რეფერალური დახმარების ცენტრი არის, შპს რეფერალური დახმარების ცენტრი, საიდენტიფიკაციო კოდი:401946784 რეფერალური დახმარების ცენტრი დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებით, ექთნებით და მძღოლი-მაშველებით. თითოეული მათგანი სახელმწიფოს მიერ გაცემული ლიცენზიის გარდა ფლობს საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) BLS-ის (Basic Life Support) და ამერიკის ქირურგთა კოლეჯის (American College of Surgeons) PHTLS-ის (Prehospital Trauma Life Support) და ATLS (Advanced Trauma Life Support) სერტიფიკატებს. მათი მოვალეობაა საქართველოს მასშტაბით მძიმე სამედიცინო შემთხვევების მართვა და პაციენტთა ტრანსპორტირება ადექვატურ სამედიცინო დაწესებულებებში. ამისთვის ვიყენებთ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ რეანიმობილებს, სადაც ექიმებს ყველანაირი საშუალება აქვთ ადექვატური დახმარება გაუწიონ პაციენტებს. “რეფერალური დახმარების ცენტრის” შემადგენლობაში შედის: • საინფორმაციო-საკოორდინაციო სამსახური, • გადაუდებელი დახმარების სასწავლო ცენტრი; • კატასტროფის, საგანგებო სიტუაციების და რეფერალური სამედიცინო დახმარების სამსახური; • სპეციალური პროგრამების სამსახური; საინფორმაციო-საკოორდინაციო სამსახურში მორიგეობენ ზოგადი პროფილის ექიმები და უწევენ სადისპეჩერო მომსახურებას საქართველოს საავადმყოფოებს, ასევე მათგან ხდება მძიმე შემთხვევების სადისპეჩერო მართვა. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს, როგორც ყოველდღიურ, ასევე საგანგებო მდგომარეობაში, მუშაობს კვირაში 7 დღე 24 საათი. სასწავლო ცენტრში მუშაობენ ინსტრუქტორები, რომლებმაც მიიღეს შესაბამისი განათლება და ინსტრუქტორის წოდება აშშ-ში (PHTLS და BLS). ცენტრის მიზანია სამედიცინო დახმარების სასწავლო პროგრამების პოპულარიზაცია სამედიცინო და არასამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში. ბოლო პერიოდში მათ მიერ მომზადებულია ბათუმის სასწრაფო დახმარების პერსონალი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პერსონალი, საქართველოს საშუალო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამებით. კატასტროფის, საგანგებო სიტუაციების და რეფერალური სამედიცინო დახმარების სამსახურის ძირითადი მიზანია საქართველოს მოსახლეობისთვის გადაუდებელი და გეგმიური საკონსულტაციო დახმარების აღმოჩენა, რაც ითვალისწინებს კრიტიკულ და გადაუდებელ მდგომარეობათა პაციენტების ადგილზე კონსულტაციას და ტრანსპორტირებას, მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა, მელოგინეთა და ახალშობილთა რეფერალურ დახმარებას, კატასტროფებისას, საგანგებო სიტუაციებისას სამედიცინო რეაგირებას, გაიდლაინების, პროტოკოლების, ალოგითმებისა და სტანდარტების შემუშავებას.
