ფინკა ბანკი საქართველოს საფინანსო ქსელი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს, კერძოდ, 40 ფილიალი საქართველოს მასშტაბით 55 000-ზე მეტ კლიენტს უწევს საფინანსო მომსახურებას. ფინკა ბანკის მომხმარებელთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. ფინკას, როგორც საფინანსო ინსტიტუტს, საქართველოში საქმიანობის 18 წლიანი ისტორია აქვს. იგი წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ფინკა ბანკი სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს100 000-ზე მეტ მომხმარებელს. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლია დარეკოთ ცხელ ხაზზე * 49 49 (24/7)
ჩვენი კომპანიის მიზანია შევქმნათ ინოვაციური და პროფესიონალური დონის ვირტულური რეალობის ონლაინ ტურები სხვადასხვა ინდუსტრიისთვის , რაც ხელს შეუწყობს ვიზუალიზაციის გაადვილებას და პოტენციური მომხმარებლისთვის დროისა და ენერგიის დაზოგვას . The goal of our company is to create innovative and professional level virtual reality online tours for different industries that will facilitate visualization and save time and energy for potential users. Целью нашей компании является создание интерактивных туров виртуальной реальности на инновационном и профессиональном уровне для различных отраслей, которые облегчат визуализацию и сэкономят время и энергию для потенциальных пользователей.
ფლამინგოტური არ არის მხოლოდ ტურისტული კომპანია. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვართ ერთნაირად მოაზროვნე ხალხისგან შექმნილი გუნდი, რომლებიც პატივს ვცემთ ჩვენს ბიზნეს პარნიორებსა და კლიენტებს. ჩვენ ვემსახურებით და თბილად ვხვდებით ხალხს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რადგან თითოეული კლიენტიც კი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი პოლიტიკის განმსაზღვრელია ძველი ქართული გამოთქმა - „სტუმარი ღვთის არისო“. შესაბამისაც, ვცდილობთ ყველა ჩამოსულმა სტუმარტმა თავისი დასვენება კომფორტულად გაატაროს. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ მის საუკეთესო მხარეებს: საუკუნეების ტრადიციებს, ინტელექტუალურ ღირებულებებსა და კულტურულ არტეფაქტებს და, რასაკვრიველია, ცნობილ ქართულ სტუმართმოყვარეობას. ჩვენთვის ყველაზე მეტად სასურველი ჯილდო არის უკან დაბრუნებული ტურისტების მხრიდან ჩვენი სერვისი რეკომენდაცია მათი ოჯახისა და მეგობრებისთვის. ჩვენი სპეციალისტები ყურადღებით მოგისმენენ და, შესაბამისად, შემოგთავაზებენ ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ტურებს, რომლებშიც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული თქვენი სურვილები. კულუტურული, MICE (შეხვედრები; წახალისება; კონფერენციები; გამოფენები), ღვინის, ჯომარდობისა და სამედიცინო ტურები. ასევე, ჩვენ გთავაზობთ ტრანსფერებს, სასტუმროს დაჯავშნასა და ავია ბილეთებს. ჩვენი კომპანია მუშაობს არა მხოლოდ შემოსვლით ტურებზე, არამედ გასვლითებზეც. ჩვენი სამოგზაურო აგენტები მოგაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის სასურველ ტურებზე, რათა თქვენი მოგზაურობა იყოს კომფორტული, სახალისო და უსაფრთხო. ჩვენ თქვენს სურვილებს ავადენთ! იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად!!
ჩვენ ვაშენებთ სამრეწველო ინსპირირებული სახლის დეკორი და ავეჯი კომერციული და საცხოვრებელი კლიენტებისათვის! We build Industrial inspired Home decor and Furniture for commercial & residential clients! Мы создаем Индустриальный Дом и Мебель для коммерческих и жилых клиентов!
“ფო” არის ქალის თეთრეულის ონლაინ მაღაზია. გთავაზობთ თქვენზე მორგებულ მომსახურებას. ჩვენი მიზანია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი პროდუქცია. ყველაფერი არის თბილისში და არ ხდება შეკვეთით გამოწერა. "pho" is a lingerie online shop. We offer you tailored service. Our goal is to make our products available to everyone. Everything is in Tbilisi and it is not ordered to order.
