ჩინური რესტორანი "პიკასო" მდებარეობს თბილისის ცენტრში, ვაშლოვანის ქუჩაზე. რესტორანი ფუნქციონირებს უკვე სამი წელია. უგემრიელესი პეკინური კერძები, ჩინური ინტერიერი და საუკეთესო მომსახურება, შეგიქმნით სასიამოვნო განწყობას ყოველდღე დღის 12 საათიდან ღამის 12 საათამდე. პიკასოს მზარეულები გასაოცარ ჩინურ კერძებს ამზადებენ რესტორნის სტუმრებისათვის. "პიკასოს" გარემო გაგრძნობინებთ ჩინურ კულტურას და ჩინური კერძების არომატი სამუდამოდ დარჩება თქვენთვის დაუვიწყარი.
„ჰენდი“ ნატურალური ტყავისა და ხის სინთეზით შექმნილი ხელნაკეთი მაჯის საათების სტარტაპია, რომელიც ქართულ ბაზარზე წელიწად-ნახევარია გამოჩნდა. იდეის ავტორები ინფორმაციული ტექნოლოგი ნიკოლოზ გიგაია და ბიზნესადმინისტრირების კურსდამთავრებული სოფო გურასაშვილი არიან, რომლებმაც მოახერხეს და 23 წლის ასაკში საკუთარი ინტერესები სტარტაპად აქციეს, სხვა ადამიანებიც დაასაქმეს და ახლა საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზე ახდენენ საკუთარი პროდუქტის რეალიზებას. „საათებს ჩვენ ორნი ვამზადებთ, აწყობაში ორი მესაათე გვეხმარება, ასევე, გვყავს მკერავი, რომელიც სამაჯურებზე მუშაობს“, – ნიკოლოზ გიგაიამ მარკეტერთან ისაუბრა იდეის პროდუქტად გარდაქმნის თანმხლებ დაბრკოლებებზე, მთავარ უპირატესობებზე, სარეალიზაციო არხებსა და იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა Handy-ს საათები ამერიკელი სენატორების მაჯებზე.
სამოქალაქო სამართალში სპეციალიზირებული 25 წლის სტაჟით მოქმედი ადვოკატი. უფლებების დაცვა სასამართლოში, აღსრულების ბიუროში, არბიტრაჟში, კერძო და იურიდიულ პირებთან და სხვა. დავები ნებისმიერ სამოქალაქო საქმეზე. კონტრაქტების შედგენა. უძრავი ქონების გაფორმება, გამიჯვნა, წილის გამოტანა და სხვა. საოჯახო დავები - განქორწინება. ალიმენტი. თანასაკუთრების გაყოფა. მიწების გაფორმება. ჯარიმების შემცირება ან გაუქმება (ტენდერების, მერიის, სხვადასხვა სახელშეკრულებო და სხვა). მემკვიდრეობის მიღება და სამემკვიდრეო წილის გამოტანა. შეჩერებული მართვის მოწმობის გასაჩივრება და მანქანის მართვით სარგებლობა. ბავშვის ნახვის და წაყვანის დროის განსაზღვრა. ბავშვის გვარის შეცვლა. ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა. გვარის შეცვლა. წინაპრის ან ისტორიული გვარის მიღება. საბანკო სესხებზე დავა. ჯარიმის შემცირება. გადახდილი ჯარიმის ძირ თანხაში ჩათვლა. დავები მშენებლობის ნებართვაზე და ჯარიმებზე დაკავშირებული სამშენებლო დარღვევებთან. შრომითი დავები. შრომის უსაფრთხოებისა და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების მოგვარება. აუდიტი. ექსპერტიზა. ავტოავარიის შედეგად მოყენებული ზიანის ანაზღაურება. დაცვა სადაზღვევო კომპანიებთან დავაში... და მრავალი სხვა.
ანტიკაფე - ეს არის ადგილი, სადაც შექმნილია ყველანაირი გარემო იმსათვის, რომ თავი იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში. წარმოიდგინეთ, თავისუფალი სივრცე სადაც, შეგიძლიათ, დაკავდეთ თქვენი საყვარელი საქმიანობით, წაიკითხოთ წიგნი, გაერთოთ მაგიდის ინტელექტუალური თამაშებით, მოუსმინოთ საყვარელ მუსიკას, იხილოთ საინტერესო ფილმები (თქვენი არჩევით) დიდ ეკრანზე, დაკავდეთ ხელოვნებით, მიირთვათ ჩაი და ყავა (ჩვენთან უფასოა) შეუზღუდავი რაოდენობით, შემოიტანოთ თქვენი საყვარელი სასმელი და გემრიელობები. შეხვდეთ ახალ საინტერესო ადამიანებს, შეუერთედეთ და მიიღოთ მონაწილეობა ღონისძიებებში, თავისუფალ ლექციებში რომლებიც ჩვენთან გაიმართება. მოკლედ, ანტიკაფეში შეგიძლია, გააკეთო ყველაფერი, თუ ეს არ არღვევს გარშემომყოფთა თავისუფლებას და სიმყუდროვეს. ანტიკაფეში ყველაფერი თქვენთვის არის უფასო, სტუმრები იხდიან მხოლოდ გატარებული დროის საფასურს. პირველი საათი -4.00ლ მეორე საათი - 4.00 ლ მესამე საათი - 3.00ლ ხოლო სხვა დანარჩენი საათები ხდება უფასო.