ხრამუნა პური არის, შპს თეგი, საიდენტიფიკაციო კოდი: 202233742 "ხრამუნა პური" დამზადებულია უნიკალური სამამულო ხორბლის ჯიშებისგან საფუარის გარეშე. გადის ძალიან სწრაფ, ღრმა თერმულ დამუშავებას, რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნეს ხორბლის სასარგებლო კვებითი თვისებები. რეკომენდირებულია კუჭნაწლავის, ღვიძლის და ასევე დიაბეტით დაავადებულთათვის. არის ტრადიციული პურის საუკეთესო შემცვლელი. რეკომენდირებულია ჭარბი წონის დასარეგულირებლად. ასუფთავებს ორგანიზმს შლაკებისაგან.
MACH&MACH არის, ი/მ გვანცა მაჭარაშვილი , საიდენტიფიკაციო კოდი: 01019082830 MACH & MACH არის ქართველი დიზაინერების ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების ბრენდი, რომელიც შეიქმნა 2012 წელს და რომლის დიზაინერებიც არიან GVANTSA MACH (გვანცა მაჭარაშვილი) და NINA MACH (ნინა მაჭარაშვილი). ბრენდის შექმნის კონცეფცია უკავშირდება ხარისხიანი, ღირებული და მოდური პროდუციის შექმნისა და არსებობის სურვილს ქართულ ბაზარზე.
საოჯახო სასტუმრო "ორბელ ჰაუსი" მდებარეობს დედაქალაქ თბილისის ისტორიულ და კულტურულ ცენტრში. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები ორი წუთის სავალზეა სასტუმროდან. "ორბელ ჰაუსი" გთავაზობთ ნათელ და მყუდრო ოთახებს, სრულად აღჭურვილი სველი წერტილებით. სასტუმროს ნომრებში ყველაფერია თქვენი კომფორტისათვის. სასტუმრო ასევე გთავაზობთ უფასო ავტოსადგომს და ბარს.
შ.პ.ს ,,სისხლის ბანკი” დაარსდა 2007 წლის 10 ოქტომბერს მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე. ჩვენი მიზანია სრულად დავაკმაყოფილოთ ექიმების მოთხოვნა სისხლთან დაკავშირებით, რათა ბავშვების სიცოცხლეს არ შესქმნას საფრთხე. მოგეხსენებათ კლინიკაში არსებობს ონკოჰემატოლოგიური განყოფილება, სადაც ლეიკემიით დაავადებული ბავშვები გადიან მკურნალობის კურსს, მათ ყოველდღიურად ესაჭიროებათ სისხლის კომპონენტების გადასხმა. Aამ წლების განმავლობაში დღეში საშუალოდ 18- 22 ერთეული სისხლის კომპონენტის მოთხოვნაა ბავშვებთან. ჩვენი ბანკი მოქალაქეების დახმარებით ყველანაირად ცდილობს არ შეიქმნას დეფიციტი, მაგრამ მსგავსი პრობლემი მაინც იჩენს ხოლმე თავს.
კაფე ვოლვერი გთავაზოვთ ნატურალურ ქართულ ღვინოს და კერძებს რომლებიც იდეალურად უხდება მას. ჭაჭის და ღვინის კოქტეილებს. სხვადასხვა სახეობის ტაპასებს, მყუდრო გარემოს და მეგობრულ პერსონალს. თქვენი ოთხფეხა მეგობრებისათვის კარი ყოველთვის ღიაა. Volver ნიშნავს დაბრუნებას და ნამდვილად დაბრუნდებით. კაფე ვოლვერში მოწევა შესაძლებელია მხოლოდ ტერასაზე.
ფით სლიპ არის, შპს ფითსლიპ, საიდენტიფიკაციო კოდი: 405133387 FIT Sleep”-ის ლეიბები და მატრასები დამზადებულია მაღალი ხარისხის ღრუბლისაგან, რომელიც იმეორებს თქვენი სხეულის ფორმას და ამით უზრუნველყოფს ხერხემლის სწორ მდგომარეობას. ეს არის უნიკალური ტექნოლოგიით შექმნილი პროდუქტი, რომლის ექსკლუზიური დისტრიბუტორია “FIT Sleep”. მატრასი შედგება მრავალფენიანი შრეებისგან, რომლიც შერჩევაც ხდება ინდივიდუალურად, წონის, ზომის და თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით [ჩვეულებრივი, ორთოპედიული, ბავშვებისთვის].
თბილისის გულის ცენტრი არის, შპს თბილისის გულის ცენტრი,საიდენტიფიკაციო კოდი:405125332 «თბილისის გულის ცენტრ»-ში ხორციელდება შემდეგი დიაგნოსტიკური გამოკვლევები: ლაბორატიურიული გამოკვლევების სრული სპექტრი, ტრედმილი, ჰოლტერი, ექოკარდიოგრაფია (მათ შორის საყლაპავშიდა ექოკარდოგრაფია), სტრეს-ექოკარდიოგრაფია. ასევე ცენტრში ხდება მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, საძილე არტერიების, პერიფერიული არტერიების ექოსკოპიური გამოკვლევა. ცენტრის პროცედურების და ჩარევების ჩამონათვალი მოიცავს ინტერვენციულ კარდიოლოგიაში არსებულ ყველა მანიპულაციას: კორონაროგრაფია, პერიფერიული არტერიების ანგიოგრაფია, საძილე არტერიები ანგიოგრაფია, კორონარული სტენტირება (მეტალითა და წამლით დაფარული სტენტებით), ბალონური ანგიოპლასტიკა, დროებითი და მუდმივი სტიმულატორის იმპლანტაცია, მარჯვენა ნაწ. კათეტერიზაცია, პერიკარდიოცენტეზი, გეგმიური კარდიოვერსია.
ეისიდ ბარი ეს არის "კალა ჯგუფის" ქსელში შემავალი კაფე ბარი. ამჟამად არსებობს 2 ფილიალი, სოლოლაკსა და საბურთალოზე. ეისიდ ბარი გთავაზობთ კომფორტულ და მყუდრო გარემოს. სასიამოვნო მუსიკას - ძირითადად ჯაზის, ბლუზის, ელექტრონიკისა და ეისიდ ჯაზის ნაირსახეობებს. ამ სასიამოვნო მუსიკის თანხლებით შეგილიძათ მიირთვათ გემრიელი კერძები ან დალიოთ კოქტეილები, ან სხვა ალკოჰოლური სასმელები.
Hotel Gremi has been welcoming guests since Jul 17, 2017. You will find a 24-hour front desk at the property. Free private parking is available on site (reservation is not needed). Featuring free WiFi, Hotel Gremi offers accommodations in Tbilisi City. Guests can enjoy the on-site bar. Free private parking is available on site. Freedom Square is 3.1 km from Hotel Gremi, and Rustaveli Theatre is 3.5 km away. The nearest airport is Novo Alexeyevka Airport, 11.3 km from the property.