შირაქი არის, შპს შირაქი, საიდენტიფიკაციო კოდი: 428518678 კომპანიამ „შირაქი“ წარმოება დაიწყო და ქართულ ბაზარზე გამოჩნდა 2007 წელს.საწარმო ორიენტირებულია ნედლი რძის გადამუშავებაზე და ნატურალური პროდუქტების წარმოებაზე. ვნერგავთ ბიო პროდუქტების წარმოებას. გვაქვს საკუთარი მეურნეობა, სადაც მოყვანილი მოსავლით ვუზრუნველყობთ ევროპიდან შემოყვანილი მაღალ პროდუქტიული ჰოლანდიური ჯიშის პირუტყვის გამოკვებას. ფერმა მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონ სოფელ არხილოსკალოში – შირაქის ველზე. ფერმის ტერიტორიაზე გვაქვს რძის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია ნედლი ( შემდგომში ბიო ) რძის წარმოებაზე. საწარმოში დანერგილია HASSP სტანდარტი, რითიც წარმოება შესაბამისობაშია მოყვანილი ევროპულ სტანდარტებთან. ბიო სერტიფიკატის მიღების შემდეგ ამიერ კავკასიაში პირველი კომპანია ვიქნებით ვისაც გვაქვს ბიო მეურნეობა, ბიო ფერმა და ბიო რძის გადამამუშავებელი საწარმო. დღეისათვის ვფლობთ სპეციალიზირებულ 6 ჯიხურს, ასევე „შირაქის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია შემდეგი სუპერ მარკეტების ქსელში: კარფური, ფრესკო, ნიკორა, სმარტი, გუდვილი, ფუდმარტი, ზღაპარი, ლა ფემილი, ეკონომიქსი. მომხმარებელმა იმთავითვე დადებითად მიიღო ჩვენი პროდუქცია და დღემდე მოთხოვნა მზარდია. კომპანია 2015 – 2016 წლებში გახდა დარგის ლიდერი.
ჩვენ გთავაზობთ ინფორმაციის განთავსებასთან, მომსახურებასა და IT რესურსების გაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებების ფართო სპექტრს (კოლოკაცია, გამოყოფილი სერვერების გაქირავება, ვირტუალური სერვერისა და ვირტუალური სამუშაო ადგილების გაქირავება, მონაცემთა შენახვის მომსახურება და ღრუბლები) კომპანია დატაცენტრის კოლექტივი დაკომპლექტებულია გამოცდილი სპეციალისტების ჯგუფით, რომელიც დატა-ცენტრისა და მომხმარებელთა აღჭურვილობის ინჟინერული სისტემების შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს. ჯგუფის მიზანია მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ჰოსტინგის სფეროში თანამედროვე და მაღალხარისხიანი მომსახურების მიწოდება. ჩვენ გთავაზობთ მომსახურებების მრავალფეროვან სპექტრს, საიტების განთავსებიდან დაწყებული, დამთავრებული მილიონიან აუდიტორიაზე გათვლილი რთული და ძლიერი პროექტების შემუშავებითა და ამ პროექტის სრული ტექნიკური უზრუნველყოფით. ჩვენს აქტივობას საფუძვლად უდევ იმის აღქმა, რომ ნაბისმიერი კლიენტისათვის ყველაზე მოთხოვნად პირობას წარმოადგენ მომსახურების მაღალი ხარისხი, ტექნიკური გარანტიები, ადეკვატური ფასები და სამუშაო პროცესისადმი ადამიანური მიდგომა.
იაკუძა არის, შპს იაკუძა, საიდენტიფიკაციო კოდი:402022002 იაკუძას სუში ბარი გთავაზობთ იაპონური და იტალიური ტრადიციული სამზარეულოს მრავალფეროვან არჩევანს. ჩვენი გამოძახების სერვისი კი გაძლევთ შესაძლებლობას შეუკვეთოთ სასურველი კერძი და ჩვენი სწრაფი კურიერების დახმარებით ადგილზე მიირთვათ უმოკლეს დროში.
