ITEQ - თქვენი სანდო უსაფრთხოების ექსპერტი, რომელიც 2016 წლიდან მომხმარებელს აწვდის თანამედროვე გადაწყვეტილებებს და სრულყოფილ მომსახურებებს. ჩვენ ვსაქმიანობთ საქართველოს მასშტაბით და აქტიურად ვზრდით ჩვენს საერთაშორისო გავლენას. როგორც Griffon, Barska, Tokoz, Rostex და Master Lock-ის მსგავსი გლობალური ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენლები, ჩვენ გთავაზობთ ფართო არჩევანს — სეიფებს, ჭკვიან და ტრადიციულ საკეტებს, კარის ფურნიტურას და სხვა უსაფრთხოების პროდუქტებს.
ჩვენი გუნდი მომხმარებლის მხარდაჭერას უზრუნველყოფს თითოეულ ეტაპზე — კონსულტაციიდან და პროექტირებიდან დაწყებული, მონტაჟით, გარანტიისშემდგომი მომსახურებითა და რეგულარული ტექნიკური მხარდაჭერით დასრულებული. ინოვაციების, მაღალი სტანდარტებისა და პროფესიონალიზმის ერთიანობით, ITEQ უზრუნველყოფს საიმედო დაცვას სახლებისთვის, ბიზნესისთვის და ინსტიტუციებისთვის.
ფოტო
ცუმბო პოპსი - ეს არის პირველი ქართული, ხელით დამზადებული პოპსების ბრენდი. ახალი, ჯანსაღი ხილის შერჩევა ხდება უშუალოდ ჩვენს მიერ ადგილობრივი ფერმერებიდან, შემდეგ ვამუშავებთ და შაქრის, ასევე ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე ვიღებთ ნატურალურ პოპსებს. ამჟამად შეგიძლიათ, გვიპოვოთ Tbilisi Flea Market-ზე და სხვადასხვა ფესტივალებზე. უახლოეს მომავალში გვსურს, გავხსნათ მაღაზია, როგორც თბილისში ასევე მის ფარგლებს გარეთ, სადაც მუდმივად შეგვეძლება გამასპინძლება. ცუმბო პოპსი იქმნება ჩვენი ფერადი და გრილი დღეებისთვის.
Smartbot.ge არის სოციალური ქსელების facebook, YouTube, instagram და twitter მონიტორინგის ინოვაციური პროგრამა, რომელიც შექმნილია მარკეტერებისთვის, მედია მენეჯერებისთვის, ბიზნესკომპანიებისთვის, ორგანიზაციებისთვის, საკუთარი ან კონკურენტების წარმატების გასაზომად.
Smartbot.ge is an innovative program for social networks such as facebook, YouTube, instagram and twitter monitoring, designed for marketers, media managers, business companies, organizations, and the success of their own or competitors.
Smartbot.ge - это инновационная программа для социальных сетей, таких как Facebook, YouTube, Instagram и Twitter, предназначенная для маркетологов, медиа-менеджеров, бизнес-компаний, организаций и для успеха своих или конкурентов.
Who are we ?
We are Techub ! we are an R&D company and software development company, which first train it's juniors, in our state-of-the-art IT Education center, and then employs the graduate of the training program in our software and R&D center.
The R&D center will give its services to companies abroad, and will focus on European clients, first.
Among our founders, are members from the Israeli Hi-Tech sector, which are a great believer in the Georgian software sector employees, and business professionals from the Georgian market, as well as BTU- Business and Technology University, which lead the higher education in Georgia.
PIECE-OF-BBN არის ინტერნეტ მაღაზია, რომელიც დაარსდა 2018 წლის აპრილში. PIECE-OF-BBN გთავაზობთ ქალის თეთრეულს ხელმისაწვდომ ფასად.
PIECE-OF-BBN is an online store that was founded in April 2018. PIECE-OF-BBN offers a lingerie for affordable price.
PIECE-OF-BBN - это интернет-магазин, основанный в апреле 2018 года. PIECE-OF-BBN предлагает женское белье по доступной цене.
კომპიუტერული პროგრამების რეალიზაციათბილისი, საბურთალო
შპს „ბი-ეს-სი“ დაარსდა 2003 წელს და არის ჰოლანდიური ჰოლდინგის Exact Software ( www.exact.com ) პროგრამული პროდუქტების ავტორიზებული დისტრიბუტორი საქართველოში. დღეისათვის შპს „ბი-ეს-სი“ საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერს სხვადასხვა ინფორმაციული სისტემების დანერგვაში.
2004 წლიდან შპს „ბი-ეს-სი“-მ განახორციელა 100-ზე მეტი პროექტი ERP სისტემის დანერგვის ჩათვლით. კომპანიის წარმატება განპირობებულია გამოცდილი და მცოდნე კადრებისა და მენეჯერების მიერ.
ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ჩვენი პროგრამული პროდუქტების მომხმარებლებს დასახული ამოცანების გადაჭრაში და ვთავაზობთ თანამედროვე მიდგომებზე, ტექნოლოგიებზე, პროდუქტებსა და სერვისებზე დაფუძნებულ კომპლექსურ მომსახურებას. ეს ყველაფერი ძირითადად ხორციელდება „ეგზაქტის“ ბიზნეს პროგრამული გადაწყვეტილებების და საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების გზით.
ჩვენ გთავაზობთ:
• ERP სისტემის კონფიგურაციის შერჩევა;
• ERP სისტემის მომხმარებელთა ტრეინინგი;
• ERP სისტემის დანერგვა;
• ERP სისტემის ორმხრივი ინტეგრაცია სხვა პროგრამებთან;
• ERP სისტემასთან ინტეგრირებული დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფა.
ჩვენ მოვიცავთ:
• ბუღალტრული, საგადასახადო და ხარჯების აღრიცხვა;
• ბიუჯეტირება და ფულის მოძრაობა;
• ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
• შესყიდვებისა და საწყობის მართვა;
• წარმოება და მოპოვება/გადამუშავების აღრიცხვა;
• გაყიდვა და დისტრიბუციის აღრიცხვა;
• პროექტებისა და სერვისების აღრიცხვა;
• CRM და HR მართვა.
ჩვენი საქმიანობის სფერო:
• წარმოება და მშენებლობა;
• საცალო გაყიდვები და დისტრიბუცია;
• პროფესიული სერვისები.
Hello!Georgia - ჟურნალი ჰელოუ ჯორჯია განსაკუთრებული მომენტებით, გრძნობებით, ისტორიებით, სიახლეებითა და სტილით სავსე ჟურნალი უკვე საქართველოშია!
HELLO! - ვარსკვლავური ცხოვრების, მოდის, სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გამოცემაა. ჟურნალი 90 ქვეყანაში გამოიცემა და მათ რიცხვს, ცოტა ხნის წინ, საქართველოც შეემატა.
საქართველო ამიერკავკასიის პირველი ქვეყანაა, სადაც HELLO! ჟურნალით, ტაბლეტ ვერსიით, სმარტფონ აპლიკაციითა და სოციალური მედიის სხვადასხვა არხით გამოჩნდა და მედიასივრცეში მაღალ ღირებულებებს დაამკვიდრებს. პატივისცემა, სანდოობა, უტყუარი ფაქტები და დახვეწილი გემოვნება იქნება ის, რაც HELLO! -ს სხვა ჟურნალებისგან გამოარჩევს.
გარდა ამისა, HELLO! იდეალური გზამკვლევია მოგზაურობის მსურველთათვის. ჟურნალში საინტერესოდაა გადმოცემული ესა თუ ის ისტორია და ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო კურორტებისა და ღირშესანიშნაობების შესახებაც. ასევე, გამოცემა სრულყოფილად აკმაყოფილებს მკითხველების ინტერესს კულინარიაში, მოდასა და დეკორში. სწორედ ამიტომ, მთავარ გამოცემასთან ერთად, HELLO! მედიასივრცეში სპეციალური დამატებებითაც გამოჩნდება.
HELLO! - მომენტები სავსე გრძნობებით, სტილითა და ისტორიებით.
Geofashionlab.com არის ონლაინ პლატფორმა როგორც ცნობილი, ასევე ნიჭიერი დამწყები ქართველი დიზაინერებისთვის. მისი მიზანია, ქართული მოდა გაიტანოს საერთაშორისო ასპარეზზე, საშუალება მისცეს ქართველ შემოქმედებს, გააცნონ თავიანთი შემოქმედება მსოფლიოს და ინტეგრირდნენ გლობალურ ბაზარზე.
ვებ-გვერდის მიზანია ზოგადად საქართველოსა და ქართველი დიზაინერების, მოდელების, ფოტოგრაფების, ვიზაჟისტებისა თუ მხატვრების პოპულარიზაცია, ქუჩის მოდის განვითარება, მოდის სტილისტების ჩართვა პროცესში, ასევე იმ ადამიანების წარმოჩენა, რომლებიც თავიანთი ჩაცმულობითა თუ სტილით ზეგავლენას ახდენენ ქართულ მოდაზე. ეს კრეატიული პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს მოდა და მასთან დაკავშირებული ესა თუ ის სფერო, ასევე მათთვისაც, ვინც უბრალოდ ცდილობს, ფეხი აუწყოს მოდის თანამედროვე ტენდენციებს.
საქართველოს მასშტაბით უფასო ტრანსპორტირებაა! ჩვენი შოურუმი მდებარეობს ფალიაშვილის 80 ნიომერში
#აჩუქექართული #გაატრენდექართული #იყიდექართული #ატარექართული #ქართულიადაკარგია
Geofashionlab.com is an online platform for both already established and upcoming Georgian Designers. The aim of the project is to help Georgian talented people to show and sell their products on global market.
The first goal of the project is to spot and help Georgian designers, models, photographers, artists, makeup artists to grow and be spotted. Developing street style, involving fashion stylists, influencers in the process is our aim also. The main key why you should buy and wear Georgian products is that Georgian designers mostly create clothes in a very small quantity. If you are the one who likes to be special, than you just need to be our customer! This creative project will be indeed interesting for fashionistas, also for people who just love fashion and are interested in every sphere of it.
You can visit our showroom at Paliashvili str 80
Hope to see you soon at Geofashionlab.com!
წერილობითი თარგმნა
წერილობითი თარგმნა გულისხმობს დოკუმენტების, გამოცემების, წიგნების, ანგარიშების, საინჟინრო პროექტების, ვებ-გვერდების შინაარსის და ა.შ. ზედმიწევნით ზუსტ თარგმანს ერთი ენიდან მეორე ენაზე.
ზეპირი თარგმნა
ზეპირი თარგმნა გულისხმობს როგორც თანმიმდევრულ, ასევე სინქრონულ ზედმიწევნით ზუსტ თარგმანს ერთი ენიდან მეორე ენაზე ზეპირი მეტყველების გზით.
სინქრონული თარგმნა
სინქრონული თარგმნა ზეპირი თარგმნის ერთ-ერთი სახეა, რომელიც გულისხმობს თარგმნას დაუყონებლივ, პარალელურ რეჟიმში.რეფერირება და ადაპტაციაპრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა წინასწარ არ ვიცით რამდენად სარგებლიანი შესაძლოა აღმოჩნდეს ეს თუ ის ტექსტი სრული მოცულობით თარგმნა, ამისათვის შეგიძლიათ წინასწარ არ თარგმნოთ სრული ტექსტი და ისარგებლოთ რეფერირების სერვისით.
რედაქტირება ლოკალიზაცია
რედაქტირება გულისხმობს უკვე არსებული თარგმანის ჩასწორებას: სტილის, ორთოგრაფიის, დარგობრივი ტერმინებისა და დედანთან შესაბამისობის მიმართულებით.
თარგმანის მიწოდება
დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი თარგმნილ და ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტაციას მოგაწვდით სასურველ მისამართზე.
თარგმნა და ნოტარიული დამოწმება
თარგმანის ნოტარიული დამოწმება გულისხმობს თარგმნილ დოკუმენტზე, მის სისწორესა და შინაარსობრივ შესაბამისობაზე სრული სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღებას.
ვებ - გვერდების თარგმნა
დელტას მთარგმნელობით ჯგუფში ვებგვერდებისა და პროგრამების თარგმნა ხორციელდება სპცეიალიზებული პროგრამის SDL Passolo-ს გამოყენებით.
ტექნიკური თარგმნა
მთარგმნელობითი კომპანია „Delta Translation Group“-ი გთავაზობთ საინჟინრო პროექტების ქართულიდან ინგლისურად და ინგლისურიდან ქართულად თარგმანს.
სამედიცინო თარგმნა
დელტას მთარგმნელობით ჯგუფში ხორციელდება სამედიცინო ტექსტების და სამედიცინო დოკუმენტაციის თარგმანი.
ვიდეო და აუდიო ფაილების თარგმნა
ვიდეო და აუდიო ფაილების თარგმნა გულისხმობს ხმოვანი სახით არსებული ინფორმაციის ჩაწერას ტექსტს სახით აუდიო ტრანსკრიფცია და მის დატანას ვიდეო ფაილში ე.წ. სუბტიტრების სახით.
იურიდიული თარგმანი
დელტას მთარგმნელობით ჯგუფში ხორციელდება იურიდიული დოკუმენტაციის, კანონმდებლობისა და იურიდიული ლიტერატურის თარგმანი.
მისამართი
თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 23
Tel: +995 558 902 872, +995 577 114 372, 032 2 83 03 63
E-mail: info@delta-group.ge
www.delta.org.ge
ფოტო
თბილი სქაი - პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრში, ვაკეში, ყველაზე პრესტიჟულ უბანში.
პროექტი ემყარება თანამედროვე დასავლური სტანდარტის ხუთ უმთავრეს პირობას: სიმყარე - კომფორტი - უსაფრთხოება - ეკოლოგია - ესთეტიკა.
ჩვენი მიზანია, ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ხარისხი, უსაფრთხოება, ეკოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები ჰარმონიაშია მომხმარებლის საჭიროებებთან.
პროექტი მდებარეობს შატბერაშვილის ქუჩის #52/54/56-ში, ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარედ. საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართობი 3030 კვ.მ-ს შეადგენს 14 სართულიანი კომპლექსი მოიცავს 110 ინდივიდუალურ საცხოვრებელ ფართს, კომერციულს ფართებს, კომფორტულ 4 დონიან 120 ავტომობილზე გათვლილ პარკინგს, რეკრეაციულ ზონას, ბავშვთა სათამაშო მოედანს და უმაღლესი ხარისხის ლობის.
მდებარეობა, მშენებლობის უმაღლესი ხარისხი, ეკოლოგია , ესთეტიკა და უსაფრთხოება, აუცილებელი წინაპირობაა თქვენი კომფორტული ცხოვრებისთვის. კომპლექსის ირგვლივ მდებარეობს რეკრეაციული ზონები, კაფე-ბარები, დიზაინერული ბუტიკები და სალონები, სავაჭრო ცენტრები და ყველა ის მნიშვნელოვანი ობიექტი, რაც თქვენი ცხოვრების სტილს განსაზღვრავს.
კომპლექსი წარმოდგენილია თანამედროვე არქიტექტურული იერსახითა და მოსაპირკეთებელი მასალებით, როგორებიცაა: ბუნებრივი ქვა, ბუნებრივი ხე, კომპოზიტური პანელები, დეკორატიული თუნუქი, მინის ვიტრაჟული სისტემები, საფასადე დეკორატიული განათება და მრავალი სხვა. ვიზუალურად სრულად ერწყმის ირგვლივ არსებულ ლანდშაფტსა და ურბანულ სივრცეს, ხოლო შენობის გემოვნებით მოწყობილი და გაფორმებული ინტერიერი და ექსტერიერი დამატებით ესთეტიურ სივრცეს ქმნის მაცხოვრებლებისთვის.
უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები.
პროექტი შემუშავებულია სეისმიკის ნორმების სრული დაცვით.
თბო და ჰიდრო საიზოლაციო ღონისძიებების ფართო სპექტრი.
მე-6 კატეგორიის კლდოვან გრუნტზე დაფუძნებული მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული ნაგებობა.
