ჩვენი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც Facebook გვერდის საშუალებით. ასევე: Qissa/ქისა - მ.ჯავახიშვილის 12, თბილისი დიზაინის სამყარო - ქ. თბილისი, პეკინის გამზირი 44ბ გარაჟი 11 / Garage 11 - ქ. თბილისი, გ.მაზნიაშვილის ქ.33 (ფაბრიკასთან) PIROSMANI SOUVENIRS - ქ. თბილისი, ერეკლე II -ს ქუჩა #8 ან ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით: www.zanduki.ge You can buy our products via Facebook page. also: Qissa / Kai - Mjavakhishvili 12, Tbilisi The world of design - Tbilisi, 44 Pekini Ave. Garage 11 / Garage 11 - Tbilisi, 33 G.Mazniashvili St. (Factory) PIROSMANI SOUVENIRS - St. Tbilisi, Erekle II Street # 8 Or via internet shop.
რესტორანი „სამი საუკუნე“ 10 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სარესტორნო სფეროში. ის მდებარეობს თბილისის ულამაზეს უბანში - ორთაჭალაში, რითაც ყოველთვის ექცევა ტურისტების ყურადღების ცენტრში. რესტორნის სახელწოდება პირდაპირ კავშირშია მის ინტერიერთან. აქ სტუმრობისას დაგხვდებათ სხვადასხვა საუკუნის (XIX, XX და XXI) შესაბამისი დიზაინით გაფორმებული ულამაზესი დარბაზები. რესტორანი აღჭურვილია უახლესი დანადგარებით და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით. „სამი საუკუნე“ ცნობილია, როგორც მაღალი კლასის რესტორანი, რაც განაპირობა წლების გამოცდილებამ და მომხმარებლის უმაღლესმა შეფასებამ. რესტორანს შეუძლია უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მომსახურება საქორწილო, საბანკეტო, კორპორატიულ და სხვა სახის წვეულებებზე; ასევე ფურშეტებზე, როგოც რესტორანში ისე გასვლითი მომსახურებით. რესტორანს შეუძლია გაუმასპინძლდეს 450-მდე სტუმარს. „სამი საუკუნე“ გამოირჩევა გასართობი პროგრამითაც. ყოველ საღამოს, იმართება კონცერტები ქართული (ქალაქური და საესტრადო) და უცხოური რეპერტუარით. მხოლოდ აქ შეგიძიათ მოუსმინოთ პოპულარულ დუეტს - გიორგი წერეთელი და ლოლა. ასევე ექსკლუზიურად „სამ საუკუნეში“ იხილავთ განუმეორებელი „შოუ ბალეტი“-ს ცეკვებს, რომლებიც დაუვიწყარს გახდის თქვენს საღამოს. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ყველა ერთგულ სტუმარს და გელით ყოველ დღე. რესტორანი „სამი საუკუნე“ - ჩვენ ვზრუნავთ თქვენს განწყობაზე!
BESTAUTO Detailing — ავტოდეტეილინგის სტუდია თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა 51-ში (საბურთალო). ვთავაზობთ ავტომობილის მოვლისა და დაცვის მომსახურებებს: დამცავი PPF ფირის მონტაჟი, ვინილის ფირით გადაკვრა, კერამიკული საფარი, ძარის პოლირება, მინების დაბურვა, სალონის ქიმწმენდა, საქარე მინის შეკეთება, დაზიანებების უსაღებავოდ გასწორება (PDR), ხმის იზოლაცია, ავტომობილის დიაგნოსტიკა, დეტეილინგ რეცხვა და სალონის რესტავრაცია. სამუშაო საათები: ორშაბათი–შაბათი 10:00–20:00; კვირა — დასვენების დღე. მომსახურება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ტელეფონი: +995 550 00 01 99. ვებგვერდი: https://bestauto.ge
თომაიტი ჯგუფი (Tomaiti Group LLC) არის ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპლექსური საინჟინრო-ტექნიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია B2B (Business-to-Business) სექტორისთვის სრული ციკლის საინჟინრო ინფრასტრუქტურის დაპროექტებაზე, მონტაჟზე, სამრეწველო დამზადებასა და შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერაზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს როგორც მსხვილ კომერციულ, სამრეწველო და საოფისე ობიექტებს, ასევე ინდივიდუალურ საცხოვრებელ პროექტებს. 