პროექტი ,,შენი სახლი ჯიქიაზე" მდებარეობს საბურთალოზე და ხორციელდება ესტონურ - ქართული კომპანიის მიერ. 5,5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, დღეის მდგომარეობით, აშენებული და შესახლებულია 19 კორპუსი, დაახლოებით 1500 მაცხოვრებლით. საცხოვრებელი კომპლექსი აღჭურვილია სრულყოფილი საუბნო ინფრასტრუქტურით; გამწვანებული ტერიტორია, კეთილმოწყობილი ეზო, შიდა საფეხმავლო ბილიკები, ბავშვების გასართობი, სავარჯიშო და დასასვენებელი ზონა, სტადიონი და აუზი. შემოუერთდი ჩვენს უბანს და #აკეთებიზნესიჩვენთან , #ჩვენთანუკეთესია
ძვირფას მცენარეულ ზეთებზე დამზადებული, ხელნაკეთი, ნატურალური და ქართული საპნები, არ შეიცავს ცხოველების ცხიმებს და ქიმიურ დანამატებს. natural, natural and Georgian soaps made of precious vegetable oils do not contain animal fats and chemical supplements. Натуральное, натуральное и грузинское мыло из ценных растительных масел не содержит животных жиров и химических добавок.
ელ-სენტრო - ეს სრულიად განსხვავებული, კუბური კულტურით გამორჩეული, კლუბი-ლაუნჯი. დაწესებულების კონცეფცია წვრილმანებამდეა გათვლილი, კარგი, სწორად შედგენილი მუსიკალური პროგრამა - ნებისმიერი საღამოს სული და გულია. კლუბში ყოველდღე კუბური ჰავანა ბენდი უკრავს. ბენდი ძირითადად ლათინურ და ბოსსა-ნოვას სტილში შესრულებელ კომპოზიციებს შემოგთავაზებთ. გარდა ამისა, ელ- სენტროში ნამდვილი ჯაზური საღამოებიც იმართება.
ყველაზე გემრიელი, ხარისხიანი, ჯანსაღი ხილ-ბოსტნეულისა და სხვა აგროპროდუქტის ქსელი თბილისში. ჩვენ მოვიარეთ მთელი საქართველო, რათა შეგვერჩია ის ფერმერები, რომლებსაც მოჰყავთ ყველაზე გემრიელი, სუფთა, ნატურალური აგროპროდუქტი. მოვიარეთ საქართველოს ყველა კუთხე, იმისთვის რომ დავმეგობრებოდით საუკეთესო ფერმერებს, რომლებიც ჩვენთვის ყოველდღიურად გამოგზავნიდნენ დილით დაკრეფილ ხილსა და ბოსტნეულს. მოვიარეთ ყველა საწარმო, რომ შეგვერჩია საუკეთესო ხარისხის ქართული ბურღულეული, კომპოტი, ჯემი, ტყემალი და სხვა ჯანსაღი პროდუქტი. მოვიარეთ რძის გადამამუშავებელი ქარხნები, იმისთვის რომ შეგვერჩია მეწარმეები, რომლებიც ყველს, არაჟანს, კარაქს, ხაჭოს, ნადუღსა და მაწონს ამზადებენ მხოლოდ მაღალი ხარისხის რძისგან და არა მისი შემცვლელებისგან. მოვიარეთ ლაბორატორიები, რათა შეგვემოწმებინა ჩვენი შერჩეული ადგილობრივი თუ იმპორტირებული პროდუქტი და მიგვეღო ხარისხის დასტური. ჩვენ შევკრიბეთ აგრონომების, ტექნოლოგების, მენეჯერების, ლაღი და ხალისიანი, პროფესიონალი ადამიანების გუნდი, რომლებსაც სჯერათ, რომ ჯანმრთელობა ბედნიერებაა, ჯანსაღი საკვები და ღიმილიანი გარემო კი - ჯანმრთელობის წინაპირობა. და ჩვენ შევქმენით გემორჩეული... ადგილი, სადაც შეიძენთ ჯანსაღ საკვებს ღიმილიან გარემოში. მისამართი: ი. აბაშიძის N31 (შიდა ნომერი 107) ნ. ყიფშიძის N9ბ (შიდა ნომერი 106) ვაჟა-ფშაველას V კვარტალი, კორპუსი N4. (შიდა ნომერი 108)
ჩვენი სასტუმრო LM CLUB HOTEL მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, მარჯანიშვილის მოედნიდან 200 მეტრში, ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის ტერიტორიაზე. ის წარმოადგენს 4* ბუტიკ სასტუმროს, რომელიც შედგება 13 ნომრისგან. სასტუმროს აქვს 3 ერთადგილიანი (SNGL), 3 ორადგილიანი (ცალ-ცალკე საწოლით TWIN), 7 ორადგილიანი (DBL king size) ნომრები. სასტუმრო LM CLUB HOTEL -ის უნიკალურობა განისაზღვრება ბიზნეს და კომერციულ ცენტრებთან ახლო მდებარეობით და საკუთარი საჩოგბურთო კორტებით. სასტუმრო LM CLUB HOTEL ადვილად მისადგომია საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მეტრო სადგური “მარჯანიშვილი” სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზეა, ხოლო რკინიგზის სადგურიდან სასტუმრომდე ავტომობილით მხოლოდ 10 წუთს საჭიროებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე სასტუმროს 25 წუთის სავალი აშორებს. სასტუმრო მდებარეობს სახელმწიფო დაწესებულებებთან ახლოს და თბილისის მთავარ ბიზნეს უბანში, ამდენად იგი იდეალურია საქმიანი და აქტიური დასვენების მოყვარული ადამიანებისათვის. ნომერში არის: • ინტერნეტი WI-FI • ტელევიზია • გათბობა • კონდიცირება • ტელეფონი • აბაზანის აქსესუარები • პირსახოცი • ხალათი (მოთხოვნით) • თმის საშრობი (მოთხოვნით) • უთო, საუთოო მაგიდა (მოთხოვნით) მომსახურება • დილის საუზმე • ნომრების ყოველდღიური დალაგება • აუზი • საუნა • სატრენაჟორო დარბაზი (GYM) • პლასტიკური ბარათით გადახდა • პრინტერი/ბეჭდვა • ლიფტი • უფასო პარკინგი • კონსიერჟის მომსახურება • 24 საათიანი დაცვა სხვა სერვისი • რესტორანი • ფიტნეს დარბაზი (პილატესი) • საკონფერენციო დარბაზი • ჩოგბურთის კორტები • მინი ფეხბურთის მოედანი • მასაჟი • კოსმეტოლოგი (ლაზერული ეპილაცია) • სოლარიუმი • სილამაზის სალონი • სპორტული მაღაზია • ტრანსფერი/დახვედრა
შპს ,,პესტ კონტროლ ჯორჯია“-ს საქმიანობის სფერო: დეზინფექცია - სამუშაოები პარაზიტების, ბაქტერიების და ვირუსების წინააღმდეგ დეზინსექცია - სამუშაოები მცოცავი და მფრინავი მწერების (ბუზები, კრაზანები, ტარაკნები, ჭიანჭველები და ა.შ.) წინააღმდეგ დერატიზაცია - სამუშაოები მღრღნელების წინააღმდეგ ქვეწარმავლების - დაფრთხობა ან/და დაჭერა შპს ,,პესტ კონტროლ ჯორჯია“-ს მოცემულ სფეროში გააჩნია დიდი გამოცდილება, კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი სირთულისა და მოცულობის სამუშაოები. ჩვენს მიერ სამუშაოები სრულდება ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მეთოდების შესაბამისად. სამუშაოები ხორციელდება გამოცდილი, პროფესიონალი სპეციალისტების მიერ, რომლებიც აღჭურვილი არიან ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და უნიფორმით, რათა ნებისმიერი სირთულის ობიექტზე განახორციელონ სამუშაოები და თან დაცული იქნას მათი უსაფრთხოება. სამუშაოების შესრულების დროს ვიყენებთ ევროკავშირის მიერ სერტიფიცირებულ და საქართველოში რეგისტრირებულ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც სრულად შეესაბამება ადამიანის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის კუთხით ევროკავშირის მიერ მიღებულ სტანდარტებსა და ნორმებს. ფოტო