ერთი მეტრი სისქის ფუნდამენტის ფილა და გრუნტის დამჭერი 15 მეტრი სიმაღლის ხიმინჯოვანი ფარდა.
შიდა გზების სქემა სამი მიმართულებით მოძრაობს და მოიცავს: შატბერაშვილის ქუჩას, შატბერაშვილის ჩიხსა და ჟვანიას ქუჩას.
საფეხმავლო კიბე-ქუჩა, რომელიც პროექტის ფარგლებში აშენდა და აკავშირებს საცხოვრებელ კომპლექსსა და აღნიშნულ ქუჩებს.
თანამედროვე დიზაინის ლობი.
საცხოვრებელ კომპლექსს ემსახურება პროფესიონალი კონსიერჟი.
საცხოვრებელ კომპლექსში დასაქმებულნი არიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
შენობა აღჭურვილია ვიდეო მეთვალყურეობისა და უსაფრთოხების ნორმების შესაბამისი სახანძრო სისტემებით.
საცხოვრებელ კომპლექსს ადგილზე ემსახურებიან დაცვის თანამშრომლები.
სუფთა ჰაერზე, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით მოწყობილი დასასვენებელი და გასართობი სივრცე.
1000 კვ. მ. ღია სივრცე სათამაშო მოედნით და გამწვანებული მოსასვენებელი კუთხეებით.
200 კვ.მ-ის მოცულობის გადახურული სივრცე განტვირთვისთვის ნებისმიერ ამინდში.
საოჯახო ნივთების, თავის მოვლის საშუალებების და წვრილი ტექნიკის ელექტრონული მაღაზია.
a shop of family items, its care products and small equipment.
Интернет-магазин семейных товаров, средств по уходу и мелкой экипировки.
კომპანიის დასახელება - krevetebi.ge, ჩვენი ამბავი მართლაც რომ ცინცხალია. დიახ, დიახ, ჩვენი ისტორიის შექმნა დავიწყეთ 2019 წლიდან. სტარტაპის სახელიც და თემატიკაც პროდუქციის უნიკალობამ და გამორჩეულობამ განაპირობა. თავად კრევეტი სწორედაც, რომ ჩვენს სავიზიტო ბარათად იქცა.
დღესდღეობით განვითარების პირველ ნაბიჯებს ვდგამთ და წარმოგიდგენთ სწრაფ კვებაზე მორგებულ უგემრიელეს აზიურ სამზარეულოს, საინტერესო შემადგენლობის მენიუთი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენთან ასევე, შეგიძლიათ დააგემოვნოთ საფირმო ბურგერი საქონლის ხორცით. ჩვენი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენთან შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ჯანსაღი პროდუქციისგან დამზადებული უგემრიელესი კერძები, რომლის მომზადებაც ხდება თქვენს თვალწინ, უმოკლეს დროში.
krevetebi.ge , ლოკაცია - გაგარინის № 27 ნომრის მიმდებარედ. ობიექტი, რომელიც გათვლილია დასაქმებულ სეგმენტზე, რომელსაც დროის სიმცირის გამო არ აქვს საშუალება გემრიელად, და იმავდროულად ჯანსაღად წაიხემსოს. ჩვენი სამზარეულო მათთვისაა, ვისაც უყვარს აზიური სამზარეულო, ზღვის პროდუქტები და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უნდა, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიიღოს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ახლად დაწურული, ვიტამინებით გაჯერებული, ნატურალური, ცოცხალი (ფრეშ) წვენი, ყველანაირი ქიმიური დანამატების გარეშე.
და ბოლოს, krevetebi.ge არის თავისუფალი, კრეატიული, თანამედროვე, მოტივირებული და ყველაზე მეგობრული გუნდი, რომელიც ორიენტირებულია წინსვლასა და ახალი ისეების დანერგვისაკენ, ისწრაფვის და მუდმივად ახორციელებს სამომხმარებლო საჭიროებების მონიტორინგს, რათა პირველებმა მოგაწოდოთ ის რაც თქვენ გსურთ.
