სასტუმრო "დოლაბაური" მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისის უძველეს და ისტორიულ უბანში ავლაბარში მეტრო სადგური "300 არაგველი"-დან რამოდენიმე წუთის სავალზე, ხოლო საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რაღაც 10-15 წუთის დაშორებაზე. სასტუმრო გადაყურებს მდინარე მტკვარს საიდანაც იშლება ქალაქის მომაჯადოვებელი და თვალწარმტაცი ხედები.
სასტუმროს 8 სართულზე განთავსებულია 45 თანამედროვე ტიპის ოთახი. თითეული ნომერი გამოირჩევა განსაკუთრებული სიმყუდროვითა და მშვიდი ფერებით.
ნომერი კეთილმოწყობილია ყველა ისეთი საშუალებებით როგორიცაა პლაზმური ტელევიზორი სატელიტური არხებით, სამუშაო მაგიდა, სამუშაო სკამი, ტელეფონი, უფასო უკაბელო ინტერნეტი, კონდიციონერი ინდივიდუალური მართვის პულტით, მინი-ბარი და სააბაზანო ოთახი აღჭურვილი ყველა საჭირო ატრიბუტიკით.
სასტუმროში ჩამოსულ სტუმრებს ელოდებათ საოცრად მყუდრო, მშვიდი და სტუმართმოყვარე გარემო თანამედროვე ინტერიერითა და მაღალი დონის მომსახურებით.
"ბადაგი" - ქართული ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანიაა და 2011 წელს დაარსდა. დღეს ჩვენ უკვე ვართ ლიდერი ქართულ ბაზარზე და ჩვენი მოღვაწეობა ეფუძნება ნატურალური და სასარგებლო ტრადიციული ტკბილეულის - ჩურჩხელის შექმნას.
ჩვენი მისიაა: ქართულ ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა ჩურჩხელისა და ტრადიციული ტკბილეულის სასაჩუქრე შეფუთვების შეთავაზება, როგორც საცალო ისე კორპორატიული კლიენტებისთვის.
ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქართული ჩურჩხელის ტრადიცია და გემო იცოდეს მსოფლიომ.
SchoolBook-ი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ახალ სიტყვას წარმოადგენს - ესაა დახვეწილი და ინოვაციური მიდგომა სასწავლო პროცესის მართვის კუთხით.
• ჩვენი კომპანია 2013 წელს დაარსდა და უკვე ლიდერია ბაზარზე სკოლის ელექტრონული მართვის ყველა სხვა დანარჩენ კომპანიას შორის. მცირე დროში ჩვენ შევძელით, გვყოლოდა ათი ათასობით მომხმარებელი. ჩვენი წარმატება სასწავლო პროცესის მიმართ დახვეწილმა და ინოვაციურმა მიდგომამ განაპირობა, რაც თანამედროვე განათლების სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
• SchoolBook-ის ელექტრონული პროგრამა უბრალოდ სკოლის ელექტრონული ჟურნალი კი არაა, არამედ ეს არის სკოლის მართვის ავტომატიზებული სისტემა. აღნიშნული სისტემით ჩვენ მრავალ კერძო სკოლას გავუმარტივეთ მშობლებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობა; გადავჭერით ორმხრივი კომუნიკაციის პრობლემა მასწავლებელსა და მშობელს შორის; შევქმენით 3-რგოლიანი სისტემა, სადაც მასწავლებელი, მშობელი და სკოლის ადმინისტრაცია მუდმივად ინფორმაციის ურთიერთგაცვლის რეჟიმში არიან.
• დღესდღეობით, SchoolBook-ის ელექტრონულ სივრცეს არაერთი კერძო სკოლა იყენებს. კომპანიის წარმატების ქვაკუთხედი მაღალკვალიფიციური გუნდია, რომელიც მუდმივად ხარისხის შენარჩუნებასა და ინოვაციაზე ფიქრობს. ჩვენი პროდუქტის შექმნასა და განვითარებაზე გამოცდილი მენეჯერები, განათლების სისტემის ანალიტიკოსები და პროგრამისტები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.
SchoolBook - новое слово в образовательной сфере Грузии - это сложный и инновационный подход к обучению в процессе обучения.
• Наша компания была основана в 2013 году и уже является лидером среди всех других компаний в области электронного управления школой. За короткое время мы смогли получить десять тысяч пользователей. Наш успех привел к основательному и инновационному подходу к процессу обучения, который является неотъемлемой частью современной системы образования.