საუკეთესო სამშენებლო-სარემონტო მაღაზია,რომელიც მორგებულია ყველა კლასის მომხმარებელზე პრემიუმ ხარისხის მომსახურებით. მობრძანდით რეჰაუსში, გახდით ჩვენი მომხმარებელი და მიიღეთ VIP ან საბითუმო მომხმარებლის სტატუსი. რეჰაუსი იძლევა შესაძლებლობას: 1. დაგეგმოთ რემონტი ერთ სივრცეში; 2. დაუკვეთოთ სერვისი სახლიდან გაუსვლელად; 3. სერვისის მოთხოვნა არ საჭიროებს რეგისტრაციას და მომაბეზრებელ პროცედურებს; 4. გარკვეული თანხის მიღწევისას, სხვადასხვა ტერიტორიებზე თბილისის მასშტაბით უფასო ტრანსპორტირება; 5. მცირე შენაძენზე დიფერენცირებული ფასებით სატრანსპორტო მომსახურების სერვისი; 6. პარტნიორ ორგანიზაციებთან სერვისის უზრუნველყოფა; რეჰაუსთან თანამშრომლობა ყოველთვის მომგებიანია!
ააიპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ (Centre For Civil Activities) დაარსდა 2011 წლის 14 თებერვალს. არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს კახეთის, მცხეთა – მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში. სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მიზნებია: ადამიანის უფლებების დაცვა და პოპულარიზაცია; სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა; მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირება; გენდერული თანასწორობის და ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ აქტიურად მუშაობს ეთნიკურ უმცირესობებთან და ახალგაზრდებთან.
გერმანული კომპანია „სი ემ იქს სოლუშენს“-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე. ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანსა და თბილისში. 2015 - სკოპიე 2016 - თბილისი 2018 - ერევანი თბილისში ამჟამად 120-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მრავალენოვანი ქოლ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ და გამავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.
ქართული ტრადიციული მეღვინეობის რჩეული ღვინოების გამოფენა - წარმოდგენილია უძველესი ქართული მეთოდოლოგიით დაყენებული საუკეთესო ღვინოები საქართველოს ყველა რეგიონიდან. ქართული ღვინოების გამოფენა, დეგუსტაცია, პრეზენტაცია, გაყიდვა. ქართული ტრადიციული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა - ჩირეული, ჩურჩხელები, თაფლი, საკმაზები და სხვ. სუვენირების და ხელოვნების სხვადასხვა ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა ღვინის ტურები. ქართული ღვინის გალერეა & ღვინის ბარი
his property is a 6-minute walk from the beach. Hotel Riva offers accommodations in Batumi. The hotel has air-conditioned rooms with free WiFi. The rooms are equipped with a flat-screen TV with satellite channels. Rooms come with a private bathroom equipped with a shower. There is a 24-hour front desk at the property. Dolphinarium is 500 m from Hotel Riva, while Batumi Archaeological Museum is 701 m from the property. The nearest airport is Batumi Airport, 2.5 mi from Hotel Riva.