ნუგბარი არის შპს ნუგბარი, საიდენტიფიკაციო კოდი:404905073
ჩვენ ვართ ახალი კომპანია ქართული ტრადიციული ტკბილეულის ბაზარზე. „ნუგბარი“ აერთიანებს საოჯახო მეურნეობის ტიპის საწარმოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში და მაღაზია-შოურუმს თბილისში, ბერძენიშვილის #4-ში (ვაკე). ჩვენი ძირითადი პროდუქტებია 20 სახეობის ჩურჩხელა და ქართული ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრებები, რომლებიც მზადდება ჯანსაღი ინგრედიენტებითა და ტრადიციული მეთოდებით. მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია სხვა ქართველი მწარმოებლების ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქცია.
ჩვენი მთავარი ფასეულობებია მაღალი ხარისხი, პასუხისმგებლობა და პატიოსნება, ამიტომაც ჩვენთვის ეროვნული ტკბილეულის წარმოება გაცილებით მეტია, ვიდრე კომერციული საქმიანობა. ჩვენ გვჯერა, რომ ნატურალური და გემრიელი ჩურჩხელის, ჩირის, ტყლაპის, გოზინაყისა და სხვა ქართული ტკბილეულის ორგანიზებული სახით წარმოებას კარგი პერსპექტივები აქვს და ამასთანავე საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯის თვალსაზრისით. ქართული ტკბილეული, ისევე როგორც ზოგადად ქართული სამზარეულო და კონკრეტულად კი მისი შედევრი - ჩურჩხელა, ნამდვილად არის ის ერთ-ერთი ეროვნული „საგანძური“, რითაც მსოფლიომ უნდა გაიცნოს საქართველო. საქართველოში ვაზი უხსოვარი დროიდან ხარობს, ხოლო ყურძნის ბადაგისგან ტკბილეულის დამზადება კი ეროვნული მასშტაბებით არცერთ ქვეყანაში არ ხდება საქართველოს გარდა. სწორედ ამ და კიდევ იმ მიზეზით, რომ ნატურალური ჩურჩხელა არის საოცრად სასარგებლო და გემრიელი ტკბილეული, ჩურჩხელა აუცილებლად უნდა გავხადოთ ისეთი საერთაშორისო დელიკატესი, როგორებიცაა იტალიური ტირამისუ, ავსტრიული შტრუდელი, ბელგიური ვაფლი, თურქული ბაქლავა, ინგლისური პუდინგი, ამერიკული „სნიკერსი“, ფრანგული კრეპი და სხვა.
We are new company in Georgian traditional confection market. Nugbari comprises small factory in Tsnori (Signagi municipality of Kakheti region) and shop fitting showroom in Tbilisi, 4 N. Berdzenishvili str. (Vake district). Our main products are 20 varieties of Churchkhela and collections of Georgian national sweets, all of which are prepared from wholesome ingredients by traditional methods. Our shop also offers ecologically clean and high-quality delicatessens of other Georgian producers.
Our main values are dedication, responsibility and honesty. We believe that production of natural and delicious Churchkhela, dried fruit, Tklapi, Gozinaki and other Georgian desserts has bright future and at the same time is very important for Georgia in terms of reputation. Georgian sweets, as well as Georgian cuisine in general and its masterpiece - Churchkhela - in particular, really is one of the national "treasures" by which world should distinguish and recognize Georgia. Georgia has great traditions of viticulture, while no other country produces sweets from grape juice on a national scale. Furthermore, natural Churchkhela is tremendously wholesome and delicious sweetie. Because of all this, we think that Churchkhela must stand next to Italian tiramisu, Austrian strudel, Belgian waffles, Turkish baklava, English pudding, American Snickers and French crepe in the list of notable national confections.
Alberto Guardiani 60 - წლის განმავლობაში ქმნის მაღალი ხარისხით გამორჩეულ
ფეხსაცმელებს , სადაც დიდი ყურადღება ეთმობა თითოეულ დეტალს , რომელიც ხე -
ლით არის დამუშავებული .
მზადდება იტალიაში.
AP დაარსდა 1969 წელს. ჩვენი მიზანია, თქვენთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ მოდური სამოსი.
ეს იყო 1969 წლის ზაფხულში: ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე. დაახლოებით 450 000 ადამიანი შეიკრიბა ნიუ-იორკში, რომ ენახათ ვუდსტოკის გმირული კონცერტი. ენდ დორისმა და დონ ფიშერმა გახსნეს პირველი Gap მაღაზია სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში, იმ მიზნით, რომ შეექმნათ და გამოეყენებინათ ის, რაც მარტივი იქნებოდა მომხმარებლისთვის და შესთავაზებდა მოდელებისა და სტილის ფართო არჩევანს.
1969 წლიდან მოყოლებული, მომხმარებლები სტუმრობენ Gap-ს სიახლეების სანახავად, ყოველდღიური სამოსისა და აქსესუარების შესაძენად, რაც მათ ეხმარებათ გამოხატონ საკუთარი გემოვნება და სტილი. დღეს Gap კვლავაც საუკეთესო ადგილია გარდერობის შესავსებად ისეთი ტანსაცმლით, როგორიცაა მაისურები, კაპიშონები, შესანიშნავი შარვლები და ჯინსები. დაიწყო ერთი ბრენდით და ახლა იგი წარმოდგენილია, როგორც Gap, GapKids და babyGap.
FUFALA.GE - არის ყველაზე დიდი და მულტი ბრენდული ინტერნეტ-მაღაზია კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ დაგეხმაროთ შენი საყვარელი ბრენდის კოსმეტიკის შეძენაში, არამედ გავხდეთ შენი მეგზური სილამაზის სამყაროში.
ონლაინ მაღაზია ორიენტირებულია ახალგაზრდა, პროგრესულად მოაზროვნე და გემოვნებიან აუდიტორიაზე, რომლებიც აქტიურად მიყვებიან თანამედროვე ტენდენციებს და ყურადღებით ადევნებენ თვალს სიახლეებს, სილამაზის სამყაროში. აქ შენ ნახავ როგორც ყველაზე ცნობილ და გიგანტ ბრენდებს, ასევე ახალბედა, მაგრამ საინტერესო კომპანიებს.
FUFALA.GE - ზრუნავს რომ ყოველი დღე იყოს საუკეთესო, ლამაზი და არომატული. მისაღები ფასები და პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მაღალი ხარისხი და თანამედროვე კლიენტ სერვისი ჩვენი #1 პრიორიტეტია.
ფასდაკლებები და სიახლეები
სპეციალურად თავისი მომხმარებლებისთვის ფუფალა ყოველდღე აკეთებს ფასდაკლებებს 50-ზე მეტი სხვადასხვა ბრენდის და სახეობის პროდუქტზე. ჩვენ ასევე აქტიურად ვაკვირდებით კოსმეტიკურ ბაზარს, რომ გავაფართოვოთ ასორტიმენტი ახალი ბრენდებით და პროდუქტებით. ყოველდღე ჩვენ ონლაინ მაღაზიაში შეგიძლია იხილო 100-ზე მეტი ახლად დამატებული პროდუქტი.
მხოლოდ ორიგინალი ბრენდები
საწყის ეტაპზე მოგების 75% ვდებთ უკან, პროექტის განვითარებაში. აქედან გამომდინარე ნამდვილად არ გვაწყობს, რომ საიტზე "პატენტი" პროდუქტები გავყიდოთ. ჩვენ ვაფასებთ ჩვენ მომხმარებელს და ვთავაზობთ მათ მხოლოდ ორიგინალ პროდუქტებს. ყველა ბრენდი რომელიც საიტზეა წარმოდგენილი, არის ჩვენი ოფიციალური პარტნიორი.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენთან ურთიერთობა მოგეწონება. სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ.
"იოგას სახლი" საერთაშორისო იოგას ფედერაციის წარმომადგენლის, საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის პირველი იოგას ცენტრია საქართველოში. იოგას სახლს გააჩნია აკრედიტაცია საერთაშორისო იოგას ფედერაციის მიერ. მაღალი პროფესიონალიზმი და დიდი გამოცდილება თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზის სამსახურშია. გთავაზობთ იოგას კლასებს, რომლებსაც საერთაშორისო კლასისი იოგას ინსტრუქტორები ჩაატარებენ.