• Электронная программа SchoolBook - это не просто электронная школа, а система управления школой. Благодаря этой системе мы решили много частных школ с родителями и учениками; Давайте решим проблему двустороннего общения между учителем и родителем; Мы создали трехстороннюю систему, в которой учителя, родители и администрация школы постоянно поддерживают обмен информацией.
• Сегодня многие частные школы используют электронное пространство SchoolBook. Краеугольным камнем успеха компании является высококвалифицированная команда, которая постоянно поддерживает качество и инновации. Опытные менеджеры, аналитики системы образования и программисты работают в непрерывном режиме над созданием и развитием нашего продукта.
SchoolBook is a new word in the Georgian educational sphere - this is a sophisticated and innovative approach to teaching the learning process.
• Our company was established in 2013 and is already the leader among all other companies in the electronic management of the school. In a short time we were able to have ten thousands of users. Our success has resulted in a thorough and innovative approach to the learning process, which is an integral part of the modern education system.
• SchoolBook's electronic program is not just a school e-school, but it is a school management system. Through this system we have solved many private schools with parents and students; Let's solve the problem of bilateral communication between the teacher and the parent; We have created a 3-way system where teachers, parents and school administrations are constantly in line with information exchange.
• Today, many private schools use SchoolBook's electronic space. The cornerstone of the success of the company is a highly qualified team that constantly maintains quality and innovation. Experienced managers, education system analysts and programmers work in continuous mode on the creation and development of our product.
ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონი“ დაარსდა 2015 წელს. მისი დაარსების მიზანია შეასწავლოს ღვინის მოყვარულებს და ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებს, ღვინის კულტურა და ისტორია, მისი სწორად დაგემოვნება, არომატები, გემოვნური თვისებები, შეფასება, კერძებთან შეხამება და სერვისი. ლექცია/სემინარებს, გაუძღვებიან, სკოლა-სტუდიის საერთაშორისო, სერთიფიცირებული ტრენერები.
ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონი“ , ღვინის კომპანიებს სთავაზობს ღვინის ტურის დაგეგმვას, კომპანიაში არსებული პერსონალის გადამზადებას: ღვინის ტურიზმისა და სერვისის მიმართულებით.
სკოლა-სტუდია ასევე განახორციელებს მსოფლიო მეღვინეობის, მაღალალკოჰოლური სასმელებისა და სიგარების შემსწავლელ კურსებს და მასტერკლასებს.
ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონის“ პარტნიორები არიან ასოციაცია „ქართული ღვინო“ და სხვადასხვა ღვინის მარნები, რომლებიც ჩართულნი არიან ღვინის განათლების პროცესში და ხელს უწყობენ ჩვენი მსმენელების განათლების ამაღლებას.
აიბუქს არის, შპს აიბუქს, საიდენტიფიკაციო კოდი:405044508
iBooks.ge გახლავთ ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს წიგნების გამოქვეყნებისა და შეძენის სერვისს ყველაზე მოსახერხებელი ფორმით ქართულ ინტერნეტ სივრცეში.
წიგნის გამოსაქვეყნებლად მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, როგორც "გამომცემელი" და რეგისტრაციის გააქტიურების შემდეგ მიყვეს ნაბიჯებს ღილაკზე "წიგნის დამატება" დაჭერით. ელ. წიგნების გაყიდვა შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს (ფიზიკურ პირებს მოეთხოვებათ საბანკო ანგარიში "ლიბერთი ბანკში"). სხვა პირობები მოცემულია შეთანხმებაში, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე .
წიგნის შესაძენად მომხმარებელი საკუთარი სურვილის შესაბამისად რეგისტრირდება, როგორც "მყიდველი" ან "გამომცემელი", რის შემდეგ სასურველი წიგნის შერჩევის შემდეგ პლასტიკური ბარათის მეშვეობით შეიძენს ელ. წიგნს.
ჩვენ გთავაზობთ ელ. წიგნებს ყველაზე მოსახერხებელი ფორმით და ყველაზე იაფად! სასიამოვნო გამოცდილებას გისურვებთ!
iBooks.ge
COMPI - კომპიუტერული ტექნიკის, მობილურებისა და აქსესუარების ფართო არჩევანი, საუკეთესო ფასად საქართველოში.
COMPI Service - გთავაზობთ ნებისმიერი სახის ფიზიკურად დაზიანებული კომპიუტერული და ციფრული ტექნიკის შეკეთებას, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფას.
