დეველოპერული კომპანია - SDG შეიქმნა 2017 წელს. ჩვენი გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მშენებლობის ხარისხს. ამიტომ ვაშენებთ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით ეკოლოგიურად სუფთა ადგილას. კომპანიის მიზანია გაალამაზოს ქალაქის იერსახე და მომხმაებლებს შესთავაზოს მათზე მორგებული საცხოვრებელი სახლები. ჩვენი გუნდის მისიაა შექმნას უსაფრთხო საცხოვრებლები მობინადრეთათვის, შეუქმნას მათ კომფორტი და თითოული პროექტი ჩააბაროს დაგეგმილ ვადში.
ჩვენ გთავაზობთ ტურებს მთელს მსოფლიოში , ასევე შიდა ტურებს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი მომსახურეობა: - სასტუმროების დაჯავშნა; - ავიაბილეთების დაჯავშნა; - ინდივიდუალური ტურები; - ჯგუფური ტურები; - მატარებლის ბილეთების დაჯავშნა; - კონცერტების ბილეთების; დაჯავშნა - გიდის მომსახურება; - სამოგზაურო დაზღვევა; - სავიზო მხარდაჭერა; - ტრანსპორტირების დაჯავშნა. categories
ალფა დეველოპმენტი არის, სპს სამშენებლო კომპანია ალფა დეველოპმენტი , საიდენტიფიკაციო კოდი: 454407721 "ალფა დეველოპმენტი" დაარსდა 2013 წელს. "ალფა დეველოპმენტი" ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც ზრუნავს მშენებლობის მაღალ ხარისხსა და ეკოლოგიურობაზე, კომპანია უზრუნველყოფს მშენებლობის ხარისხს, შეთავაზებული პირობებისა და ჩაბარების ვადების დაცვას. "ალფა დეველოპმენტი" სამშენებლო პროექტებს თბილისის სხვადასხვა უბანში ახორციელებს: დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, ავლაბარი და ვარკეთილი. კომპანია ასევე აშენებს სასტუმრო "ლაერტონს" ძველ თბილისში . "ალფა დეველოპმენტი" საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე დღეს ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც ამ სფეროში საქმიანობის არეალის გაფართოებას გეგმავს. ნდობა, ლოიალურბა, საქმისადმი პროფესიული მიდგომა და პროექტების სწრაფი განხორციელება – სწორედ ეს გახლავთ კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპები.
პაბი ვილსი არის, ი.მ ალექსანდე ნიკოგოსოვი,საიდენთიფიკაციო ნომრით:01017014965 პაბი Wheels-ი 1996 წლიდან ერთგულად ემსახურება ლუდის მოყვარულ თბილისელებსა და საქართველოს სტუმრებს. დღიდან დაარსებისა Wheels-მა დაიმეგობრა მრავალი უცხოელი სტუმარი , რომლებთანაც დღესაც აქვს ურთიერთობა. გარდა ამისა თბილისელებმა Wheels ზედმეტი სახლიც დაარქვეს Guinness ბარი, რომელსაც რეალურად ამართლებს. სწორედ პაბი Wheels-ში ჩამოისხა თბილისში პირველი Guinness-ი. ლუდების საგანგებო შერჩევით გაითქვა სახელი ამ პაბმა და დღესაც წარმატებით სთავაზობს სტუმრებს ლუდების ნაირსახეობას. ლუდების ფონზე სტუმრებს ვთავაზობთ სამზარეულოს საუკეთესო კერძებს, როგორიცაა თბილისში განთქმული ქოთნის პილმენი და სხვა სასიამოვნო კერძი. საღამოს ცოცხალი მუსიკის ფონზე გამოცდილი ბარმენები შემოგთავაზებენ სასიამოვნო და საუკეთესო სასმელების მრავლფეროვნებას. გვერწმუნეთ პაბი Wheels-ის მყუდრო და სასიამოვნო გარემო გაგილამაზებთ დღის თუ საღამოს განმავლობაში ნებისმიერ საწადელს.
კომპანია „მაგი“ რამდენიმე წელია გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე. „მაგი“ აწარმოებს ნესტგამძლე, ჰერმეტულად დახურულ ხელნაკეთ კარადებს. მოთუთიებული ლითონის ფურცლებს (0,5-0,6მმ) შორის მოთავსებული პენოპლასტი (40 მმ) აღჭურვილია მამჭიდროებელი რეზინებით, რაც ქმნის გათბობის ქვაბის სრულ იზოლაციას ყინვა, თოვლი, წვიმიანი ამინდი, სიცხე და სხვა ბუნებრივი ფაქტორები უამრავ პრობლემას უქმნის ქვაბს, რომელიც ზამთარში გათბობასა და ნებისმიერი სეზონის დროს ცხელი წყლის მიწოდებას უზრულვეყოფს. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ბუნებრივი ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს ცენტრალური გათბობის ქვაბზე, რაც ავტომატურად გულისხმობს გათბობისა და ცხელი წყლის არასტაბილურ მიწოდებას. ნესტგამძლე, ჰერმეტული კარადა უზრუნველყოფს გაზის ხარჯვის ეკონომიურობას და ქვაბის პარამეტრული მახასიათებლების მდგრადობას. ამას გარდა, გათბობას იცავს გარე დაზიანებებისაგან (ყინვა, ნესტი, წყალი, მზე, ბუნებრივი ფაქტორები). კომპანიამ „მაგი“ უკვე არაერთ სამშენებლო კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და ჰერმეტულად შეფუთა გათბობის ქვაბები. ამას გარდა, მუშაობს კერძო შეკვეთებზე.
"ხომლის უსახელოური" ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და ნახევრად მშრალი ღვინოა. იგი დავარგებულია ქვევრში, ღვინო მაღალი ღირსებისაა, აქვს ჯიშური არომატი, ხომლის მთის ბუნების სასიამოვნო სურნელი და ჰარმონიულობა. რაც მთავარია, ჩვენ მიერ უძველესი მეთოდით დაყენებული ღვინის არომატი და სურნელი დიდხანს გაგყვებათ და ეს არის მისი, როგორც ექსკლუზიური, პრემიუმ ჯგუფის ღვინის, უმთავრესი ღირსება. ,,ხომლის უსახელოურის“ გასინჯვა გაფიქრებინებთ, რომ ეს საუკეთესოზე საუკეთესო ღვინოა, რომელიც თქვენ ოდესმე დაგიგემოვნებიათ.
შ.პ.ს. “კონსილიატორი” დაარსდა 2016 წელს, კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს: ფინანსური კონსალტინგი, პრობლემური აქტივების მართვა, უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება. შ.პ.ს. “კონსილიატორი” ამჟამად წარმოდგენილია 7 ფილიალით საქართველოს 5 რეგიონში, კომპანიაში დასაქმებულია 120 თანამშრომელი.