Hobby master არის, შპს ჰობი მასტერ, საიდენტიფიკაციო კოდი: 202379194 სათამაშოების მაღაზია "Hobby Master "-ი გთავაზობთ ევროპული წამყვანი ბრენდების სათამაშოებს და ჰობი თემატიკას. აგრეთვე ევროპული წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის ხის სათამაშოების დიდ არჩევანს. ჩვენთან წარმოდგენილი სათამაშოები აკმაყოფილებს ყველა ევრო სტანდარტებს და უვნებელია ბავშების ჯამრთელობისთვის,
Datvale.ge არის ციფრული პლატფორმა, რომელიც რემონტისა და მშენებლობის პროცესს მარტივს, გამჭვირვალესა და პროგნოზირებადს ხდის რას ვთავაზობთ მომხმარებელს? 1)მშენებლობისა და რემონტის დეტალურ კალკულაციებს 2)პარტნიორ ბრენდებში ექსკლუზიურ ფასდაკლებებს. 3)პირადი რემონტის ასისტენტს, რომელიც დაგეხმარებათ რემონტის პროცესში ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის გადაჭრაში.
ავტოსამრეცხაო “American Car Wash” თანამედროვე ამერიკული კონვეირული სისტემის საშუალებით, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურეობას უმოკლეს დროში. გარეცხე ამერიკულად Do it like in USA დაზოგეთ დრო და მიიღეთ მაღალი ხარისხი! პირველი კონვეირული სისტემის ავტოსამრეცხაო, მე-20 საუკუნის შუა პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩნდა და წლების განმავლობაში განიცდიდა განვითარებას. ხოლო ჩვენი კომპანია უკვე ქართველ მომხმარებელს აძლევს საშუალებას ისარგებლოს ამ სერვისით. P.S. ავტოსამრეცხაოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს კაფე
სასტუმრო „ედელვაისი გუდაური“ განთავსებულია კურორტ გუდაურის ზემო ნაწილში. სასტუმროდან საბაგირომდე სულ რაღაც 10 წუთის ფეხით სავალი მანძილია, სრიალის შემდეგ კი თქვენ ასევე თხილამურებით შეძლებთ უშუალოდ სასტუმროში დაბრუნებას. ჩვენი ფანჯრებიდან თვალწარმტაცი ხედები იშლება კურორტ გუდაურის მთიან მასივებზე, რაც სასტუმროს დამსვენებლებს კიდევ უფრო სასიამოვნო განწყობას შეუქმნის. სასტუმროში 28 კომფორტული ოთახია, აქ თქვენ დაგხვდებათ ერთ, ორ და სამადგილიანი ნომრები, ასევე ლუქსის ტიპის ნომერი. ყველა მათთაგანი კი აღჭურვილია ჰიგიენური საშუალებებით, ინდივიდუალური სველი წერტილებით, მაცივრით, ცენტრალური გათბობით, მინი-ბარით, სეიფით, საკაბელო ტელევიზიით, უფასო უკაბელო ინტერნეტითა და თმის საშრობით. სასტუმრო „ედელვაისი გუდაური“ ასევე გთავაზობთ 24 საათიან რეგისტრაციასა და ოთახის მომსახურებას. ჩვენს რერსტორანში კი თქვენ საშუალება გექნებათ დააგემონვოთ ქართული და ევროპული კერძების დიდი ნაირსახეობა. ასევე ეწვიოთ ჩვენს ბარს. სასტუმროში კვების ბლოკი კონტინენტალური სახისაა. იგი ორჯერადია და მოიცავს საუზმესა და ვახშამს. სასტუმროში „ედელვაისი გუდაური“ თქვენ მაღალი სტანდარტების მომსახურება, სასიამოვნო ინტერიერი, მყუდრო ოთახები, თვალწარმტაცი ხედები და ნამდვილი სტუმართმოყვარეობა დაგხვდებათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმროში „ედელვაისი გუდაური“!
თბილისის ტერიტორიაზე სტენსილების (ადამიანის ან ნებისმიერი სურათის კედელზე პულევიზატორით დახატვა) გაკეთება. დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირადში. Making stencils on the territory of Tbilisi (drawing on a wall of a human or any picture with a pulsator). Contact us in person for detailed information.
