებელი ხარჯების დროს, ამავდროულად პასუხსმგებლიანი დამოკიდებულების ჩვენებით დაკრედიტების მიმართ. ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სენსიტიური თემაა, აქედან გამომდინარე ჩვენი მიზანია გავხადოთ თქვენი ცხოვრება უფრო მარტივი და აგარიდოთ დამატებით სტრესს ან სხვა უსიამოვნებას. ჩვენი მიზანია დავრწმუნდეთ, რომ ყველა სესხი გაცემულია პასუხისმგებლობით, ამისათვის ჩვენ ვაძლევთ საშუალებას მომხმარებლებს აირჩიონ მათ მოთხოვნილებებზე მორგებული გადახდის თარიღი და ასევე გავთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გადახდის თარიღის ცვლილებების შესაძლებლობას.