ველო+ არის, შპს ლანიმა, საიდენტიფიკაციო კოდი: 400135082
ჩვენი ვებ გვერდია: veloplus.ge
საქართველოში და კერძოდ თბილისში ხარისხიანი ველოსიპედებისა და აქსესუარების ძალიან მწირი არჩევანის გამო კომპანიის დამფუძნებლებმა გახსნეს პირველი მაღაზია 2012-წლის ივნისში. შპს "ლანიმა" დაარსდა 2015 წლის იანვარში. გახსნიდან მეორე წელს, "ლანიმამ" შეძლო გამხდარიყო ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, როგორებიც არიან: Cube Bikes, Shimano, Continental tires და ა.შ. მაღაზიათა ქსელი "ველო +" ითვლება ერთ-ერთ ლიდერად ველოსიპედების გაყიდვის სფეროში. ამ ეტაპზე კი "ლანიმას" აქვს ველოსიპედებთან დაკავშირებული სრული სერვისი, სახელოსნოს და გაქირავების ჩათვლით.
შპს „მასტერფუდი“ წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე „Shaurma Club”-ის სახელით არის ცნობილი.
შპს „მასტერფუდს“ საქართველოს სწრაფი კვების ობიექტების ბაზარზე გამორჩეული ადგილი უკავია.
ქსელის პირველი რესტორანი 2015 წლის ივლისში გაიხსნა. სწრაფი და მზარდი გაყიდვების გამო „Shaurma Club”-ის რესტორნების ქსელი გაფართოვდა.
ობიექტები სტრატეგიულად სწორად არის განთავსებული. ჩვენი მთავარი ძლიერი მხარე საფასო პოლიტიკაა, რომელიც მარკეტინგულად არადიფერენცირებულ სეგმენტაციას გულისხმობს.
მომხმარებელთა ლოიალურობა გამოწვეულია პროდუქტის მაღალი ხარისხობრივი და ღირებულებითი მახასიათებლებით.
„Shaurma Club”-ის საკვანძო კომპეტენციაა:
- პროდუქტის ხარისხი და გემო;
- უსაფრთხოება (დენის დანადგარები);
- კომფორტული და თანამედროვე გარემო;
„Shaurma Club”, როგორც სწრაფი კვების ობიექტების ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი, მუდმივად ისწრაფვის სერვისის გაუმჯობესებისკენ, მომხმარებელთა მოთხოვნილებების გათვალისწინებით.
ტელეკომპანია ‘იმედი’ 2001 წელს დაარსდა და მაუწყებლობს 2003 წლის 15 მარტიდან.
დღეისათვის ტელეკომპანია ‘იმედი’ საქართველოს სატელევიზიო სივრცის ლიდერია და მაყურებლის დიდი ნდობითა და ინტერესით სარგებლობს. კომპანიის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ტელეკომპანია ‘იმედის’ კონსულტანტები იყვნენ: ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, ამერიკული საკონსულტაციო კომპანია ‘Quadrant Entertainment Group’ და ნორვეგიული კომპანია ‘Teleplan’. ტელეკომპანია ‘იმედი’ აღჭურვილია უახლესი თაობის ტექნიკით და საქართველოს ტერიტორიას უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სატელევიზიო სიგნალით.
ქართულ ტელე-სივრცეში, პირველად სწორედ ტელეკომპანია ‘იმედმა‘ დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება. ჩვენს მიერ ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებულ ახალ ამბებს მაყურებელი მთელი დღის განმავლობაში ეცნობა. ახალი ამბების გარდა, ჩვენ ვთავაზობთ მაყურებელს მსოფლიოში პოპულარული სატელევიზიო ფორმატების ადაპტირებულ ვერსიებს, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ფილმებს, ტელესერიალებს, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს, ასევე, მსოფლიო მნიშვნელობის კინო, მუსიკალური და სხვა სახის დაჯილდოების ცერემონიების პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას.
ჩვენ უარს ვაცხადებთ არალიცენზირებული პროდუქციის ტელე-ეთერში გაშვებაზე და მივიჩნევთ, რომ ტელეკომპანიის ინტერესებისათვის აუცილებელია წამყვან ვიდეო, მუსიკალურ და კინო პროდუქციის მომწოდებლებთან სამართლებრივი ურთიერთობების დამყარება.
ჩვენ მუდმივად თვალს ვადევნებთ და ვითვალისწინებთ სატელევიზიო ინდუსტრიის მიმდინარე მოთხოვნებს, მოვლენების დინამიკურ განვითარებასა და საზოგადოების დაკვეთას და ვართ მუდმივი განახლებისა და ძიების პროცესში.
ჩვენი მიზანია, საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე ტელესიგნალის გავრცელება და რაც შეიძლება ფართო აუდიტორიისათვის საინტერესო კონტენტის შექმნა, ასევე წარმოდგენილი პროდუქციის მაღალი ხარისხის შენარჩუნება, და ჩვენს მომწოდებლებთან და არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება.
ექსლიბრის არტს, კრაფტს & ბუქს არის, შპს ექსლიბრისი, საიდენტიფიკაციო კოდი: 404425779
ექსლიბრისი“ დაარსდა 2012 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულება არის ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია სუვენირების წარმოება–რეალიზაციის გზით. ჩვენი, 100% ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა ჩანთები ყველაზე მომგებიანი კაპიტალდაბანდება იქნება თქვენი კომპანიის სარეკლამო მიზნებისთვის.დღეს ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული აქსესუარები კერძოდ კი მრავალჯერადი ქსოვილის ჩანთები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ასეთ ჩანთას დიდი სიამოვნებით გამოიყენებენ, როგორც თქვენი კლიენტები აგრეთვე თანამშრომლებიც. გახადეთ თქვენი კომპანიის ლოგო ცნობადი!
კორპორატიული შეკვეთებისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე 555 55 29 დ67 ან მოგვწერეთ: nato.tsaava@gmail.com
აიტი აკადემია დაარსდა კომპიუტერული სერვის ჯგუფი F1-ის მიერ, რომელსაც კომპიუტერული მომსახურების სფეროში საქმიანობის 8 წლიანი გამოცდილება გააჩნია.
ჩვენ გვსურს ხარისხიანი, მუდმივად ახალი და საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მივცეთ ჩვენს მსმენელებს. პროფესიულ ცოდნას და ინფორმაციას თავისი მოხმარების ვადა აქვს, მუდმივად განვითარებადი სამყაროს პირობებში ხდება ახალი აღმოჩენები, მიგნებები, ტექნიკური გაუმჯობესებები და ამიტომაც ცოდნა ძალიან მალე ძველდება. ჩვენ კი, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მუდმივად განვითარების პულსზე გვიდევს ხელი და ვფლობთ იმ ცოდნას, რომელიც მოცემული მომენტისთვის ყველაზე ნედლია.
F1-ის აიტი აკადემიაში სწავლა ნიშნავს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ისეთი საფუძვლიანი და პრაქტიკული ცოდნის მიღებას, რომელიც ჩვენს მსმენელებს კარიერულ გზაზე დასახული მიზნების მიღწევის რეალურ შესაძლებლობებს მისცემს.
ვარსკვლავების კლუბი არის. შპს სთარზქლაბ.გე,საიდენტიფიკაციო კოდი:400101723
ჩვენი ვებ გვერდია:s tarrsclub.ge
ჩვენი ცენტრი მოღვაწეობს 2006 წლიდან. Stars club თავდაპირველად ვინი პუჰის სახელით იყო ცნობილი, ხოლო 2013 წელს მოხდა რებრენდინგი და სახელი შეიცვალა. გვაქვს პროგრამების დიდი არჩევანი:
ვარსკვლავური დაბადების დღე
ცეცხლოვანი შოუ
მაკქუინის თემატური დაბადების დღე
ფუფალა და პრინცესები
რობოტი ლაზერული თოფებით
კრუელა და 101 დალმატინელი
სამეფო კარის თამაშები
მიკი და მინი მაუსის თემატიკა.