კომპანია "სოლვითი" დაარსდა 2013 წელს და წარმოადგენს IT სფეროში აქტიურ მონაწილეს. ჩვენს გუნდს განხორციელებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას. ჩვენ ვართ ორიენტირებული ჩვენი IT პორტფოლიოს დავხვეწასა და გაუმჯობესებაზე, რაც მოგვცემს საშუალებას შედგომში გავაფართოვოთ პარტნიორობა წამყვან IT ვენდორებთან. კომპანიის წარმატება ეფუძნება პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგზე პასუხისმგებლობას. *** The Company “SOLVIT”, established in 2013, is an active player in IT sector. Our team has implemented many significant and wide-scale projects, facilitating to enhancement of experience of our specialists, which proves to be necessary for high quality and effective implementation of complicated projects. Our goal is to provide customers with assistance in increase of incomes and efficiency of business activity through IT achievements. We are oriented to improve our technology portfolio and expand partnership with leading IT vendors. The success of the Company is based on a professional business approach and responsibility for the result.
Make-up Atelier Paris - წამყვანი კომპანია პროფესიული მაკიაჟისა და გრიმის დარგში – დაფუძნებულია 1986 წელს ცნობილი ვიზაჟისტის ელენკიის მიერ. Make-up Atelier Paris – ეს არის პროფესიონალების მიერ შექმნილი ბრენდი პროფესიონალებისათვის. მსოფლიოს საუკეთესო ვიზაჟისტები ირჩევენ მას, და საუკეთესო ვიზაჟისტები თავის მოღვაწეობას იწყებენ Make-up Atelier Paris - სკოლაში. პროფესიონალური კოსმეტიკის უმაღლესი ხარისხი ფართო ასორტიმენტი, ადეკვატური ფასები, სწავლების უნიკალური პროგრამა და მაკიაჟი რომელსაც ასრულებენ პროფესიონალები არის ის რითიც ვამაყობთ. ჩვენი მიზანია, დავნერგოთ საქართველოში ვიზაჟისტების პროფესიული ზრდის ტენდენცია და მაღალხარისხიანი კოსმეტიკის გამოყენება. გავაცნოთ მოქმედ ვიზაჟისტებს კოსმეტიკის ეკონომიური და სწორად მოხმარების წესები. ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას პროფესიონალ ვიზაჟისტებს კიდევ უფრო აიმაღლონ კვალიფიკაცია და იყვნენ ინფორმირებულნი უახლესი ტენდენციების შესახებ. მოხარული ვართ, რომ ეს გამოგვდის , რომ ჩვენი სპეციალისტები ითვალისწინებენ ამ ყოველივეს და ცდილობენ კიდევ უფრო გაიზარდონ პროფესიულად, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს პრესტიჟის და შემოსავლების ზრდას! მაღაზია Make-Up Atelier Paris - არის ფრანგული წარმოების პროფესიონალური დეკორატიული კოსმეტიკა. MAKE-UP ATELIER PARIS დღეს ეს არის: • პროფესიონალური მაკიაჟისა და გრიმის საერთაშორისო ცენტრები ( 45 ქვეყანაში. ) • პროფესიონალური და დეკორატიული კოსმეტიკის ლაბორატორია; • პროფესიონალური და დეკორატიული კოსმეტიკის წარმოების ფაბრიკები; •ლატექსიდან მულაჟების წარმოების ფაბრიკა; კოსმეტიკის წარმოების ტექნოლოგია და ანტიალერგიული შემადგენლობა არ იწვევს კანის გაღიზიანებას და უზრუნველყოფს 48 საათიან მდგრადობას. კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტი, მაღალი ხარისხი და ადეკვატური ფასები ბრენდის ძლიერი მხარეებია. „MAKE-UP ATELIER PARIS“ ბრენდს აქვს სპეციალური ფასდაკლების სისტემა პარტნიორი კომპანიებისთვის. 2000 ლარამდე პროდუქციის შეძენის შემთხვევაში მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება. 2000 ლარიდან ფასდაკლება იზრდება და შეადგენს 20%-ს. მოცემულ ალბომში იხილეთ კოსმეტიკის ალბომი და ფასები: მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 34 , ს/ც Pixel, 2 სართ. ტელ: 032 272 68 05; +995 555 335 175 სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 - დან 18:00 საათამდე.
? შპს ”საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვა” პირველი და ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ქართული ზეთის წარმოება დაიწყო -სავაჭრო ნიშნით ”ქარვა”. ? კომპანიის მფლობელობაშია საწარმო დედოფლისწყაროში და ხობში. ? დედოფლისწყაროში არსებული საწარმო მაღალხარისხიანი მზესუმზირის ზეთის წარმოების ობიექტია, წარმოების სრული ციკლით - მზესუმზირის მარცვლის გადამუშავებიდან, ზეთის ჩამოსხმისა და დაფასოების ჩათვლით. ? ხობში არსებული საწარმო სიმინდის ზეთს გადაამუშავებს. ? ორივე საწარმოში მუშაობს მაღალკვალიფიციური, გამოცდილი მომსახურე პერსონალი. ? კომპანიას აქვს ლაბორატორია, რომელიც ამოწმებს როგორც ნედლეულის, ასევე, მიღებული ზეთის ხარისხობრივ მაჩვენებლს. კომპანია იყენებს ქართულ ნედლეულს, რომელიც ქართულ მიწაზე, გლეხის მიერ არის მოყვანილი. ? 100% ნატურალური, გარანტირებული ხარისხი, სრულფასოვნად ქართული პროდუქტი „ქარვა“ ? LTD “Georgian plant oil company Qarva” is first Georgian company, which started producing oil in Georgia, since 2005 – with trade mark – “Qarva” (amber). ? Company owns factory in Dedoplistskaro, which is the object for producing sunflower oil, having high quality, including total producing cycle-processing sunflower grain, oil bottling and packaging. Company has laboratory as well, which checks raw material (primary products), also the quality of produced oil. ? Before processing, the raw material is being checked for level of acidity and the technological regimes are checked by all means. The company uses only Georgian primary product, grown by farmers from Kakheti. ? From the first day of presence on Georgian market, oil “Qarva” was deeply liked by the Georgian consumer that was caused by certain factors, including the fact, that oil is produced from local and ecologically pure raw materials.
ქ. თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი დაფუძნდა 2005 წელს ონკოპრევენციული პროგრამების განხორციელების მიზნით. დღეისათვის ცენტრში ხორციელდება როგორც პაციენტთა დიაგნოსტიკა, ასევე ყველა ტიპის ოპერაციული და მედიკამენტოზური მკურნალობა, მათ შორის ქიმიოთერაპიული საშუალებებით. ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები: მამოლოგია გინეკოლოგია კანი და რბილი ქსოვილები თავ- კისერი ქიმიოთერაპია უროლოგია პროქტოლოგია მუცლის ღრუს ქირურგია ლაპარასკოპია ენდოკრინოლოგია ორთოპედია- ტრავმატოლოგია ნევროპათოლოგია დაწესებულებაში ფუნქციონირებს ამბულატორიული და სტაციონარული დეპარტამენტები. ამბულატორიული დეპარტამენტი უზრუნველყოფს პაციენტთა კონსულტირებას ექიმთა პირველადი და განმეორებითი ვიზიტების გზით, დიაგნოზის დაზუსტებისათვის აუცილებელ ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტულ გამოკვლევებს (ექოსკოპია, მამოგრაფია, კოლპოსკოპია და სხვა), საბოლოო დიაგნოსტირებასა და მკურნალობის სქემის შედგენას. სტაციონარული განყოფილება უზრუნველყოფს პაციენტთა ოპერაციული მკურნალობას, პრე და პოსტოპერაციულ მოვლას, მათ შორის პოსტოპერაციული ინტენსიური მოვლისა და რეანიმაციული საწოლების გამოყენებით. დაწესებულებაში არსებობს ორი საოპერაციო და სტაციონარი 26 საწოლზე. ცენტრში მომუშავე ლიცენზირებული, გამოცდილი სპეციალისტები უზრუნველყოფენ პროფესიონალურ მომსახურებას დღეისათვის არსებულ კონკურენტუნარიან და ხელმისაწვდომ ფასებში. კლინიკაში შესაძლებელია ტელემედიცინის გამოყენების საშუალებით განხორციელდეს ნებისმიერი სახის კონსულტაციის ჩატარება ან კონსილიუმების განხორციელება ევროპისა და აზიის წამყვან სამედიცინო ცენტრებში მომუშავე სპეციალისტებთან . ჩვენი დაწესებულება არის წამყვანი სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა და შესაბამისად, უფასოდ და თანადაფინანსებით ემსახურება დაზღვეულებსა თუ სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის მოსარგებლეებს. უფასო გამოკვლევები და მანიპულაციები ტარდება ონკოპრევენციის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ეროვნული სკრინინგ - ცენტრის თაოსნობით და ფინანსდება ქ. თბილისის მერიისა და UNFPA-ის მიერ . პროგრამა ვრცელდება ქ. თბილისში რეგისტრირებულ მაცხოვრებელ და დევნილ მოსახლეობაზე . თბილისის ონკოლოგიური ცენტრი არის, შპს თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი, საიდენტიფიკაციო კოდი:205005527 ჩვენი ვებგვერდია: www.cancer.ge კლინიკას გააჩნია საკმარისი ტექნიკური და ადამიანური რესურსები, რათა უზრუნველყოს არარეზიდენტი მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. ქ . თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს : 1. “თ. ორაგველიძის კარდიოლოგიური კლინიკა” სადაც ტარდება: • კარდიოლოგის კონსულტაცია • ელექტროკარდიოგრა ფია • ექოკარდიოგრაფია • ფიზიკური დატვირთვის ტესტი ტრედმილით • 24 საათიანი ე. კ. გ. მონიტორირება ჰოლტერის მეთოდით 2. ოფთალმოლოგიური კლინიკა “შპს 21 საუკუნე”, რომელიც ახორციელებს შესაბამისი პაციენტების მკურნალობას: • სრული ოფთალმოლოგიური კვლევა • სათვალეების შერჩევა კომპიუტერით • კატარაქტის უნაკერო ოპერაცია • გლაუკომის ოპერაცია 3. ISO სტანდარტის ლაბორატორია: სადაც პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერი კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევა.
სასტუმრო ბათომი - მდებარეობს ახალ ბულვარში,შავი ზღვის სანაპიროზე. სასტუმროს ადგილმდებარეობა უნიკალურია, ირგვლივ მრავალფეროვანი არჩევანია. აქვეა ბათუმში ყველა დიდი სავაჭრო ცენტრი, უძველესი და ახალი არქიტექტურული ნიმუშები, გასართობი ობიექტი. ბათომი მდებარეობს ბათუმის აეროპორტიდან 3 წუთის სავალზე,მახინჯაურის სარკინიგზო სადგურიდან 4 კმ-ში, შავი ზღვისა და ბულვარიდან კი მხოლოდ 300 მ-ში. ახლად აშენებული სასტუმრო ბათომი თავისი მყუდრო და ნათელი ოთახებით, აივნებით, ტერასით, ხედებით ახალ ბულვარსა და შავ ზღვაზე, გასართობი და მოსასვენებელი ფოიეთი, უახლესი ავეჯით, ულტრა თანამედროვე აპარატურითა და მაღალ კვალიფიცირბული თანამშრომლებით დაუვიწყარ დასვენებას გთავაზობთ.
ჭრელი აბანოს ოფიციალური გვერდი ჭრელი აბანოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აბანოთუბანი, აბანოების უბანი საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს. ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას V ს. ქართლის მეფეს ვახტანგ გორგასალს მიაწერს. X ს. არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ აღნიშნავს: „ქალაქში [თბილისში] არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით XIII ს. თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV სს. ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVIII ს. რუსი ვაჭარი ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი, რომელიც თბილისში ექვს აბანოს ითვლის. XVII-XIX სს. თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, „გრილი“ (შიოევის), „ჭრელი“ იგივე “ჭრელი აბანო“ და სხვა აბანოები. დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და მერმინდელ სეიდაბადშია თავმოყრილი, ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. სწორედ ამიტომ, ამ ადგილს აბანოთუბანი ეწოდა. ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არა ჰქონია; აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს.
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ქობულეთური" - 2003 წელს დაარსდა. მან თავდაპირველი საქმიანობა უმნიშვნელო თანხით, 2000 დოლარით და 5 თანამშრომლით დაიწყო. კომპანიის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია 2009 წელი, როდესაც მოხდა საწარმოს რეკონსტრუქცია და სრული ტექნიკური გადაიარაღება, რის შედეგადაც შეიქმნა ქარხნის მასშტაბის სიმძლავრეები. 2013 წლიდან სავაჭრო ნიშანი "ქობულეთური" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს "ქობულეთური ტრეიდინგით" . განახლებულმა სარეკლამო კაპანიამ, ასორტიმენტის გაზრდამ და დისტრიბუციის გაუმჯობესებამ დიდი გავლენა იქონია გაყიდვების მოცულობის გაზრდაზე, რეალიზაცია კომპანიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ბაზრის წილის 15%_მდე გაზრდა წარმოადგენს. ქობულეთურის პროდუქცია არის ნატურალური, აქედან გამომდინარე მაღალხარისხიანი, რითაც იმკვიდრებს ადგილს ბაზარზე და ხიბლავს თავის მომხმარებელს. ყველაზე გაყიდვად პროდუქტს არაჟანი ქობულეთური წარმოადგენს. კომპანია აპირებს ასორტიმენტის გაზრდას და ახლო მომავალში ბაზრისთვის ახალი პროდუქტის შეთავაზებას.
კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს გზების მშენებლობის სფეროში. იგი 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წლის მანძილზე დარგის ლიდერად გადაიქცა. ასეთი სწრაფი ზრდა მაღალკონკურენტულ ბაზარზე მხოლოდ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვითა და მენეჯმენტის ეფექტურობის ხარჯზეა შესაძლებელი. კომპანიის ხელმძღვანელმა, ბატონმა პაატა ტრაპაიძემ, დაარსების პირველივე დღეებიდან სწორედ ასე განსაზღვრა მთავარი კურსი - ინოვაციები და ეფექტური მენეჯმენტი. სწორედ ამის შედეგია განხორციელებული მასშტაბური პროექტები გზების, ხიდების, გვირაბების და აეროპორტის ასაფრენი ზოლის მშენებლობის სფეროში. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ იყო საქართველოს პირობებში ინოვაციური ტექნოლოგიის - ცემენტობეტონის გზატკეცილების და მაგისტრალების - ინიციატორი. 2012 წლის ივლისში კომპანიის დირექტორად დაინიშნა ბატონი ლევან ტრაპაიძე, ხოლო ბატონი პაატა ტრაპაიძე არის კომპანიის 100% წილის მფლობელი და გენერალური დირექტორი. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებზე დაყრდნობით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების, მიდგომების დანერგვას და ბაზარზე ფლაგმანად რჩება. ეს კი თავის მხრივ, დადებით როლს თამაშობს გზების მშენებლობის სფეროში კონკურენციის ამაღლების და ბაზრის განვითარების კუთხით.
კაფე-ბარი ჰუგო გაიხსნა 2014 წლის 20 ივლისს გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, მისი ინტერიერი წარმოადგებს აღმოსავლურისა და დასავლური კულტურების ნაზავს, რაც ყველაზე მეტად გამოარჩევს ამ ბარს ეს არის ნამდვილი მაღალი ხარისხის ჩილიმი (ნარგილი). ასეთი ტიპის ბარი იშვიათია მთელს ქალაქში. მყუდრო და კომფორტული ატმოსფერო, სასიამოვნო ფონური მუსიკა, მყუდრო დივანი და სავარძლები. სამზარეულო შერეული - აღმოსავლური კერძებს ეხამება დასავლური სამზარეულოს კერძები. თითქმის ყოველ სტუმარს შეუძლია აღმოაჩინოს თავისთვის უსაყვარლესი კერძი: სალათი ცეზარი, სტეიკი, რატატუი, იტალიური პასტა და გასპაჩო. დესერტის მოყვარულთათვის კი კაფე სთავაზობს: შტრუდელს, ბრაუნის, ჩიზქეიქს, ასევე ფახლავას, ლაქათ ლუხუმს და ჩირების მრავალსახეობას.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სტატუსით 2010 წლის 4 იანვრიდან ფუნქციონირებს. სააგენტოს მიზანს წარმოადგენს საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხების კოორდინირება, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის შექმნა, ერთიანი სამთავრობო ქსელის ჩამოყალიბება და მონიტორინგი, საჯარო სექტორში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო სფეროსთან დაკავშირებული სტანდარტების შემუშავება, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბება და მისი გატარება. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ფუნქციები სამ ძირითად მიმართულებად იყოფა: · ელექტრონული მმართველობა; · მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა; · ინფორმაციული უსაფრთხოება.