1. მზის ენერგიის სისტემები (Solar Energy Systems) On-Grid, Off-Grid და ჰიბრიდული მზის ელექტროსადგურები: საცხოვრებელი, კომერციული და სამრეწველო ობიექტებისთვის. მზის პანელებისა და ინვერტორების დაპროექტება-მონტაჟი: ენერგოეფექტურობის გაანგარიშება, უკუგების (ROI) კალკულაცია და ქსელში მიერთება. ტექნიკური მომსახურება და მონიტორინგი: პანელების ეფექტურობის შემოწმება და სისტემური აუდიტი. 2. სრული სახანძრო ინჟინერია (Fire Engineering) სახანძრო უსაფრთხოების არქიტექტურული და საინჟინრო პროექტირება: საქართველოს 41-ე დადგენილებისა და საერთაშორისო (NFPA) სტანდარტების შესაბამისად. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟი: ავტომატური წყლის (Sprinkler) და გაზის/ფხვნილის ქრობის სისტემები. სახანძრო ჰიდრანტებისა და შიდა კრანების ქსელები. დეტექცია და განგაში: ხანძრის ადრეული აღმოჩენის, ევაკუაციის, ხმოვანი შეტყობინებისა და კვამლმოცილების (Smoke Control) სავენტილაციო სისტემები. აუდიტი და სერტიფიცირება: ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების შემოწმება, სახანძრო პასპორტიზაცია და ექსპლუატაციაში მიღების მხარდაჭერა. 3. HVAC&R (კლიმატური სისტემები) გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება: VRF/VRV, ჩილერ-ფანკოილები, სავენტილაციო აგრეგატები (AHU) და რეკუპერაცია. სამრეწველო გაგრილება: სამაცივრე კამერები და ტექნოლოგიური გაგრილების ქსელები. 4. MEP და ELV (ელექტროობა, სანტექნიკა, სუსტი დენები) MEP: შიდა/გარე ელექტრომომარაგება, დიზელ-გენერატორები, წყალმომარაგება, კანალიზაცია და სატუმბო სადგურები. ELV & ჭკვიანი სახლი: IP ვიდეომეთვალყურეობა (CCTV), დაშვების კონტროლი (Access Control), SCS სერვერული ქსელები და შენობის მართვის ავტომატიზაცია (BMS). 5. სამრეწველო ლითონდამუშავება და CAD/BIM ლაზერული ჭრა, ღუნვა (Press Brake) და შედუღება: მაღალი სიზუსტის მეტალოკონსტრუქციებისა და დეტალების დამზადება. CAD / BIM დაპროექტება: 3D მოდელირება, საინჟინრო ნახაზები და ხარჯთაღრიცხვები (BoQ). განახლებული საკონტაქტო მონაცემები ვებ-გვერდი: tomaiti.ge ელ-ფოსტა: info@tomaiti.ge ტელეფონი: +995 596 00 80 00
uBill არის ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური მართვისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით. ჩვენი ძირითადი მომსახურებებია: • ბილინგის სისტემები - აბონენტების, მომსახურებების, გადასახადებისა და დავალიანებების ავტომატური მართვა. • ინვოისების მართვა - ინვოისების შექმნა, გაგზავნა, გადახდების კონტროლი და ფინანსური პროცესების გამარტივება. • SMS მომსახურება - მასობრივი, საინფორმაციო და OTP SMS შეტყობინებების გაგზავნა, ასევე SMS API-ის ინტეგრაცია ნებისმიერ სისტემასთან. uBill-ის გადაწყვეტილებები ეხმარება კომპანიებს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციაში, ხარჯების შემცირებაში, მომხმარებელთან ეფექტურ კომუნიკაციასა და ფინანსური ოპერაციების მარტივად მართვაში. ჩვენი სერვისები განკუთვნილია როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ თანამედროვე, უსაფრთხო და საიმედო პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება.
თუ გსურთ დააგემოვნოთ ნამდვილი იაპონური სუში აუცილებლად უნდა გვეწვიოთ აბაშიძის 60 ნომერში.. სიამაყით წარმოგიდგენთ ვასაბის შეფმზარეულს - ბატონ ჰიროუკი ტანაკას. ჰიროუკი სპეციალურად Wasabi • ვასაბი სთვის ჩამოვიდა ტოკიოდან და თან ჩამოიტანა იაპონური სამზარეულოს უნაკლო გემო სუშის მიმართულებით მისი 30 წლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენმა მომხმარებლება მიირთვან ნამდვილი იაპონური სუში. ეწვიეთ #ვასაბის აბაშიძის 60 ნომერში და დააგემოვნეთ მისი ხელით მომზადებული სუში, როლი და სხვა კერძები.