ადგილზე გამოძახების სერვისი: 2 94 15 56; 574 73 45 50
მისამართი:
სათაო ოფისი - საბურთალო. კვერნაძის ქ. #8
მაღაზიები:
საბურთალო. ცინცაძის ქ. #7
2 24 49 44, 571 37 19 18
გლდანი. ხიზანიშვილი ქ. #3
2 60 91 81,591 91 08 55
ვარკეთილი. ჯავახეთის ქ.N2 (სავაჭრო სენტრი ფენიქსი)
597 73 04 05
ინტერნეტ მაღაზია - www.compi.ge - დიდი არჩევანი , საუკეთესო ფასები.
ჩვენ გახლავართ საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანია “ეუჯობსი”. ჩვენი პროფილია საქართველოს საზღვრებს გარეთ, კერძოდ კი ევროპასა და აზიაში დასაქმება. ბოლო ხუთი წლის მანძილზე, რაც ჩვენ ავითვისეთ საერთაშორისო ბაზარი, მსოფლიო ასპარეზზე ჩვენმა კომპანიამ მოიპოვა წარმატებული, კონკურენტუნარიანი და საიმედო პარტნიორის სახელი. ჩვენ ვთანამშრომლობთ მრავალი ქვეყნის მრავალპროფილიან კომპანიებთან და სრული გამჭვირვალობით ვასაქმებთ მსურველებს სხვადასხვა სპეციალობით.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა ჰამილტონი მოსწავლეებს სთავაზობს ხარისხიან განათლებას. ხარისხიანი განათლება გულისხმობს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც მიზნად დაისახავს ცხოვრებისეული უნარების განვითარებას, მოამზადებს მოსწავლეებს განათლების შემდგომი ეტაპებისათვის, აუმაღლებს დამოუკიდებლობის ხარისხს და ჩამოაყალიბებს მათ თავისუფალ ადამიანებად, რომელთაც შეუძლიათ იარსებონ სხვადასხვა სოციალურ გარემოში და იყვნენ წარმატებულები.
პროგრამა მოიცავს:
• გაძლიერებულ სწავლებას ყველა საგანში
• გახანგრძლივებულ სასწავლო პროგრამას
• შემეცნებით-გასართობ აქტივობებს
• სპორტულ აქტივობებს
• ცხოვრებისეული უნარების განმავითარებელ პრაქტიკულ სავარჯიშოებს
სკოლა ჰამილტონი სკოლამდელი ასაკის ბავშვებს სთავაზობს მრავალფუნქციურ აკადემიურ და აღმზრდელობით პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მოამზადოს მოსწავლეები სკოლისათვის და შესძინოს მათ ის აუცილებელი კოგნიტური და ფუნქციური უნარები, რომლებიც მათ ჭირდებათ ახალ გარემოში ადაპტაციისა და სწავლისათვის.
შედეგად ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება. ისინი მზად არიან სკოლაში წასასვლელად და აქვთ კარგად განვითარებული წინარე აკადემიური უნარები.
ინტერნეტ–მაღაზია მეგასთორი არის, შპს დონ სენდვიჩი , საიდენტიფიკაციო კოდი: 404988965
ჩვენი კომპანია დაარსდა 2016 წლის მარტის თვეში. ადგილზე მიტანის სერვისს უზრუნველყობს DHL და შპს „ნიუ ფოსტ ინტერნეიშენალ ჯორჯია». ორიენტირებულები ვართ მომხმარებლის კომფორტზე და მომსახურეობის ხარისხზე.
კაპი არის, შპს ჯეოსნეკი, საიდენტიფიკაციო კოდი: 406110630
სნეკების მწარმოებელი კომპანია "კაპი" 2014 წლის იანვარში დაარსდა.
პროდუქციის უმაღლესი ხარისხი და პასუხი მომხმარებლის მთავარ მოთხოვნაზე - ამ პრინციპზე დაყრდნობით კომპანიამ დაიწყო მუშაობა და დღემდე მისი ერთგული რჩება.
კომპანია თანდათან ფართოვდება და ბრენდი "კაპის" სახით უახლოეს მომავალში ჩვენი ერთგული მომხმარებელი კიდევ არაერთ პრემიუმ ხარისხის მქონე პროდუქციას მიიღებს.
ასევე ჩვენ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ის, რომ „კაპის“ პროდუქცია იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რათა მომხმარებელი ყველგან და ყოველთვის იყოს უზრუნველყოფილი პრემიუმ ხარისხით.