ჩვენი ყვავილების მაღაზია Lovely Roses გთავაზობს ყვავილების ონლაინ შეკვეთას და თბილისში მიტანის სერვისს. ჩვენ გთავაზობთ ვარდებს ელეგანტურ კოლოფში, ყვავილების თაიგულებს და სხვა საჩუქრებს. ყვავილების შეკვეთა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩვენს ვებგვერდზე და ჩვენ 09:30-დან 23.00-მდე მითითებულ მისამართზე მივიტანთ. ჩვენთან ყვავილების შეკვეთა ხდება საიტზე, აქვე ხდება ანგარიშსწორება საკრედიტო ბარათით - Visa, Master Card. Lovely roses-ში ყვავილების ყიდვა პირდაპირ მაღაზიაშიც შესაძლებელია. ჩვენ თბილისში ვთანამშრომლობთ რამდენიმე მომწოდებელთან და მათგან ვირჩევთ ყველაზე ახალ და მრავალფეროვან ყვავილებს, რადგან ჩვენ პასუხისმგებლობით ვუდგებით იმას, რომ ყვავილები ყოველთვის იყოს ცოცხალი და ხარისხიანი. Lovely roses-თვის ასევე ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია "ადგილზე მიტანის სერვისი". ჩვენ მოხარული ვიქნებით ნებისმიერ დროს მოგართვათ საუკეთესო ყვავილების თაიგული ჩვენი კურიერის მეშვეობით. ფოტო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა, რომელიც თავის მხრივ ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის საშუალებით განვითარდა. სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. სკოლის მისია - საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ემსახურება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავებას ტრენინგებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების გზით. სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამები ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებს, რაც აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ამზადებს. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოების სექტორში მიმდინარე რეფორმებს ოთხი ძირითადი მიმართულებით: კარგი მმართველობის მხარდაჭერა - სკოლის აქტივობები მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მაღალი თანამდებობის პირების პროფესიონალიზმის ამაღლებას, რათა ხელი შეუწყოს ფართო უსაფრთხოების სექტორში მართვის ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნული კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კეთილსინდისიერების ამაღლებას, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, კორუფციული რისკების შემცირების ხელშეწყობას. თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა - სკოლა უზრუნველყოფს ფორუმს დისკუსიებისთვის და ინფორმაციის გაცვლისთვის, რათა ჩამოყალიბდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალს, სხვა სამთავრობო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. უწყებათაშორისი თანამშრომლობა - სკოლა ხელს უწყობს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის სხვადასხვა სამთავრობო უწყებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ინფორმაციის გაზიარების, კავშირების გამყარების და თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი ფორმატების მეშვეობით. ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობა - სახელმწიფო უსაფრთხოება ერთობლივი ეროვნული პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, სკოლა უზრუნველყოფს პლატფორმას დისკუსიებისთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, სადაც უსაფრთხოების ორგანოებთან ერთად მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები (აკადემიური წრეები, ექსპერტები, მასწავლებლები, მედიის წარმომადგენლები). თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია ნატო-ს აკრედიტაციის მიღება. აკრედიტაციის პროცესის ეფექტურად წარმართვის და ასევე ნატო-სთან თავსებადი სასწავლო ციკლის შემუმაშვების მიზნით, სკოლა განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას ნატო-ს სხვადასხვა პროგრამებთან, ნატო-ს სკოლებთან და მსგავს სასწავლო დაწესებულებებთან.
დაბადების დღის ცენტრი „ჯოიფული“ მხიარული ბიჭუნა ჯოის სურვილით დაარსდა, ყველაფერი კი მის დაბადების დღეზე დაიწყო, მაშინ ბიჭუნა 5 წლის ხდებოდა. ჯოი განსაკუთრებით ემზადებოდა ამ დღისთვის, მეგობრებს მოსაწვევები დაურიგა, დედასთან ერთად დღე დაგეგმა, სახლიც ლამაზად გააფორმა და წვეულებაც დაიწყო. ჯოის დედამ მხიარული პროგრამა მოიფიქრა, ბავშვები სასრიალო ოთახში შეიყვანა, რომელიც ნაირ-ნაირი ბურთებით იყო მორთული, სრიალით და ბატუტზე ხტუნვით გული რომ იჯერეს ბავშვებმა მეორე ოთახში გადაინაცვლეს სადაც მხიარული ჯამბაზი საოცარი ილეთებით ართობდა მათ, ზღაპრის სხვადასხვა პერსონაჟები კი პატარებთან ერთად ცეკვავდნენ და მხიარულობდნენ. გახარებული ბავშვები ჯულიეტა ბებიას ტკბილმა ღვეზელებმა უფრო მეტად გაახარა და აი ტორტის ჩაქრობის და საჩუქრების გახსნის დროც მოვიდა. ჯოი ძალიან ბედნიერი იყო, მას არ უნდოდა რომ მისი დღე დასრულებულიყო, თუმცა მოსაღამოვდა, ბავშვებს ძილი მოერიათ, ჯოის მადლობა გადაუხადეს და სახლებისკენ გაეშურნენ. ჯოი წამიერად დანაღვლიანდა, თუმცა ის ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო და თავში კარგმა აზრმა გაუელვა, მან გადაწყვიტა დედასთან და ბებიასთან ერთად დაბადების დღის ცენტრი გაეხსნა, სადაც ყველა ბავშვს უმასპინძლებდნენ, დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს აჩუქებდნენ და ჯოიც სულ დაბადების დღეებზე იქნებოდა, მას ხომ ეს ძალიან უყვარდა. და აი ჩვენც აქ ვართ და გეპატიჟებით დაბადების დღის ცენტრ „ჯოიფულში“! ჩვენთან გიმასპინძლებთ მხიარული ბიჭუნა ჯოი, შემოგთავაზებთ ყველაზე მხიარულ გასართობ პროგრამას, ხოლო ბებია გემრიელ კერძებს მოგიმზადებთ, ჯოის დედა კი მშობლების გართობასა და დადებით განწყობაზე იზრუნებს.
თბილისის პროტოკოლის სკოლა პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას მიიღოს სერთიფიცირებული განათლება საერთაშორისო ბიზნეს ეტიკეტისა და პროტოკოლის სფეროში. ვინ არის ჩვენი ლექტორი? სკოლის ხელმძღვანელი და მთავარი ტრენერია ნინო ახალაია. მას გავლილი აქვს ევროპის პროტოკოლის სკოლის (Europrotocol – The European School of Protocol) ტრენერთა მომზადების სასწავლო კურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიენიჭა სერთიფიცირებული კონსულტანტის სტატუსი ბიზნეს ეტიკეტისა და საერთაშორისო პროტოკოლის საკითხებში. ევროპის პროტოკოლის სკოლა აკრედიტირებულია”ბრიტანული აკრედიტაციის საბჭოს” მიერ (BAC – British Accreditation Council for Independent and Further & Higher Education), რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQUA) სრულუფლებიან წევრს.
Вы решили отдохнуть в Грузии, но не имеете точного плана с чего начать? Доверьте это нам. Компания PoyPey Tours существует более четырех лет, и у нас большой опыт в предоставлении качественных услуг в сфере туризма. Почему именно PoyPeyTours? Для того, чтобы у Вас остались неизгладимые впечатления, о райском уголке, который вы собираетесь посетить, наша компания предлагает Вам команду профессиональных и сертифицированных гидов, которые настолько влюблены в Грузию, что посвятили себя её изучению и ознакомлению с ней любого заинтересовавшегося. То, как они приоткрывают завесу истории, не оставит Вас равнодушными. Вы полюбите эту страну и будете возвращаться в неё снова и снова. Наша задача — организовать для Вас комфортное путешествие, море впечатлений и незабываемые воспоминания. Предоставление гибких цен, разнообразных туров, забота и ответственность за качество Вашего отдыха — основная цель нашей компании. Отдохнуть можно и на диване, но наши туры обеспечат Вам отдых для души и тела! Наша миссия заключается в том, чтобы раскрыть для Вас все краски этой замечательной, многогранной страны. Грузия испокон веков вдохновляла художников, поэтов и писателей на создание их величайших шедевров. С нами вы сможете ощутить красоту гор Кавказа, мягкий климат и чистейший воздух, а также посетить древние церкви и крепости, славящиеся своей историей, мифами и легендами. Откройте для себя обилие термальных источников и месторождений целебных грязей, побережье Черного моря. Конечно же, нельзя оставить в стороне и грузинскую кухню, которая богата разнообразными вкуснейшими блюдами. Здесь Вы отведаете настоящие хинкали, попробуете различные виды хачапури. Разнообразие грузинского меню порадует как мясоеда, так и вегетарианца. Команда PoyPey Tours подберет для Вас индивидуальную программу, исходя из Ваших предпочтений и интересов. Индивидуальные и групповые туры, частные мероприятия, санаторно-курортное лечение, джип-туры, экстремальные и винные туры – вот лишь малая часть того, что может Вам предложить команда PoyPey Tours. Индивидуальный подход к каждому гостю и качество предоставляемых услуг – залог нашего многолетнего успеха! Мы ждем именно ВАС!