„სანდომი“ არის თანამედროვე, სწრაფად მზარდი, დინამიური, ინოვაციური კომპანია, რომელიც დღეისათვის 100-ზე მეტი დასახელების მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს. იგი უახლოეს მომავალში თავის ერთგულ მომხმარებლებს კვლავაც შესთავაზებს არა ერთ ახალ პროდუქტს, მათ შორის, ტკბილეულს სხვადასხვაგვარი შოკოლადების და კანფეტების სახით. „სანდომი“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტებით, პროფესიონალთა გუნდი უცხოელ კოლეგებთან ერთად მუდმივად მუშაობს პროდუქციის დახვეწაზე და განახლებაზე. საწარმოში პერიოდულად მოწვეულნი არიან უცხოელი ტექნოლოგები. თანამშრომლები გადიან ინტენსიურ ტრეინინგებს უცხოელ სპეციალისტებთან ერთად. ჩვენი კომპანიის უახლოესი ამოცანებია: საწარმოო ხაზების გადაიარაღების გზით საკონდიტრო წარმოების პროცესის სრული ავტომატიზაცია, ხარისხის მართვის სრულყოფა და ISO-ს სერტიფიკატის მოპოვება, რათა კომპანია „სანდომმა“ საბოლოოდ დაიმკვიდროს ჭეშმარიტად ევროპული ხარისხისა და სტანდარტების შესატყვისი ქართული ბრენდის სახელი .
თბილისის უნივერსიტეტი არის აკრედიტებული, ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც დაარსდა 1995 წელს და მდებარეობს ქალაქის ცენტრში. თბილისის უნივერსიტეტის მისია საქართველოში თანამედროვე, დასავლური ტიპის განათლების მისაღებად საჭირო გარემოს შექმნაა. ჩვენი პრიორიტეტი სტუდენტებისთვის ხარისხიანი ცოდნის გადაცემა და შემდგომში მათ დასაქმებაზე ზრუნვაა. ამჟამად, უნივერსიტეტში ხორციელდება 9 საბაკალავრო, 4 სამაგისტრო და 6 პროფესიული პროგრამა.
Vivus.ge წარმოადგენს მსოფლიო დონის წამყვანი მიკროსაფინანსო კომპანიის 4ფინანსი -ის ბრენდს. ჯგუფი 4ფინანსი გასცემს სესხებს მსოფლიოს 15 ქვეყანაში და უკვე გაცემული აქვს 10 000 000-ზე მეტი სესხი. Vivus.ge არის საქართველოს ონლაინ საბანკო საკრედიტო ორგანიზაციის (GONCA) წევრი, რომლის მიზანია საქართველოში ონლაინ სესხების ბაზარზე დანერგოს საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტი. ასოციაცია აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველაზე მსხვილ ონლაინ სესხების კომპანიებს, რომელთა მუშაობის პრინციპი აგებულია უპირველესყოვლისა მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და სოციალურ პასუხისმგებლობაზე. Vivus.ge-ს სერვისები Vivus.ge გთავაზობთ მოქნილ და სწრაფ ინტერნეტ სესხებს საქართველოში. სესხის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ონლაინ განაცხადის შევსება. Vivus.ge_ს ასევე აქვს სესხის ხელზე გაცემის სერვისი . Vivus.ge-ს უპირატესობები ერთ-ერთი ყველაზე იაფი ინტერნეტ სესხი მოქნილი, სწრაფი და მარტივი სესხის განაცხადი ონლაინ სესხის მიღება სახლიდან გაუსვლელად მაღალკველიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი
JT დიზაინ მეტალი არის, შპს ჯთ დიზაინ მეტალი, საიდენტიფიკაციო კოდი:212920213 ჩვენი ვებ გვერდია: designmetal.ge კომპანია "ჯთ დიზაინ მეტალი" დაფუძვნებულია 2009 წელს ქალაქ ქუთაისში. საწარმოს ძირითადი საქმიანობა ლითონის მხატვრული დამუშავებაა. ლითონის დამუშავება ხდება თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ მანქანა-დანადგარებზე და იღებება ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით, დაძველების მეთოდით. პროდუქცია ლითონის მხატვრული დამუშავება გისოსები კარები მოაჯირები ჭიშკრები ღობეები საწოლები მაგიდები სკამები სხვადასხვა სახის აქსესუარი ურბანული ავეჯი საბაღე სკამები ურნები ბარიერები ლამპიონები საყვავილეები საბავშვო ატრაქციონები ტრენაჟორები კალათბურთის, ფრენბურთისა და ჩოგბურთის მოედნების მოწყობილობები კაუჩუკის საფარიანი მოედნების მოწყობა
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია წარმოადგენს წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებელს, რომელიც უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის უმაღლესი აკადემიური და სამხედრო განათლების, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება.