JA Georgia-ს მეწარმეთა აკადემია 5-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო ტრენინგებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოზარდებში: ლიდერობის, მეწარმეობის და სხვა 21-ე საუკუნის უნარების ჩამოყალიბებას, რაც მათ დაეხმარებათ გახდნენ წარმატებული გლობალურ ეკონომიკაში.
„მეწარმეთა აკადემიაში“ პროგრამებს ასწავლის „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ გამოცდილი ტრენერები, რომლებსაც გავლილი აქვთ ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამების საერთაშორისო მოსამზადებელი ტრენინგები. ისინი ტრენინგის დროს ქმნიან ბიზნეს გარემოს და ატარებენ ინტერაქტიულ გაკვეთილებს, რაც ახალგაზრდებს შორის მნიშვნელოვნად ამაღლებს მოტივაციას. სახალისო თამაშების და აქტივობების შედეგადაც მოსწავლეები ეცნობიან ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და უვითარდებათ ისეთი უნარები რაც დაეხმარებათ პრობლემების შემოქმედებითად და ეფექტურად გადაწყვეტაში.
აკადემიაში ტრენინგის ღირებულება შეადგენს 50 ლარს. თითოეული ტრენიგ-პროგრამა მოიცავს 10 აკადემიურ საათს სულ 5 შეხვედრა.
ტრენინგების ჩატარების ადგილი: თბილისი - ს. მეტრეველის ქ. #1 ზუგდიდი - მეურნარგიას ქ. #25 ლაგოდეხი - 9 აპრილის ქ.#42 დეტალური ინფორმაცია პროგრამების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: www.jag.ge ცხელი ხაზი: 2 38 36 76 ან 558 59 11 59
,,ნიუჯენ’’ ( #NewGeneration #NewGen #ნიუჯენ ) - საქართველოს ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა,რომელიც გამოირჩევა განსხვავებული და ახალი თაობის სატრანსპორტო საშუალებებით.
ნიუჯენის გუნდს გააჩნია მდიდარი და მრავალფეროვანი გამოცდილება ავტო ინდუსტრიაში, მათ შორისაა, როგორც ორთვლიანი, ისე სამგზავრო,კომერციული სატრანსპორტო საშუალებების წარმოება.
,,ნიუჯენ’’(NewGen-NewGeneration), წარმოადგეს TVS Motors ( #თივიეს ) -ის სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია , ოპერირებს 60 ქვეყანაში (მათ შორისაა არაბთა გაერთიანებული საემიროები, ლათინო ამერიკა, თურქეთი და ა.შ. ) და უკვე ჰყავს 33 მილიონი მომხმარებელი.
,,ნიუჯენ’’ -ის შოურუმი აღჭურვილია :
- ყველზე განსხვავებული, ეკონომიური, ხარისხიანი სკუტერებითა და მოტოციკლეტებით
- სათადარიგო ნაწლებითა და გამორჩეული სერვისით, სადაც დაგეხმარებით თქვენი სატრანსპორტო საშუალების პრობლემის მოგვარებაში.
შეიგრძენით კომფორტი თქვნს იდეალურ მეგობართან ერთად!
#NewGeneration #NewGen #NewGen - has entered the Georgian market in 2019, which is distinguished by different and new generation vehicles.
The Nijen team has a rich and varied experience in the auto industry, including production of two-wheeler and passenger commercial vehicles.
NewGen-NewGeneration, the official distributor of TVS Motors (# TV) vehicles and parts in Georgia, one of the largest manufacturers in India, operates in 60 countries (including the United Arab Emirates, Latino America, Turkey, etc.) and already has 33 million users.
The showroom of "Nijen" is equipped with:
- Different, economical, quality scooters and motorcycles
- Spare parts and outstanding service to help you solve your vehicle problem.
Feel comfortable with your ideal friend!
გიოკაპიტალი არის, შპს გი სი დეკორი, საიდენტიფიკაციო კოდი: 406180939
ჩვენი ვებ გვერდია: www.giocapitali.ge
სამშენებლო კომპანია, რომელიც აშენებს ხარისხიან და კომფორტულ საცხოვრებელ სახლებს.
ინტელექტიკა - ეს არის გამორჩეული მარკეტინგისა და მესამე ათასწლეულის ბიზნეს-ცნობიერების შერწყმა. ეს არის ბიზნესი, რომელშიც სუბლიმირებულია მისი შემქმნელების სული, მისწრაფება და ვნება, რათა ამ გზით შევძლოთ ჩვენი მისიის განხორციელება
ჩვენი მისიაა - დავეხმაროთ მოქმედ და დამწყებ ბიზნესმენებს სისტემური ბიზნესის შექმნაში და რუტინული პროცესების ციფრულ ტექნოლოგიებზე დელეგირების გზით თავისუფალი დროისა და შემოსავლების გაზრდაში.
