Ananas Event Agency-ს ახალგაზრდა, კრეატიული და ენერგიული გუნდი, რომელიც მზად არის აქციოს ნებისმიერი ღონისძიება დაუვიწყარ და ემოციებით სავსე მოგონებად. ჩვენი მიზანია მოგცეთ წვეულების საუკეთესო გამოცდილება, დავნერგოთ მომხმარებელზე მორგებული სერვისი: წვეულების დაგეგმვა, ვენიუ დიზაინი, ფურშეტი, მუსიკა, ფოტო-ვიდეო გადაღება და სამუშაოს დროულად ჩაბარება. ჩვენ ვქმნით შენს საუკეთესო მომენტებს! Ananas Event Agency's young, creative and energetic team that is ready to make any event unforgettable and memorable with memories. Our goal is to give you the best experience of the party, to tailor customer service: planning of party, web design, buffet, music, photo-video capture and timely delivery. We create your best moments! Молодая, креативная и энергичная команда Ananas Event Agency, которая готова превратить любое событие в незабываемые и запоминающиеся воспоминания. Наша цель - дать вам лучший опыт вечеринки, адаптировать обслуживание клиентов: планирование вечеринки, веб-дизайн, фуршет, музыка, фото-видео захват и своевременная доставка. Мы создаем ваши лучшие моменты!
"UG GYM" ეს არის დიდი ოჯახი, სადაც შემოსვლისთანავე გაგრძნობინებენ, რომ მისი ერთ-ერთი წევრი ხარ, სადაც სჯერათ შენი წარმატების და გეხმარებიან მის მიღწევაში, სადაც საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ავლენენ და ხელს გიწყობენ, ნახო შენი შესაძლებლობების ზღვარი, სადაც მუდმივად აუმჯობესებენ შედეგს და გაძლევენ მოტივაციას, რომ შენც განვითარდე. საქართველოს უნივერსიტეტის "UG GYM" სატრენაჟორო დარბაზი დაარსეს ამავე უნივერსიტეტის სტუნდენებმა : ჯაბა პეიტრიშვილმა, გიორგი გოჩიტაშვილმა, ირაკლი ბაღათურიამ და ნიკოლოზ ლელაშვილმა. "UG GYM" სატრენაჟორო დარბაზი არის ადგილი, სადაც ვარჯიშის მოყვარულებისთვის შექმნილია მეგობრული გარემო და პროფესიონალი ინსტრუქტორები ზრუნავენ მათი ფიზიკური ფორმის დახვეწაზე. "UG GYM" დაკომპლექტებულია უახლესი პროფესიონალური ტრენაჟორებითა და სავარჯიშო მოწყობილობებით, რომელიც ჩვენს მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაიუმჯობესოს სხეულის ფორმა ნებისმიერი კუთხით : სხეულის აგებულება და აღნაგობა, გულისსხლძარღვთა სისტემის ამტანობა, კუნთოვანი მასის გაზრდა, კუნთოვანი მასის ამტანობა, მოქნილობა, სისწრაფე, სისხარტე და სხვა. UG GYM ქალბატონებზეც ზრუნავს. ის მანდილოსნებს სთავაზობს აერობიკისა და ფიტნესის საათებს.
კომპანია ,,ნუტრილენდი" წარმოადგენს ბავშვთა კვების და მოვლის საშუალებების მძლავრ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში. იგი დაარსდა 1995 წელს და წლების განმავლობაში წარმოადგენდა "სლავექსი"-ს, შემდეგ კი "ნუტრიტეკი"-ს ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში. უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და გამოცდილების შედეგად კომპანია გაფართოვდა და ამჟამად წარმოადგენს ამ სფეროს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას ჩვენს ქვეყანაში. 2010 წლიდან „ნუტრილენდი“ არის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ბავშვთა კვების უმსხვილესი კომპანიის „расти большой“ -ს ოფიციალური შემომტანი, ხოლო 2012 წლიდან რძის პროდუქტებისა და ბავშვთა კვების ლიდერი კომპანიის “ ბელაქტი ” - ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. კომპანია “ნუტრილენდი" თბილისის გარდა ფლობს რამდენიმე რეგიონალურ საწყობს და ახორციელებს ბავშვთა კვების დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია სთავაზობს მხოლოდ საუკეთესო ხარისხის პროდუქციას. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ კომპანია დღითიდღე უფრო იზრდება და ფართოვდება. კომპანია “ნუტრილენდი"-ს გამორჩეულობას ბაზარზე უზრუნველყოფს: კომპანიის სტაბილურობა,საიმედოობა; ბიზნესის მართვის თანამედროვე ეკონომიკური ინსტრუმენტებისა და დასავლური სტანდარტების დანერგვა; კომპანიის გამართული შიდა მენეჯმენტი; მაღალი კომპეტენციის პროფესიონალური პედიატრიული სამსახური; მრავალწლიანი სტაბილური ურთიერთობის გამოცდილება წამყვან სამედიცინო, ფარმაცევტულ და ბავშვთა კვების სადისტრიბუციო კომპანიებთან. ყოველივე ეს სწრაფი წინსვლისა და წარმატების საწინდარია! კომპანია “ნუტრილენდმა" რამდენჯერმე, გაიმარჯვა სახელმწიფო ტენდერში და ამარაგებს ჩვილ ბავშვთა სახლს ბავშვთა კვების პროდუქტებით. ჩვენი მიზანი ჩვილის მომავალზე ზრუნვაა, მათი ჯანმრთელობის ხელშეწყობაა. ყველა ჩვილი უნდა იკვებებოდეს დედის რძით, ხოლო როდესაც ეს შეუძლებელია, ბიოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი საკვებით. ჯანმრთელი საზოგადოება ეფუძნება ცხოვრების ჯანსაღ წესს, რომლის დანერგვა და ხელშეწყობაც კომპანიის უმთავრესი პრინციპია.
