ძვირფასო სტუმარო, ძალიან მიხარია რომ შემოხვედით ჩვენს გვერდზე, მინდა მოკლედ მოგიყვეთ ჩვენს შესახებ, რის შემდეგაც ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ ჩვენი შექმნილი და ნახელავი. ბუტიკ სასტუმრო ’’Stay’’ გაიხსნა სულ რაღაც ორი კვირის წინ, რუსთაველზე, ძმები კაკაბაძეების 26 ნომერში.ეს არის სრულიად წყნარი უბანი, რომელიც მდებარეობს მეტრო რუსთაველიდან 2 წუთის ფეხით სავალ გზაზე. სასტუმროს გახსნამდე ეს შენობა იყო ჩემი საცხოვრებლი სახლი, სადაც გავატარე უბედნიერესი წლები ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ცოტა ხნის წინ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ სახლი თავიდან ბოლომდე შეგვეცვალა და გადაგვეკეთებინა სასტუმროდ, სადაც მივიღებდით უამრავ სტუმარს სხვადასხვა ქვეყნებიდან, გავუმსაპინძლებოდი საკუთარი ხელით მომზადებული საუზმით, ჩემი ბაღის ხილით და კენკრით, ჩემი გამომცხვარი ნამცხვრებითა და კექსებით.ეს იდეა ორივეს ძალიან მოგვეწონა და სისრულეში მოვიყვანეთ.სასტუმრო შედგება 8 ორადგილიანი ნომრისგან, სადაც განთავსებულია ყველა საჭირო ინვენტარი და სააბაზანო ჰიგიენური საშუალებები.ძალიან ვამაყობ ჩვენი მყუდრო სასაუზმე ტერიტორიით, საიდანაც კარი გადის ტერასაზე. აქ სტუმრებს შეეძლებათ მიირთვან ქართული ღვინო, დააგემოვნონ ქართული ნუგბარი და მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ეს არ არის საოჯახო ტიპის სასტუმრო, ეს არის მაღალ სტანდარტებს მორგებული ბუტიკ - სასტუმრო, სადაც სტუმარი თავს იგრძნობს, მდიდრულად და შინაურულად. მადლობა რომ დაგვითმეთ დრო.
ყვავილების სახლი "Art-Flora" გთავაზობთ ყველა სახის ღონისძიების უზრუნველყოფას. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ფურშეტები; ივენთების ორგანიზება; ქორწილების ორგანიზება; თაიგულები (საპატარძლო კაბა, სადღესასწაულო, საბავშვო, თაიგული უბრალო განწყობისთვის); კომპიზიციები სხვადასხვა თემატიკით; საჩუქრების შეფუთვა; ინტერიერის დიზაინი; ბუშტებით გაფორმება. “Art-Flora“ ასევე გთავაზობთ კერძო სახლების, აგარაკების, ინტერიერის გაფომებას, გამწვანებას.
Rogas Home is set in Tbilisi, 1 mi from Tbilisi Opera and Ballet Theater. Enabling easy access to many parts of the city, Marjanishvili Metro Station is located 0.6 mi away. Rogas Home features free WiFi throughout the property. Each room at this hotel is air conditioned and is fitted with a flat-screen TV with cable channels. All rooms have a mini-bar and a private bathroom which includes shower and bathrobes. There is a 24-hour front desk at the property. Rustaveli Theater is 0.9 mi from Rogas Home, while Freedom Square is 1.2 mi away. The nearest airport is Tbilisi International Airport, 10 mi from Rogas Home. Chugureti is a great choice for travelers interested in architecture, nature and friendly locals.
"დეზლაინი" ჩამოყალიბდა 2009 წელს, საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სადეზინფექციო სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოების შესრულება. მომსახურებას ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ISO სტანდარტის პრეპარატებით. ვემსახურებით საქართველოს ფარგლებში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, ბავშვთა დაწესებულებებს, საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და კერძო დაწესებულებეს. დერატიზაცია (მღრნელებთან ბრძოლა) დეზინსექცია (მწერებთან და ქვეწარმავლებთან ბრძოლა) დეზინფექცია (მიკრობებთან, ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლის ღონისძიებებს)
მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 42-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, SDC, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩო. ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მერსი ქორფის საქართველოს წარმომადგენლობა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამის „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში აცხადებს ტენდერს ტრაქტორის მომწოდებლის შესარჩევად.
შპს"აირბალონი"ახორციელებს ბუნებრივ აირზე მომუშავე აირბალონიანი სისტემის შემოწმებას და უზრუნველყოფს შესაბამისი სერთიფიკატის და ფირნიშის გაცემას. შპს"აირბალონმა"აკრედიტაცია გაიარა 2016 წლის 16ივნისს იგი მზად არის დაუბრკოლებლად მიიღოს და გაათაროს მინიმუმ 15 მანქანა. ჩვენტან მოგემსახურებიან სერთიფიცირებული თანამშრომლები.