რაც მთავარია – ჩვენ ვაშენებთ ბიზნესს, ჩვენი ცხოვრების სტილის გარშემო და არა პირიქით. ჩვენთვის ყველაზე მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ ჩვენი ხელმომწერები, მომხმარებლები და მკითხველები იზრდებოდნენ პიროვნულად და პროფესიონალურად..
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროდუქტები და მომსახურება [უფასო/ფასიანი] აუმჯობესებდეს თქვენს ცოდნას, უნარებს, ცხოვრების სტილს და ხარისხს.
იოტა როიალი არის, შპს იოტა როიალი, საიდენტიფიკაციო კოდი: 405107049
ჩვენი ვებ გვერდია: yotaroyal.ge
უამრავი საინტერესო ისტორიის გახსენება შეიძლება კალის ჯარისკაცებზე; გენიალური რუსი მეცნიერი ი.პ. პავლოვის თქმით „... კოლექციონერობა ნებისყოფის სკოლაა, მიზნის რეფლექსი, რომელსაც უდიდესი ცხოვრებისეული მნიშვნელობა აქვს“.
საგულისხმოა, რომ ძმებმა მორის და ვილჰელმ ორანელებმა სწორედ სათამაშო ვერცხლის ჯარისკაცების გამოყენებით მაგიდაზე ჩამოაყალიბეს ეგრეთ წოდებული ჰოლანდიური სამხედრო წესრიგი, რომლის წყალობითაც შემდგომში ჰოლანდიურმა არმიამ ზედიზედ რამდენჯერმე დაამარცხა ესპანელები და ამ პატარა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოუპოვა.
ეგვიპტელი ფარაონებიდან დაწყებული კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ მნიშვნელოვან ცივილიზაციას არ აუვლია გვერდი სათამაშო ჯარისკაცებისთვის და ვერც აუვლიდა - ერთობ სამწუხაროა, მაგრამ უამრავი მკლევარი თანხმდება ტრაგიკულ აზრზე, რომ კაცობრიობის ისტორია უდიდესწილად ომების ისტორიაა.
სუვოროვი და გოეთე, ფრანსი და სტივენსონი, დოილი და უელლსი, ჩერჩელლი და, ასე განსაჯეთ, თვით მალკოლმ ფორბსი - აი, უმოკლესი სია ადამიანებისა, რომლებმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი „მეჯარისკაცეობას“ მიუძღვნეს; ლიუდოვიკ XIII 300 ვერცხლის ფეხოსან ჯარისკაცზე საფრანგეთში დიდი მითქმა-მოთქმა მხოლოდ ნაპოლეონის ნაბიჯმა „გადაფარა“, რომელმაც შვილს 117 ოქროს ჯარისკაცი აჩუქა, თუმცა XVIII საუკუნემდე, როდესაც ნიურნბერგელმა კალის საქმეთა ოსტატმა იოჰან გოტფილდ ჰილბერტმა ფრიდრიჰ დიდისა და მისი გვარდიელების წარმოება დაიწყო და „მეჯარისკაცეობა“ ხალხისთვისაც ხელმისაწვდომი გახადა, ეს ჰობი მხოლოდ არისტოკრატებისათვის წარმოადგენდა „გასართობს“.
სამგანზომილებიანი „ცოცხალი“ ჯარისკაცები პირველად საფრანგეთში XVIII საუკუნის ბოლოს გამოუშვეს, მაგრამ მათი „ოქროს ხანა“ მხოლოდ 100 წლის შემდეგ დადგა - ბრიტანელმა მეწარმემ უილიამ ბრიტანმა ჯარისკაცების ჩამოსხმის ახალი ხერხი აღმოაჩინა, რომელმაც ერთი-ორად შეამცირა წარმოების ხარჯები და ახალი სათამაშო სტანდარტი დააწესა - ფეხოსანი ჯარისკაცი სადგამიდან თვალის დონემდე სიმაღლეში 54 მმ. უნდა ყოფილიყო; ეს სტანდარტი დღესაც ერთ-ერთი პოპულიარულია და მასში უამრავი მსხვილი მწარმოებელი თუ მარტოხელა ოსტატი მუშაობს.
ოდესღაც ბრიტანულ კალის არმიებს წარმატებულ კონკურენციას გერმანული ფირმა „Heyde“-ს კალის ჯარისკაცები უწევდნენ, მაგრამ „Heyde“-ს ქარხანა დრეზდენში მოკავშირეთა ავიაციის მიერ დაბომბილი, ხოლო ჩამოსასხმელი დანადგარები და ფიგურების ფორმები განადგურებულ იქნა, „Heyde“-ს ოჯახის წარმომადგენელთა მცდელობა კი, აღედგინათ ტრადიციული საოჯახო საქმე, გდრ-ის ხელისუფლების მიერ იქნა აღკვეთილი...
ბრიტანულმა კალის არმიამ გაიმარჯვა და შეიძლება ითქვას, რომ William Britain ყველაზე ცნობილი ბრენდია დღესდღეობით. სერიოზული დარტყმა მიაყენა კალის ჯარისკაცებს პლასტმასის ფიგურების მასსიურმაგავრცელებამ, ამ ფიგურებს ერთი აზიური მრავალრიცხოვანი ქვეყანა აწარმოებს. ამგვარად, იაფფასიანი საბავშვო სათამაშოებიდან ჯარისკაცები ისევ „დიდების“ ძვირფას გასართობად იქცნენ
ჩვენს დროში კალის (ახლა უამრავი შენადნობისგან ასხამენ ფიგურებს) საკოლექციო ფიგურების არჩევანი იმდენად ფართოა, რომ ყველაფრის შეგროვება მხოლოდ ფორბსს თუ შეუძლია- ჯეიმს ბონდი, შერლოკ ჰოლმსი და ექიმი უოტსონი, აინშტაინი და დარვინი, საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“ და ჯგუფი „ბითლზი“ ,აი, არასრული ნაირსახეობა დღეს წარმოებადი ფიგურებისა, თუმცა ორთოდოქსი ,კოლლექციონერების აზრით, კალის ჯარისკაცი მხოლოდ ჯარისკაცს უნდა გამოსახავდეს.
ყველაზე იაფ, მაგრამ უხარისხო ჯარისკაცებად ითვლება ამერიკული კომპანიის Blue Box-ის ნაკეთობები, რვა ჯარისკაცის ნაკრების ყიდვა აშშ-ში 16$-აა შესაძლებელი, შედარებისთვის William Britain-ის ასევე რვაკაციანი ნაკრები ლონდონში 79 ფუნტი სტერლინგი და 99 პენსი ღირს.
რუსეთში, არბატზე საიუველირო მაღაზიებში საკმაოდ ფართო ასსორტიმენტის მიუხედავად, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ლენინის, სტალინის, ბრეჟნევისა და სხვა პოლიტიკოსების მინიატურული ფიგურები, „მეჯარისკაცეთა“ ოცნების ქალაქებად მაინც ლონდონი,ნიუ-იორკი და მელბურნი ითვლება.
40 მმ
40 მილიმეტრის სტანდარტის კალის ჯარისკაცების წარმოება ევროპაში XX საუკუნის 60-იან წლებში რამდენიმე სხვადასხვა ადგილას დაიწყო, ხოლო პირველად შოკოლადის კვერცხში ლითონის (ცამის) ჯარისკაცი Kinder Surprise-მა ჩადო. აღსანიშნავია, რომ პირველი ორი სერია ასახავდა ბალერინებსა და კოვბოებს, ეს სერიები დღეს ყველაზე ძვირად ფასობს და მათი შეძენაც რთულია, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მიუხედავად ჰენრი როტის (Kinder Surprise-ის მოდელების შვეიცარიელი ავტორი) უზადო ოსტატობისა და ბავშვების საყვარელი ნუგბარის პოპულიარობისა, 40 მმ. სტანდარტში ყველაზე ღირებულ ფიგურებად მაინც Balaban Gida Ulker (TOTO)-ს მიერ შექმნილი სულთნების ორი სერია (11 ფიგურა) ითვლება. მათი იშვიათობის გამო; ასევე იშვიათობაა „მარაიას“ მეკობრეების სერია და სხვა.
საგულისხმოა, რომ 1972 – 1974 წწ. დაწყებულმა შოკოლადის კვერცხისა და კალის ჯარისკაცის „ტანდემმა“, რომელმაც მილიონობით პატარა და დიდი (!) თაყვანისმცემელი გაახარა თავისი მრავალფეროვანი პროდუქციით, 1998 წ. არსებობა შეწყვიტა გარკვეულ გარემოებათა გამო, რომელთა განხილვასაც ახლა არ შევუდგებით.
