ABRAGEBI is the unique product handcrafted in Georgia with special softness and lightness. The highest level of leather treatment, which allows it to breathe. It is handcrafted with traditional methods where all the details are carefully thought out, as a result of which we get the perfect product.
ჩვენი პროდუქცია გამორჩეულია განსაკუთრებული სირბილით და სიმსუბუქით. უმაღლეს დონეზე დამუშავებული ტყავით, რომელიც იძლევა სუნთქვის საშუალებას. ფეხსაცმელი მზადდება ტრადიციული ხელნაკეთი გზით, სადაც ყველა დეტალი სიღრმისეულადაა გათვლილი, რის შედეგადაც ვიღებთ სრულყოფილ პროდუქტს.
ჩვენ ვქმნით სიმყუდროვეს თქვენთვის
ფარდა სახლის დიზაინის მნიშვნელოვანი შტრიხია. სიმყუდროვეს თქვენს ოთახებში მეტწილად სწორედ ფარდა ქმნის.
სალონი "არტ ფარდა" გთავაზობთ საუკეთესო საფარდე ქსოვილებს, აქსესუარებსა და კერვის სერვისს თბილისის ცენტრალურ ადგილას.
ჩვენ გთავაზობთ უპრეცენდენტო მომსახურებას, რომელიც საშუალებას მოგცემთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით გააგზავნოთ საფოსტო წერილები მთელი საქართველოს მასშტაბით. ამისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ ჩვენს ვებ-გვერდზე, რის შემდეგაც გექნებათ წვდომა საფოსტო ინტერფეისთან, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ თქვენი წერილების მართვას. www.smartfix.ge
Proxima Solutions -ი არის ERP სისტემების დეველოპერი კომპანია,რომელიც ნერგავს Microsoft- ის პროდუქტს Microsoft Dynamics AX -ს,
Microsoft Dynamics AX არის კომპლექსური ERP გადაწყვეტილება, რომელიც შექმნილია საშუალო და მსხვილი კომპანიებისათვის.
სისტემა კომპანიებს აძლევს საკუთარი შესაძლებლობების გაზრდისა და ახალი კონკურენტული უპირატესობების შეძენის საშუალებას.
Microsoft Dynamics Ax განკუთვნილია განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიებისათვის,
რომლებიც ეძებენ სრულად ინტეგრირებულ და საუკეთესო გამოცდილებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას.
ჩვენ ვმუშაობთ მომხმარებლებთან, რომ გავაუმჯობესოთ პროდუქტიულობა, გავაძლიეროთ პერსონალი, მოვახდინოთ ბიზნეს პროცესების ოპტიმიზირება და ავტომატიზაცია, ვუზრუნველვყოთ ყოვლისმომცველი გადაწვეტილებები ნებისმიერი ტიპის და ზომის საწარმოებისათვის.
Proxima Solution is ERP Systems’ developer company, that implanting Microsoft’s product Microsoft Dynamics AX.
Microsoft Dynamics AX is ERP complex solution designed for medium and large companies.
The system gives companies the opportunity to increase their capabilities and to gain new competitive advantages.
Microsoft Dynamics AX is designed for development oriented companies, which are looking for a fully integrated and best experience-based decision.
We work with our customers to improve productivity, empower staff, streamline and automate business processes, delivering comprehensive solutions for businesses of all sizes, in all industries..
საპოვნელა 100%-ით ნატურალური, ხელნაკეთი კოსმეტიკა და სხეულის მოვლის საშუალებები.
„ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს ჩაგივლია, შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორველად, პაწაწინა მარჯნისფერი ყვავილია, იმერეთში ეძახიან საპოვნელას“
„აქ რამ მოგიყვანა ....? „
ალბათ რასაც ეძებ, 100%-ით ნატურალური სხეულის მოვლის საშუალებებია და თუ იმასაც აღმოაჩენ, რომ მათი უმრავლესობა თხის რძითაა გამდიდრებული, მით უკეთესი. თხის რძესაც ხომ გააჩნია! ჩვენ „გვესოს ფერმის“ ხალასჯიშიანი მოშენების გზით გამოყვანილი უძველესი ქართული ჯიშის ბედნიერი თხების რძეს ვიყენებთ, რომელიც განსაკუთრებულად სასარგებლოა. ლეჩხუმში, ზღვის დონიდან 560 მეტრზე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარე სოფელ გვესოში არსებული „გვესოს ფერმის“ თხები მთელი დღე ბედნიერად ნავარდობენ, ულამაზესი ხედებით ტკბებიან და მათი ენდორფინების დონე რძეს მარგებელი თვისებებით ამდიდრებს.