სასტუმრო „Residence Hill” მდებარეობს თბილისის ცენტრში, ყველაზე პრესტიჟულ ნაწილში - ვაკეში. ჩვენი სასტუმრო არის კლასიკური და ამავდროულად კომფორტული, ერთ ადგილიანი, ორ ადგილიანი და სამ ადგილიანი ნომრებით. სასტუმრო მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე, ვაკის პარკიდან სამი წუთის საფეხმავლო გზაზე. მომსახურე პერსონალი არის მეგობრული. ჩვენ ვსაუბრობთ ქართულად, ინგლისურად და რუსულად. ასევე შეგვიძლია დახმარება გაგიწიოთ საოჯახო ან ბიზნეს ტურის დაგეგმვაში. ვიმედოვნებთ,რომ თქვენს არჩევანს შეაჩერებთ ჩვენს სასტუმროზე, ველით თქვენს სტუმრობას „residence Hill-ში“.
Baltic Clinic ლიტვური ოფთალმოლოგიური პროფილის სამედიცინო ცენტრია, რომელიც, 2013 წლიდან უკვე თბილისში, გთავაზობთ მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას. კლინიკა აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე აპარატურით. ჩვენთან მიიღებთ ხარისხიან მომსახურებას იაპონიის, გერმანიის და სხვა ქვეყნების წამყვანი სამედიცინო მწარმოებელი ფირმების დიაგნოსტიკური აპარატურის მეშვეობით. ჩვენ გთავაზობთ ისეთ მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, რომელთა ჩატარებაც, საქართველოში, მხოლოდ Baltic Clinic-შია შესაძლებელი: თვალის კომპიუტერული ტომოგრაფია (3D OCT-2000, Topcon), კომპიუტერული პერიმეტრია (OPTOPOL Technology), ჩვილ ბავშვთა რეფრაქტომეტრია (0-3 წლამდე ბავშვების ოპტიკური პრობლემების ობიექტური დიაგნოსტიკური ხელსაწყო Plusoptix A09) და სხვა. სისტემატურად ვმართავთ კონსულტაციებს ლიტველ სპეციალისტებთან. ვთანამშრომლობთ ოფთალმოლოგიურ კომპანია Kavita-სთან, რომელიც გახლავთ ლიტვის ეროვნული ოპტიკოსების ასოციაციისა და მაჟეიკიაის ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი.
მედიჰელსი გთავაზობთ 24 საათიან ექოსკოპიურ გამოკვლევას ბინაზე გამოძახებით, ასევე წარმოებს კვალიფიციური მომსახურება ისეთ სფეროებში როგორიცაა: გინეკოლოგია, ექოსკოპია, დერმატოვენეროლოგია, ნევროლოგია, თერაპია, კარდიოლოგია, ესთეტიკა (სახის მოვლის ფართო სპეკტრი) დიოდურ-ლაზერული ეპილაცია. სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია უახლესი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით, რაც აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასმისა და მკურნალობისთვის. პირვალდ საქართველოში ტარდება ყურის კომპიუტერული დიაგნოსტიკა ასევე ფუნქციონირებს კლინიკურ-ლაბრატორიული კვლევები.
IPOVE.GE წარმოადგეს უნიკალურ საძიებო სისტემას და საქართველოში არსებული კომპანიების საინფორმაციო ცნობარს. აქ განთავსებულია კომპანიების სიახლეები, ფოტო და ვიდეო გალერეა, ვაკანსიები, საკონტაქტო ინფორმაცია და ლოკაცია. IPOVE.GE მართავს საქართველოში დარეგისტრირებული ყველა კომპანიის მუდმივად განახლებად ონლაინ მონაცემთა ბაზას.
ტრადიციული მოდის სახლი არის, შპს ტრადიციული მოდის სახლი, საიდენტიფიკაციო კოდი: 400123718 სასწავლო შემოქმედებითი სახელოსნო “ ტრადიციული მოდის სახლი” სოციალური საწარმო - სასწავლო შემოქმედებითი სახელოსნო „ტრადიციული მოდის სახლი“ შეიქმნა 2014 წელს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, კონკურსში, „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“ გამარჯვების შედეგად. კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“ წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას სტუდენტებისათვის არამარტო გაიღრმავონ ცოდნა, ახალ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს დაეუფლონ, საკუთარი თავი წარმოაჩინონ და საკუთარი უნივერსიტეტის ღირსება დაიცვან თანატოლებთან პაექრობაში, არამედ არსებულ სოციალურ საწარმოებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრაში დაეხმარონ და ნოვატორული ბიზნეს-პროექტები შეიმუშავონ იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რომლებსაც სურთ ახალი სოციალური საწარმოს შექმნა. კონკურსს ახორციელებენ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. სრულ ინფორმაციას კონკურსის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე: http://www.gosocialenterprise.ge/ „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“ კონკურსის ფარგლებში, ქართული უნივერსიტეტის გუნდის Soc creative-ის და სათემო ორგანიზაცია - „თემქა-ზღვისუბნის“ თანამშრომლობით შემუშავდა ბიზნეს-პროექტი და ჩამოყალიბდა სოციალური საწარმო - სასწავლო შემოქმედებითი სახელოსნო „ტრადიციული მოდის სახლი“ . სასწავლო შემოქმედებითი სახელოსნოს „ტრადიციული მოდის სახლი“ მისია: ყველა ასაკის ქალებს, რომლებსაც სხვადასხვა სახის რთული პირობების გამო შეზღუდული აქვთ თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, დავეხმაროთ პიროვნული განვითარების ხელშეწყობით, პროფესიული დახელოვნების ამაღლებით, მოქალაქეობრივი აქტიური პოზიციის ჩამოყალიბებით უკეთ შეიცნონ პირადი შესაძლებლობები და წარმატებებს მიაღწიონ დასაქმებაში და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვახორციელებთ ზრდასრულთა განათლების სხვადასხვა აპრობირებულ და ნოვატორულ პროგრამებს. ორგანიზაციის მიზანი ამავდროულად არის ტრადიციული ქართული რეწვის (ტექსტილის) დარგების პოპულარიზაცია და თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირება. მარტივად რომ ვთქვათ, სახელოსნოში დასაქმებულ ბენეფიციარებს ოჯახური პირობების, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (ყავთ მცირეწლოვანი შვილები, ან ოჯახის წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, არიან 60 წელს მიღწეული ასაკის, ან აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები) არ შეუძლიათ სრული განაკვეთით მუშაობა, რაც შრომის ბაზარზე ფაქტიურად გადაულახავ ბარიერს წარმოადგენს მათი დასაქმებისთვის. სახელოსნოში მზადდება/იკერება ხალხურ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე ტანსაცმელი, სხვადასხვა აქსესუარი და სუვენირი. გამოყენებულია ჩანაჭრულას/ქვილთის, ქარგვის, ქსოვის, აპლიკაციის, მოთელვის სხვადასხვა ტექნიკები. ტანსაცმელი არ მზადდება მასიური რაოდენობით, უმეტესად ექსკლუზიურ მოდელებს ვქმნით. აქსესუარების დამზადებაში გვეხმარებიან პარტნიორები და ხალხური რეწვის ოსტატები მაღალმთიანი რეგიონებიდან: თუშეთიდან და ფშავიდან. დეტალურ ინფორმაციას სახელოსნოს ფუნქციონირების და პროდუქციის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ Facebook-გვერდზე: „ტრადიციული მოდის სახლი“. კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“ ტარდება სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციას და სოციალური საწარმოს, როგორც მდგრადი ბიზნესმოდელის დანერგვას ქართულ საზოგადოებაში. სოციალური საწარმო გახლავთ ბიზნეს პრინციპებით მოქმედი საწარმო, რომელსაც სოციალური მისია გააჩნია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ბიზნესის ნოვატორულ მიდგომებს საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვეულებრივი ბიზნესისაგან განსხვავებით, სოციალური საწარმოს მამოძრავებელი არ არის მოგების ზრდა მეწილეებისა და მფლობელებისათვის. სოციალური საწარმო მოგების რეინვესტირებას ახდენს თემში, ან ბიზნესში სოციალური მიზნების მისაღწევად. პროგრამა ხორციელდება 2009 წლიდან, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ვებ გვერდზე: http://www.epfound.ge/ .
პირველი რესტორანი `ტერემოკი`-ი გაიხსნა თბილისში 2005 წელს. მისი სამზარეულო და ინტერიერი დაფუძნებულია საუკეთესო რუსულ ტრადიციებზე. ხის ავეჯი და რუსული სოფლის დიზაინში გამოწყობილი ინტერიერი სასიამოვნო და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს სტუმრებზე. რესტორანში შეგიძლიათ მიირთვათ ტრადიციული რეცეპტებით, მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული ჯანსაღი კერძები. რესტორანმა-მა მალე მოიპოვა პოპულარობა და ახლა უკვე 8 «ტერემოკი» ფუნქციონირებს, სადაც გარანტირებულია მომსახურებისა და კერძების მაღალი ხარისხი.
ეს არის რესტორანი, რომელიც გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქართულ-ევროპულ კერძებს, გარემოსა და მომსახურებას. აქ გელით განსხვავებული და მშვიდი ატმოსფერო, დახვეწილი ინტერიერი და გემოვნებიანი მუსიკა. რესტორანს აქვს ადგილზე მიტანის უფასო სერვისი. არის ყველაზე დაბალი ფასები ალკოჰოლურ სასმელებზე თბილისის მასშტაბით.