მე ვარ სოციალური მედიის მარკეტინგის სპეციალისტი (SMM Specialist) და ვთავაზობ ბიზნესებს სრულ ციფრულ მარკეტინგულ მომსახურებას სოციალურ ქსელებში — Instagram და Facebook. ჩემი მიზანია ბრენდების ცნობადობის გაზრდა, გაყიდვების ზრდა და სწორი აუდიტორიის მოზიდვა ეფექტური რეკლამირების საშუალებით.
ეს გახლავთ ახალი ქართული ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ნივთი <3 საუკეთესო ფასად და რაც მთავარია ყველა ნივთი თბილისშია ! This is a new Georgian online shop where you can buy any item you want <3 best price and most importantly all the items in Tbilisi! Это новый грузинский интернет-магазин, в котором вы можете купить любой товар по лучшей цене <3 и, самое главное, все товары в Тбилиси!
"ორიგინალი ჯგუფი"-ს რესსტორნების ქსელი "ჩემო კარგო" ყოველთვის გემსხაურებით სიყვარულით. ტრადიციული ქართული სამზარეულო, ბუხარში გამომცხვარი ცომეული, აჭარული ხაჭაპური და უგემრიელესი პიცები. ცოცხალი მუსიკის საღამოები ყოველ საღამოს. გლდანი, ილია ვეკუას 51 ყოფილი ომარ ხიზანიშვილის ქუჩა https://www.facebook.com/chemokargogldani/ ნაძალადევი, დადიანის 108 მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისი: 571 103010 / 571 283010 322 693010 / 322 583010 Originali Group restaurant chain "Chemo Kargo". Traditional Georgian cousine, oven baked goods, variety of Khachapuri and pizza. Live music every evening Gldani, I. Vekua 51 https://www.facebook.com/chemokargogldani/ Nadzaladevi, T. Dadiani 108 Food delivery service: 571 103010 / 571 283010 322 693010 / 322 583010
უმალი არის, შპს ახალი თევზი, საიდენტიფიკაციო კოდი:417885284 შპს „ახალი თევზი“ 2017 წლის ივლისიდან ბრენდი "უმალის" სახელით ოპერირებს და თევზპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო - "უმალი" ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. საწარმოს სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს. საწარმოს, მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. ასევე ის, ევროპული სტანდარტების მიხედვით, ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში. „ახალი თევზი“ წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას აწარმოებს. ამ ეტაპზე პროდუქციის 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, მომავალში კი პროდუქციის ექსპორტზე გატანაც იგეგმება.
“გაჩის” შექმნაზე ზრუნვა ჩვენ რეალურად ცხრა წლის წინ, 2009 წელს დავიწყეთ, მაშინ როდესაც გავხსენით მაღაზია “MKphoto” ( www.facebook.com/mkphotoge ). “MKphoto” მომხმარებელს ამ 9 წლის განმავლობაში თავაზობდა ახალ და მეორად ტექნიკას ამერიკიდან ბაზარზე ყველაზე იაფად (სხვა მაღაზიებთან შედარებით), გარანტიით. ჩვენ ვიყავით მაღაზია, სადაც ხარისხი ყოველთვის უსწრებდა ფასს, რისი დამსახურებითაც უამრავი ლოიალური მყიდველი შევიძინეთ. სწორედ ამ ლოიალური მყიდველების და ჩვენი ოჯახის დიდი შრომის შედეგად 2018 წლის 3 ივლისს, მ. ლაღიძის 3 ნომერში გაიხსნა მაღაზია “გაჩი”.
შპს ,,გონიო” საქმიანობას 2002 წლიდან ეწევა. ჩვენ გთავაზობთ სრულ სერვისს: • პროექტის დიზაინი და დაგეგმარება • მშენებლობა • რემონტი შპს ,,გონიო"-ს გააჩნია შვილობილი კომპანია შპს „ლივინ“, რომელიც დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა -საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და რეალიზაცია. ჩვენი უპირატესობები: • უმაღლესი ხარისხი • სტაბილურობა • საიმედოობა • ნოვატორობა • მომსახურების მაღალი დონე • გულისხმიერი დამოკიდებულება მომხმარებლის მოთხოვნების მიმართ • მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით • გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები