დიზაინი:
• კორპორატიული სტილი, ლოგოს დიზაინი;
• ნებისმიერი პროდუქტის გრაფიკული დიზაინი;
• დაკაბადონება.
პოლიგრაფია:
• სავიზიტო ბარათები;
• სატიტულო ბლანკები;
• მოსაწვევები და მისალოცები;
• სერთიფიკატები და დიპლომები;
• ფლაერები (ბუკლეტი, ტრიპლეტი);
• ბლოკნოტები;
• პოსტერები;
• წიგნები, ჟურნალები, კატალოგები და ბროშურები;
• ბრენდირებული კონვერტები;
• ქაღალდის ჩანთები;
• სხვადასხვა სახეობის კალენდრები;
• ბილეთები და სხვა პროდუქტები ნუმერაციით;
• საქაღალდეები და სხვადასხვა ზომის ყუთები;
ჩვენ ვაკეთებთ მანქანის ინტერიერისა და ექსტერიერის სრულ ქიმწმენდასა და დითეილინგს. ვმუშაობთ პრემიუმ ხარისხის ანტიალერგიული, უსაფრთხო ხსნარებითა და უმაღლესი ხარისხის სპეც-ტექნიკით.
2009 წელს ფარმაცევტული კომპანია შ.პ.ს. ,,ტონუსი“ აყალიბებს სააფთიაქო ქსელს ,,თათოს აფთიაქი“ -ს სახელწოდებით. 2010 წლისთვის ,,თათოს აფთიაქი“ -ს ქსელი მოიცავს აფთიაქებს თბილისში (6 აფთიაქი) და რაიონებში (3 აფთიაქი).
,,თათოს აფთიაქი“-ს ქსელი - არის აფთიაქები, სრულიად გავსხვავებული ხედვით, დიზაინით და საინტერესო შემოთავაზებებით. ქსელის საინფორმაციო ნომერი: 2-15-99-99, ასევე შეგიძლიათ მოგვძებნოთ facebook-ზე.
CLC Elevator - ლიდერი ლიფტების კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2018 წლიდან დღემდე, 3500-ზე მეტ წარმატებით დასრულებულ პროექტს და 200-ზე მეტ გუნდის წევრს ითვლის!
„სი ელ სი“ მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს. კომპანია ახორციელებს როგორც სტანდარტული სამგზავრო, ისე სატვირთო და შშმ პირთათვის ადაპტირებული ლიფტების მონტაჟს, ტექნიკურ მომსახურებას, შეკეთებასა და გარანტიის უზრუნველყოფას.
კომპანიის შესახებ:
„სი ელ სი“-ის პორტფოლიო მოიცავს როგორც კერძო სექტორის წამყვან კომპანიებს, ისე სახელმწიფო სტრუქტურებს. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს თბილისის, რუსთავისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებთან, ასევე განათლებისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან. კერძო სექტორში „სი ელ სი“-ის პარტნიორები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა "საბა კონსტრაქშენი", "ანაგი", "არაკი", "ალფა სახლი", "ალმა" და სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეები ბაზარზე.
ფოტო
ITDC პროფესიონალი პროგრამისტების, დიზაინერებისა და IT ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფია, რომელიც 2001 წლიდან მოღვაწეობს ქართულ IT ბაზარზე და სპეციალიზირებულია IT ინდუსტრიის სამ ძირითად მიმართულებაზე.
კორპორატიული, მცირე და საშუალო ზომის პრომო–საიტების, საინფორმაციო პორტალებისა და ინტერნეტ მაღაზიების შემუშავება, მათი განთავსება, ტექნიკური მხარდაჭერა, განვითარება და ე.წ. პრომოუშენი;
საინფორმაციო სისტემებისა და სპეციალური პროგრამული პროდუქტების შემუშავება სხვადასხვა ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და ავტომატიზაციის მიზნით.
IT კონსალტინგი, სხვადასხვა ტიპისა და სირთულის IT პროექტების გეგმარება, მართვა და აუდიტი. IT განვითარების სტრატეგიის ფორმირება და რეკომენდაციების შემუშავებ
THE SMART GROUP მრავალ პროფილიანი ორგანიზაციაა და 2013 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მის სახელ ქვეშ განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი.
THE SMART GROUP-ის სახელით მუშაობენ ახალგაზრდები რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოგემსახუროთ და დაგეხმაროთ დასმული ამოცანის გადაჭრაში, მაქსიმალურად კომფორტულად და კრეატიულად.
ალკოჰოლური სასმელების და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის საკვების ადგილზე მიტანის სერვისი.
ჩვენი მიზანია, უმაღლესი ხარისხის ორიგინალი პროდუქცია ხელმისაწვდომი გავხადოთ იმ ადამიანებისთვის ვისთვისაც უმნიშვნელოვანესია ხარისხი და კომფორტი.
შეკვეთის განხორციელება შესაძლებელია ვებ-გვერდზე davliot.com ყველა სახის მოწყობილობიდან (კომპიუტერი, პლანშეტური კომპიუტერი, სმარტფონიდან ..
საშუამავლო კომპანია "ემბი ჯგუფი" საქართველოს ბაზარზე წარმოდგენლია 2018 წლიდან. ვფლობთ ექსკლუზივს იმ მხრივ, რომ მხოლოდ ჩვენ ვაერთიანებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ბანკებს ავტოსესხების მიმართულებით. კლიენტს ვთავაზობთ საუკეთესო მომსახურეობას და მათზე მორგებულ პირობებს. ყველა კომპანია ერთ სივრცეში.
შპს „ნიუ სითი დეველოფმენთ“ არქიტექტურულ ბაზარზე 2007 წლიდან გამოჩნდა აქტიურად. აქედან მოყოლებული კომპანიის გამოცდილი, მუდმივ განვითარებაზე მზრუნველი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ნერგავს არქიტექტურის სფეროში მაღალ სტანდარტებს და იყენებს ინოვაციურ და თანამედროვე მიდგომებს. ჩვენი საქმიანობის სფერო მოიცავს არქიტექტურული დიზაინის ფართო სპექტრს, დაწყებული მაკრო დონიდან, დასრულებული მიკრო დონით:
ჩვენი მიზანი — მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, კომფორტული და სწრაფი გზებით არქიტექტურული მომსახურების მიწოდება. მაღალი ხარისხი ჩვენი მომსახურების იმიჯია, როგორც მომხმარებლის, ასევე ჩვენი პარტნიორების თვალში.
ჩვენი უნიკალურობა — გამოწვევების ადეკვატურად განვსაზღვრავთ ჩვენს შესაძლებლობებს და ისე ვგეგმავთ მომსახურების მიწოდების სტრატეგიას. ეს საფუძველს უქმნის ასევე ჩვენს სამომავლო ზრდას, რაც უპირველესად საქმიანობის არეალის გაფართოებაში გამოიხატება. მუდმივად ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირება არის წარმატების დროში გამოცდილი მოდელი.
ჩვენი უპირატესობა — ეფუძნება კომპეტენტურობას. ასევე შეძენილი პრაქტიკის ანალიზზსა და დახვეწას, ასევე ბაზრის ახალ სტრუქტურებთან და საჭიროებებთან ადაპტირების უნარს. გამოცდილი არქიტექტორებისა და დიზაინერების მიერ კარგად გათვლილი კონცეპტუალური გადაწყვეტილებები და ახლებური ხედვა, კომპანიას მომგებიან პოზიციაში აყენებს ქართულ ბაზარზე.
კომპანიის შესახებ
კომპანია ბაუმერი 2013 წელს ახალგაზრდა და ენერგიული გუნდის მიერ შეიქმნა. გუნდი დაკომპლექტებულია ექსპერტული ცოდნის მქონე ქართველი და უცხოელი პროფესიონალებისგან; მთავარ საქმიანობას კი ბაზარზე MEP სისტემების მიმართულებით, სრული სერვისის მიწოდება წარმოადგენს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
კომპანია ბაუმერს, 10 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს სხვადასხვა სირთულის 250-ზე მეტი პროექტი და 150-ზე მეტი კმაყოფილი, ერთგული მომხმარებელი ჰყავს.
მომსახურებები/გადაწყვეტები
• გათბობა/გაგრილების სისტემები
• ვენტილაციის სისტემები
• ელექტროობა
• სუსტი დენები
• წყალმომარაგება
• სახანძრო სისტემები
• ავტომატიზაცია და IT სისტემები
სერვისები
ბაუმერი გთავაზობთ პროექტის სრულ ციკლს:
• კონსულტაცია
• პროექტირება
• მონტაჟი
• ექსპლუატაციის შემდგომი სერვისი
ფოტო
ინო, სიმშვიდე თქვენ ფინანსურ სამყაროში.
პინო სთავაზობს თავის მომხმარებელს სწრაფ და მარტივ მოკლევადიან სესხს.
ვიყენებთ რა ჩვენს გამოცდილებას და რესურსებს, მზად ვართ აგარიდოთ დროებითი ფინანსური სირთულეები და სწორედ ამიტომ გთავაზობთ სწრაფ სესხს 50-დან 1000 ლარამდე.
რატომ პინო?
სწრაფი, მარტივი, ხელმისაწვდომი.
ჩვენი მომსახურება ამ სამი კონცეპტის გარშემო ავაგეთ.