ჩვენი პროგრამები მუდმივი განახლების პროცესშია. არასდროს ვჩერდებით და გთავაზობთ ყველაფერ ახალს, საინტერესოს, რათა თქვენი დაბადების დღე იყოს ყველაზე განსხვავებული და დაუვიწყარი.
ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი არის, შპს ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი, საიდენტიფიკაციო კოდი:200099384
ჩვენი ვებ გვერდია: endocrinology.ge
ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ისტორია იწყება 2004 წლიდან ენდოკრინულ და მეტაბოლურ დარღვევათა კლინიკის სახელწოდებით, რომელიც დაარსებულ იქნა პროფესორ ელენე გიორგაძის, ვასილ ჩაჩიბაიას და ნანა ცაგარელის მიერ.
ჯერ კიდევ 2004 წელს ელენე გიორგაძის ხელმძღვანელობით მე–4 კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ტექნიკურ (მე–9) სართულზე დაფუძნდა ენდოკრინულ და მეტაბოლურ დარღვევათა კლინიკა, ხოლო 2011 წლიდან კლინიკამ შეიძინა ენდოკირნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის სახელწოდება.
ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კათედრა ენდოკრინოლოგიაში. მიმდინარეობს დიპლომამდელი და პოსტდიპლომური უწყვეტი განათლების პროგრამები, სადაც მზადებას გადის მრავალი დოქტოტრანტი და რეზიდენტი, როგორც საქართველოდან ასევე სხვა ქვეყნებიდან.
ინსტიტუტის ბაზაზე დაარსებულია საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაცია, რომელიც თავის მხრივ წევრია ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის. ასევე ინსტიტუტში ფუნქციონირებს ძვლოვანი სისტემის მეტაბოლურ დარღვევათა საქართველოს ასოციაცია, რომელიც ერთიანდება ოსტეოპოროზის საერთაშორისო ასოციაციაში.
დღეს ენდოკრინოლოგიის ინტელექტუალური რესურსი, მრავალწლიანი გამოცდილება და თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა საშუალებას იძლევა ინსტიტუტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს ენდოკრინული პროფილის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
რა არის Allwine.ge?
- რჩეული ქართული ღვინოების ონლაინმაღაზია;
- ყველაფერი ღვინის შესახებ - საინფორმაციო მედიაპორტალი;
- სადეგუსტაციო კუთხეები თბილისსა და ბათუმში, სადაც შეგიძლიათ, უფასოდ დააგემოვნოთ და შეიძინოთ სასურველი ღვინო.
რით არის გამორჩეული Allwine.ge?
- ჩვენ საგულდაგულოდ ვარჩევთ თითოეულ ღვინოს და მხოლოდ გამორჩეულებს ვათავსებთ Allwine.ge-ის ონლაინმაღაზიასა და სადეგუსტაციო კუთხეებში;
- ამ ღვინოების უმეტესობას ვერ ნახავთ ღვინის მაღაზიათა ქსელებში, სუპერმარკეტებსა თუ რესტორნებში, ვინაიდან ისინი შედარებით მცირე მარნების მიერ არის წარმოებული და მათი დისტრიბუცია დიდ სავაჭრო ქსელებში არ ხდება;
მიუხედავად იმისა, რომ Allwine.ge უცხოელი ტურისტებისთვისაც არის გათვლილი, ღვინის ფასები არ არის "ტურისტული" (გაბერილი).
რა არის Allwine.ge-ის მიზანი?
- ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობასა და უცხოელ სტუმრებს გავაცნოთ ქართული ღვინის კულტურა, ტრადიცია, დავაგემოვნებინოთ ორიგინალური ჯიშის ყურძნისგან დაწურული რჩეული ღვინოები;
მივცეთ შესაძლებლობა უცხოელ - მოქალაქეებს, ინტერნეტით შეუკვეთონ და თავიანთ ქვეყანაში, საკუთარ სახლში მიიღონ რჩეული ქართული ღვინოები;
დავეხმაროთ ხარისხიანი ღვინის მწარმოებელ მეღვინეებს, ბევრად ცნობადი და გაყიდვადი გახადონ საკუთარი პროდუქცია.
