რესტორანი სტალაქტიდა არის, ი/მ დალი დუგლაძე, საიდენტიფიკაციო კოდი: 60001065157 რესტორანი "სტალაქტიდა" მდებარეობს წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვილიშორში, პრომეთეს მღვიმესთან. ინტერიერი სრულად აკმაყოფილებს ნებისმიერი სტუმრის გემოვნებას: მთავარი დარბაზი თანამედროვე ევროპულ სტილშია გადაწყვეტილი; მცირე დარბაზი "მარანი" ტრადიციული ქართული მარნის ატრიბუტებით არის გაფორმებული; კუპე "მონადირე" შექმნილია ნადირობის მოყვარული სტუმრებისთვის, კუპე "სტალაქტიდა" წარმოადგენს მღვიმის იმიტაციას, რომელიც გაფორმებულია ძველებური ბუხრით და პირველყოფილი ადამიანის იარაღებით, კუპე "იმერეთი"-ს კედლები მოხატულია ძველი იმერეთის ამსახველი პეიზაჟებით. ზაფხულის თბილი საღამოების გატარება კი სტუმრებს რესტორნის ულამაზეს ღია დარბაზშიც შეუძლიათ.ხოლო "სტალაქტიდას" ეზო ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ჩვენს სტუმრებს შორის. რესტორანი გთავაზობთ ტრადიციულ ქართულ და ევროპულ სამზარეულოს, ასევე, უგემრიელეს საფირმო კერძებს "სტალაქტიდას" შეფ-მზარეულისგან. რესტორნის მთავარ დარბაზში სტუმრებს შეუძლიათ დატკნენ ქართული და უცხოური მუსიკის ცოცხალი შესრულებით. შეარჩიეთ თქვენი დღესასწაულის აღსანიშნავად რესტორანი სტალაქტიდა - მეტი ვიდრე უბრალოდ რესტორანი!
„ცხობის სახლი ანუ ჭამის სამინისტრო" ქართულ ბაზარზე ორი წელია არსებობს და გამოჩენის დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რამაც განაპირობა ობიექტების სწრაფი მატება. თბილისის მასშტაბით ამჟამად მოქმედებს 7 ობიექტი. ცხობის სახლი ანუ ჭამის სამინისტრო თავის თავში აერთიანებს კაფეტერიას, საცხობსა და საკონდიტროს.
აპეტიტო” - გახლავთ სწრაფი კვების რესტორანი, ჩვენი საოჯახო სამზარეულო მრავალფეროვანი და რა თქმა უნდა, უგემრიელესია. გარდა იმისა, რომ ადგილზე შეგიძლიათ მიირთვათ გემრიელად, ასევე შესაძლებელია ისარგებლოთ ადგილზე მიტანის სერვისით, ჩვენ კი სწრაფად და ოპერატიულად მოგემსახურებით.
რესტორანი,,შატო გელათი,,თავისი ადგილმდებარეობით ერთ-ერთი საუკეთესოა.წვეულება თუ ქორწილი თქვენთვის დაუვიწყარ მოვლენად გადაიქცევა.თვალწინ იშლება გელათის ტაძრისა და ულამაზესი ბუნების საოცარი ხედი.გემოვნებით შერჩეული რესტორნის ეზოს დიზაინი ერწყმის ბუნებრივ სილამაზეს და იქმნება უჩვეულო ანსამბლი. დარბაზის ინტერიერი უნივერსალურ სივრცეს წარმოადგენს,როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი სტუმრებისათვის. გამოცდილი თანამშრომლები კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ ნებისმიერი ტიპის ღონისძიების დაგეგმვაში,ხოლო ქორწილის ორგანიზატორები საუკეთესო რჩევებს მოგცემენ.განიხილავენ ყველა დეტალს თქვენი სურვილის გათვალისწინებით. გაატარეთ არაჩვეულებრივი საღამოები ჩვენთან, ,,შატო გელათში,, თქვენს ძვირფას ადამიანებთან ერთად