Skip to main content

About

შემოქმედებითი სახელოსნო "ხარარქა" 17 წელია არსებობს. სახლოსნოს შექმნის მიზანი ხელოვანის მსოფლმხედველობას გამოხატავს. შემოქმდებითი სივრცის შექმნა, სადაც საუკუნეების მანძილზე ქართულ ყოფიერებასა და ტრადიციებში შემომონახული საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები და ნაკეთობები მზადდება, უძველესი ქართული ორნამენტული სიმბოლიკის სულიერი მემკვიდრეობის თანამედროვეობაში დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას ემსახურება. სახლოსნოში შექმნილი ნამუშევრები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან - ხის, მეტალის, ქვის, ქსოვილის, ტყავის, მინანქრისა და კერამიკისაგან - ექსკლუზიური დიზანით მზადდება. სახელონოს ხელმძღვანელთა მიერ შემოქმდებითი პროცესისადმი ინოვაციური მიდგომა შექმნილი ნაკეთობების ორიგინალურსა და ინდივიდუალურ იერ-სახეზე ნათლად აისახება.

Detailed information

Address

ფერმწერთა ქ. 73

Write a review

Sign in to write a review

Sign in