დღეისათვის 40 მმ. სტანდარტში თხუთმეტიდან ოცამდე კომპანია და მარტოხელა ოსტატი მოღვაწეობს; ჩვენ აქ შემოგთავაზებთ ამ კომპანიების ჩამონათვალს, ხოლო დაწვრილებითი ინფორმაცია მათ პროდუქციაზე შეგიძლიათ Brave Soldiers & Yota Royal - ის ოფისში მიიღოთ:
1. „მამაცი ჯარისკაცები“;
2. „ბრინჯაოს კოლლე
,,ჰოსპისი ფერისცვალება” საქველმოქმედო ორგანიზაციაა , რომელიც უზრუნველყოფს უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტების პალიატიურ ზრუნვას და სულიერ თანადგომას , ბინაზე და ჰოსპისში. ჩვენი მომსახურება პაციენტებისთვის უსასყიდლოა .
ჩვენ ორგანიზაციას აქვს თავისი პროფესიული სასწავლებელი,სადაც მსურველები უფასოდ სწავლობენ ავადმყოფის მოვლას, საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების გათვალისწინებით .
ჰოსპისის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმებით, ექთნებით , მომვლელებით ,რამდენიმე ადმინისტრაციის წევრითა და მოხალისეებით.
ჩვენი ჰოსპისი ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებობს. მისი მიზანია, მაქსიმალურად დაეხმაროს ადამიანებს ცხოვრების ამ მძიმე და მნიშვნელოვან პერიოდში. ჩვენი სურვილია, არამარტო მოვუაროთ ავადმყოფს, არამედ მასთან ერთად გავიაზროთ ავადმყოფობის, ტკივილის, სიცოცხლისა და სიკვდილის მნიშვნელობა.
"perhospice" is a charity organization that provides palliative care and spiritual support for patients suffering from acute strain, at home, and in hospice. Our services are free of charge to patients.
Our organization has its own educational place, where students are free to take care of the patient, taking into consideration international experience and standards.
The hospice team is staffed with professional doctors, nurses, caregivers, several administration members, and volunteers.
Our Hospice is in the Transfiguration Mother's Monastery. It aims to help people in this difficult and important period of life. We want to not only let the sick but also understand the importance of illness, pain, life and death.
«Perhospice» - это благотворительная организация, которая оказывает паллиативную помощь и оказывает духовную поддержку пациентам, страдающим от острой нагрузки, дома и в хосписе. Наши услуги бесплатны для пациентов.
В нашей организации есть свое учебное заведение, где студенты могут свободно заботиться о пациенте с учетом международного опыта и стандартов.
Команда хосписа укомплектована профессиональными врачами, медсестрами, опекунами, несколькими членами администрации и волонтерами.
Наш Хоспис находится в Преображенском Материнском монастыре. Он направлен на то, чтобы помочь людям в этот трудный и важный период жизни. Мы хотим не только позволить больным, но и понять важность болезней, боли, жизни и смерти.
ტაქსი დავინჩი არის, შპს ტაქსი დავინჩი, საიდენტიფიკაციო კოდი: 400081353
" ტაქსი დავინჩი " -- ტაქსი გამოძახებით
თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ვთავაზობთ სწრაფად, იაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებას ნებისმიერი მიმართულებით.
მომსახურებას გაგიწევენ პროფესიონალი მძღოლები 24 საათის განმავლობაში.
ისარგებლეთ ჩვენი სერვისით და დაზოგეთ თქვენი დრო.
ქალაქის ცენტრი –– 3–4 ლარი
გარეუბნები –– 6–10 ლარი
აეროპორტი –– 20 ლარი ერთი გზა, 30 ლარი ორი გზა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრიორიტეტები:
• ქართული კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნება, საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება;
• საქართველოს რეგიონებში კულტურული კერების შექმნისა თუ აღდგენის ხელშეწყობა; კულტურის, როგორც ქვეყნის რეგიონული განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალის, გამოყენება; საქართველოს რეგიონების საერთაშორისო კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა;
• თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვა ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს ხელოვანთა საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში ჩართვის მიზნით;
• სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა დედაქალაქსა და რეგიონებში;
• კულტურული პროექტების ამოქმედება კონფლიქტურ რეგიონებში ნდობის აღდგენის პროცესში;
• ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობისთვის, კულტურის დარგების მხარდასაჭერად დამატებითი წყაროს უზრუნველსაყოფად;
• შემოქმედებითი ინდუსტრიების (კულტურული ტურიზმი, კინო, დიზაინი, მოდა, ხალხური რეწვა...) განვითარების ხელშეწყობა;
• საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის გზით;
• სოციალურად დაუცველი ფენებისთვის კულტურის სხვადასხვა დარგებზე წვდომის უზრუნველყოფა;
• საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სათვისტომოების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.