როგორ მუშაობს Allwine.ge?
თბილისის მასშტაბით ღვინის მიტანა საიტზე შეკვეთიდან 60 წუთში ხდება;
- მისამართზე ღვინის მიტანის ფასი - 3 ლარია;
- შეკვეთა შესაძლებელია როგორც - ონლაინ, ასევე ტელეფონით, თანხის გადახდით ადგილზე ღვინის მიტანისას.
სად მდებარეობს Allwine.ge-ის სადეგუსტაციო კუთხეები?
- თბილისი, კანდელაკის N7, "ბიბლუსი გალერეა" თბილისი, ჭავჭავაძის N7, "ბიბლუსი გალერეა"
- თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
- ბათუმი, მემედ აბაშიძის N52, "ბიბლუსი გალერეა"
- თელავი, ერეკლე II და ბახტრიონის კვეთა
შპს „ვესტ ინვესტი“ დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში. ჩვენ გთავაზობთ 100 – მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ქათმის პროდუქტებს, ღორისა და საქონლის ხორცს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. შპს „ვესტ ინვესტი“ აღნიშნული პროდუქტების იმპორტს ახორციელებს შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, ბრაზილია, დანია, ისლანდია, ნორვეგია, ნიდერლანდები, უკრაინა, ჩინეთი.
შპს „ვესტ ინვესტი“ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია საქართველოში არსებულ სადისტრიბუციო კომპანიებს შორის დადღემდე წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ქართულ ბაზარზე. ჩვენი კომპანია, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებელზე, იღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ მომხმარებლამდე მივიდეს გარანტირებულად უსაფრთხო და ხარისხიანი საქონელი, პროდუქციის მიწოდების პროცესში ზედმიწევნით სწორად არჩევს ტემპერატურულ რეჟიმს, რათა ტვირთის მოწოდება მოხდეს უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით. კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პროდუქციის დასაწყობებისა და შენახვის საიმედო პირობების უზრუნველყოფა. შპს „ვესტ ინვესტის“ მაცივრები განლაგებულია როგორც ქ.თბილისში, ასევე რეგიონებში: იმერეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი.
შპს „ვესტ ინვესტი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც გამოირჩევა ფართო სავაჭრო ქსელით. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქ.თბილისში, ხოლო ფილიალები განთავსებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი, ქ. ზუგდიდი, ქ. გორი, ქ. თელავი). კომპანია ასევე ფლობს საფირმო მაღაზიებს ქ.თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში.
ჩვენი პარტნიორები
დღესდღეობით კომპანია ამარაგებს 4000 – მდე მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, წარმატებით თანამშრომლობს სუპერმარკეტების ქსელებთან „კარფური“, „სმარტი“, „გუდვილი“, „ფრესკო“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „ნუგეში“, „ფუდმარტი“, „ფურშეტ ჯორჯია“, „ჯიბე“ და ა.შ
“ნანოკრედიტი” საქართველოს საფინანსო ბაზარზე მოქმედი წარმატებული საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 2013 წელს. კომპანიას გააჩნია ბაზარზე ორიენტირებული საკრედიტო სტრატეგია, რომლის მთავარი მიზანია დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელის შექმნა სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტების მეშვეობით. მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება კომპანიის მთავარი სტრატეგია და ამოსავალი წერტილია. ნანოკრედიტის მიზანია საფინანსო ბაზარზე სანდო და ცნობადი რეპუტაციის დამკვიდრება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კომპანიას ჰყავს გამოცდილი გუნდი, მყარი ფინანსური პარტნიორები და გამართული თანამედროვე დასავალური ტიპის ორგანიზაციული სტრუქტურა. კომპანია მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისადმი ხელშეწყობას. ნანოკრედიტი გამოირჩევა წვრილი და საშუალო ბიზნესისადმი ინდივიდუალური მიდგომით და კლიენტა ინტერესებისა და კონფიდენციალურობის აბსოლუტური დაცვით.
ფასეულობები
გუნდურობა და პროფესიონალიზმი
კონფიდენციალურობა
სოციალური პასუხისმგებლობა
სტაბილური მდგრადი შესაძლებლობები
ინოვაციური მიდგომა
ჩვენი უპირატესობები
სწრაფი და მარტივი სერვისი
საქართველოში ყველაზე საიმედო საინვესტიციო თამასუქი მაღალი სარგებლით
დაბალი საპროცენტო განაკვეთი სესხებზე
კლიენტზე ორიენტირებული საკრედიტო პროდუქტები
გადახდის მოქნილი სისტემა
2017 წლიდან ნანოკრედიტი არის არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის წევრი.
საგანმანათლებლო ცენტრი ედუ პლაზა გთავაზობთ უცხო ენების შემსწავლელ კურსებს, მოსამზადებელ კურსებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, IT-ს შემსწავლელ კურსებს და სახვით ხელოვნებას.
Solva.ge საერთაშორისო სწრაფად მზარდი ჰოლდინგის, ID Finance -ის წევრი კომპანიაა. ID Finance გასცემს ონლაინ სესხებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ესპანეთში, რუსეთში, პოლონეთში, ბელორუსში, ყაზახეთსა და ბრაზილიაში.
Solva-ში თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ 3000 ლარამდე ონლაინ კრედიტი სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ხელფასის ცნობის, გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის გარეშე.
Solva.ge-ს სერვისით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ 20 წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეს.
ჩვენი მიზანია, შემოგთავაზოთ ონლაინ კრედიტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენთვის საჭირო თანხა ორჯერ აღემატება ბაზარზე არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლიმიტს.
სიამოვნებით გაცნობებთ, რომ კომპანია “Transfor Group” დაფუძნდა და სატვირთო გადაზიდვებისბაზარზე მოღვაწეობს 1997 წლიდან. კომპანია დაფუძნებულია საქართველოში ქ. თბილისში. ადმინისტრაციის და თანამშრომლების გულმოდგინე დამოკიდებულებამ ბიზნეს-საქმიანობის მიმართკომპანიას შეუქმნა სანდო და საინტერესო გარემო. სერვისის მომხმარებელთა 16 წლიანი მუშაობისშედეგად კომპანიამ შეიძინა თავისი სერვისის მუდმივი ფინანსური გარემო, რამაც მოგვცა საშუალებასერვისის მუდმივ მომხმარებელს წინასწარ ან შეთანხმებულ ვადებში დაუფინანსოთ მათ მიერმოთხოვნილი ტვირთ გადაზიდვები. დღეისთვის ჩვენს მიერ ათვისებულია სატვირთო გადაზიდვებშიმონაწილე ყველა სახის ტრანსპორტი, ჩამოყალიბებულია ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობებიროგორც დსთ-ს ასევე ევროპის ქვეყნებში მოქმედ სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიებთან ესკი გვაძლევს საშუალებას კლიენტის მოთხოვნა დამუშავებულ იქნას მაქსიმალურად მოკლე დროში, დადგენილი იქნას გადაზიდვის პირობები, ვადები დაფინანსური ხარჯები.
დღეისათვის, როგორც თავისუფალი ექსპედიტორი, კომპანია გაფართოვდა ყველა სახის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრნასპორტის მიმართულებით და საქმიანი ურთიერთობები აქვს თითქმისყველა ცნობილ საერთაშორისო გადამზიდავებთან, როგორებიცაა, მაგალითად:MAERSK, MSC, CMA, Groupage Service, Danzas, Willi Betz, Coyn Air, Airzena, Delta Novel, ABS, Norasia, Globalink Logistics, Network America Lines HY Logistics, Dijfo Rotterdam, Zimline, Sea Master Logistics, UTI, Neomat, Cevat Company, Netloyistic, Demirkol, ZustBachmeier of Switherland, Advance International და ა.შ.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე კომპანია“Transfor Group” დღეისთვის სერვისის მომხმარებელსსთავაზობს სატვირთო გადაზიდვების სრულ პაკეტს.