ჩვენი „საწარმო“
სიტყვა „საწარმო“, გულწრფელად რომ გითხრათ, სულაც არ შეეფერება სივრცეს, რომელიც შუა ქართლში, გია მერებაშვილის „ღვინის გზას“ მიუყვება და 2000-მდე კვადრატულ მეტრზე გაშენებულ, ხეივნით, ხეხილის ბაღით, ბუნებრივად ამოსულ თუ „მათუსალას“ ხელით აფერადებულ ულამაზეს ყვავილებით სავსე ეზოში აშენებულ, უზარმაზარ სახლს მოიცავს, რომელსაც ყოველი მხრიდან დიდი კარი აქვს და თითოეული ნივთი, ავეჯი, დეკორაცია და ჭურჭელი საინტერესო ისტორიას ატარებს. ახლა უკვე აქ „საპოვნელას“ სხეულის მოვლის საშუალებებიც მზადდება.
„დიდი“ დიასახლისი
ბიბლიური წინასწარმეტყველის (გადმოცემით, ყველაზე დღეგრძელი ადამიანის) სახელი „მათუსალა“ ამ დიდი სახლის დიასახლისის ზედმეტსახელია და არ დაავიწყდება გირჩიოთ - როგორ დაიწყოთ დილა თაფლიანი წყლით, როგორი სასარგებლოა ჭეო, როგორ აძლიერებს იმუნიტეტს ერთი კოვზი თაფლისა და ალოეს რამდენიმე წვეთის სინთეზი და რა სარგებლობა მოაქვს ამა თუ იმ ბალახს და ყვავილს, განსაკუთრებით იმას, რომელსაც ფუტკარი ეტანება. დიახ, სწორედ ის გახლავთ ამ „საწარმოს“ „დიდი“ დიასახლისი.
“იპოვე ის რასაც ეძებ”
„საპოვნელას“ სხეულის მოვლის საშუალებები ხელნაკეთია და მის მომზადებას კულინარიული გემრიელობების შექმნის მსგავსად ოსტატობის გარდა პოზიტიური განწყობა და ემოცია ჭირდება. ჰოდა შევარჩიეთ საუკეთესო ხარისხის, ნატურალური ინგრედიენტები, შევკაზმეთ სამკურნალო მცენარეებით, დავუმატეთ ბედნიერი თხის რძე და ბუნებრივი მოვლის საშუალებებიც შევქმენით.
“გააგრძელე საპოვნელას ისტორია, იპოვე ის რასაც ეძებ და იყავი ბუნებასთან ისე ახლოს როგორც არასდროს...”
ევაკუატორის მომსახურება 24/7 თბილისში და საქართველოს მასშტაბით. ავტომობილის გადაყვანა, ავარიული ტრანსპორტირება, გზაზე დახმარება, სწრაფი სერვისი დაბალ ფასებში.
ქილერი არის მავნებლების კონტროლის სერვისის მიმწოდებელი კომპანია, რომელიც ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს; თანამშრომლობს წამყვან ორგანიზაციებთან საქართველოში და უგვარებს მავნებლებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
2023 წლიდან გახდა ბრიტანული პესტ კონტროლის ასოციაციის წევრი (BPCA), რაც მაღალი ევროპული სტანდარტების მიხედვით მუშაობას გულისხმობს.
კომპანია ემსახურება როგორც ფიზიკურ, ასევე - იურიდიულ პირებს.
საქმიანობა
• დეზინსექცია (ბუზი, კოღო, ქინქლა, ტარაკანი, ბაღლინჯო და სხვა მავნებლების კონტროლი)
• დეზინფექცია (ბაქტერიები, ვირუსები და სხვა მიკროორგანიზმების კონტროლი)
• დერატიზაცია (ვირთხა, სახლის თაგვი, მინდვრის თაგვი და სხვა მღრღნელების კონტროლი)
ახალი სპორტული დარბაზი ლა ბელ სპორტი გთავაზობთ ტრენინგებს სპორტის შემდეგ სახეობებში: პილატესი, იოგა, აერობიკა ცეკვის თანხლებით, საბრძოლო და თავდაცვის ხელოვნება, ქიქ-ბოქსინგი. სპორტული დარბაზი აღჭურვილია კონდიციონირების სისტემით, ვარჯიშისათვის საჭირო ტრენაჟორებითა და დანადგარებით, საშკაპე კაბინით. შეიგრძენით ჯანსაღი ატმოსფერო.
მშენებლობა აღარ მოითხოვს კოლოსალურ ხარჯებსა და დიდ დროს . ჩვენ შეგვიძლია უმოკლედ დროში და მცირე დანახარჯებით აგიშენოთ კოტეჯი თქვენთვის სასურველ ადგილას !
Construction does not require colonial expenses and a lot of time. We can build a cottage in the shortest time and with a small expenditure!
Строительство не требует колониальных затрат и много времени. Мы можем построить коттедж в кратчайшие сроки и с небольшими затратами!
Spice Garden Indian Restaurant (Batumi) is situated at 16, Sheriff Khimshiashvili, Seas Side Park, Georgia.
This is the first famous touristic city in Georgia connecting the boarders of Georgia with Turkey, here we serve freshly made old Indian Ancient and Traditional food. Our restaurant seating capacity is more than 100 persons.
Our inspiration comes from the multitude of bright fresh and pure flavors and textures representing the diversity of Indian food itself.
Working with our local farmers, growers and purveyors, we strive to use local, organic, biodynamic ingredients whenever possible. Combining these with modern creative and classic Indian styles of cooking, we present food that balances the bounty of Batumi with the bold flavors and spices of India and Pakistan.
Our team’s passion for hospitality comes through with each bite, every sip and with every smiling interaction. As silk route connect India and Pakistan to Georgia, spice garden refreshes the spice silk route traditional food history.
ბერნეისის პიარ კოლეჯის მისია და ხედვა
მისია
პიარ კოლეჯის მისიაა საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შექმნა და პიარ სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ხედვა
ჩვენ გვსურს თანამედროვე, ადეკვატური და მაღალ პროფესიონალური სასწავლო მასალებითა და ახალი მეთოდების გამოყენებით, კოლეჯის მსმენელების პროფესიული სრულყოფა და მათი კარიერული წინსვლა, საზოგადოებაში პიარის შესახებ სწორი აზრის ჩამოყალიბება, დასაქმების ბაზრის მოთხოვნების მაღალი სტანდარტების შექმნა და ამით საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს საერთაშორისო დონეზე განვითარება.
მუდმივად მზარდ და განვითარებად სამყაროში, იცვლება და ფორმირდება კომუნიკაციის როლი. კორპორაციების და ბრენდების განვითარება სულ უფრო და უფრო მეტ მოთხოვნას უყენებს საზოგადოებასა და ბაზარს, ჩნდება სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების დეფიციტი და ახალი სამუშაო ადგილები. ბერნეისის პიარ კოლეჯის შექმნა სპეციალისტებისა და კვალიფიციური კადრის მოსამზადებლად და მათი პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად შეიქმნა.
ბერნეისის პიარ კოლეჯი სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა და პრაქტიკოსი პროფესიონალების მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებით შეიქმნა. ბერნეისის პიარ კოლეჯი პიარის ერთ-ერთი დამაარსებლის „პიარის მამის“ ედვარდ ბერნეისის სწავლებაზე და თეორიებზე დაფუძნებული მოდელებით ხელმძღვანელობს და ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე.
ბერნეისის პიარ კოლეჯის მისია ცოდნაზე და ეფექტურ უნარებზე დაფუძნებული დინამიკური გადაწყვეტილებების მიღების გზით, პიროვნების პროფესიული სრულყოფილების მიღწევაა.
კომუნიკაციისა და პიარის როლი და მოთხოვნა საზოგადოებაში არასოდეს ყოფილა ისეთი დიდი როგორც დღეს – შემოგვიერთდით.
@ infoprcollege@gmail.com
დეველოპერული უძრავი ქონების მართვის სრული სპექტრი: ბრენდინგი, მარკეტინგი, გაყიდვები, After Sales Management, ხარისხის კონტროლი, საბანკო დაფინანსების უზრუნველყოფა. გარანტირებული შედეგები პროექტის საწყის ეტაპზევე წინასწარ განსაზღვრული გეგმებით და გეგმის შესრულების გარანტირებული ვალდებულებით.
თანამედროვე ცეკვის, თეატრისა და მუსიკის სინთეზი
/
synthesis of contemporary dance, theatre and music
синтез современного танца, театра и музыки
კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა” თანამედროვე ცეკვის, თეატრისა და მუსიკის სინთეზი.
კირკეს მიზანია თანამედროვე ექსპერიმენტული ცეკვისა და პერფორმანსის სცენის განვითარება საქართველოში. პროექტი ქართველ საზოგადოებას აცნობს საერთაშორისო თანამედროვე პერფორმერებს და მათ ნამუშევრებს. ასევე სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს შემეცნებით შეხვედრებსა და საერთაშორისო კოლაბორაციებს.
პროექტი მულტი-ფუნქციური პლატფორმის შექმნას ისახავს მიზნად, რაც მოიაზრებს კულტურისა და ხელოვნების მიმართულებების პრიზმის გაფართოებას: ვიზუალური ხელოვნების, კინოს, თეატრის, ცეკვის, საჯარო ლექციებისა და პერფორმანსების განვითარების ხელშწყობით უწყვეტი შემეცნებითი სივრცის ჩამოყალიბებას, ახალი დისკურსის შექმნის შესაძლებ
"ფი ქეი ეფ ჯორჯია" წარმოადგენს წამყვან კომპანიას აუდიტსა და ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში, რომელიც საქართველოში მოქმედ კომპანიებს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროფესიონალური მომსახურებით.
"ფი ქეი ეფ ჯორჯია" ხელს უწყობს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიის განვითარებას, პროფესიულ ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობით.
"ფი ქეი ეფ" არის PKF International–ის სრულფასოვანი წევრი. PKF International იურიდიულად დამოუკიდებელი ფირმების გლობალური ქსელია, რომელიც საერთო ღირებულებების ირგვლივ აერთიანებს კომპანიებს 400-ზე მეტ ქალაქში მსოფლიოს 5 კონტინენტზე.
"PKF International"-ის ქსელში შემავალი აუდიტორული კომპანიები სპეციალიზირებულნი არიან მაღალი ხარისხის აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებაზე როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. 22,000-ზე მეტი პერსონალი, მათ შორის 2,300-ზე მეტი პარტნიორი, კლიენტთა მომსახურება 5 კონტინენტზე, რომელიც მორგებულია ინდივიდუალური კლიენტების საჭიროებებზე.
კომპანიის საქმიანობა
კომპანია ისწრაფვის მუდმივი განვითარებისკენ, ცდილობს უპასუხოს კლიენტების მოლოდინებს და სრულად დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.
სერვისები
აუდიტი
• ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
• სხვადასხვა ტიპის მარწმუნებელი მომსახურება
• სხვადასხვა ტიპის აუდიტორული მომსახურება
შეფასება
• ბიზნესის შეფასება
• არამატერიალური აქტივების შეფასება
• უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება
საგადასახადო მომსახურება
• საგადასახდო აუდიტი (წინა და მიმდინარე პერიოდები)
• საგადასახადო დავის მოგვარება
• საგადასახადო პროცესების შემოწმება
• მიმდინარე საგადასახადო კონსულტაციები
აუთსორსინგი
• ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსი
• ყოველთვიური გადასახადის გაანგარიშგება
• სახელფასო მომსახურება
• ხარჯების მიზანშეწონილობის შესწავლა
• ოპერატორის შერჩევა და ზედამხედველობა
• საკონსულტაციო მომსახურება
Matsoni ‘’Mariami’’ - The Secret of Longevity
In the alpine villages of the Georgian periphery, overstayed ‘’Matsoni’’ preparation endemic method. While researching phenomenon of longevity during 1977-91, scientists attention was driven towards frequent use of ‘’Matsoni’’ in nutrition. Scientists found and restored microflora of Georgian ‘’Matsoni’’. The final product was given trademark in 1993 under the name – ‘’Matsoni Mariami’’ which differs and stands out from other dairy products worldwide with its taste, restorative, preventive and curing properties.
მაწონი "მარიამი" - დღეგრძელობის საიდუმლო.
საქართველოს პერიფერიაზე მდებარე მაღალმთიან სოფლებში შემორჩენილი იყო მაწვნის დამზადების ტრადიცული, ენდემური მეთოდი.
1977-91 წლებში დღეგრძელობის ფენომენის კვლევის პროცესში მეცნიერთა ყურადღება კვებაში მაწვნის ხშირმა გამოყენებამ მიიპყრო.
მეცნიერებმა მოიძიეს და აღადგინეს ქართული მაწვნის მიკროფლორა. მიღებული პროდუქტი კი 1993 წელს დაპატენტდა სახელწოდებით - მაწონი "მარიამი", რომელიც მსოფლიოში ცნობილი რძემჟავა პროდუქტებისგან გემოვნებითი თვისებებით განსხვავდება. რაც მთავარია, მაწონ „მარიამს“ სამკურნალო-პროფილაქტიკური ზემოქმედების ფართო სპექტრი გააჩნია.
Кислый «Мариам» - загадка долголетия.
Традиционный, эндемичный способ приготовления баранины сохранился в высокогорных деревнях на периферии Грузии.
В рамках долгосрочных научных исследований в 1977-91 годах ученые обратили внимание на частое потребление питательных веществ.
Ученые изобрели и восстановили микроферментацию грузинских фруктов. Продукт, полученный в 1993 году, был запатентован названием «Мариум», который отличается от всемирно известных молочных продуктов. Самое главное, что «Мариам» обладает широким спектром лечебного и профилактического действия.
შრომის უსაფრთხოების კომპანია SMG–ს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტთა ჯგუფი პარტნიორებს სთავაზობს ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, სურსათის უვნებლობის HACCP, ISO 22000:2018 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სრულფასოვანი დანერგვის, შრომითი უფლებების დაცვის მრავალპროფილურ მომსახურებას ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე.
• პაკეტი აუდიტი
• პაკეტი მონიტორინგი
• პაკეტი სრული აუთსორსი
• პაკეტი გარემოს დაცვა
ფოტო
ა.ს. ლოგ საქართველო გთავაზობთ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვის სერვისს. ტვირთების გადაზიდვის ოპტიმალურ გზას, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე.
ჩვენ შეგვიძლია ორგანიზება გავუკეთოთ ყველა სახის სატრანსპორტო გადაზიდვას, არ აქვს მნიშვნელობა ტვირთის ზომას, მოცულობას, გაბარიტულია თუ არაგაბარიტული.
• ნაკრები და მთლიანი ტვირთების ტრანსპორტირება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან: ჩინეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, ბელარუსია, პოლონეთი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთი. აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე (შიდა გადაზიდვა).
• შიდა გადაზიდვები საქართველოს ტერიტორიაზე გაბარიტული თუ არაგაბარიტული ტვირთების, სტანდარტული ტენტებით, პლასადკებით, სამაცივრე და ლაფეტებიანი ა/მ მანქანებით
• ტვირთების კონსოლიდაცია (გრუპაჟი) ჩინეთიდან.
საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვები ტრაილერის სრული დატვირთვით გულისხმობს თქვენთვის სასურველ დროსა და ჩვენი ოპერირების ადგილას საჭირო ტიპის მანქანის მოწოდებას. თქვენ საჭირო დროსა და ადგილას იღებთ ისეთ მანქანას, რომელიც ერგება თქვენი მომწოდებლის მოთხოვნებსა და ტვირთის სპეციფიკას.
ყველა სახის საკონტეინერო მომსახურება მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან:
• ყველა სახის კონტეინერის შეკვეთა და ტრანსპორტირება მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან
• ყველა სახის კონტეინერის შეკვეთა საქართველოდან ექსპორტზე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში
• შიდა გადაზიდვის უზრუნველყოფა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში
• სატერმინალო და საბროკერო მომსახურება
• გადატვირთვა, ჩატვირთვა ტერმინალებზე, ფუმიგაცია
• დაზღვევა
ასევე გთავაზობთ მომსახურებას საბაჟო-საბროკერო პროცედურებზე:
1. საექსპორტო დეკლარაცია (EX1);
2. იმპორტის დეკლარაცია;
3. ტრანზიტული ტვირთისთვის საჭირო დოკუმენტაცია (T1);
4. არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვისთვის საჭირო ნებართვა;
5. ფიტოსანიტარული სერტიფიკატის მომზადება;
6. წარმოშობის სერტიფიკატის მომზადება;
7. ტვირთის ჩამოსვლამდე დოკუმენტაციის შემოწმება.
ფოტო
ვეისტერი არის თქვენი სამზარეულოს კომფორტის განუყოფელი ატრიბუტი, რომელიც რამდენიმე წამში გაგიქრობთ ყველა ტიპის საკვების ნარჩენებს. ეს სწორედ ის ნარჩენებია, რომელიც თქვენი სამზარეულოს ურნის მინიმუმ 60%-ს შეადგენს, აჩენს უსიამოვნო სუნს და უამრავ ბაქტერიას თქვენს ურნაში. დღეიდან ყველა ტიპის საკვების ნარჩენი შეგიძლიათ მოათავსოთ პირდაპირ ნიჟარაში და უბრალოდ გაატანოთ წყალს.
თბილისში და საქართველოში, კომიქსების პირველი კაფე-მაღაზია. ჩვენ გვაქვს: კომიქსები, მანგა, წიგნები და კომიქსებთან/მანგასთან დაკავშირებული ადგილობრივი/უცხოური აქსესუარები. ასევე ვამზადებთ “Specialty” ყავას, რამდენიმე სახის არომატულ ჩაის, კაკაოს და გვაქს უგემრიელესი დესერტები. First stationary Comic books shop and cafe in Tbilisi, Georgia. We have: Comic books, Manga, books and Foreign/ local made Merchandise. We also make: Specialty Coffee, different kinds of aromatic tea, cocoa and have really delicious wonderful deserts!