“Prima group”-ი დაარსდა 2000 წელს. დაარსების დღიდან კომპანია დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებითა და იმპორტით. იგი წარმატებით ოპერირებს და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ სამშენებლო მასალების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით. მიღწეულმა შედეგმა და კმაყოფილმა მომსმარებელმა, მოგვცა სტიმული, რომ “Prima group’’ -ის საქმიანობა გავაფართოვოთ, უფრო სრულყოფილი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი გავხადოთ.
2018 წლიდან, კომპანია “Prima group“-ი აქტიურად შემოდის საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე, როგორც სამშენებლო კომპანია ,,პრიმა პლიუსი” (PRIMA PLUS) და ახორციელებს მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის „გლდანის ბრილიანტის’’ მშენებლობას გლდანში (ხიზაბავრის N1 მიმდებარედ).
,,პრიმა პლიუსი”-ის ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „გლდანის ბრილიანტი“ მოიცავს 4 ბლოკიან საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც განთავსდება 6 600 კვ.მ-ზე, მოიცავს 400-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას, სავაჭრო და საოფისე ობიექტებს, ტერასაზე გაშენებულ ბაღს, კეთილმოწყობილ და გამწვანებულ სარეკრეაციო ზონას.
მშენებლობისთვის ვიყენებთ ისეთ ნოვატორულ სამშენებლო მეთოდოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი შენობის მდგრადობას, ენერგოეფექტურობასა და მაღალ ხარისხის.
მონოლითური რკინა ბეტონის კარკასული კონსტრუქცია უზრუნველყოფს შენობის სეისმურ დაცვას არანაკლებ 9-10 ბალისა.
კომპანიის მიზანია შექმნას ხარსხზე ორიენტირებული, მომხმარებლებისთვის კომფორტული და კეთილმოწყობილი მრავალსართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი.
მაქსიმალური კომფორტისთვის, კომპანია მომხმარებლებს თავაზობს, მაღალი ხარისხის, კომფორტული და ხარისხიანი ცხოვრების ახალ სტანდარტს. ჩვენთვის ფასეულია ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის. ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე, შესაძლებელია სასურველი ფართის მქონე ბინის შეძენა, ხელმისაწვდომი ფასითა და გადახდის ოპტიმალური პირობით.
პროექტი „გლდანის ბრილიანტის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, სწორედ თანამედროვე, ენერგოეფექტური კომპონენტების გამოყენებაა, რითაც 30%-მდე ენერგოეფექტურობა მიიღწევა და შესაბამისად კომუნალური ხარჯები მცირდება.
კომპანიის პროფესიონალიზმით გამორჩეული გუნდი ყოველთვის მზადაა ნებისმიერ მომხმარებელთან ურთიერთობისათვის, რადგან ჩვენთან ყოველი დეტალი ღია, გამჭვირვალე, ცნობილი და ხელმისაწვდომია თქვენთვის, შედეგად თქვენ ყოველთვის ფლობთ ამომწურავ ინფორმაციას და უშუალო მონაწილე ხართ თქვენივე სახლის მშენებლობაში.
გარდა, ზემოაღნიშნული მახასიათებლებისა, ერთ-ერთი მთავარი რაც საქართველოს ბაზარზე არსებულ პრობლემას წარმოადგენდეს არის დაუმთავრებელი შენობები, მოტყუებული მომხმარებლები და ხარისხზე გაკეთებული ეკონომია. თუმცა, კომპანია გარანტირებულად სთავაზობს თავის მომხმარებელს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის დათქმულ ვადაში დასრულებას. შემოთავაზებული გარანტია მომდინარეობს პროექტის „გლდანის ბრილიანტი“ სრული თვითინვესტირებიდან, რაც გულისხმობს კომპანიის მიერ სამუშაოების წარმოებას ბანკთან არსებული საკრედიტო ვალდებულების გარეშე.
თქვენი ინტერესები და საკუთრების უფლება ჩვენთან დაცულია!