საბავშვო ბაღი ჭიამაია არის, შპს ჭიამაია, საიდენტიფიკაციო კოდი:206342689 საბავშვო ბაღ “ჭიამაიაში”აღსაზრდელებს დახვდებათ კომფორტული გარემო, ნათელი, მზიანი ოთახებით, მრავალფეროვანი, მეთოდური,ბავშვის სწავლა- განვითარებაზე ორიენტირებული სათამაშოებით, კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზოთი. ფუნქციონირებს 4 ასაკობრივი ჯგუფი: 2-3წლ, 3-4წლ, 4-5წლ და 5-6წლ-ის ჯგუფები. ბავშვთა რაოდენობა: ბაგაში 10 ბავშვი, დანარჩენ ჯგუფებში კი - 15. სამუშაო საათები: 9-დან 18.30 სთ-მდე. მსურველების შემთხვევაში შესაძლებელია გახანგრძლივებული ჯგუფისა და შაბათი დღის დამატება. კვება სამჯერადია, მიღებული სტანდარტებით, მაღალხარისხიანი და დაბალანსებული საკვებით, შესაბამისი კალორაჟის გათვალისწინებით. უზრუნველყოფილია ექიმის მეთვალყურეობა, ზედმიწევნითაა გათვალისწინებული სან-ჰიგიენური ნორმები. სააღმზრდელო პროცესში ხორციელდაბა ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ ბავშვთან მათი ხასიათის, უნარ-ჩვევებისა და ფსიქო-ემოციური განვითარების გათვალისწინებით. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე, უახლესი პროგრამებით, თამაში-მეცადინეობებით, უამრავი თვალსაჩინოებისა და მეთოდური მასალის გამოყენებით. გამოსაშვები ჯგუფი ემზადება "სასკოლო მზაობის პროგრამით". ჩვენი პროგრამა ზოგადად ითვალისწინებს: ლიტერატურა-მხიარული ანბანი, ზღაპრული სამყარო, მოთხრობები, იგავ-არაკები, მეტყველების განვითარება, ლოგოპედიური ვარჯიშები და სხვა; სახალისო მათემატიკა; ბუნება და გარესამყარო; ხელოვნება-ხატვა ფანქრებით, საღებავებით, ძერწვა პლასტელინითა და ნატურალური თიხით, აპლიკაციები, გამოყენებითი ხელოვნება; ინგლისური ენა თამაშ-მეცადინეობებით, მუსიკალური გაკვეთილებით; მუსიკა-სიმღერა, რიტმიკა; ცეკვა; დრამ.წრე- საბავშვო სპექტაკლების დადგმა; თოჯინების თეატრი; სადღესასწაულო ზეიმების მოწყობა. სურვილის შემთხვევაში ორგანიზება გაეწევა თემატურად გაფორმებულ დაბადების დღეებს. ღონისძიებები უზრუნველყოფილი იქნება ფოტო და ვიდეო გადაღებით. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: მესამე მასივი, აეროდრომის დასახლება, მეათე ქუჩა სახლიN6 (მეტრო ვარკეთილთან). ტელეფონო: 2 76 59 02; მობილური: 5 77 43 00 20; 5 97 02 22 11 ვებ-გვერდი: www.maia.com.ge
პურპური - ეს არის რეტრო ინტერიერით გაფორმებული რესტორანი, ძველი იატაკით, კედლებით, ჭერით და ავეჯით. "პურპური" სამი სართულისაგან შედგება. შესვლისთანავე აღმოჩნდებით მეორე სართულზე, აქედან დაბლა ჩადიხართ სარდაფის ტიპის დარბაზში. აქ აგურის კედლები, ქვის იატაკია და რბილი დივან-ბალიშებით და ხალიჩებით გაფორმებული ინტერიერი დაგხვდებათ. მესამე სართულზე კი დიდი საგამოფენო დარბაზი და რესტორანია. კვირის ბოლო დღეებში, საღამოს საათებში შეგიძლიათ მოუსმინოთ გემოვნებიან ცოცხალ მუსიკას.
აუთლეთი, სადაც მხოლოდ ცნობილი ბრენდებია! აუთლეთი, სადაც შეგიძლია მოირგო ცნობილი ბრენდები ხელმისაწვდომ ფასად! აუთლეთი, სადაც არჩევანის მრავალფეროვანებაა! აუთლეთი, სადაც ხარისხი ხელმისაწვდომია! მოდარეა - შენი მოდის არეალი! Outlet where there are only famous brands! Outlet where you can get famous brands at affordable prices! Outlet where there is a variety of choices! Outlet where quality is available! Fashion - Your Fashion Area!
Located in Tbilisi City, Hotel Giardino di Rose is 0.6 km from Tbilisi Opera and Ballet Theatre. The property is close to several noted attractions, around 1 km from Rustaveli Theatre and around one kilometer from Freedom Square. The property has a 24-hour front desk. At the hotel, every room has a desk and a flat-screen TV. Featuring a private bathroom, rooms at Hotel Giardino di Rose also offer free WiFi, while certain rooms also offer a balcony. At the accommodation rooms contain a seating area. Continental and buffet breakfast options are available each morning at Hotel Giardino di Rose. Tbilisi Zoo is 1.8 km from the hotel. The nearest airport is Tbilisi International Airport, 14.5 km from Hotel Giardino di Rose. Chugureti is a great choice for travelers interested in architecture, nature and friendly locals.
This property is a 11-minute walk from the beach. Absolut has air-conditioned rooms in Batumi. 0.6 km from Dolphinarium and 1 km from Batumi Archeological Museum, the property provides barbecue facilities and a garden. The property is 1.4 km from Aquapark Batumi and 1.4 km from Holy Mother Virgins Nativity Cathedral. The rooms at the hotel come with a seating area and a flat-screen TV with cable channels. With a private bathroom, rooms at Absolut also have free WiFi, while some rooms have a balcony. All rooms have a desk. Guests at the accommodation can enjoy a continental breakfast. Absolut has a terrace. The hotel provides a laundry service, as well as business facilities like fax and photocopying. Speaking English, Georgian and Russian, staff are ready to help around the clock at the reception. Europe Square is a 19-minute walk from Absolut, while Piazza is 1.9 km away. Batumi (Chorokh) Airport is 4 km from the property.
„ჩემი ბაღი“ - ადგილი, სადაც სწავლა მიმდინარეობს იმ ბუნებრივი გზით, რომელიც მათ აბედნიერებს, ეს არის თამაში. „ბავშვის უფლება - სცემდნენ პატივს“ - ჩვენთან დაცულია. რატომ „ჩემი ბაღი“ ? 1. ასაკის შესაფერისი მასტიმულირებელი რესურსები და უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა გარემო; 2. შეუზღუდავი დრო ღია ცის ქვეშ „ჩემი ბაღის“ ეზოში : ქვიშა, კენჭები, ბალახი; 3. ჯგუფების მცირე ზომა; 4. ვსწავლობთ გარემოს აქტიური შემეცნებისა და საკუთარი აღმოჩენების გზით; 5. ბავშვის ინდივიდუალიზმისა და საგანმანათლებლო პროცესში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა; 6. ბავშვს აქვს ყოველდღიური საქმიანობისას არჩევანის უფლება; 7. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვში არ დაითრგუნოს მოძრაობის, თამაშისა და ძიების წყურვილი; 8. უპირატესობა Art აქტივობებს, რაც მოიცავს შერეული მასალით მუშაობას. ეს არის ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, აპლიკაციები და ა.შ; 9. მაღალკვალიფიცირებული კადრები (პედაგოგი, მუსიკოსი, ქორეოგრაფი, მხატვარ-დიზაინერი, ფსიქოლოგი, მეტყველების სპეციალისტი); 10. მზუნველი და ყურადღებიანი დამოკიდებულება თანამშრომლებს შორის, თანამშრომლებსა და ბავშვებს შორის, სხვადასხვა ასაკის აღსაზრდელებს შორის; „ჩემ ბაღში“ დღის განმავლობაში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. „ჩემი ბაღის სამუშაო საათები: 09:00-19:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ყველა ასაკობრივ ჯგუფს ინდივიდუალურად შერჩეული პროგრამით უტარდება მეცადინეობები შემდეგ საგნებში: • სახალისო მათემატიკა; • საბუნებისმეტყველო საგნები (გეოგრაფია, ისტორია); • უცხო ენა (ინგლისური, რუსული); • ზოგადი უნარების განვითარება); • Art აქტივობები: ხატვა, ძერწვა, აპლიკაციები; • სიმღერა; • ცეკვა; • წრის სახით - ყინულის მოედანი (ციგურებით სრიალი);
რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ გრანულირებული ხორბლის მასალისგან გამოხდილი საუკეთესო ლუდი, უგემრიელესი ხინკალი და მწვადი, ასევე ხაში. ქართულ სამზარეულოს გამორჩეულ კერძებთან ერთად რესტორანი გთავაზობთ, როგორც საუკეთესო თეთრ კახურ ღვინოს, ასევე თიშების საფირმო კონიაკს. თიშები გემსახურებათ 24 საათის განმავლობაში.
ღამის კლუბი "დიდი გალერი" მდებარეობს კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესანიშნავი ადგილია სხვადასხვა ივენთების, დაბადების დღეების, ბანკეტებისა და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. აქ შეგიძლიათ გაერთოთ მეგობრების წრეში, ბევრი იცეკვოთ და დალიოთ გემრიელი კოქტეილები. დიდი გალერი გთავაზობთ მსოფლიოს ცნობილ დიჯეების შოუ-პროგრამებს.