ისტორია სტეფ ფორვარდი - ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია დაფუძნდა 2003 წელს. ორგანიზაციის დამფუძნებლები / გამგეობის წევრები არიან მანანა ინაიშვილი - თავმჯდომარე / სთეფ ფორვარდი/ ბათუმი/ექიმი მარინე მეგრელიშვილი - სტეფ ფორვარდი/ ფილოლოგი/ ბათუმი ნათია ანდღულაძე - ილიას უნივერსიტეტი/ ასისტენტ-პროფესორი, თბილისი/ განათლების ექსპერტი საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) ბათუმის პრეზიდენტი, ბათუმი/ ინგლისური ენის პედაგოგი ლალი ლომთათიძე - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა, ბათუმი/ რუსული ენის პედაგოგი/ ტრენერი ორგანიზაციის მისიაა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფის ხელშეწყობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ჯანსაღი სოციალური პირობების შექმნა საქმიანობების ძირითადი სფეროებია: ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა მოწყვლადი მოსახლეობისათვის, შეზღუდული შესაძლებლობეის მქონე პირთა, მათ შორის , სმენის შეზღუდვის მქონე ბავშვთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა; ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა; სამოქალაქო საზოგადოების განვითარება. ორგანიზაციასგანხორციელებული აქვს 17 პროექტი ; დონორი ორგანიზაციები : Oxfam – Novib , Oxfam GB , EU, OSGF/OSI, USAID/ EWMI ორგანიზაციას გააჩნია გამოცდილება პროექტების მართვის, მოსახლეობის სხვადასხვა დაუცველი ფენების ინტერესების ადვოკატირების, პაციენტთა უფლებათა დაცვის საკითხებში. სთეფ ფორვარდი მჭიდროდ თანამშრომლობს საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემებთან და საქართველოში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. სთეფ ფორვარდი არის კოალიციის - ”მომავალი სიღარიბის გარეშე” წევრი.
ისტორიული წყაროების მიხედვით სტატისტიკური ცნობების მოპოვება საქართველოში XIII საუკუნიდან იწყება. 1254-1258 წლებში მონღოლმა ნოინმა არღუნმა აღწერა საქართველოს მოსახლეობა და მათი ქონება. 1689 წლიდან, ერეკლე I-ის მეფობის ხანაში, საქართველოს სადროშოების სარდლები შვიდ წელიწადში ერთხელ ატარებდნენ თავიანთ სადროშოებში ხალხის აღწერას. ჩვენს დრომდეა მოღწეული XVII-XVIII სს. დავთრები, რომლებშიც ჰქონდათ აღწერის შედეგად მოპოვებული ცნობები. 1918 წ. 15 ნოემბერს მიწათმოქმედების სამინისტროსთან შეიქმნა სტატისტიკის დროებითი ბიურო, რომლის ფუნქციებში შედიოდა სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალების შემუშავება, მიწის ფონდის აღრიცხვა და მისი განაწილების ნორმების განსაზღვრა. 1919 წ. 25 ივლისს, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, შეიქმნა რესპუბლიკის ცენტრალური სასტატისტიკო კომიტეტი იმავე სამინისტროს შემადგენლობაში. კომიტეტს დაევალა ყოველგვარი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტატისტიკური სამუშაოების წარმართვა . საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, 1921 წლის 3 აპრილს თბილისში გამოქვეყნდა რევოლუციური კომიტეტის დეკრეტი “საქართველოს სსრ ცენტრალური სტატისტიკის სამმართველოს დაარსების შესახებ”, ხოლო 1921 წლის 4 ივლისს – პირველი დებულება საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოების შესახებ. ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების პერიოდიდან გასული საუკუნის 90–იან წლებამდე საქართველოში განხორციელებული სტატისტიკური საქმიანობა საბჭოთა კავშირის მასშტაბური სტატისტიკის ნაწილი გახდა და ეყრდნობოდა საბჭოთა სტანდარტებსა და მეთოდოლოგიებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კერძოდ კი 1990-იან წლებში საჭირო გახდა დაკვირვების მთელი ინსტრუმენტარიუმის ძირეული ცვლილება, ინფორმაციის მოპოვების განსხვავებული, ალტერნატიული წყაროების ფორმირება. მნიშვნელოვანი გახდა საბაზრო ეკონომიკის მახასიათებელი ინდიკატორების შემუშავება და დანერგვა. განსაკუთრებული ყურადღების საგნად იქცა ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში მიმდინარე ინსტიტუციონალური ცვლილებების და რეფორმების დახასიათება. 1991 წლის 27 თებერვლის საქართველოს უზენაესი საბჭოს ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის შესაბამისად 1991–1995 წლებში ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკურ საქმიანობას აწარმოებდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან არსებული სოციალურ–ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტი. ხოლო სტატისტიკურ სამუშაოთა სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის კანონი სტატისტიკის შესახებ. 1995 წელს საქართველოს რესპუბლიკის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო სტატისტიკის პრიორიტეტული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი მატერიალურ ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და განვითარების მიზნით, მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 აპრილის N181 დადგენილების შესაბამისად ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა სტატისტიკის განვითარების სახელმწიფო ფონდი, რომლის პრეზიდენტის ფუნქციებსაც ასრულებდა სოციალურ–ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარე. 1995 წლის 8 დეკემბრის ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 1995–1997წლებში სტატისტიკურ საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტი. 1996 წლის აპრილიდან 1997 წლის ოქტომბრამდე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად სახელმწიფო სტატისტიკის სრულყოფის მიზნით სტატისტიკის სახელმწიფო დროებითი კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის, ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო კანცელარიის პასუხისმგებელი პირები. 1997-2004 წლებში სტატისტიკურ საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეუერთდა. შესაბამისად, სტატისტიკურ საქმიანობას აღნიშნული თარიღიდან 2009 წლის 11 დეკემბრამდე ახორციელებდა როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება– სტატისტიკის დეპარტამენტი. 1998 წლიდან 2009 წლის დეკემბრამდე მოქმედებდა 1997 წელს მიღებული კანონი “სტატისტიკის შესახებ”. დღეს საქართველოში სტატისტიკურ საქმიანობას დამოუკიდებელი სტრუქტურა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) საერთაშორისო მეთოდოლოგიისა და სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს. მისი ფუნქციონირების სამართლებრივ ბაზას 2009 წლის 11 დეკემბრიდან წარმოადგენს საქართველოს კანონი “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ”.
"შარბათი" - მაღალი კლასის სარესტორნე კომპლექსი. შარბათი შედგება 2 კვების ობიექტისგან - რესტორნისა და ლუდის პაბისგან. რესტორანში შესაძლებელია დაგეგმოთ კორპორატიული წვეულება, სხვადასხვა ივენთი, დაბადების დღე და ა.შ. პაბი გთავაზობთ უგემრიელეს და უმაღლესი ხარისხის ლუდს, როგორიცაა ,,Krombacher’’, ,,Stella Artois’’ და ა.შ. უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები და ცოცხალი მუსიკა.
BRID არის გრაფიკული დიზაინის სტუდია საქართველოში. ჩვენ გამოცდილი გუნდი ვართ მრავალფეროვანი ფონით შემოქმედებითი მრეწველობისგან. ჩვენ დაგეხმარებით შექმნათ ბრენდი მყარი ვიზუალური იდენტობით, რაც თქვენს ინდუსტრიაში გავლენას მოახდენს და გრძელვადიან ურთიერთობებს შექმნის ბრენდსა და საზოგადოებას შორის. BRID is graphic design studio based in Georgia. We are multi-skilled team with diverse background from creative industries. we help you create brand with compelling visual identity that will make an impact in your industry and build long lasting relationship between your brand and community. BRID - студия графического дизайна, базирующаяся в Грузии. Мы многопрофильная команда с креативными индустриями. Мы помогаем вам создать бренд с привлекательной визуальной идентификацией, которая окажет влияние на вашу отрасль и создаст долгосрочные отношения между вашим брендом и сообществом.
მაიმუნობები არის, შპს მაიმუნობები, საიდენტიფიკაციო კოდი:405214744 ალბათ ბავშვობაში მშობლებს ხშირად უსაყვედურიათ - ამ მაიმუნობაში ფულს რატომ გვაყრევინებო? ან სასურველი ნივთი სულაც არ უყიდიათ და დაუყოლებიათ - მაიმუნობაა, მეტი არაფერიო. თუ ჩვენსავით იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნი, ვისაც სანუკვარი ნივთის ვერ მიღება გულში ჩარჩა, მაშინ კარგი ამბავი გვაქვს: უკვე შეგიძლია გაეცნო მაიმუნობების ყველაზე ფართო არჩევანს საქართველოში და სახლი აავსო ათასნაირი რაღაც-რუღაცებით, რომლებიც ხალისით, მრავალფეროვნებითა და შიგადაშიგ ისტერიული სიცილით აავსებს შენს ყოველდღიურობას.
