Skip to main content

About

გულოს აბანი არის, პს ბახმარო, საიდენტიფიკაციო კოდი: 204383201 გულოს აბანო XVII-XVIII საუკუნეებშია აგებული და ქალაქის ცოცხალი ტრადიციაა. ოდითგანვე მას სწვევია უამრავი გამოჩენილი უცხოელი სტუმარი თუ მოგზაური. გულოს აბანო დღესაც ინახავს ნეტარების ამ უნიკალურ ტრადიციებს და გეპატიჟებათ, როგორც არაბულ, ისე რომაულ დარბაზებში. ჩვენი მექსიეები და მასაჟისტები კი თქვენი სხეულის რელაქსაციაზე იზრუნებენ. დაბოლოს, გულოს აბანოს უცვლელი ტრადიცია - თქვენ გელით გულოს ყველაზე გემრიელი მურაბები, რომლის გასინჯვაც ცალკე აღმოჩენაა.

Detailed information

Tax ID

204383201

Address

ი. გრიშაშვილის ქ. 5

Write a review

Sign in to write a review

Sign in

Similar businesses

All

ჭრელი აბანო

აბანოები და საუნები

თბილისი

ჭრელი აბანოს ოფიციალური გვერდი ჭრელი აბანოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აბანოთუბანი, აბანოების უბანი საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს. ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას V ს. ქართლის მეფეს ვახტანგ გორგასალს მიაწერს. X ს. არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ აღნიშნავს: „ქალაქში [თბილისში] არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით XIII ს. თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV სს. ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVIII ს. რუსი ვაჭარი ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი, რომელიც თბილისში ექვს აბანოს ითვლის. XVII-XIX სს. თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, „გრილი“ (შიოევის), „ჭრელი“ იგივე “ჭრელი აბანო“ და სხვა აბანოები. დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და მერმინდელ სეიდაბადშია თავმოყრილი, ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. სწორედ ამიტომ, ამ ადგილს აბანოთუბანი ეწოდა. ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არა ჰქონია; აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს.