HR SPACE არის ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი, რომელიც 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოში და სთავაზობს ბიზნესებს პროფესიონალურ HR საკონსულტაციო მომსახურებებს. მათ შორის თანამშრომლების შერჩევას, HR აუთსორსინგს/ადმინისტრაციულ მომსახურებას, ორგანიზაციულ კონსულტაციას, HR პროცესების დანერგვასა და თანამშრომელთა განვითარებას. HR SPACE თანამშრომლობს 100-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესთან, ეხმარება მათ ეფექტური გუნდების შექმნასა და ორგანიზაციულ განვითარებაში.
ავეჯის გადაზიდვა, ავეჯის დაშლა-აწყობა, სატვირთო მანქანის გამოძახება, პროფესიონალი მუშებით მომსახურება. პიანინოს, როიალის გადაზიდვა. საქართველოს მაშტაბით ტრანსპორტით და მუშებით მომსახურება. სრული სერვისული მომსახურება კარიდან-კარამდე. თქვენი გადაზიდვის კომპანია! 29 წელი თქვენს სამსახურში.
Loialté პორტფელი მოიცავს ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ სრულ პროფესიულ მომსახურებას, ესენია: ბუღალტერია ფინანსური მომსახურება საგადასახადო საკითხები იურიდიული მომსახურება HR მომსახურება ბიზნესის დაწყება და განვითარება სტრატეგიული კონსალტინგი ციფრული მომსახურებები ტრენინგები და პროფესიული განვითარება. საქართველოს მასშტაბით ვემსახურებით როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს. ჩვენი ფილიალები მდებარეობს თბილისსა და ბათუმში. Loialté ოპერირებს საქართველოში, უზბეკეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. Loialté არის პირველი ქართული აუდიტორული და საკონსულტაციო ბრენდი, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს (ხარისხის მართვის სისტემა) ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო მომსახურების და საგანმანათლებლო მიმართულებით.
ავეჯის დამზადება. რუტერზე ჭრა. გსურთ გრავირება ან არასტანდარტული ფორმების ჭრა ? შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ ნრბისმიერი სირთულის 2D, 3D,4D ფორმები. სარეკლამო წარწერები, დეკორაციები,ჩუქურთმები. სამზარეულოს და სახლის კარებები,აივნის გაფორმება და რიკულები CNC ROUTER-ით შეგვიძლია დავამუშაოთ : ფანერა, ხე, მდფ, ლამინატი,ორგ.მინა,რბილი მეტალები, ნებისმიერი სარეკლამო მასალები. გვეწვიეთ , კმაყოფილი დარჩებით.597655000
ფინანსსერვისი არის, შპს ფინანსსერვისი, საიდენტიფიკაციო კოდი:202383250 ჩვენი ვებ გვერდია: financeservice.ge "ფინანსსერვისი" ყველა ანგარიშის ფორმასა და დეკლარაციას კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოამზადებს და ჩააბარებს. შეგიძლიათ არ იფიქროთ ვადებსა და შესაძლო საჯარიმო სანქციებზე – ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. საგადასახადო ანგარიშგება არის კომპანიის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობისა და, ასევე, მისი სამეურნეო საქმიანობის შედეგების შესახებ მონაცემთა სისტემა, რომელიც შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე. ანგარიშგების შედგენა და ჩაბარება არის მომსახურება, რომელიც მოიცავს დეკლარაციებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმის, ერთჯერადი ან გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე, მრავალჯერად შედგენასა და მის წარდგენას საგადასახადო ინსპექციაში.
სიეიჩ ქარვოშის ისტორია ჩვენი ვებგვერდია: cwc.ge სი ეიჩ ქარვოშ კომპანი დაფუძნდა 2011 წელს და დღემდე ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა ქართულ ავტოსამრეცხაო ბაზარზე. კომპანიისათვის ბაზარზე დამკვიდრება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მკაცრი კონკურენციის პირობებში, აქედან გამომდინარე, თვითდამკვიდრების ერთადერთ საშუალებად მენეჯმენტმა მიიჩნია დაბალი ფასები და დღემდე, აღებულ პოლიტიკას კომპანია არ ცვლის, მაქსიმალურად დაბალი ფასი, მომსახურების ხარისხის შეუცვლელად. კომპანიამ შემქნა ავტოსამრეცხაო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით, დაიწყო მუშაობა პატრნიორ (სუბკონტრაქტორ) ავტოსამრეცხაო სადგურებთან ერთად და მალევე დაიმკვიდრა საკუთარი სახელი ქართულ ავტოსამრეცხაო ბაზარზე. ხარისხი დაბალი ფასის პოლიტიკის გატარების მიუხედავად, კომპანია დღენიადაგ შრომობდა რათა არ მომხდარიყო უხარისხო მომსახურების გაწევა ჩვენი ერთგული მომხმარებლისათვის. აქედან გამომდინარე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ბაზარზე შემოსვლისთანავე ხარიხსის კონტროლის დეპარტამენტი შექმნილიყო რომლებიც იქნებოდნენ ზედამხედველები კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებაზე. ხარისხის მაკონტროლებელ ოფიცრებს დაევალათ არა მხოლოდ შიდა ქსელში ხარისხის კონტოლი არამედ პატრნიორ (სუბკონტრაქტორ) ავტოსამრეცხაო სადგურებზეც. მომსახურების სიწრაფე კომპანია კარგად აცნობიერებს რომ თანამედროვე პირობებში, განვითარების ტემპებიდან გამომდინარე, დღითი-დღე უფრო და უფრო ნაკლები თავისუფალი დრო აქვს, აქედან გამომდინარე ადამიანისათვის ძვირად ფასობს თავისუფალი დრო და არანაერი სურვილი არ აქვს ფუჭად დაკარგოს იგი. სწორედ ამიტომ კომპანია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს იმისათვის რათა შემცირდეს მომსახურების დრო, ხარისხის და ფასის შეუცვლელად. ამ ეტაპზე კომპანიის ამოცანაა სედანის ტიპის ავტომობილის სრული რეცხვისათვის მაქსიმუმ 20 წუთი, ჯიპის ტიპის ავტომობილისათვის კი 25 წუთი. რაც შეეხება ავტომობილის ქიმიურ წმენდას, საკმაოდ რთულია დადგენილ იქნეს კონკრეტული დროის ლიმიტი, ვინაიდან იგი ინდივიდუალურია, დამოკიდებულია მანქანის სისუფთავის ხარისხზე, საორიენტაციოდ კი 3 საათიდან 5 საათამდე არის დადგენილი. ღირებულება კომპანიის პოლიტიკაა მომსახურების დაბალი ფასები, სწორედ ამაზე მეტყველებს ჩვენი მომხმარებლის სიმრავლე. ჩენი კომპანია პირველი არის საქართველოში რომელმაც მინიმალური ფასი დაადგინა ავტომობილის ქიმიური წმენდისათვის და ამით რევოლუცია მოახდინა ქართულ ბაზარზე. დაბალ ფასზე და მაღალ ხარისხზე რათქმაუნდა მომხმარებელთა რადიკალური ზრდა გამოიწვია, საჭირო გახდა ქსელის გაფართოება, რის გამოც ახალი ამოცანების წინაშე დადგა კომპანია. მოვლა ჩვენ კომპანიას 2011 წლიდან დღემდე 30 000 ავტომობილი მხლოდ სატალონი სისტემით აქვს გარეცხილი, ამავდროულად ყველა პარტნიორთან, დაფუძნებიდან დღემდე ვთანამშრომლობთ და არცერთი ხელშეკრულება არ გაწყვეტილა მომსახურების უხარისხობის, სიძვირის, ან ავტომობილის დაზიანების გამო. რა თმა უნდა შეუცდომელი არავინაა, მათ შორის არც ჩვენ, აქედან გამომდინარე იყო რამდენიმე ადამიანური შეცდომა, თანამშრომლის მიერ გაუფრთხილებლობით გამოწვეული, ასეთ დროს კომპანიამ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აუნაზღაურა ზიანი დაზარალებულ მომხმარებელს.
ქუთაისის ტექნოლოგიური აკადემია არის, შპს ქუთაისის ტექნოლოგიური აკადემია, საიდენტიფიკაციო კოდი:212678574 გეოგრაფიულად გამორჩეულ ადგილზე მდებარე ჩვენი ქვეყანა, უხსოვარი დროიდან, სხვადასხვა მოდგმის მომთაბარეთა და დამპყრობთა შემოსევებს იგერიებდა. არსებობისათვის მძიმე ბრძოლაში, ქართველ ერს, გარდა ფიზიკური ძალიხმევისა, უწევდა ძალისხმევა გონებისა და სულიერი სიმტკიცისა. სხვადასხვა იმპერიების ზემოქმედებით დაქსაქსული ქართული სამთავროები და სახელმწიფოები, ზოგჯერ ერთობლივად, ხშირად კი ცალკ-ცალკე ავითარებდნენ იმ ინტელექტუალურ და სულიერ საგანძურს, რაც აუცილებელია ნებისმიერი ერის თვითმყოფადობისათვის და ქართველებსაც შეჰქონდათ თავისი ღირსეული წვლილი მსოფლიო ცივილიზაციის შექმნაში. ქართული ხორბალი, ქართული ფოლადი, ქართული მედიცინა, ქართული ხუროთმოძღვრება, ქართული მინანქარი, ქართული ფოლკლორი - ეს ის ფასეულობებია, რომლებსაც სრულიად გამოკვეთილი ადგილი უკავიათ თანამედროვე ცივილიზაციის ისტორიაში. ქართველთა განმანათლებელი მამები და დიდი მოაზროვნენი ჯერ ეკლესია-მონასტრებში, შემდეგ კი დიდ სამეცნიერო ცენტრებში, რუდუნებით ქნმნიდნენ ამ საგანძურს. იმერეთი, ქუთაისი, გელათი იყო ერთი უპირველესთაგანი ცენტრი განათლებისა და მეცნიერებისა საქართველოში. ამ სულიერი სიმდიდრის პატრონთ სჯეროდათ, რომ ქართველებს შეეძლოთ ეთქვათ ღირსეულთა სწორი სიტყვა ამ სფეროში. სწორედ ამიტომ, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის მიჯნაზე, როდესაც მსოფლიო დაადგა სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის აღმავალ გზას, ქუთაისში შეიქმნა სასწავლებლები, რომლებშიც მსოფლიო დონის მოაზროვნენი აღიზარდნენ. ძალიან შორს წაგვიყვანს ჩამოთვა იმ დიდი ადამიანებისა, რომლებიც პირველ სკოლაში, ქალთა გიმნაზიაში, ქალაქის მეორე და მესამე სკოლებში აღიზარდნენ. ქალაქის განათლების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო 30 იან წლებში, როდესაც პირველი უმაღლესი სასწავლებელი, ამჟამინდელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა. გამოყოფილად შეიძლება აღინიშნოს ქუთაისში ტექნიკური განათლების განვითარების საკითხი. პირველი ტექნიკური სასწავლებელი ქუთაისში ჯერ კიდევ 1922 წელს დაარსდა, თუმცა, ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გამო, სერიოზული ძვრები შედარებით მოგვიანებით მოხდა. 1968 წელს ქალაქში დაარსდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი. ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა ცნობილი პროფესორი კოტე იმედაშვილი. 1974 წელს ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ინსტიტუტის რექტორად საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მოსკოვიდან მოიწვია ბაუმანის სახელობის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის პროფესორი, უკვე აღიარებული ახალგაზრდა მეცნიერი, ნოდარ ვალიშვილი. 1989 წელს ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტმა შეიცვალა ხელმძღვანელობა. სასწავლებელს მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი. ქვეყანაში დაწყებულმა არეულობამ და ფინანსურმა კრიზისმა ნათელი გახადა, რომ განათლების პირობები უარესდებოდა. სახელმწიფო ვერ შესძლებდა უფასო განათლების უზრუნველყოფას. 1991 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტ გამსახურდიას მთავრობამ მიიღო კანონი ფასიანი უმაღლესი განათლების შესახებ . იმავე წელს, უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ კოსტავას და პრორექტორის ამირან აფციაურის ინიციატივით გადაწყდა, დაფუძნებულიყო უნივერსიტეტის ბაზაზე ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი ქუთაისის საინჟინრო ინსტიტუტი. ინსტიტუტის დაფუძნებაში მონაწილეობა მიიღო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატმა, პრაქტიკულად სრული შემადგენლობით. ნ. ვალიშვილთან და ა. კოსტავასთან ერთად, საინჟინრო ინსტიტუტის დაფუძნებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა ხელმძღვანელ მუშაკებს, ცნობილ მეცნიერებს, პროფესორებს ავთანდილ თვალჭრელიძეს, , დავით ლეკვეიშვილს, ელიზავეტა ბუაძეს, თემურ ხაზარაძეს, კოტე სირბილაძეს თემურ ბლუაშვილს, ემირ ბაკურაძეს, ავთანდილ ქათამაძეს, ზინაიდა ვადაჭკორიას, მაკა გოგოლაძეს, ინეზა წერეთელს, ემზარ ჯულაყიძეს. ინსტიტუტს გვერდში ედგნენ და დახმარებას უწევდნენ უდროოდ გარდაცვლილი უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში თენგიზ შუბლაძე, ფაკულტეტის დეკანი გურამ ვალიშვილი, კათედრის გამგეები დავით ფურცელაძე და თამაზ რუსაძე. 1991-95 წლებში საინჟინრო ინსტიტუტი წარმოადგენდა უნივერსიტეტის ფასიან სექტორს და სტუდენტების რაოდენობით თითქმის უტოლდებოდა უნივერსიტეტის კონტიგენტს. შესაბამისად, ქვეყნისათვის საკმაოდ მძიმე გარდამავალ პერიოდში ინსტიტუტმა დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის თანამშრომლების ცხოვრებაში. 1995 წლის ზაფხულში, ხელისუფლების მოთხოვნის შესაბამისად, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის თანხმობით, საინჟინრო ინსტიტუტი გამოეყო ტექნიკურ უნივერსიტეტს და გადავიდა ახალ ტერიტორიაზე. ამ პერიოდისათვის ინსტიტუტს ჰყავდა 1000 მდე სტუდენტი. რამდენიმე ათეული სპეციალობიდან, რომლებზეც ინსტიტუტმა 1991-93 წლებში მიიღო ლიცენზია, სასწავლებელმა გააგრძელა კონტიგენტის მიღება ათამდე ყველაზე პოპულარულ სპეციალობაზე, რომლების მიმართაც მოსახლეობა განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდა. ინსტიტუტმა დაარსებისთანავე უდიდესი ყურადღება დაუთმო სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფორმატიკას და კომპიუტერულ საინფორმაციო ტექნოლოგიებს. საინჟინრო ინსტიტუტი არის ქალაქის სინამდვილეში პირველი დაწესებულება, რომელმაც 1991 წელს შემოიტანა IBM ის ტიპის პერსონალური კომპიუტერებისაგან შემდგარი უახლესი ტექნიკა და შექმნა რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძლიერი კომპიუტერული ცენტრი, რომლითაც ქალაქის სხვა სასწავლებლების თანამშრომლები და სტუდენტებიც სარგებლობდნენ. 1996-2000 წლებში ინსტიტუტის კომპიუტერული ტექნიკით დაკო