ბალანს ჯგუფი არის, შპს ბალანს ჯგუფი, საიდენტიფიკაციო კოდი:404870430 აუდიტორული და საბუღალტრო მომსახურების კომპანია „ბალანს-ჯგუფი“ სთავაზობს დახმარებას მეწარმეებსა და ბიზნესმენებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ბიზნეს-საქმიანობის სწორად წარმართვაში. შპს „ბალანს-ჯგუფი“ საბუღალტრო მომსახურებას უწევს შემდეგ სფეროებში მომსახურე ორგანიზაციებს: ვაჭრობა წარმოება განათლება დისტრიბუცია მომსახურება იმპორტ-ექსპორტი „ბალანს-ჯგუფი“ გაგიწევთ საბუღალტრო, აუდიტორულ და საკონსულტაციო მომსახურებას საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში. „ბალანს-ჯგუფის“ სასწავლო ცენტრი გაძლევთ საშუალებას შეისწავლოთ: საბუღალტრო აღრიცხვა ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტებით საქართველოს საგადასახადო კოდექსი საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა „ორის-ბუღალტერია“ პრაქტიკული ბუღალტერია სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი, წარჩინებული სტუდენტები კი დასაქმდებიან სხვადასხვა ორგანიზაციებში.
Enjoy a drinks and coctails in our little cozy bar , we also offer coffee tea and snacks. Bar located in the middle of old Tbilisi. ისიამოვნეთ სასმელებითა და კოქტეილებით ჩვენს პატარა მყუდრო ბარში, ასევე გთავაზობთ ყავას, ჩაის და წასახემსებლებს. ბარი მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში.
Express car rental არის, შპს ექსპრეს ქარ რენთალი, საიდენტიფიკაციო კოდი: 405071577 ბიზნეს შეხვედრებისთვის, დასვენებისთვის ან სხვა პირადი მოხმარებისთვის ავტომობილი გჭირდებათ? შემოგთავაზებთ ყველაზე მოქნილ სისტემას, რომლის პირობებიც მოერგება თქვენს მოთხოვნებს. ჩვენი კომპანია გთავაზობთ სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებას: ჯიპები, ძვირად ღირებული ავტომობილები, ეკონომიური ტიპის ავტომობილები. Express Car Rental არის ახალი კომპანია საქართველოში, რომელიც გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და ხელმისაწვდომ ფასებს. ჩვენი თანამშრომლები მომართული არიან თქვენი დროული და ეფექტური მომსახურებისთვის. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მოგემსახუროთ მაღალ-კვალიფიციური მძღოლი. წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში ავტომობილს დაგახვედრებთ თქვენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას. ჩვენი ავტომობილები მუდმივად გამართულია ტექნიკურად (სერვისი უტარდებათ თეგეტა მოტორსში), რაც უზრუნველყოფს ჩვენი მომხმარებლის უსაფრთხო გადაადგილებას. ავტომობილები დაზღვეულია სადაზღვეო კომპანია ალდაგში.
“პატრონუსი” გამორჩეული ბაღია. აქ ბავშვები თავად არიან სასწავლო პროგრამის ავტორები. სასწავლო კურიკულუმი შედგება მათზე დაკვირვებით, მათი ძლიერი მხარეებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ბაღის გარემოში, თითოეული ბავშვი არის პროცესის თანაბარუფლებიანი მონაწილე. მათ აქვთ საკუთარი აზრები, ფიქრები და შეკითხვები, რომლებიც დაფასებული და გათვალისწინებულია. “პატრონუსის” უკან დგას გუნდი, რომელმაც არაერთი წარმატებული საგანმანათლებლო პროექტი შექმნა. ნიუტონის თავისუფალი სკოლა, ნიუტონის ფრესქული და ბაღი ფელიქსი - ამ წარმატების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. სწავლის პროცესში უდიდესი როლი აქვს პროექტებზე მუშაობას, რომელიც დაფუძნებულია კვლევით სწავლებაზე. ბავშვები გამოხატავენ, აზიარებენ, წარმოაჩენენ და განიმტკიცებენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. ჩვენი ბაღის ხედვით, ბავშვი არის ძლიერი, შრომისუნარიანი, დამოუკიდებელი, ცნობისმოყვარე და ფართო წარმოსახვის მქონე პიროვნება. “პატრონუსის” მიზანია, გავაძლიეროთ ბავშვებში აზროვნების, შემეცნებისა და კვლევის უნარები, რაც დაეხმარება მათ ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ ადამიანებად და თავადვე იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარ არჩევანსა და გადაწყვეტილებებზე. ჩვენს გარემოში ბავშვებს უსმენენ. მათი ნებისმიერი სურვილი, აზრი თუ შეკითხვა მნიშვნელოვანი და ფასეულია. კვლევისა და კითხვების დასმის შედეგად, მათ იციან, რომ დაიკმაყოფილებენ ცნობისმოყვარეობასა და მიიღებენ ახალ გამოცდილებას. ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით: 555 225282, 599 430402 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@patronus.edu.ge ბაღი “პატრონუსის” მისამართია: გ. კარტოზიას ქ. N10, M2 იპოდრომთან