ესპანური ენის ცენტრი კარმენ არის, შპს კარმენი, საიდენტიფიკაციო კოდი:205038350 ესპანური ენისა და კულტურის ცენტრი კარმენი დაარსდა 2004 წელს და მას შემდეგ ემსახურება ესპანური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში. ყოველწლიურად ჩვენი სტუდენტების დიდი ნაწილი მიემგზავრება ესპანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად. მათი უმეტესობა სადოქტორო და სამაგისტრო საფეხურზე განაგრძობს სწავლას.
კომპანია "ლუქსი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის მატრასების დამზადებას თურქული მასალისაგან. მაღალი ხარისხის, ფართო არჩევნის და გონივრული ფასების საშუალებით , “ლუქსმა” დაიმკვიდრა მოწინავე ადგილი საქართველს ბაზარზე და დაიკავა წამყვანი პოზიცია მატრასების დამზადების სფეროში საქართველოში . ფართო ასორტიმენტი, თანამედროვე და გამორჩეული დიზაინი, ჯანსაღი მენეჯმენტი, მომხმარებლისადმი ყურადღება-ეს ყველაფერი ქმნის პირობას ,რომ “ ლუქსი” –ს პროდუქცია გახდეს მოთხოვნადი საქართველოს ბაზარზე. კომპანია აძლევს მომხმარებელს საკუთარი წარმოების მატრასების არჩევის საშუალებას ზომის, ფერისა და ხარისხის მიხედვით. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებით და მარაგდებიან უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, რაც საშუალებას იძლევა მომხმარებელს შევთავაზოთ გარანტირებულად ხარისხიანი პროდუქცია .
ბლექპრო არის, შპს ბლექპრო, საიდენტიფიკაციო კოდი:402081867 ბლექპრო ახალი კომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა. მიუხედავად ამისა, გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი სპეციალისტებისგან. რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კომპანიებს შევთავაზოთ ხარისხიანი მომსახურება. კომპანიის დაფუძნებისას ვფიქრობდით რის შეთავაზება შეგვეძლო მომხმარებლისთვის და მივედით ერთ დასკვნამდე: საქართველოში მომსახურების ხარისხი ჯერ ისევ დაბალია! აქედან გამომდინარე, გვინდა, ბლექპრო თქვენთვის ასოცირდებოდეს ხარისხთან და მისაღებ ფასებთან. ეს არის ჩვენი ხედვა! ჩვენ ვართ საუკეთესონი პრინტერების მომსახურების სფეროში.
Mara.ge არის, შპს მარა.გე, ს/კ - 402065260 Mara.ge-ში 10 ათასობით საყოფაცხოვრებო პროდუქტია საქართველოში არსებული ყველა მსხვილი მომწოდებლისგან. მომხმარებელს საშუალება აქვს თავად მოძებნოს, დაათვარიელოს და შეადაროს პროდუქცია მათი მახასიათებლების და ფასის მიხედვით. გადახდა მომხმარებელს შეუძლია როგორც შეკვეთისას ვებ გვერდზე, ასევე ტერმინალით, ადგილზე მიტანის დროს. მიწოდება სტანდარტულად 24 საათის განმავლობაში უფასოდ ხორციელდება, თუმცა ექსპრეს მიწოდების მეთოდის არჩევისას მომხმარებელი პროდუქციას 6 საათის განმავლობაში მიიღებს. ჩვენ გარანტიას ვიძლევით რომ პროდუქტი ზუსტად ისეთი სახით და რაოდენობით მოვა როგორც ვებ-საიტზეა ნაჩვენები და აღწერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მომხმარებელს სრული უფლება აქვს მიტანისას პროდუქტი დაიწუნოს, დააბრუნოს, ან მოითხოვოს გამოცვლა. რატომ ირჩევენ კლიენტები Mara.ge-ს: ჩვენს მომხმარებლებს საშუალება აქვთ დაზოგონ დრო და შეიძინონ ყველა საჭირო ნივთი ერთ სივრცეში, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად Mara.ge-ს შეუძლია რუტინული სასყიდლების პრობლემაც მოაგვაროს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ წინასწარ დააფიქსირონ რეგულარული საყიდლების ჩამონათვალი, და Mara.ge მათ მიერ შერჩეული პერიოდის მიხედვით მიიტანს პროდუქციას სასურველ მისამართზე ჩვენი პლათმორმა ფართო არჩევანთან ერთად, მომხმარებელს საშუალებას აძლევს პროდუქტები მათი მახასიათებლების, ფასისა და შეფასებების მიხედვით შეადარონ ერთმანეთს, რათა მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილება მათი შეძენისას ჩვენ ვცდილობთ საყიდლების პროცეს მარტივი, უმტკივნეულო და მოხერხებული გავხადოთ , მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მომხმარებლის დაცვა და უსაფრთხოებაა. ჩვენთან ნებისმიერი პლასტიკური ბარათით გადახდა ხდება დაცული სიტემით. შეკვეთილი პროდუქციის მიიღებამდე თანხა არ ჩამოიჭრება.
მაგიკრედიტი არის, შპს მაგი კრედიტი, საიდენტიფიკაციო კოდი: 402012665 მაგიკრედიტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება კომპანიის დინამიურად განვითარების საშუალებას იძლევა .ჩვენი მისია-მომხმარებლისთვის ხარისხიანი, ეფექტური და მისთვის მისაღები მომსახურების შეთავაზება. ჩვენი მიზანი-ვიყოთ თითოეული ჩვენი მომხმარებლის საიმედო პარტნიორი და შევთავაზოთ მისთვის მისაღები და მოქნილი პროდუქტი.
სტარტ თრეველი არის, შპს სტარტ თრეველი, საიდენტიფიკაციო კოდი:405171674 ჩვენი ვებ გვერდია: starttravel.ge სტარტ თრეველი ეს გახლავთ კომპანია, რომელიც ხელმძღვანელობს ტურიზმის მენეჯმენტის თანამედროვე პრინციპებით. ჩვენთან შეკრებილი პროფესიონალების გუნდი მუდამ მზად არის შეასრულოს თითოეული მოგზაურის ყველაზე რისკიანი, თამამი, რომანტიკული ან თუნდაც ჩვეულებრივი იდეა, რომელიც დაკავშირებულია მოგზაურობასა და დასვენებასთან! სტარტ თრეველში თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სერვისი! გნებავთ საქართველოს რომელიმე წყნარ და მშვიდ ადგილას განმარტოვდეთ? მეგობრებთან ერთად მთის ფერდობზე კოცონი დაანთოთ, სასიამოვნო მოგონებები და საშიში ისტორიები მოუყვეთ ერთმანეთს? ან იქნებ თქვენი სურვილები საქართველოს საზღვრებს სცდება, ახალი თავგადასავლებისა და შთაბეჭდილებების მიღება გსურთ? ამის საუკეთესო გადაწყვეტა სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობაა, მათი კულტურის, ცხოვრების წესის, არქიტექტურის, სამზარეულოს გაცნობა, უცხო ქუჩებში ხეტიალი, უცხოელების ღიმილიანი მისალმება, მოდურ პლიაჟებზე ნამზეურის მიღება, საკურორტო თავგადასავლების დაგროვება - ამ ყველაფერს და კიდევ ბევრად მეტს თქვენთვის სტარტ თრეველი უზრუნველყოფს! აიღე სტარტი - მოდი სტარტ თრეველში!
რენოვო არის, შპს რენოვო, საიდენთიფიკაციო კოდით:402048422 მშენებლობა, რემონტი, დიზაინი ჩვენ ვაქცევთ იდეებს ხელოვნებად!!! გვესმის რა იმ გამოწვევების, რაც სარემონტო სამუშაოების წარმოების ბაზარზე არსებობს, შევქმენით კომპანია რომელიც ფოკუსირებულია გამოცდილების ხარჯზე მინიმუმამდე დაიყვანოს დამკვეთის მონაწილეობა პროექტში. ჩვენ არ გთავაზობთ და არ გიდგენთ ფასს, ჩვენ თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად ვმოქმედებთ და მას მაქსიმალურად ეფექტურს ვხდით. ჩვენ გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ პერსონალსა და ექსკლუზიურ ქვეკონტრაქტორებს, რაც საშუალებას გვაძლევს შემჭიდროვებულ ვადებსა და რესურსების პირობებშიც კი მიღწეულ იქნეს მიზანი - მაღალი ხარისხის მასალებით და მაღალი ხარისხის შესრულებულით მიღებული რენოვაცია (რემონტი). ჩვენ გთავაზობთ ურთიერთობის ისეთ მოდელს, სადაც დამკვეთი გუნდის მფლობელია, რომელსაც მიზანს უსახავს და მიყავს ამ მიზნის განხორციელებისკენ საკუთარი ბიუჯეტის შესაბამისად