გასტრონავტი - კვების დაწესებულების ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო. რას გთავაზობთ გასტრონავტი ? კვების დაწესებულების კონცეფციის შექმნა და ბრენდინგი დიზაინ პროექტი საკვების მენიუს შექმნა სასმელების მენიუს შექმნა ღვინის კვების დაწესებულების, ღვინის მაღაზიის კონცეფციის შექმნა და დანერგვა იურიდიულად გამართული კვების დაწესებულება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტი საკვების გაფორმების ხელოვნება (Food Styling) მისტიური სტუმარი მომწოდებლების შერჩევა და სპეციალური შეთავაზება
აბდ ჯორჯია არის, შპს აბდ ჯორჯია, საიდენტიფიკაციო კოდი: 404919013 ჩვენი ვებ გვერდია: abdgeorgia.ge ABD Georgia - მეღორეობის უმსხვილესი კომპლექსი კავკასიაში. 2013 წელს დაარსებული მეღორეობის კომპლექსი განლაგებულია ქალაქ ბოლნისის ეკოლოგიურად სუფთა რაიონში, სოფელ აქაურთაში. კომპლექსის საქმიანობას, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების გამოყვანის სფეროში წარმოების ორგანიზებისა და ტექნოლოგიის დონით, ანალოგი არ აქვს. ABD Georgia შედის უკრაინულ აგრარულ ჰოლდინგში АCD უკრაინა, რომელსაც კომბიკორმის წარმოების ბაზარზე ლიდერის პოზიცია უჭირავს. ABD Georgia-ს შემადგენლობაში შედის საღორე კომპლექსი, სასაკლაო, ხორცის კომბინატი. ABD Georgia-ს საღორე კომპლექსი პროექტირებულია ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით. სანაშენო სამუშაო ორგანიზებულია დანიურ კომპანია Breeders-თან ერთად. გოჭების მოვლა და კვება ხორციელდება სანიტარულ ნორმებთან შესაბამისობაში და ადგილზევე კონტროლდება ვეტერინარების მიერ. ახალი, ცივი ხორცი გამოდის TM Meat Land სახელით და ქვეყნის მოწინავე სავაჭრო ქსელებს, ბაზრებსა და რესტორნებს მიეწოდება. საკლავი წარმოება მაღალტექნოლოგიურობით გამოირჩევა და სისუფთავის თვალსაზრისით საქართველოს პირველ სამეულში შედის. საკუთარი საჯიშე მეურნეობის მასალის გამოყენება ABD Georgia-ს საუკეთესო ხარისხისა და სიახლის გარანტირების საშუალებას აძლევს. კომპანიის ხორცკომბინატი უშვებს ძეხვეულ პროდუქციასა და დელიკატესებს TM Delicia სახელით ცივი ღორის ხორცისგან, Fressmann-ის გერმანული დანადგარების მეშვეობით. პროდუქცია იბოლება ნატურალურ ნახერხზე, რის ხარჯზეც სასიამოვნო არომატსა და გამორჩეულ გემოს იძენს. ABD Georgia კომპლექსის შიგნით საწარმოების უწყვეტი ინტეგრაცია წარმოების მაღალი ნორმის შენარჩუნების, დაუყოვნებელი მიწოდების დანერგვისა და ასორტიმეტის გაფართოების საშუალებას იძლევა.
Anousha Tea started by Anousha Radzad. My passion for herbal tea began when I started mountain climbing, I picked herbs like Stachys, Thyme and Borage in the mountains. and I started to study about these herbs and noticed these herbs are incredibly remedial and has calming, refreshing and wellness effect and promote our health. Hence I have made my herbal tea blend that has calming and boosting effect on our body and also prevents from cold and relieve sore throat.
იდეარქი არის საპროექტო კომპანია, რომლის საქმიანობაც განისაზღვრება არქიტექტურიდან დაწყებული, დამთავრებული ყველა იმ დოკუმენტაციით შედგენით, რაც საჭიროა პროექტის შესათანხმებლად და ნებართვების მისაღებად, როგორებიც არის კონსტრუქციული დასკვნები, საინჟინრო სამუშაოები და ასე შემდეგ. ჩვენი კომპანიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, ასევე მშენებლობაც და ასევე პროექტის მაკეტების დამზადებაც!
ქვანტუმ გრუფი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიაა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის მომხმარებლების ინტერნეტით უზრუნველჰყოფა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რადიო და სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით ქვანტუმი აწვდის ინტერნეტს ქვეყნის ისეთ რაიონებსა და უბნებს, სადაც არსებული პროვაიდერები ვერ ახერხებენ მომსახურების გაწევას საქართველოში გავრცელებული სხვა მეთოდების გამოყენებით. კომპანია „ქვანტუმი“ ასევე ახორციელებს სხვადასხვა კავშირგაბმულობის სისტემების მიწოდებას საქართველოს ბაზარზე‚ მათ შორის, ქსელის მონტაჟს და მის შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერას. 2012 წლიდან კომპანიამ თავის საქმიანობას კიდევ ერთი მიმართულება - ვებ-პროექტები დაუმატა, რის შემდეგაც იგი აქტიურად არის ჩართული ინოვაციური ვებ-პროდუქტების შემუშავებაში.
ქუთაისის უნივერსიტეტი არის,შპს ქუთაისის უნივერსიტეტი, საიდენტიფიკაციო კოდი:212677094 ქუთაისის უნივერსიტეტის მისია და მისი მიზნები ქუთაისის უნივერსიტეტის მისიაა იმერეთის მხარეში იყოს საუკეთესო: საქართველოს და მსოფლიოს სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბიზნეს და ეკონომიკური ცოდნის მიწოდებაში, შესაბამისი აკადემიური ღირებულებების ფორმირებაში, მათი შენარჩუნებისა და გამოყენების უნარის განვითარებაში; კვალიფიციური, ღრმა კომპეტენციის, კრიტიკულ სიტუაციებში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარისა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ეკონომისტთა ახალი თაობების მომზადებაში; სრულფასოვანი მოქალაქეების, თანამედროვე ლიდერების ჩამოყალიბებაში, რომლებიც მზად იქნებიან თამამად შეხვდნენ აწმყოს გამოწვევებს და თავიანთი პროფესიონალიზნით გაამდიდრონ მომავალი; კრეატიულობასა და ნოვატორულობაში; რეგიონული და საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის სოციალურ-ეკონომიკური კვლევების განხორციელებაში, საკუთარი სამეცნიერო პოტენციალის სრული გამოყენებისა და მის შემდგომ განვითარებაზე გამოუდმებული ზრუნვის პირობებში; მისიის განხორციელების პროცესში ქუთაისის უნივერსიტეტი წარმატებით ჭრის შემდეგ კონკრეტულ ამოცანებს: სტუდენტზე ორიენტირებული გამართული სასწავლო პროცესის ორგანიზება; სტუდენტების, მეცნიერ-მკვლევარების და აკადემიური პირების მობილურობის ხელშეწყობა; საზოგადოებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება, რეალიზაცია და მათ განახლებაზე მუდმივი ზრუნვა; ბიზნესის სხვადასხვა ფუნქციონალური სფეროების მიხედვით სპეციალისტთა გადამზადება, დამატებითი განათლების მისაღებად მრავალფეროვანი პროგრამების შემუშავება და უწყვეტი განათლების (Life Long Learning) სისტემის ფუნქციონირება; სტუდენტთა და მსმენელთა კარიერის განვითარებაზე ზრუნვა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა; საგანმანათლებლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკური და ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემეტიური სრულყოფა; მაღალპროფესიონალი კადრების მოზიდვა და ჩართვა საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო-კვლევით პროცესებში; გამუდმებული ზრუნვა საკუთარი თანამშრომლების ცოდნის განახლებასა და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე; მმართველობითი გადაწყვეტილებების ოპტიმიზაცია, უნივერსიტეტის მართვაში თანამშრომლებისა და სტუდენტების ჩართულობის უზრუნველყოფა; ხარისხის მენეჯმენტის სისტემის განვითარება; რეგიონულ განვითარებაში სამეცნიერო-კონსალტინგური მონაწილეობა; უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ფინანსური მხარდაჭერა; საგრანტო პროექტებში მონაწილეობისათვის არეალის გაფართოების ხელშეწყობა როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით; თანამშრომელთა შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის სათანადო პირობებისა და მატერიალური სტიმულირების სისტემის სრულყოფა; უნივერსიტეტის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელიც ღრმა პროფესიული უნარ-ჩვევების გარდა ფლობს ეთიკურ და ზნეობრივ ნორმებს, იცნობს და პატივს სცემს მშობლიურ და სხვა ერების კულტურას. აცნობიერებს რა თავის მისიას, უნივერსიტეტი ეძებს ახალ, პროგრესულ გზებსა და მეთოდებს, რათა მზად შეხვდეს თანამედროვე გამოწვევებს, არ ჩამორჩეს საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, იყოს შესაბამისობაში ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან და საკუთარი სტრატეგიის ფორმირების პროცესში ითვალისწინებდეს მსოფლიო ტენდენციებს.