კეთილისურვილებით,
ადმინისტრაცია
ბელა მეტრეველის ესთეტიკური გინეკოლოგიის ცენტრი - ახალი სტანდარტი გინეკოლოგიაში.
ჩვენი ვებ გვერდი: gynecologyst.com
Action II Petite LaDy - უსაფრთხო და საიმედო ტექნოლოგია
ახალი სიტყვა გინეკოლოგიაში. ვაგინალური კორექციის ინოვაციური სტანდარტი
კომფორტული ამბულატორული მანიპულაცია
არ საჭიროებს ანესთეზიას.
შედეგი პირველივე სეანსის შემდეგ.
არაინვაზიური , უსისხლო, უმტკივნეულო გინეკოლოგია.
ინტიმური პლასტიკა
შარდის სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა.
მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამა
2018 წლის სმარტ კონკურისის გაზაფხულის სეზონი განსაკუთრებული სიახლეებითა და გამოწვევებით არის აღსავსე. ჩვენი გუნდის ინოვაციურმა მიდგომებმა სასწავლო პროცესებისადმი განაპირობა სმარტ კონკურის თვისობრივად ახალი, მოსწავლის მიზნებზე, საჭიროებებსა და განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამის ჩამოყალიბება.
გაზაფხულის სეზონის უფასო ოლიმპიადები
გაზაფხულის სეზონზე 4 საგნის სმარტ ოლიმპიადები გაიმართება:
ინგლისური ენის ოლიმპიადის I უფასო ეტაპი - 19 მაისი; ლოგიკის ოლიმპიადის I უფასო ეტაპი - 19 მაისი; მათემატიკის ოლიმპიადის I უფასო ეტაპი - 20 მაისი; ქართული ენის ოლიმპიადის I უფასო ეტაპი - 20 მაისი.
ოლიმპიადის I უფასო ეტაპზე ჩასართავად აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.smartgeo.ge 2 მაისიდან.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?!
სმარტ ოლმპიადებში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეს. გაზაფხულის სეზონის განახლებულ ოლიმპიადებში ჩაერთვებიან მოსწავლეები II-დან XII კლასის ჩათვლით.
როგორი ტესტი იქნება?!
ოლიმპიადისადმი ჩვენი გუნდის მიდგომამ განაპირობა სრულიად ახალი, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საოლიმპიადე ტესტის შექმნა. ტესტირება ორ ეტაპად გაიმართება, თითოელი ეტაპის ტესტი თავის თავში მოიცავს საგნის 5 ძირითად კრიტერიუმს, რაც საშუალებას აძლევს პედაგოგს, მოსწავლე და მის მშობელს, შეაფასონ საგნის ცოდნის დონე სხვადასხვა მიმართულებებით. გარდა ამისა, 2018 წლიდან I და II ეტაპის ტესტები ურთიერთკავშირშია. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ რომ ისინი ერთი მთლიანი ტესტის სხვადასხვა ეტაპებია და მათში დაფიქსირებული ქულათა ჯამი წარმოადგენს მონაწილის საერეიტინგო ქულას.
საოლიმპიადე ტესტის შინაარსობრივი მხარე მიმართულია ბავშვის განვითარებისკენ და სრულიად ითვალისწინებს იმ სტანდარტებსა და ნიშან-თვისებებს, რომლებიც აუცილებელია ეროვნული გამოცდების წარმატებით გადასალახად.
ოლიმპიადის I ეტაპი - ტესტური დავალებები; ოლიმპიადის II ეტაპი - ტესტური და წერითი დავალებები.