ბრენდი როიალ ბატონი ცნობილი სასტუმროს ,,შატო მერე'' დაფუძნებლების ახალი, მასშტაბური პროექტია. როიალ ბატონი 2013 წლის 27 ივლისს გაიხსნა. სასტუმროს შემადგენლობაშია: რესტორანი ღია ბარითა და ვერანდით ილიას ტბის ხედზე; საკონფერენციო დარბაზი; ჰაერში გადაკიდული ღია საცურაო აუზი ილიას ტბის ხედით; სიგარა რუმი. როიალ ბატონი საქართველოს ისტორიულ კუთხეში კახეთში, ყვარელში ილიას ტბის პირას, ყვარლის მთებსა და მდინარე დურუჯს შორის მდებარეობს. სასტუმრო თბილისიდან საათნახევრის (146 კმ) სავალ მანძილზეა. გსურთ დროში იმოგზაუროთ? მოწყდეთ ყოველდღიურობას და ზღაპრულ გარემოში დაისვენოთ? მაშინ ეწვიეთ წლის ნებისმიერ დროს, კახეთში, ილიას ტბასთან მდებარე სასტუმრო-სასახლეს როიალ ბატონი, რომელიც ტრადიციული არქიტექტურისა და თანამედროვე კომფორტის საუკეთესო შერწყმაა. როიალ ბატონის სტუმრებს რამდენიმე წუთის სავალ გზაზე შეუძლიათ დაათვალიერონ საქართველოს უძველესი ისტორიული ძეგლები, ითევზაონ, ისეირნონ ველოსიპედებით, ისარგებლონ ილიას ტბაზე არსებული ჩოგბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებით, მონაწილეობა მიიღონ ქართული კერძების მომზადებაში და დააგემოვნონ კახური ღვინო. ჩვენ ასევე მოგიწყობთ ქორწილებს, კორპორატიულ საღამოებს, ჯუფურ შეჯიბრებებს, დაბადების დღეებს და სხვა ღონისძიებებს. სასტუმრო შატო მერე 2011 წლის 18 სექტემბრიდან ფუნქციონირებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. შატოს კომპლექსი სასტუმროსა და რესტორანს მოიცავს. სასტუმროს ტერიტორიაზეა ასევე ღია აუზი, დიდი საკონფერენციო დარბაზი, მარანი, ღვინის სადეგუსტაციო განყოფილება, ბარი, ღია ჯაკუზი და საჯინიბო რამდენიმე არაბული ცხენით. შატო მერე თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის (90 კმ) სავალ მანძილზეა. სასტუმროები ,,როიალ ბატონი'' და ,,შატო მერე'' ღვინის კომპანია "ვინივერიას" ბაზაზე დაფუძნდა. ადგილობრივი ყურძნის გადამუშავებით "ვინივერია" თეთრი და წითელი ღვინის რამდენიმე სახეობას აწარმოებს. კახური და ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გადის. უნიკალური ბუნებისა და არიტექტურის ნაზავი, თვალისმომჭრელი ხედები, მაღალი დონის მომსახურება, საუკეთესო გარემოს ქმნის დასვენების, საქმიანი ურთიერთობების თუ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის. საუკეთესო მისამართი-როიალ ბატონი
უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემიის“ მისიაა მოამზადოს გლობალური დასაქმების ბაზრის, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი განათლების, უნარ–ჩვევების, მაღალიმ ოქალაქეობრივი თვითშეგნების, ეროვნული ცნობიერებისა და ლიბერალური ღირებულებების მქონე მოქალაქე. „განათლების აკადემია“ ხელს უწყობს სტუდენტების ინტელექტუალურ, კულტურულ და პიროვნულ ზრდას, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის უმაღლეს განათლებას და სწავლის გაგრძელების საშუალებას, სტუდენტთა არჩევანის თავისუფლებას და აძლევს მათ შესაძლებლობას იქცნენ სწავლა-სწავლების პროცესის მთავარ სუბიექტად. ღია კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპებზე დაყრდნობით, „განათლების აკადემია“ მოწოდებულია განუვითაროს თითოეულ სტუდენტს სოციალური წარმატებისა და თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. ბოლონიის წევრი ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების/კოლეჯების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება–განახლების გზით, ხელი შეუწყოს სტუდენტთა საერთაშორისო მობილობას. უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემია“ წარმატებით აგრძელებს ქართული სახელმწიფოს ისტორიულ ტრადიციას, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს ღია, ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების მშენებლობას
კომპანია “ეკოპარკი” გთავაზობთ გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა სრულ კომპლექსს – ლანდშაფტური პროექტირება და მისი რეალიზაცია. ლანდშაფტური დიზაინი არის საოცარი ხელოვნება, რომელიც ჩვენს ირგვლივ მდებარე სამყაროს, სწორი და შემოქმედებითი გარდაქმნით და ელეგანტური მეთოდებით აძლევს ჰარმონიულობას და სიმყუდროვეს. ბაღი – ესაა ხელოვნების განსაკუთრებული სახეობა, ესაა ადამიანის თამაში ბუნებასთან, ყოველთვის სხვადასხვა, გამორჩეული, ცვალებადი და მიმზიდველი. იგი წლების განმავლობაში იქმნება, გადაეცემა შთამომავლობას, ინახავს ოჯახის ისტორიას და ხდება მისი ნაწილი. ბაღი რომ მრავალი წლის განმავლობაში გხიბლავდეთ, განცვიფრებდეთ და გახარებდეთ, ამისათვის საჭიროა კვალიფიციური სპეციალისტების დიდი ძალისხმევა მის შექნაში, შემდგომი რჩევები და რეკომენდაციები მისი მოვლა-პატრონობისათვის. ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად დეკორატიული ბაღი ადამიანის ჯანმრთელობის საწინდარია – მწვანე ნარგავები წმენდს ჰაერს, იცავს მის ნორმალურ ტენიანობას, ახშობს ხმაურს, იცავს გარემოს მტვრისაგან, ქარისა და სიცხისაგან, ხსნის სტრესს და აწყნარებს ნერვულ სისტემას. არის რიგი მცენარეებისა, რომელთა მიერ გამოყოფილი აქროლადი ორგანული ნივთიერებები დადებითად მოქმედებენ ფილტვებზე, სისხლის მიმოქცევაზე, ნერვულ სისტემაზე. ასევე არის მცენარეები, რომელნიც კლავენ ან განდევნიან მავნებელ, როგორც მიკრო - ასევე მაკროორგანიზმებს. თუ თქვენ გსურთ, რომ ბაღში გქონდეთ უფრო მეტი, ვიდრე ოსტატურად შესრულებული სტანდარტული ელემენტების ნაკრებისა, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან. ჩვენი კომპანიის წამყვან სპეციალისტებს და რიგით თანამშრომლებს აქვთ შესაბამისი სპეციალური განათლება და მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება. გვაქვს საკუთარი სანერგე მეურნეობა, ძირითადად კონტეინერული წარმოების დეკორატიული მცენარეები. გვაქვს ასევე ხეხილისა და ვაზის ნერგები. კომპანიის ერთ-ერთი უპირატესობაა ლანდშაფტური სამუშაოების კომპლექსურობა - საპროექტო, სამშენებლო, საინჟინრო და აგროტექნიკური, რაც საერთო ჯამში ამცირებს თქვენს დროისა და მატერიალურ დანახარჯებს. შეგვიძლია ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის სამუშაოს შესრულება. ჩვენ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებსა და მსოფლიო მიღწევებს ლანდშაფტური დიზაინის სფეროში. ყველა შესრულებულ სამუშაოზე ვიძლევით შესაბამის გარანტიას.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო. სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება: სასჯელის აღსრულების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანიზება და პენიტენციური დაწესებულებების ერთიანი მართვა, მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციაზე ზრუნვა; არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა. სამინისტრო თავისი ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან: არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი.
FFG ახორციელებს მრავალრიცხოვან პროექტებს საგამომცემლო და პოლიგრაფიული მიმართულებით. ჰოლდინგის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კორპორაციული გამოცემების სრული მენეჯმენტი, ფოტო, დიზაინ და ბეჭდვითი მომსახურება. ჩვენი მომსახურეობით სარგებლობენ საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიები, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები. FFG–ს ოფიციალური პარტნიორი სტამბები ჰყავს ავსტრიაში, თურქეთსა და საქართველოში. ჰოლდინგი ასევე თანამშრობლობს ქართულ გამომცემლობებთან და უკვე გასწია 20-ზე მეტი წიგნის პოლიგრაფიული მომსახურება.
„ვენგო ჯგუფი“ აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი. 2011 წლიდან კომპანიამ საქმიანობის არეალი გააფართოვა, საექსპედიტორო კომპანია "ვენგო"-ს შექმნით. „ვენგო ჯგუფი“ ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სხვადასხვა მიმართულებებით. დაარსებიდან დღემდე ჩვენ ვთანამშრომლობთ დარგის წამყვან კომპანიებთან, იმისათვის რომ სანდო და მაღალი ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. ჩვენ მუდმივ ძიებაში ვართ, რათა გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი, გავზარდოთ სამუშაო არეალი, სწრაფად დავნერგოთ სიახლეები და მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს კლიენტებს. "ვენგო ჯგუფი" 2013 წლიდან გახდა ექსკლუზიური პარტნიორი ორი ვეროპული კომპანიის გერმანული "ბარტ შპედიციონის" და იტალიური "იტალსემპიონესი", რომელთა მრავალწლიანი გამოცდილების და კარგად განვითარებული სასაწყობე მეურნეობების შაშუალებით ხორციელდება ნაკრები ტვირთების რეგულარული იმპორტი ევროპიდან. 2017 წელს ვენგო ჯგუფის ფარგლებში, თბილისში დაარსდა ამიერკავკასიაში ერთ ერთი უმსხვილესი ლოჯისტიკური ცენტრი "ბართ ლოჯისტიკი". ლოჯისტიკური ცენტრი მოიცავს 9000 კვადრატული მეტრის დახურულ სასაწყობე მეურნეობას, მათ შორის საბაჟო საწყობს. "ვენგო ჯგუფი" როგორც სატრანსპორტო კომპანია ექსკლუზიური პირობებით სარგებლობს ბართ ლოჯისტიკსის" საბაჟო ტერმინალში, სთავაზობს იმპორტიორ კომპანიებს მიწოდების ჯაჭვის სრულ ციკლს "კარიდან კარამდე" და ამავდროულად აწარმოებს საბაჟო პროცედურებს საუკეთესო პირობებით.
ვან მენ არის, შპს ვან მენ, საიდენტიფიკაციო კოდი:405248879 სარეკლამო კომპანია “ONE MAN”, დაარსდა 2018 წლის 15 იანვარს, რომლის ძირითადი მიმართულებაც, ხარისხიანი ვიდეო და გრაფიკული პროდუქტის შექმნაა. “ONE MAN” წარმოადგენს ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდს და იდეას აქცევს რეალობად. ჩვენი მიზანია შევქმნათ პროდუქტი, განსხვავებული ხედვით, რომელიც არ იქნება მოქცეული ჩარჩოებში, გაამარტივებს კომუნიკაციას აუდიტორიასთან და განსხვავებულად გადმოსცემს ემოციას. კრეატივი მუშავდება საქმიან გარემოში, სადაც არის უნიკალური პერსპექტივა, რომ პროდუქტმა მიაღწიოს შედეგს მხატვრული ღირებულებებით. ჩვენ გვჯერა, რომ სასწაულები ხდება მაშინ, როდესაც ნიჭიერ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ხედვა გადმოსცენ, საკუთარი გზით.
დაარსდა ალმათი-ყაზახეთში 1998 წელს თურქეთის ინვესტიციებით და მისი საკუთრებით, უზრუნველყოფს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ მომსახურებას. Established in Almaty-Kazakhstan in 1998 with Turkish investment and ownership which provides tour services in different countries. Основана в Алматы-Казахстан в 1998 году с турецкими инвестициями и собственниками, которые предоставляют туристические услуги в разных странах.
Buyers.ge-ის კონცეფცია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის გაციფრულებასა და მის მარტივად ხელმისაწვდომობაში მდგომარეობს. Buyers.ge - არ არის მხოლოდ ონლაინ მაღაზია, ეს გახლავთ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ახალგაზრდა, კრეატიული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც აქტიურად მუშაობენ, იმისათვის რომ ეს პროცესი მომხმარებლისათვის მარტივ და საინტერესო გამოცდილებად აქციონ. რას გთავაზობთ Buyers? - ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე წარმოდგენილია ყველანაირი პროდუქტი: დამწყები და ცნობილი დიზაინერებისა და ხელოვანების ნამუშევრები, საქართველოში არსებული ბრენდები და სხვადასხვა საუკეთესო ხარისხის პროდუქცია. ჩვენ ვიცით, რომ თქვენი დრო ძალიან ძვირფასია. ჩვენი ჯგუფი მუდმივად სიახლეების ძიების პროცესშია, რათა მომხმარებელს მხოლოდ საუკეთესო ხარისხის უახლესი პროდუქცია პირველმა შესთავაზოს.