ვინიარდ ფილმზ არის, შპს ვინიარდ ფილმზ, საიდენტიფიკაციო კოდი:404418787 ვინიარდ ფილმზის საქმიანობის ძირითად სფეროს სარეკლამო რგოლების, ფილმების და მუსიკალური კლიპების გადაღების ორგანიზება და მომსახურება წარმოადგენს. კომპანია 2012 წელს თბილისში, საქართველოში დაარსდა და საერთაშორისო ბაზრის კონკურენტულ გარემოში თავისი ნიშა დაიკავა. ჩვენს მიზანს საინტერესო პროექტების მოზიდვა და განხორციელება წარმოადგენს. კომპნია გთავაზობთ ხარისხიან მაღალკვალიფიციურ მომსახურებას და ლოიალურ ფასებს. ვინიარდ ფილმზი გადაღებას და მის თანმხლებ შემოქმედებით პროცესს გააიოლებს და თქვენთვის უფრო კომფორტულს გახდის.
ტურიზმის განვითარების ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციებსა და ადამიანებს და მიაწოდოს მათ ტურიზმის შესახებ სიახლეები. ტურიზმით დაინტერესებულ ყველა პიროვნებას ვთავაზობთ რჩევებს იმის შესახებ სად წავიდნენ, რა იყიდონ, სად დარჩნენ და სხვა სასარგებლო ინფორმაციას. ეს არის პლატფორმა, საქართველოში დამწყები თუ მოქმედი ბლოგერების გააქტიურების და თავმოყრის ადგილი, სადაც მათ შეეძლებათ გამოავლინონ საკუთარი უნარები, გააცნონ თავისი ნამუშევრები საზოგადოებას და პარალელურად ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ყოველთვიურ ბლოგერების კონკურსში, სადაც გამარჯვებულებს ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანიები სოლიდური სახის პრიზებით დააჯილდოვებენ.
MyCredit.ge არის Friendly Finance ჯგუფის წევრი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მოკლევადიან არასაბანკო სესხებს ინტერნეტის საშუალებით. Friendly Finance მსოფლიოს 5 ქვეყანაშია, ჩვენ გაგვაჩნია დიდი გამოცდილება სკანდინავიისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. ჩვენთან მიიღებთ სწრაფ და მოქნილ მომსახურებას კომერციული ბანკებისგან განსხვავებით და ეს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად.
kyoto არის, შპს კიოტო, საიდენტიფიკაციო კოდი:404424324 ჩვენი ვებგვერდია kyoto.ge "კიოტო" - გასტრონომიული სამოთხე ყველასათვის. იაპონიის უძველესი დედაქალაქი კიოტო ერთ დროს ნამდვილი სამოთხე იყო. ახლა, თბილისის შუაგულში, მის უმთავრესს არტერიაზე – რუსთაველის გამზირზე _ მდებარე იმავე სახელწოდების რესტორანი სტუმრებს სასიამოვნო და აღმოსავლურად დახვეწილ გარემოში ეპატიჟება. "კიოტოს" თავაზიანი ატმოსფერო, ტრადიციული ეტიკეტის დაცვით, გაზიარებთ იაპონური კულინარიის მდიდარ გამოცდილებას. კლასიკური და თქვენთვის უკვე ნაცნობი იაპონური კერძების გარდა, აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო შეფ მზარეულის, გიორგი ჭინჭრაშვილის საავტორო კერძები და ორიგინალური დესერტი. ქართულ გემოვნებას მორგებული, კულინარიული კრეატივის შედევრები გულწრფელ გაოცებას იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე "კიოტოს" იაპონელ სტუმრებში.