პინო სწრაფია
ფინანსური პრობლემებისას სისწრაფე გადამწყვეტია. ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია სწრაფად მოაგვაროთ ისინი, ამიტომ სესხის განაცხადის განხილვა მხოლოდ რამდენიმე წუთში ხდება, ხოლო თანხა თქვენ ანგარიშზე 15 წუთში გადმოირიცხება.
პინო მარტივია
სესხის მისაღებად ავსებთ განაცხადს სადაც უთითებთ სესხის ოდენობას და ვადას დანარჩენს ჩვენ ვაკეთებთ. არაა საჭირო ათობით საბუთის შოვნა და მოტანა, შემოსავალის ცნობა, ცნობა სამსახურიდან, დაბადების მოწმობა და მსგავსი ბიუროკრატიული ბარიერები ზედმეტია, რაც ძვირფას დროს გაკარგვინებთ. პინო გასცემს სესხს 15 წუთში და თქვენი ფინანსური პრობლემები მომენტალურად მოგვარებულია.
პინო ხელმისაწვდომია
პინო გთავაზობთ ყველაზე დაბალ საკომისიოს. ასევე გაითვალისწინეთ, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ ახერხებთ სესხის დროულად დაფარვას, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გადაავადოთ სესხის ვადა - 30, 45 ან 60 დღით! ტარიფები იხილეთ პროფილში http://pino.ge/login
• მოარგე • შექმნილია სიახლეების მოყვარული ადამიანებისთვის. მათთვის, ვისაც არ აკმაყოფილებთ სტანდარტული სახის პროდუქცია და ეძებენ ახალსა და განსხვავებულს. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ისეთი ხარისხიანი და ორიგინალური პროდუქტი, როგორიც ჯერ არსად, არასდროს შეგხვედრიათ. თითოეული ქეისი გაჯერებულია კონკრეტული შინაარსით, რაც ხაზს უსვამს თქვენი შინაგანი სამყაროს გამოძახილს. • მოარგე • გაძლევთ შესაძლებლობას შეიგრძნოთ სიახლე და მოარგოთ ტელეფონს ახალი, ჯადოსნური იერი!
• Make it suitable for people who enjoy innovations. For those who do not meet standard products and are looking for new and different ones. Our goal is to provide you with such quality and original products as never before. Each case is filled with specific content that highlights your inner world. • Optimize • Give you the opportunity to feel new and magic for the phone!
• Сделать его подходящим для людей, которые любят инновации. Для тех, кто не соответствует стандартным продуктам и ищет новые и разные. Наша цель - предоставить вам такие качественные и оригинальные продукты, как никогда раньше. Каждый случай наполнен конкретным контентом, который подчеркивает ваш внутренний мир. • Оптимизация • Дайте вам возможность почувствовать себя новым и волшебным для телефона!
Civil_Education_Lecturers_Association- სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია დაფუძნდა 2014 წლის 16 აპრილს, თუმცა მისი, როგორც ქსელის ჩამოყალიბება გაცილებით ადრე დაიწყო.
კერძოდ, 2011 წელს IFES-ის ინიციატივით USAID –ის პროგრამა (ITEP) -ის ფარგლებში საქართველოს 6 უმაღლეს სასწავლებელში დაიწყო კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სწავლება. მოგვიანებით მას 16 უნივერსიტეტი შეუერთდა. კურსის შექმნის საჭიროება განაპირობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სამოქალაქო განათლების მიმართულების კურსის არ არსებობამ და სწავლების ოთხი წლის მანძილზე გამოიკვეთა, რომ კურსმა შეძლო სტუდენტებში სამოქალაქო გააქტიურების ხელშეწყობა და ამავე დროს მიღებული შედეგები საზოგადოებაზეც აისახა.
გამოცდილებამ ასევე ცხადყო, რომ საჭიროა კურსის სწავლების მხარდაჭერა უნივერსიტეტებში, ასევე სამოქალაქო განათლების ლექტორთა არსებული კავშირის შენარჩუნება და მისი ინსტიტუციონალიზაცია, რათა არამხოლოდ უმაღლეს განათლებაზე მოახდინოს აქცენტირება არამედ მოახდინოს არსებული ცოდნის და გამოცდილების არტიკულაცია და საზოგადოებასაც შესთავაზოს სერვისები სამოქალაქო განათლების გაძლიერებისათვის.
შესაბამისად საუნივერსიტეტო კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ლექტორთა გაერთიანების საფუძველზე ჩამოყალიბდა „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია“ (CELA). აღნიშნულ ასოციაციაში გაერთიანებულნი არიან საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები, რაც ასოციაციას განვითარებისა დიდ პოტენციალს სძენს.