სწორედ ამ ლოზუნგით, სამშენებლო კომპანია რუბიკონი შემოდის უძრავი ქონების ბაზარზე სწრაფი და ხარისხიანი მშენებლობა, ეს ის მთავარი მახასიათებლებია რითაც გამოირჩევა ჩვენი კომპანია ბათუმში ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, სრულდება მორიგი ელიტარული საცხოვრებელი სახლი, რომელიც გამოირჩევა მშენებლობის სტილით, ხარისხით და თანამედროვე მიდგომებით. ჩვენი მიზანია ვაშენოთ კომფორტული და ხარისხიანი საცხოვრებელი სახლები ბათუმის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შენობა ნაგებობის ფასადი მოპირკეთებული იქნება თერმო და თბო იზოლაციის ფენით, შენობის შიგნით ტენიანობის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით. კომპანია გთავაზობთ დასრულებულ პროექტში, ბინებს თეთრი კარკასის მდგომარეობით, ფასები და პირობები მორგებულია მომხმარებელზე. შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ წლის ბოლომდე შიდა უპროცენტო განვადებით და შემდგომ გადაინაცვლოთ თქვენთვის სასურველ ბანკში. ჩვენი მისამართია ბათუმი ჭავჭავაძის და ჰაიდარ აბაშიძის კვეთა 93 ნომერი. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე 551 71 00 04 551 71 00 05
საბავშვო ბაღი ,,Wunderland’’-ი გთავაზობთ ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ესთეტიკურ, ემოციურ განვითარებას. ჩვენი პრიორიტეტებია: 1. პროფესიონალი ფსიქოლოგის მუდმივი მონიტორინგი. 2. სახალისო არითმეტიკა და უნარები. 3. უცხო ენები ( რუსული, გერმანული, ინგლისური). 4. ფსიქოლოგიური თამაშები და უნარები. 5. სპორტული აქტივობები. 6. ხელოვნების გაკვეთილები (ხატვა, ძერწვა, აპლიკაციების შექმნა, ქსოვა). 7. სპეციალურად ბავშვებისთვის დაწერილ სცენარებზე დადგმული სპექტაკლები. 8. მეტყველების გაკვეთილები. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ რომელ ბაღში მიიყვანოთ თქვენი პატარა, მობრძანდით ჩვენთან, სადაც დაგხვდებათ თბილი, სასიამოვნო გარემო. სანამ მოიყავნთ თქვენს პატარას, მოუყევით, რომ არსებობს ისეთი სახლი, სადაც დედიკოებს შვილები სათამაშოდ დაჰყავთ. ჩვენი მიზანია, ბავშვების სკოლისთვის სრულფასოვანი მომზადება და მათში ლიდერული უნარის განვითარება. ჩვენი მისამართია: თბილისი : ადამ მიცკევიჩის #62; / ტელ: 599 44 45 43, (032) 2 31 31 10
კომპანია „ფოსტალონი“ (შემდგომში „კომპანია“) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომლის მიზანია ონლაინ შოპინგის პოპულარიზაცია. კომპანია მიზნად ისახავს, ადგილობრივ მომხმარებლებს გაუმარტივოს პროდუქციის შეძენა საზღვარგარეთის ონლაინ-მაღაზიებში, მაქსიმალურად შეამციროს შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირების რისკი, ჩამოტანის დრო და დანახარჯები და მუდმივად გააუმჯობესოს მომსახურების სტანდარტები. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მისამართს ამერიკაში, გერმანიასა და ჩინეთში, რომლის მითითებაც შეიძლება ონლაინ-მაღაზიებში საქონლის შეძენისას. მისამართი მითითებულია საიტზე. აღნიშნულ მისამართზე მისული ამანათები იგზავნება საქართველოში და ადრესატს შეუძლია მათი მიღება, როგორც კომპანიის ოფისებში, ისე საკურიერო მომსახურებით. „ფოსტალონის“ მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურების პირობებს. მომსახურების ცენტრების მდებარეობა, რეგისტრაციის წესები, მომსახურების საფასური და სხვა ინფორმაცია მოცემულია ამ დოკუმენტსა და კომპანიის ვებგვერდზე ( Postalon.com .). ეს პირობები შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომელიც აისახება ვებ გვერდზე და სავალდებულოა მომხმარებლებისთვის.